კვერცხის ადგილობრივი საწარმოები და სავაჭრო ობიექტები მოთხოვნებს აკმაყოფილებენ

0
119

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებითსურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლს ააქტიურებს.განსაკუთრებული ყურადღება კვერცხის უვნებლობასა და ვარგისიანობას ექცევასააგენტოს  ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივსაწარმოებს,საბითუმომსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.   ადგილობრივი მეფრინველეობის ფერმებშიგანხორციელებული ინსპექტირებისასშემოწმდა წარმოების პროცესიკრიტიკული შეუსაბამობის არცერთი შემთხვევა  არ დაფიქსირდასარეალიზაციო ქსელში  ასევ მოწმდება თუ რამდენად არის დაცული ეტიკეტირების მოთხოვნებივარგისიანობის ვადაშენახვისა და რეალიზაციისპირობები.

სახელმწიფო კონტროლი 70 ზე  მეტ   ობიექტში  განხორციელდა  და  შენახვის  პირობების დარღვევის  ერთეული  შემთხვევა   დაფიქსირდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზრის კონტროლს განაგრძობს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს – ყურადღებით გაეცანით  ეტიკეტზე  მითითებულ  ინფორმაციას!

 2013 წლის მაისში, „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებებისთანახმადგანისაზღვრა კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესირაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებსსარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი