ანაჰატა – გაცნობიერება

0
377

თუ თქვენ ნერვიულობთ სიყვარულის ობიექტზე, გააცნობიერეთ, რომ თქვენი ნერვიულობის მიზეზი დევს უსაფრთხოების განცდის არქონაში, და არა თვითონ სიყვარულში. შეეცადეთ პრობლემის გამომწვევი მიზეზი იპოვოთ. გააანალიზეთ პირველი ჩაკრის მდგომარეობა. გაისეირნეთ ბუნებაში, შეხედეთ ბუნების ამოუწურავ ძალას, რომელიც ყველაფერში ვლინდება ჩვენს გარშემო. იგრძენით, რომ იგივე ენერგია გავსებთ თქვენ. იფიქრეთ, რომ ეს თქვენ კი არ ცხოვრობთ, არამედ სიცოცხლე ვლინდება თქვენით!

ახლა კი, როდესაც თქვენ მოიპოვეთ საკუთარი თავის და ცხოვრების მიმართ უსაფრთხოების განცდა, შედით სხვა ადამიანთან ურთიერთობაში. შეინახეთ ეს შეგრძნება თქვენში და ნუ ეცდებით ამ უსაფრთხოების მიღებას პარტნიორისგან.

გაღვიძებული გული ხშირად კიდევ ერთი პრობლემის წყარო ხდება. ეს არის გაცემის გადამეტებული მისწრაფება. თქვენ აღვიძებთ მეოთხე ჩაკრის გულუხვობას, ამიტომ თქვენ მიისწრაფით უფრო მეტი გასცეთ გარშემომყოფებზე, მაგრამ თქვენ ეს სიკეთე გიბრუნდებათ უკან სხვებისგან. თქვენ კი ამ დროს ფიქრობთ, რომ ”უმჯობესია გასცე, ვიდრე მიიღო” – ასეთ მიდგომას მცდარ მორალამდე მივყავართ.

ამ გადმოსახედიდან, თქვენ უარი უნდა თქვათ სხვა ადამიანების მიერ შემოთავაზებულ სიკეთეზე, დახმარებაზე, მომსახურებაზე და საჩუქრებზე… ანუ თქვენ უარს ამბობთ სიყვარულის მიღებაზე. წარმოიდგინეთ რას განიცდიან ის ადამიანები მას შემდეგ, როდესაც სურთ სიკეთე გაგიკეთონ და თქვენ მათ უარით ისტუმრებთ?

მათთვის არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა მიზეზით ეუბნებით უარს. ისინი გრძნობენ, რომ არ დააფასეს მათი სიკეთე. ეს ხომ უმადურობაა.. ეს დაჩრდილავს მათ ბედნიერებას იმ მომენტში, რასაც მეოთხე ჩაკრის გამოვლინების საუკეთესო გზას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. თქვენ მადლიერებით უნდა მიიღოთ, ის რაც სხვებს უნდათ რომ მოგცენ, და ამით თქვენ მათ აძლევთ საშუალებას დატკბნენ იმ გრძნობით, რომ თქვენთვის რაღაც სასიამოვნო გააკეთეს.

უპირობო სიყვარულს ადვილად შეუძლია მიგვიყვანოს გაურკვევლობამდე, იმ შემთხვევაში, თუ სხვებს მივაწერთ თვისებებს, რომლებსაც ისინი არ ფლობენ. თქვენ ადამიანი წარმოგიდგენიათ ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ რომ დაინახოთ. ამ დროს გული არასწორი აღქმის წყარო ხდება, თქვენ გარშემომყოფებში ხედავთ იმაზე მეტ კარგს, ვიდრე რეალურად არის მათში. მაგრამ არის თუ არა ეს პრობლემა?

კი, ეს პრობლემაა, თუ თქვენი არასწორი აღქმა არ გაძლევთ საშუალებას ნათლად აღიქვათ რეალობა. გაღვიძებული გული ყველაფერში ხედავს სულიერ პოტენციალს, მაგრამ ავიწყდება ის, რომ ჩვენ ყველა – მხოლოდ ანარეკლი ვართ ბუდჰის (გაღვიძებულის). კითხვა: “როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?” წარმოიშვება ყოველ ჯერზე, როდესაც ტყუვდებით სხვა ადამიანის სულიერ პოტენციალში.

წონასწორობის აღდგენა მოითხოვს კეთილსინდისიერ და გულახდილ ურთიერთობას. კითხეთ თქვენს თავს: მოგწონთ თუ არა ის, რაც სხვა ადამიანს შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში? ..თუ იმის გამო გიყვართ ის ადამიანი როგორიც შეიძლება გახდეს თქვენს წარმოდგენაში, თუკი ის შეიცვლება? თუ ბოლო პასუხია თქვენთვის უფრო მისაღები, ესეიგი თქვენ ის ადამიანი კი არა, თქვენივე წარმოდგენა გიყვართ მასზე.

თქვენი სასიცოცხლო ენერგია მუდმივად ჩაედინება პარტნიორში, იმ მიზნით რომ გახადოს უფრო ადეკვატური თქვენს წარმოდგენებთან. პრობლემა წარმოიშვება მაშინ, როდესაც ეს წარმოდგენა არ ემთხვევა მისივე წარმოდგენას საკუთარ თავზე. ასეთი კავშირი ვერ იქნება გაწონასწორებული, რადგანაც თქვენ სისტემატიურად დაკარგავთ სასიცოცხლო ენერგიებს. ის ვერ მიაღწევს იმ მდგომარეობას, რასაც თქვენ მისგან ელოდებით, ვინაიდან ეს მის ნებას ეწინააღმდეგება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ის დაუბრუნდა მისთვის ჩვეულ ცხოვრების სტილს. თქვენი წარმოდგენა მის პოტენციალზე, შეიძლება დაეხმაროს მას იმაში, რომ სურვილი გაუჩნდეს თვითონად დაინახოს ეს პოტენციალი საკუთარ თავში, მაგრამ ის ვერ შეძლებს მოერგოს თქვენს იდეალს, თუ კი ეს იდეალი განსხვავდება მისი იდეალისგან იმ მომენტში.

თუ თქვენ ვერ მოახერხეთ მეოთხე ჩაკრის გაწონასწორება, მაშინ თქვენთვის თვითონ ის აზრიც კი, რომ სხვას ტკივილი მიაყენოთ, საზარელია, და თქვენ გაურბიხართ ყველა უსიამოვნებას და მტკივნეულ სიტუაციებს, როგორც ცეცხლს. გარშემომყოფების მოთხოვნების დაკმაყოფილება – ეს გზაა კონფლიქტის ასარიდებლად, მაგრამ ამ გზით თქვენ უფლებას აძლევთ სხვებს თქვენს სიმპათიებზე ითამაშონ. სხვა ადამიანის ასეთი საქციელი, ვერ იქნება თქვენი მხარდამჭერი.

შეცდომა იქნებოდა გვევარაუდა, თითქოს მეოთხე ჩაკრა – ეს მხოლოდ სიყვარული და სინათლეა. ისეთი სულიერი თვისება, როგორიც თანაგრძნობაა, შეიძლება მიზეზი გახდეს გადაჭარბებული გრძნობიარობის. ამ დროს ხალხის და ქვეყნის ტკივილს ძალიან დრამატულად აღიქვამთ. თუ ეს მგრძნობიარობა დაუბალანსებელია, თქვენ ძალიან ადვილად ჩაიძირებით მწუხარებასა და სასოწარკვეთაში. თუ თქვენ სხვის მწუხარებას ისე განიცდით, თითქოს ეს თქვენი ბრალი იყოს, ამით მსოფლიოში მწუხარება კი არ მოიკლებს, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება.

თქვენი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ სხვების ტკივილს ისე აღიქვამთ, თითქოს თქვენ იყოთ ამაში დამნაშავე. ეს ძალიან პირადი დამოკიდებულებაა, რომლის ფესვებიც ღრმად ჩადის ქვედა ჩაკრებში. ტკივილი – ეს ჩვენი ცხოვრებისეული გზის თანამდევი და განუყოფელი ნაწილია. არცერთი ცხოვრება არ გაივლის მის გარეშე. თქვენ უნდა ისწავლოთ, რომ არ მიანიჭოთ მას ზედმეტი მნიშვნელობა. ყველაფერი გაივლის. თუ თქვენ ყველას ტკივილი თქვენს გულზე გაატარეთ, თქვენ ამით თავს გაინადგურებთ, მაგრამ ამავე დროს, ეს ცხოვრებისეული გამოცდილება, როდესაც ის უკვე წარსულში რჩება, თქვენ გზას გაგიკვლევთ წინ ახალი ცხოვრებისკენ.

თუ თქვენ გრძნობთ, რომ ვერ მიაღწიეთ წონასწორობას ამ სფეროში, გადახედეთ თქვენს ქვედა ჩაკრებს და მათ მდგომარეობას.

გაწონასწორებულია თუ არა თქვენი ცხოველური ბუნება? ისე ცხოვრობთ, როგორც საჭიროა? (პირველი ჩაკრა.)

გაქვთ თუ არა უნარი დატკბეთ ყოველი მომენტით თქვენს ცხოვრებაში? (მეორე ჩაკრა.)

გყოფნით თუ არა სიმამაცე დაიცვათ საკუთარი შეხედულებები? (მესამე ჩაკრა.)

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი