პირადი სიყვარული

0
601

პირად საფეხურზე გაღვიძებული გული ენითაუწერელ სიამოვნებას განიცდის ახლობლების სიყვარულით. ეს ის ნამდვილი და ჭეშმარიტი გრძნობაა, რომელიც მოგიწოდებთ თქვენი სიხარული გაუზიაროთ თქვენს ახლობელ ადამიანებს. რომანტიული სიყვარული – ერთერთი ასპექტია პირადი სიყვარულის… და ის არაა შეზღუდული მხოლოდ საძინებელი ოთახით!

ეს არის საყვარელ ადამიანზე ზრუნვით და განებივრებით გამოწვეული სიხარული, შეყვარებულობის დაბადებით გამოწვეული სიხარული, აღტაცება და აღფრთოვანება, როდესაც ღიმილს იწვევთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანის სახეზე. როდესაც თქვენი გული ღიაა, თქვენ გინდათ, რომ ეს სიყვარული იყოს მარადიული! თუ თქვენი გული მზადაა ამოხტეს სიხარულისგან, როდესაც თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთან ერთად გასეირნებაზე დაგთანხმდებათ, ესეიგი თქვენი მეოთხე ჩაკრა ღიაა ამ საფეხურზე.

ამ გრძნობის განვითარება შეიძლება. ახალი შეყვარებულობის პერიოდის დასაწყისში, ეს მდგომარეობა ბუნებრივია. თქვენი გული ისწრაფის პასუხი მიიღოს საყვარელი ადამიანისგან. იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა შეინარჩუნოთ, თქვენ სიხარულს უნდა განიჭებდეთ ამ ადამიანზე მზრუნველობა. თუ თქვენ უკვე დაქორწინებული ხართ, მოუწყეთ მეუღლეს რომანტიული შეხვედრები, თუნდაც კვირაში ერთხელ. გამოხატეთ სიყვარული ნებისმიერი წვრილმანით, ისეთით როგორიცაა სასიყვარულო ბარათი, პატარა საჩუქარი, რომანტიული ვახშამი და ა.შ….

თქვენ თვითონაც ხომ გახსოვთ, როგორც იყო ეს ყველაფერი! სიყვარული – ეს ერთგვარი თამაშია, და იმისთვის რომ ხანგრძლივი იყოს ის, უნდა იცოდეთ მისი წესებიც.

ეს ყველაფერი, რაზედაც ეხლა ვსაუბრობთ, ისედაც ძალიან ადვილად და ბუნებრივად ხდება ადრეულ სტადიებში, მაგრამ დროთა განმავლობაში რთულდება, ამიტომ საშუალება უნდა მისცეთ ამ გრძნობას, რომ შენარჩუნდეს და დაეხმაროთ მას, სხვა შემთხვევაში ის ჩაქრება.

პირად საფეხურზე ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია მიჯაჭვულობის გრძნობა, ვინაიდან პირადი სიყვარული დაკავშირებულია პირველ სამ ჩაკრასთან. აქედან გამომდინარე, ასეთ სიყვარულს ხშირად თან სდევს პარტნიორის დაკარგვის შიში. პირადიდან გარდამავალ თანამგრძნობ სიყვარულში, პარტნიორის დაკარგვის შიში სუსტდება და ბოლოს, როდესაც მიაღწევთ უნივერსალურ სიყვარულს, შიში საერთოდ ქრება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი