თანამგრძნობი სიყვარული

0
354

ამ საფეხურზე ასვლისას, გაღვიძებული გული მთლიანად მიდის პირადი სიყვარულიდან. ამ დროს თანაგრძნობა შეიძლება განიცადოთ, როგორც ახლობელი ადამიანების მიმართ, ასევე უცხო ადამიანების მიმართაც. ეს არ არის პიროვნული სიყვარული, არც ის სიყვარული, რომელიც დაფუძნებულია დაუფლებაზე, მას არაფერი აქვს საერთო შინაგან “მე”-სთან. ეს უპიროვნო გრძნობაა. ის იზრდება იმდენად, რამდენადაც თქვენს სულს შეუძლია მოიცვას მთელი პლანეტა… და მთელი თქვენი არსება სრულიად განმსჭვალულია სიყვარულის შეგრძნებით.

თანაგრძნობა უფრო და უფრო ძლიერდება. ის გამოწვეულია იმ ფაქტის გაცნობიერებით, რომ მსოფლიოში ყველა ტკივილს და უბედურებას იწვევს ადამიანების განცალკევება ერთმანეთისგან, რომელიც პირველი სამი ჩაკრის ზემოქმედების გამო ხდება.

თანამგრძნობი გული თითოეული სულის სილამაზეს შეიგრძნობს, ის ხედავს რომ ისინი იბრძვიან მიაღწიონ ცნობიერების უმაღლეს საფეხურს. გული არ განიკითხავს მათ, ვინც ჯერ ვერ გაიღვიძა და ვერ გაცდა პირველ სამ საფეხურს. პირიქით, თქვენში იღვიძებს სიკეთე და ამ თანაგრძნობით თქვენ ცდილობთ დაეხმაროთ მათ ამ რთულ პერიოდში, რომ შეიგრძნონ ის სიხარული, რომელსაც გაღვიძებული გული იტევს.

პატიება – აი ის მთავარი თვისება, რომელიც გააჩნია თანამგრძნობ გულს. იმისთვის, რომ გავიგოთ და გავითავისოთ, რომ ყველა სულში არის სიბნელის ნაწილაკი, რომელიც ადამიანურ არსებობას მოიცავს, საჭიროა თანაგრძნობა.

ჩვენ ყველა, ხანდახან ჩავდივართ ისეთ საქციელს, რომელსაც ვერ დავარქმევთ კეთილსინდისიერს, და ამ ფაქტის აღიარების მიუხედავად, ჩვენ არ უნდა წავართვათ შეცდომის უფლება არც საკუთარ თავს და არც სხვებს. შეცდომას ვუშვებთ ყველა, და ეს ადამიანური არსებობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ უნდა შეგვეძლოს როგორც სხვისი პატიება, ასევე საკუთარი თავისაც.

თუმცა თანაგრძნობას, რომელიც მეოთხე ჩაკრაში იბადება, მხოლოდ სიხარული და ბედნიერება არ მოაქვს. როდესაც პირველად იგრძნობთ სხვების ტანჯვას, ძალიან ადვილია მთლიანად ჩაგითრიოთ ამ გრძნობამ და ცხოვრების ინტერესი დაგაკარგინოთ. სრულიად ნათელია, რომ ეს თქვენ კარგს არაფერს მოგიტანთ.

მეოთხე ჩაკრა არ ითხოვს მსხვერპლშეწირვას. აუცილებელია, რომ შინაგანი “მე” ჯანმრთელი იყოს, იმისთვის რომ გულის სიმაღლეზე ავიდეს, და პირველი სამი ჩაკრა – აბსოლიტურად გაწონასწორებული, რომ თანამგრძნობმა სიყვარულმა ზიანი არ მოგაყენოთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუკი თქვენ სრულად ჩაიძირებით ტანჯვაში და განცდაში, ამით მსოფლიოში ტანჯვა მხოლოდ მოიმატებს. თანამგრძნობი სიყვარულის გზას კი არ უნდა მივყავდეთ დამატებით ტანჯვამდე, პირიქით უნდა ამცირებდეს მას. იმის ცოდნა, რომ საკუთარ თავზე მუშაობა, მსოფლიოში ზრდის კეთილდღეობას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სასარგებლო საქმიანობა, დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ არაფრის მომცემ ტკივილს.

როდესაც საყრდენს თქვენს გულში პოულობთ, იძენთ ღვთაებრივ დაცვას – და როდესაც გასცემთ იმ შინაგან დადებით მუხტს, სიყვარულს და სიმშვიდეს, რასაც თქვენ ატარებთ, ამით შეძლებთ სხვისი ტანჯვის შემცირებასაც.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი