ანაჰატა – სიყვარულის პერსპექტივა

0
633

გულის ჩაკრის გაღვიძების პირველი ნიშნები იგრძნობა კეთილ საქმეებში, რომლებსაც თქვენ სჩადიხართ იმ იშვიათ, ხანმოკლე მომენტებში, როდესაც თქვენში გრძნობთ სრულ შინაგან ჰარმონიას. ყველაფერი გაწონასწორებულია, თქვენ არაფერზე ღელავთ. თქვენ გრძნობთ სიხარულს საკუთარი არსებობით, ქვედა ჩაკრები ბალანსშია, თქვენ გაქვთ უნარი მაქსიმალური სიამონება მიიღოთ ცხოვრებისეული პატარ-პატარა სიურპრიზებისგან.

როდესაც იმყოფებით ამ მდგომარეობაში, თქვენ უფიქრდებით იმ ფაქტს, რომ ცხოვრება არ არის მხოლოდ გადარჩენისთვის და პირველობისთვის ბრძოლა. თუ თქვენ ისწავლით უსმინოთ გულს, ეს მდგომარეობა ჩვევაში გადაიზრდება.

როდესაც ამ ჭრილში უყურებთ გარემოს, ყველა შემხვედრ ადამიანში საკუთარ ანარეკლს ხედავთ. თქვენ თავს ანებებთ თავის დაცვას მათგან და კონკურენციას მათთან. გული გიბიძგებთ თანამშრომლობას მათთან, და არა იძულებით ყოფნას მათ გვერდით. მოთხოვნილება, იყოთ “მართალი” ისევ ქვედა ჩაკრებისკენ გითრევთ, შეჯიბრის პერსპექტივით. მეოთხე ჩაკრის საფეხურზე თავდაცვის მოთხოვნილება აღარ არის, რადგანაც სიხარულს განიჭებთ ცხოვრების და სხვა ადამიანების სრულად მიღება. სიხარული – ეს სრული მიღების უნარია.

მესამე ჩაკრიდან მეოთხეში გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მოითხოვს ცხოვრების აღქმის საფუძვლიან გადახედვას.

მეოთხე ჩაკრის დონეზე აღარ არის კონკურენციის ადგილი, რადგანაც თქვენ გარშემომყოფებთან ურთიერთობას გულის მეშვეობით იწყებთ. გულის ჩაკრის დონიდან, მხოლოდ თანამშრომლობა არის შესაძლებელი. ამ პერსპექტივას დაყვება სიუხვის შეგრძნება, თქვენ იწყებთ მიხვედრას, რომ დედამიწაზე საკმარისადაა ყველაფერი და ყველასთვის. იღვიძებს თანაგრძნობა, ვინაიდან თქვენთვის უკვე ნათელია, რომ ყოველი ადამიანისთვის ის არის კარგი, რაც ყველასთვის. ჩვენ განუყოფელი ვართ, ჩვენ დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან.

როდესაც გულის სამყაროში ჩაიხედებით, თქვენ განიცდით ყოვლისმომცველ სიმშვიდის გრძნობას და მიხვდებით, რომ ჰარმონია – ეს ბუნებრივი მდგომარეობაა და არა ის იშვიათი ბედნიერება, როგორც ადრე თვლიდით. ახლა უკვე, ჰარმონიის დარღვევის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება ქვედა ჩაკრების დისბალანსმა გამოიწვიოს, თქვენ ძალიან ადვილად დაიბრუნებთ მას, რადგანაც თქვენ ეს გზა უკვე გააცნობიერეთ!

თქვენ იცით, რომ კონცენტრირებულ ცხოვრებას ბევრად მეტი სიხარული მოაქვს, და ეს ცოდნა გიბიძგებთ ყველა საფეხურზე მიაღწოთ ბალანსს. თქვენი მგრძნობიარობა იმ მოვლენების მიმართ, რაც ჰარმონიას გირღვევთ, უფრო და უფრო იკლებს და მხოლოდ სიხარულის შეგრძნების უნარი რჩება. და ასე გაგრძელდება სულ, მოვლენები დაყვებიან ენერგიას, ამიტომ რაც მეტ დროს გაატარებთ ჰარმონიაში, მით მეტი ჰარმონიული სიტუაციები გაჩნდება თქვენს ირგვლივ.

სიხარული არის შედეგი იმის, თუ როგორ აღიქვამთ ცხოვრებას მეოთხე ჩაკრის პრიზმაში. რადგან თქვენ ასხივებთ სიმშვიდეს და სიხარულს, თქვენს გარშემომყოფებშიც იგივე შეგრძნებებს იწვევთ და ამით სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავთ თქვენსკენ. და რაც უფრო მეტ ენერგიას იღებთ უნივერსალური ენერგიის წყაროდან, მით მეტად უნდათ ადამიანებს თქვენს გვერდით ყოფნა, და როდესაც ხდებით ამ უნივერსალური ენერგიის გამტარი, მით მეტი შეგიძლიათ გასცეთ და გაუგზავნოთ გარშემომყოფებს.

თუ თქვენ ამ ენერგიას იღებთ სულიერი წყაროებიდან, ასეთ შეთხვევაში თქვენ გამოიფიტებით და შეიძლება უბრალოდ დაიწვათ. არ ღირს ყველაფრის საკუთარ თავზე აღება, რადგანაც მიუხედავად იმისა რომ შეძლებთ ქვედა ჩაკრების გაწონასწორებას, მაინც იგრძნობთ შინაგან ნგრევას. თქვენ გააღვიძეთ გული, მაგრამ დაგავიწყდათ ენერგიის წყარო, საიდანაც ის მარაგდება.

წყარო თქვენგან განსხვავებით ამოუწურავია. როდესაც თქვენ იმყოფებით კონტაქტში სამყაროს ენერგიასთან, თქვენ ივსებით ამ ენერგიით და უნაწილებთ მას სხვებსაც. მაგრამ როდესაც თქვენ გამოფიტული და დაცლილი ხართ, გადით ბუნებაში და დატკბით მისი მშვენიერებით – შეისუნთქეთ მისი სილამაზე და შეიგრძენით ის. გახსოვდეთ, თუ თქვენ აპირებთ გაცემას, აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი აღდგენაც, სხვა შემთხვევაში გადაიწვებით. თქვენი ენერგია შეზღუდულია, სამყაროსი – არა. რა შთაგაგონებთ თქვენ? წადით სწორედ იმ უწყვეტ წყაროსთან და დაიმუხტეთ.

აი ყველაზე მარტივი და ბანალური ისტორია: ორ ადამიანს ერთმანეთი შეუყვარდა. იქამდე, სანამ ეს გრძნობა გაჩნდებოდა მათში, ისინი პირდაპირ კონტაქტში იყვნენ შთაგონების წყაროსთან. იქიდან გამომდინარე, რომ მათი სიყვარული დღითიდღე იზრდებოდა, ისინი უფრო მეტ დროს ატარებდნენ ერთად და უცვლიდნენ ერთმანეთს ენერგიას, ამასობაში დაავიწყდათ ეს ენერგია ისევ უწყვეტი წყაროდან მიეღოთ და იმის მაგივრად რომ სიყვარულიდან ახალი ძალა მოეკრიბათ, შემდეგ კი გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის, ისინი დამოკიდებული ხდებიან ერთმანეთზე, რადგანაც პარტნიორში ხედავენ ენერგიის წყაროს. ამიტომ ისინი ხდებიან ერთგვარი ენერგოვამპირები ერთმანეთისთვის, რომლებიც იკვებებიან პარტნიორის სასიცოცხლო ენერგიით და ამით ღუპავენ ერთმანეთს, იმიტომ რომ არცერთი მათგანი აღარ უბრუნდება უწყვეტ ენერგიის წყაროს და არ ცდილობს ენერგიის აღდგენას იქიდან.

ან მეორე მაგალითი: წარმოიდგინეთ რომ თქვენი მეგობარი ყოველ დღე გთხოვთ ასესხოთ 5 დოლარი. და ასე გრძელდება დაუსრულებლად, იქამდე, სანამ თქვენი რესურსი არ ამოიწურება. რაც დრო გავა, თქვენთვის უფრო და უფრო მძიმე გახდება ეს მეგობრობა, თქვენი რესურსი ხომ არ არის ამოუწურავი. ასევე ემართება სიყვარულს, თუ კი თქვენ პარტნიორში ხედავთ თქვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელ წყაროს, საბოლოოდ თქვენ ამოწურავთ პარტნიორის ენერგიას ბოლო წვეთამდე.

ასე რომ, ნუ დაგავიწყდებათ თქვენი საკუთარი ენერგიის წყაროები, რომლებიც შთაგაგონებენ და გიბრუნებენ სასიცოცხლო ენერგიებს, და მაშინ თქვენ შეძლებთ თქვენი ენერგია სხვებსაც გაუნაწილოთ.

მეოთხე ჩაკრის გაღვიძების შემდეგ, თქვენ იწყებთ ცხოვრების დანახვას სიყვარულის პრიზმის მეშვეობით. სიყვარული, რომელიც ქვედა სამი ჩაკრით არის გამოწვეული, ყოველთვის ატარებს ფარულ მოტივებს – უსაფრთხოება, სექსი და ძალაუფლება. მაგრამ სიყვარულს, რომელსაც მეოთხე ჩაკრა გჩუქნით – ეს სიყვარულია სიყვარულის გამო. ის არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. თქვენ არ გჭირდებათ სანაცვლოდ არაფერი. თქვენ სავსე ხართ გრძნობით და გსურთ ეს გრძნობა გაუნაწილოთ გარშემომყოფებს.

იესომ, და მის კვალდაკვალ “ბითლზებმაც” ძალიან ზუსტად დაახასიათეს ეს გრძნობა: “ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ – ეს სიყვარულია!” /All You Need Is Love/

ურთიერთობა, რომელიც გამოწვეულია მეოთხე ჩაკრით, ფესვებშივე განსხვავდება ქვედა სამი ჩაკრით გამოწვეული ურთიერთობისგან. უპირობო სიყვარული, რომელსაც თქვენ უნაწილებთ გარშემომყოფებს, მხოლოდ გაღვიძებული გულიდან მოდის. ქვედა სამი ჩაკრის პერსპექტივიდან, ასეთი სიყვარული შეუძლებელია – თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან, რადგანაც კონცენტრირებული ხართ იმაზე, თუ როგორ დაიკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნილებები.

მეოთხე ჩაკრის პერსპექტივიდან კი სიყვარულს არ გააჩნია არანაირი პირობა. თქვენთვის უმნიშვნელოა, როგორ ცხოვრობს სხვა ხალხი, და რა გავლენას ახდენენ ისინი თქვენს ცხოვრებაზე. სავსებით ნათელია, რომ ურთიერთობა, რომლის საფუძველიც მეოთხე ჩაკრაა, ბევრად მშვიდობიანი და ჰარმონიულია, რადგანაც თქვენ აღარ გჭირდებათ თავდაცვა ადამიანებისგან და აღარ განიკითხავთ მათ.

საკმარისია თქვენი გული “გააღვიძოთ”, რომ ეს ინტიმურ ურთიერთობაზეც აისახება. ქვედა ჩაკრების გადმოსახედიდან, სექსი აუცილებელია როგორც ენერგიის გამოდევნის საშუალება, სიამოვნების მიღება და ძალაუფლების გრძნობის დაკმაყოფილება. ხოლო მეოთხე ჩაკრის გადმოსახედიდან სექსი – ეს საოცარი შესაძლებლობაა ერთდროულად გასცე და მიიღო ენერგია. ის ხსნის უმაღლესი სულიერი ინტიმურობის კარს, როდესაც თქვენ იძენთ უნარს, ერთდროულად შეიგრძნოთ ფიზიკური და სულიერი სიახლოვე პარტნიორთან. ამ დროს ინტიმური ურთიერთობა აღარ არის მხოლოდ ფიზიკური ქმედება. თქვენ უკვე ურთიერთმოქმედებთ ფიზიკურ, ემოციონალურ და სულიერ პლანზე ერთად.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი