ანაჰატა – გაუწონასწორებელი მდგომარეობა

1
557

ანაჰატას დისჰარმონიული მდგომარეობა ვლინდება მაშინ, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს გასცეს და მიიღოს სიყვარული. ზოგჯერ გვგონია, რომ ადამიანს შეუძლია აჩუქოს სხვას სიყვარული, მხარდაჭერა და დახმარება, მაგრამ რეალურად თვითონ არ არის მიერთებული ამ ენერგიის უწყვეტ წყაროსთან. ასეთ შემთხვევაში ადამიანი გასცემს, მაგრამ თვითონ იფიტება სულიერად, რადგან თვითონ არ შესწევს სიყვარულის მიღების უნარი.

ის თავს უხერხულად გრძნობს, როდესაც ავლენს თავის სიყვარულს, და საკუთარ თავზე ურჩევნია ისეთი წარმოდგენა დატოვოს, თითქოს “მას სხვები არ სჭირდება”, ვინაიდან ის დახმარებას, მხარდაჭერას და სიყვარულის მიღებას სხვებისგან აღიქვამს სისუსტედ, აქედან გამომდინარე მათივე გაცემული სიყვარული არასოდეს იქნება სრულყოფილი.

ასეთი მდგომარეობა ხშირად შეინიშნება სხვადასხვა სახის ურთიერთობებში. ენერგეტიკულ დონეზე გამოიხატება იმაში, რომ ადამიანს არ შესწევს სიყვარულის მიღების უნარი, ქვეცნობიერ დონეზე კი, ის თვლის რომ არ იმსახურებს ამ სიყვარულს. შესაბამისად, ენერგეტიკულ დონეზე ის თავისკენ არ მიიზიდავს და არ იწვევს სიყვარულს. ეს სიტუაცია ვლინდება ცხოვრებისეულ ყველა ასპექტში. რაც უფრო მეტად, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, არწმუნებს ადამიანი საკუთარ თავს, რომ არ საჭიროებს სიყვარულს, მით ნაკლებ სიყვარულს მიიღებს ის.

ხანდახან ამის მიზეზი შეიძლება იყოს სიყვარულის ნაკლებობა ბავშვობაში, როდესაც მშობლები შვილებს თვლიან უკვე “დიდებად”, იმისთვის რომ მოეფერონ და სიყვარული გამოხატონ მათ მიმართ. ასეთ დროს ადამიანი სწავლობს, როგორც ჩაახშოს საკუთარ თავში სიყვარულის მოთხოვნილება და საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ ძალიან უჭირს სიყვარულის მიღება მეუღლისგანაც კი.

შემდეგი მიზეზი შეიძლება იყოს მიღება – გაცემის ბალანსის დარღვევა. ეს ის სიტუაციაა, როდესაც ადამიანი უხვად გასცემს სითბოს და სიყვარულის ნაკადებს მის გარშემო მყოფ ადამიანებზე, და ვერც კი ხვდება, რომ თავისი ცენტრი გაწონასწორებულ და სტაბილურ მდგომარეობაში უნდა შეინარჩუნოს. ამ დროს ის ემოციონალური გამომძალველობის საფრთხის წინაშე დგება, როდესაც სისტემატიურად გასცემს და გრძნობს რომ სანაცვლოდ ვერაფერს იღებს.

ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ანაჰატა გაწონასწორებულია, ადამიანი არ გასცემს იმისთვის, რომ მიიღოს. ის გასცემს ბუნებრივად, ღიად, და არა აქვს მოთხოვნილება სანაცვლოდ მიიღოს რამე, რადგანაც მისთვის მნიშვნელოვანი თვითონ გაცემის მომენტია.

როდესაც ანაჰატა ჩაკრა გაუწოსასწორებელია, გულის სიღრმეში ადამიანი ელოდება გაცემული ენერგიის სანაცვლოდ რამეს, და თუ ის ვერაფერს იღებს, ის გრძნობს იმედგაცრუებას, მას ჰგონია, რომ ის გამოიყენეს, ზოგჯერ კი ამის გამო დაუნდობელიც ხდება.

როდესაც ანაჰატა დისბალანსშია, ადამიანს შეუძლია უყვარდეს და გასცემდეს, მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანების კეთილგანწყობა, კმაყოფილება და კარგი დამოკიდებულება მოიპოვოს. მას ეშინია იყოს უარყოფილი, ეშინია, რომ როდესაც ის მარტო დარჩება და კონცენტრირდება საკუთარ თავზე (როცა ეს საჭიროა), ის დაიმსახურებს “ეგოისტის” რეპუტაციას, ან რაიმე სახით იქნება უარყოფილი და განდევნილი. მას უჭირს ისეთი ადგილის მოძებნა, სადაც საკუთარი თავის სიყვარული და სხვების მიმართ სიყვარული გახდება ერთი მთლიანი მცნება, და თვლის, რომ ეს ორი ძალა ყოველთვის კონფიქტშია ერთმანეთთან.

სენტიმენტალობა – გაუწონასწორებელი მეოთხე ჩაკრის კიდევ ერთი გამოვლენაა. “გატეხილ გულს” არ შეუძლია საკუთარი პრობლემების გამოყოფა სხვისი პრობლემებისგან, ამიტომ ასეთი ადამიანის კავშირი სხვა ადამიანებთან არაჯანსაღი და მტკივნეულია. სწორედ ეს მიზეზი და ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომის რეზულტატია ის, რომ – ადამიანი მიისწრაფის რაიმე გააკეთოს სხვებისთვის იმის იმედით, რომ მათი მხრიდან სანაცვლოდ კარგი დამოკიდებულება მიიღოს. ნუ აგვერევა ეს თვისება თანაგრძნობაში, რომელიც ამ ჩაკრის გაცნობიერების მაჩვენებელია.

გადამეტებული ჩაძირვა სიყვარულში, რომელიც იწვევს მიჯაჭვას – ეს ჩაკრის წონასწორობის დარღვევის მაჩვენებელია, რომელიც ქვედა ფიზიკური ჩაკრებისგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიას, იმისთვის რომ სიყვარულმა შეძლოს ბუნებრივად გამოვლენა. სიყვარული იქცევა მოთხოვნილებად და კარგავს თავის ბრწყინვალებას.

ადამიანები ამბობენ: “მე შენ მიყვარხარ”, მაგრამ სინამდვილეში გულისხმობენ: “მე შენ მჭირდები”. ასეთი მიდგომა არასოდეს იქნება პოზიტიური, რადგანაც ქვედა ჩაკრების მოთხოვნილებები ცდილობენ თავი გამოავლინონ მეოთხე ჩაკრაში და ამახინჯებენ მას. საბოლოო ჯამში სიყვარული არსებობს, მაგრამ არსებობს უამრავი პირობით. ‘

ის იღვიძებს გულში, მაგრამ მას აუფერულებს და ამახინჯებს ქვედა ჩაკრების დისბალანსი. ფიზიკური ჩაკრების ზეგავლენა არ აძლევს საშუალებას ამ ჩაკრას შეიგრძნოს ჭეშმარიტი თავისუფლება, რომელიც დამახასიათებელია ნამდვილი სიყვარულისთვის, მეოთხე ჩაკრის პრიზმაში რომ ვლინდება.

1 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი