ძილი და ბავშვის განვითარება

0
213

ძილი აუცილებელია მცირეწლოვანი ბავშვისთვის ბევრი მიზეზის გამო. პირველ რიგში იგი აუცილებელია ენერგიის აღსადგენად და ბავშვის ტვინში არსებული კავშირების განსავითარებლად. უახლესმა მეცნიერულმა კვლევებმა კი უჩვენა, რომ ძილი ასევე ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ ზრდას.

რა შეიძლება გამოიწყვიოს ძილის ნაკლებობამ? 

ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები: ნელი ზრდა ან საერთოდ ზრდის შეჩერებაც. არასკმარისმა ძილმა შეიძლება ჰორმონებზეც იქონიოს ნეგატიური გავლენა, კონკრეტულად კი ისეთ ჰორმონებზე, რომლებიც არეგულირებენ შიმშმილის შეგრძნებას ორგანიზმში. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს მადის დაკარგვა ან პირიქით მადის ზედმეტად მომატება, რაც გამოიწვევს ბავშვის წონაში ზედმეტად მომატებას. ძილის ნაკლებობამ შეიძლება ასევე სერიოზულად შეაფერხოს მეტაბოლიზმი და გამოიწვიოს რეზისტენტულობა ინსულინზე, რაც შესაძლებელია დიაბეტის გამომწვევი მიზეზიც გახდეს. ასევე ძილის ნაკლებობამ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის მოტორულ უნარებზე და კონცენტრაციაზე. ეს კი აისახება ბავშვის ქცევაზე და მის აღქმის უნარზე.

როგორ უზრუნველყოთ კარგი ძილი ღამით 

როგორც წესი, ბავშვების უმრავლესობას უფრო მეტი ძილი სჭირდება ვიდრე მშობლების დიდ ნაწილს ჰგონია.
ძილის ნაკლებობის ნიშანია ბავშის ჭირვეულობა ან უღონობა, ასევე თუ ბავშვს ყოველთვის ეძინება მანქანით მგზავრობის დროს ან თუ ძნელია ხოლმე მისი გაღვიძება დილით. თუ ბავშვი ჰიპერაქატიულია დაძინებამდე ან ზედმეტად დაღლილია, ეს იმის ნიშანია, რომ მისი დღის განრიგი არ არის მოწესრიგებული.

იმისთვის, რომ დაეხმაროთ ბავშვს მიიღოს საკმარისი რაოდენობის ძილი: 

შეადგინეთ ბავშვის დღის განრიგი და აუცილებლად დაიცავით იგი; შეიმუშავეთ ძილისპირული რუტინა – რაიმე რიტუალი, რომელიც ბავშვს მიანიშნებს, რომ უკვე მოვიდა ძილისა და დასვენების დრო. ასეთი რიტუალი შეიძლება იყოს ბანაობა, წიგნის წაკითხვა, სიმღერა დ ა.შ.
დღისით ძილის დროს აუცილებელია, რომ ბავშვის ოთახი იყოს ჩაბნელებული და ბავშვი არ შეაწუხოს ხმაურმა.
თავიდან აიცილეთ ხმაურიანი თამაში და სირბილი ძილის წინ, რდგანაც ეს გამოაფხიზლებს ბავშვს და გაგიჭირდებათ მისი დაძინება. ეცადეთ დაიცვათ ძილის იგივე რეჟიმი დასვენების დღეებშიც და შვებულებების დროს. განრიგის დარღვევამ შეიძლება შეაფერხოს ძველი რეჟიმის დაბრუნება დიდი ხნით. არეულმა ძილის რეჟიმმა კი შეიძლება საბოლოოდ ბავშვს დაურღვიოს ნორმალური ძილის რიტმი და უძილობის სერიოზული პრობლემის მიზეზიც გახდეს გრძელ ვადაში.
ძილის მოთხოვნილება მაინც ინდივიდუალურია და ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა სჭირდებოდეს ოდნავ ნაკლები ძილი სხვებთან შედარებით

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი