10 მძლავრი მტკიცებულება, რომელიც შეგცვლით და შეგიცვლით ცხოვრებას

0
496

გარე სამყარო შინაგანი სამყაროს ანარეკლია. ცალკე აღებული თითოეული აზრი, ემოცია და ქმედება განაპირობებს – ვინ ხარ. ე.წ. რეალობა მათი შედეგია. რამეთუ ნებიმიერი სურვილი რომლითაც დაკავებულია თავი, ადრე თუ გვიან, პოულობს განსახორციელებელ შესაძლებლობებს.

გაეცანით 10 უმძლავრეს მტკიცებულებას, რომელიც შეგცვლით პიროვნულად და შეგიცვლით ცხოვრებას

მე ვარ დიდებული, განსაკუთრებული და განუმეორებელი – რწმენა, რომ ადამიანი არის განუმეორებილი, განსაკუთრებული და დიდებული პიროვნება წარმოადგენს ერთ-ერთ მძლავრ შინაგან რწმუნებულობას. შეიძლება მოცემულ მომეტში სრულებითაც არ თვლის თავს დიდი პიროვნებად, მაგრამ ამ აფირმაციის ხშირი განმეორება, მას ერთხელაც მიიყვანს იქამდე, რომ დაიჯერებს. მეცნიერულად უკვე დამტკიცებულია, რომ საკუთარ თავთან საუბრებს ადამიანი მიჰყავს ტვინში ცვლილებებამდე. როგორც კი ამას დაიჯერებს გონება, ჩაირთვება ისეთი პროცესები, რომელიც მოქმედებაში მოსაყვან პროცესებს მოიზიდავს.

აფირმაციების დადებითი ზეგავლენის თვალნათელ მაგალითს წარმოადგენს, ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი ან სხვა მსოფლიოში ცნობილი ადამიანები. მოუსმინეთ მათ ჩანაწერებს და გაიგეთ რამდენად ხშირად იყენებდნენ ისინი მსგავს აფირმაციებს და საბოლოო ჯამში, გახდნენ კიდეც უძლიერესნი თავიანთ საქმეში.

მე დღეს ჭარბად მაქვს პოზიტიური განწყობა და აღსავსე ვარ ენერგიით – პოზიტივი მოდის ადამიანის შინაგანი სამყაროდან და არავითარ შემთხევაში არ იბადება და არ ჩნდება გარე მოვლენებით. დღის ხასიათი ყალიბდება სწორედ იმ მომენტში, როდესაც ადამიანი იღვიძებს. ამიტომ გაიღვიძებისთანავე რამდნიმეჯერ გაიმეორეთ ეს აფირმაცია.

და გახოვდეთ: არავის და არფერს შეუძლია გაგიფუჭოთ ხასიათი მანამ, სანამ თავად არ მისცემთ ამის უფლებას თავს და მანამ სანამ არ დაეთანხმებით.

მე საკუთარი თავი მიყვარს სწორედ ისეთი, როგორიც ვარ – ითვლება, რომ საკუთარი თავის სიყვარული — ეს სიყვარულის ყველაზე სუფთა და უმაღლესი ფორმაა. თუ კი ადამიანს არ მოსწონს და გამუდმებით აკრიტიკებს თავს, ეს ნეგატიურად მოქმედებს მისი ცხოვრების ყველა სფეროზე. საკუთარი თავის მიუღებლობა და დაწუნება ადამიანს ექაჩება ფსკერისკენ – ანგრევს, უკარგავს ცხოვრების ხალისს, საკუთარ თავში და ძალებში რწმენას, უგდებს თვითშეფასებას…

თუ ხედავთ, რომ ეს სიტყვები თქვენზეა დაწერილი და ვერაფრით ეგუებით თქვენს თუნდაც, ერთ-ერთ ნაკლს, ჩემი რჩევა იქნება: იმეორეთ ეს აფირმაცია რაც შეიძლება ხშირად.

მე ვფლობ ჯანმრთელ სხეულს, მახვილ გონებას და სულის სიმშვიდეს – ჯანსაღი სხეული, ჯანსაღი სულის და გონების შედეგია. თუ ადამიანს გული აქვს დამძიმებული და შინაგანად აფორიაქებულია, ეს ნეგატივია და დამღუპველად იმოქმედებს მის გონებაზე და საბოლოო ჯამში სხეულზე. ანუ თუ კი ერთ-ერთი ელემენტი ამ სამისგან დაზიანებულია, მთლიანი მექანიზმი ვერ იმუშავებს ჰარმონიულად.

ადამიანის ჯანმრთელობა მისი ცნობიერი მდგომარეობაა. თუ მან შეძლო და თავი იმაში დაარწმუნა, რომ კაჟივით ჯანმრთელია, ასეც იქნება. მაგრამ თუ დარწმუნებულია – ყველა გარშემო ავად არის და ისიც შეიძლება ადვილიად დაავადდეს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახდება ავად.

მე ვიცი რომ ყველაფრი შემიძლია – ეს არის ის, რაც უნდა ჩაიდოს ადამიანმა თავში (არა მარტო მან, ასწავლოს შვილებსაც, შვილიშვილებსაც და ახლობლებსაც). ეს არის ის რისიც უნდა დაიჯეროს, რომ მერე არ შერცხვეს უაზროდ განვლილი დღეების, წლების და ათწლეულების.

რაც კი ხდება და მოხდება ჩემ ცხოვრებაში, ხდება უკეთესობისთვის – საშიშროებას წარმოადგენენ არა ის გარემოებები და ნეგატიური მოვლენები, რომელებსაც ადგილი აქვს ადამიანის ცხოვრებაში, არამედ დამოკიდებულება მათ მიმართ.. ადამიანს არ სჭირდება იმის ცოდანა თუ რა მოუმზადა სამყარომ მომავლისთვის. სრულიად შესაძლებელია, ის რაც დღეს ეჩვენება საშინელებად (მაგალითად, შემცირება სამსახურში, ჩაშლილი ქორწილი…), არის საუკეთესოსთვის მოზადება.
ადამიანში არ დევს მომავლის წინასწარმეტყველების შესაძლებლობა, მაგრამ მას შეუძლია აკონტროლოს თავისი დამოკიდებულება, არსებული რელობის მიმართ . მოცემული აფირმაცია კი ამაში დაეხმარება.

მე ვარ ჩემი ცხოვრების არქიტექტორიც და მშენებელიც – ადამიანი ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობას შეძლებს, თუ მოამზადებს თავის ცნობიერს და ქმედებებს წარმატებისკენ. დაიხ, წარმატება წარმოადგენს – დაგეგმილ მოქმედებებს და იშვიათ შემთხვევაში – შემთხვევითობას. ყოველი ახალი დღე, ადამიანს აძლევს ახალ შესაძლებლობებს და მას შეუძლია აავსოს ის სწორედ იმით, რასაც ანიჭებს ყველაზე დიდი მნიშვნელობას. ის ხომ თავად აშენებს თავის ცხოვრებას და არა ცხოვრება აშენებს მას, მეთანხმებით?

დაიწყეთ დღე პოზიტიური აზრებითი იმაზე, რომ სრულად აკონტროლებთ, აქ და ამ წუთას, თქვენ ცხოვრებას და ძალიან მალე შეამჩნევთ – ცხოვრებაში დაგიდგებათ საოცარი ცვლიებები პერიოდი.

მე ვემშვიდობები მათ, ვინც ტკივილი მომაყენა და სიყვარულით ვუშვებ – ეს ნიშნავს, რომ ადამიანი პატიობს ტკივილს და ეს საკითხი უკვე აღარ აწუხებს. გაკვეთილი ათვისებულია და დასკვნები გამოტანილია. პატიების უნარი — ეს არის ის რაც ადამიანს აძლვს წინ სიარულის საშუალებას და არა წარსულის წყენებზე ჩაციკვლას (ჩეკეტილ წრეში ტრიალს).

ადამიანის რეაქცია ამა თუ იმ გარემოებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული გარშემომყოფთა აზრზე. ადამიანი იმდენად ძლიერი ინდივიდია, რომ მას შესწევს უნარი და ძალა აპატიოს ათასობით ადამიანს, თუნდაც იმის გააზრებითაც კი, რომ სხვები ასე არ მოიქცეოდნენ და არ აპატიებდნენ.
გაიმეორეთ მოცემული აფირმაცია იმდენჯერ და ყოველჯერზე, რამდენჯერაც მოხვდებით კონფლიქტურ სიტუაციაში.

მე სიხარულით ვეგებები გამოწვევბს, მე მათ გადასალახად ვფლობ უსაზღვრო პოტენციალს და რესურსს – ადამიანს აქვს განუსაზღვრელი პოტენციალის რეზერვი და ეს ყველაფერი არსებობს მის შიგნით. როგორი ცხოვრება გსურთ? რა გაჩერებთ ან გზღუდავთ? რა წინააღმდეგობებს და ბარიერებს აშენებთ თქვენს წინაშე?

ეს აფირმაცია ხელს შეგიწყობთ გამოხვიდეთ ჩვეული დოგმებიდან და გააფართოვოთ შესაძლებლობების საზღვრები

დღეს მე უარეს ვამბობ ძველ ჩვევებზე და ვნერგავ ახალს – ადამიანის ყოველი აზრი და ქმედება განსაზღვრავს ვინ არის და როგორი იქნება მისი ცხოვრება. აზრი, ემიცია და დისციპლინირებული ქმედება აყალიბებს ჩვევას. ადამიანი წარმოადგენს იმას, რა აზრებიც უტრიალებს, რა ემოციურ ტალღაზეა და რასაც მუდმივად აკეთებს. საკმარისია შეიცვალოს აზრი, დანერგოს ახალი ჩვევა, რაც გამოიწვევს ცვლილებებს ყველა ცხოვრების სფეროში. მოცემული აფირმაცია რეკომენდრებულია წარმოთქვათ დღის დასაწყისში. ის მოგიწოდებთ და შეგახსენებთ – სწორედ, დღეს დადგა თქვენთვის ცვლილებების დრო..

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი