ბუკოვსკი და ალკოჰოლი ,,ბინძური რეალისტი” ამერიკიდან

0
403

„არა, არ უნდა დავტოვოთ გემი. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ კაცობრიობის თუნდაც კარკასი ვიხსნათ ჩაძირვისგან. შუქი მანამ ანათებს, სანამ ის საბოლოოდ არ გაქრება. ამიტომ ვიბრძოლოთ როგორც კაცებმა და არა როგორც ვირთხებმა!“  – ჩარლზ ბუკოვსკი

ენრი ჩარლზ ბუკოვსკი (ჰაინრიხ კარლ ბუკოვსკი) დაიბადა 1920 წლის 6 აგვისტოს. იგი იყო გერმანელ-ამერიკელი პოეტი, ნოველისტი და მოკლე მოთხრობების მწერალი. მისი წერის მანერაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა სიციალურმა, კულტურულმა და ეკონომიკურმა გარემომ, ადგილმა, სადაც იგი ცხოვრობდა – ლოს ანჟელესი.

იგი გამოირჩეოდა  ჩვეულებრივი ღარიბი ამერიკელებისგან აქცენტით, წერის მანერით, ალკოჰილის მიღებით, ქალებთან ურთიერთობით. ბუკოვსკიმ დაწერა ათასობით ლექსი, ასობით მოთხრობა და 6 ნოველა, რომელიც საბოლოოდ ეს ყველაფერი 60 წიგნში დაიბეჭდა.

ჰენრი ადრეულ ასაკში “მოინათლა” ალკოჰოლით, როდესაც მისმა მეგობარმა უილიამ მულინაქსმა გააცნო იგი. “ის (ალკოჰოლი) აპირებს დამეხმაროს მე დიდი ხნის განმავლობაში,” – წერდა ბუკოვსკი, რომლის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა ალკოჰოლურმა სასმელმა. ჩარლზ ბუკოვსკისთვის, კითხვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში დარჩა მის საყვარელ საქმიანობად. მას როგორც ბებერ ხულიგანს ისე მოიხსენიებს საზოგადოება. მას ჰქონდა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება, იგი თავის ავტობიოგრფიაში წერს

„მე დიდად არ მომწონს მსოფლიო ლიტერატურა; ძალიან გაწონასწორებული და უსისხლო მეჩვენება, გარკვეულ შემთხვევებში, ფალშთან ძალიან მიახლოებული. მომწონს „მოგზაურობა“ სელინის, ვიონი, ნერუდა, ადრინდელი ჰემინგუეი, სელინჯერი, კნუტ ჰამსუნი მთლიანად, დოსტოევსკი და, ფაქტობრივად, სულ ეგ არის. მე დღემდე, ძირითადად, „უჯრაში“ ვწერ, და არც თუ ისე სიტყვაკაზმულად, ზუსტად ისე, როგორც საჭიროა. კვირაში რამდენჯერმე ცხენებზე ფსონების დადება მიყვარს, მიყვარს კლასიკური მუსიკა, კრივი, ლუდი, ვარ რომანტიკოსი, გულჩვილი, და ერთი–ორ ქალს, რომლებთანაც მიცხოვრია, მართლა ვუყვარდი და ცამდე ავყავდი.

ჩარლზ ბუკოვსკი, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მეტად მნიშვნელოვანი, საინტერესო და კიდევ უფრო მეტად სკანდალური ავტორი, მისმა მშობლებმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაიცნეს ერთმანეთი. ჩარლზის მამა ამერიკის არმიის ოფიცერი იყო, გერმანული წარმოშობის, როგორც მაშინ ამბობდნენ ხოლმე, პირველი თაობის ამერიკელი.  ოჯახი მალევე დაბრუნდა დეტროიტში, შემდეგ კი კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად.

ჩარლზს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. სუსტი ჯანმრთელობის გარდა, მდგომარეობას ართულებდა ლამის ყოველკვირეული ცემა-ტყეპა მამისაგან და ოჯახის მკაცრი მოთხოვნა, რაც შეიძლება ნაკლებად გაკარებოდა თანატოლებს. ადრეულ წლებში გადატანილმა ამ პრობლემებმა ბუკოვსკის როგორღაც ბუნებრივად უჩვენა გზა ლოს ანჯელესის ბიბლიოთეკისკენ. კითხვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში დარჩა მის საყვარელ საქმიანობად. რაც შეეხება ბუკოვსკის შემოქმედებას, როგორც თავად იხსენებდა, პირველი მოთხრობა 13 წლისამ დაწერა, გამოქვეყნებით კი 40-იან წლებში იწყება მისი ლიტერატურული კარიერა. იგი ბევრს მოგზაურობდა ახალგაზრდობაში, თუმცა ბევრს არ წერდა. 60-იანების დასაწყისიდან განუხრელად იზრდება ბუკოვსკის პოპულარობა სამწერლობო წრეებში, მისი ლექსები ხშირად იბეჭდება მცირეტირაჟიანი, გავლენიანი პოეტური ალმანახებისა თუ ჟურნალების ფურცლებზე. რაც შეეხება რომანებს, პირველი მათგანი ბუკოვსკიმ 1971 წელს გამოაქვეყნა.

“ფოსტა” – ასე ერქვა რომანს, რომელმაც უმალ მოუტანა დიდი პოპულარობა ავტორს, განსაკუთრებით ევროპელი მკითხველი აღაფრთოვანა. საბოლოოდ, სიცოცხლეში მოთხრობების თექვსმეტი, ლექსების რამდენიმე ათეული კრებული და ექვსი რომანი გამოსცა, მათ შორის – უკანასკნელი, “მაკულატურა“, კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს წიგნი, რომელსაც ბუკოვსკიმ თავისი ცხოვრების უკანასკნელი სამი წელი მიუძღვნა, იქცა მისი მწერლური ნიჭის საუკეთესო გამოვლინებად. უკიდურესად ირონიული, სარკასტული, დაუნდობელი,

მას ქვს განსაკუთრებული შეხედულება ხალხზე, პოეზიაზე, სიყვარულზე, ქალებზე ეს არის ის რაც ყველაზე ნათელ წარმოდგენას გვიქნის მის პიროვნებაზე, მსახიობ შონ პენის ინტერვიუ მწერალ ჩარლზ ბუკოვსკისთან. 

ალბათ არცერთი მწერლის ინტერვიუ იმდენს არ გვიყვება მის შეხედულებებზე და მისწრაფებებზე ისე  როგორც ბუკოვსკი, თუმცა თავად კი ამბობდა ინტერვიუზე: „ინტერვიუ მაბნევს, თავგზას მირევს, თითქოს ხელზე ხელი გტაცეს. ასე რომ, სრულ სიმართლეს არასოდეს ვამბობ. მე მიყვარს წავითამაშო და ვიხუმრო, ამიტომ ცოტა დეზინფორმაციას გავცემ, რათა გავერთო და სისულელეები ვილაპარაკო. თუ ჩემ შესახებ რაიმეს გაგება გინდათ, ინტერვიუ არასოდეს წაიკითხოთ, მათ შორის, ესეც.“

რწმენაზე

რწმენა კარგია მათთვის, ვისაც სწამს. ოღონდ მე ნუ გამიწყალებენ ტვინს. მე ჩემი სანტექნიკოსის უფრო მეტად მჯერა, ვიდრე მარადიული ცხოვრების.

შექსპირზე

შექსპირი მოსაწყენია. მაგრამ ხალხს ამის გაგონებაც არ უნდა. წარმოგიდგენია, წმინდაა და არ უნდა შეეხო. ვერ იტყვი, რომ შექსპირი ნაგავია. ეს სნობები – როგორც კი რამე ძველი და დაცულია, ეგრევე ტკიპასავით აეკვრებიან. ამ დროს როცა სიმართლეს ეუბნები, ისინი ცოფდებიან. ეს ძალიან გულისამრევია.

ბარებზე

კმარა მთელი ეს ბარის ოინები. ამოშალეთ ჩემი საქმეების სიიდან. ახლა, ბარში რომ მივდივარ, გული მერევა, კარში შევდივარ და რწყევას ვიწყებ. ძალიან ბევრი ბარი ვნახე, საშინლად ბევრი. ხომ გესმის, როცა უფრო ახალგაზრდა ხარ, ეს ყველაფერი უფრო მეტად შეგეფერება. მოგწონს, ვინმეს მუშტებს რომ უტრიალებ, მაჩოს თამაშობ, ბოზანდარას მოჩანგვლას ცდილობ. ჩემს ასაკში ეს აღარ მჭირდება. ახლა ბარში უბრალოდ ტუალეტის მოსაშორებლად შევდივარ. მე იქ მეტისმეტად დიდი დრო გავატარე.

ალკოჰოლზე

ალკოჰოლი შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე დიდებული რამ არის დედამიწაზე, ჩვენ კარგად ვეგუებით ერთმანეთს. ადამიანთა უმეტესობისთვის ის დამანგრეველია, მაგრამ ჩემთვის არა. ყველაფერს, რასაც ვქმნი, სიმთვრალეში ვაკეთებ, ქალებთანაც კი. გესმის არა, სექსის დროს ყოველთვის თავშეკავებული ვიყავი, ალკოჰოლმა კი უფრო თავისუფალი გამხადა, სექსუალურად თავისუფალი. ეს შვებაა, იმიტომ, რომ საერთოდ საკმაოდ მორიდებული და გულჩახვეული ვარ, ალკოჰოლი კი საშუალებას მაძლევს, ვიყო გმირი, რომელიც ფართოდ მიაბიჯებს დროსა და სივრცეში და გმირულ ქმედებებს ჩადის… ასე რომ, მე ის მიყვარს… დიახ!

მოწევაზე

მოწევა მიყვარს. სიგარეტი და ალკოჰოლი ერთმანეთს აწონასწორებენ. ლოთობისგან გონს მოსასვლელად, გამოსაფხიზლებლად ვეწევი და, იცი, თან იმდენად ბევრს, რომ ორივე ხელისგული მიყვითლდება. ხედავ, თითქოს ხელთათმანები ჩავიცვი… თითქმის ყავისფერია… მაშინ ამბობ: “აი, ნაგავი, რას ჰგავს ჩემი ფილტვები? ღმერთო ჩემო!”

კატებზე

კარგი იქნება, რომ გარშემო ბევრი კატა გყავდეთ. თუ თავს ცუდად გრძნობ, კატებს შეხედე და უკეთ იგრძნობ, იმიტომ, რომ მათ ყველაფერი იციან და ისე იციან, როგორც ეს სინამდვილეშია. მათ ვერაფრით გააკვირვებ. უბრალოდ იციან. ისინი მხსნელები არიან. რაც მეტი კატა გყავს, მით უფრო დიდხანს იცოცხლებ. თუ ასი კატა გყავს, ათჯერ მეტხანს იცოცხლებ, ვიდრე მხოლოდ ათი რომ გყოლოდა. ერთხელ ეს გამომჟღავნდება და ხალხი ათასობით კატას გაიჩენს და მარადიულად იცოცხლებს. სინამდვილეში ეს სასაცილოა.

ქალებსა   დასექსზე

ქალები… ორ სიტყვას ეტყვი, ხელს მოკიდებ: “წავიდეთ, საყვარელო!”, საძინებელში შეაგდებ და იხმარებ. ისინიც მოდიან! ამ რიტმში ერთხელ რომ მოხვდები, მოძრაობა უნდა განაგრძო. ბიჭო, ირგვლივ რამდენი მარტოხელა ქალია! ისინი კარგად გამოიყურებიან, მხოლოდ უნდა გამოელაპარაკო. სხედან ყველანი ისეთი მარტოხელები, მიდიან სამსახურში, უკან ბრუნდებიან… მათთვის ბევრს ნიშნავს ჰყავდეთ ვინმე კაცი. თუ ის გვერდით უზით, სვამს და ლაპარაკობს, – აი, ეს არის სიამოვნება. ჰოო… ყველაფერი მაგრად იყო… და მე ბედნიერი ვიყავი. თანამედროვე ქალები… ისინი ჯიბეებს არ დაგიკემსავენ, ეს დაივიწყე!

მე მათ წუწუნის მანქანებს ვეძახი. ყოველთვის ყველაფერი ისე არ მიდის, როცა მათგან იპარები. მისმინე, როცა ეს ისტერიკა უნდა გამოიარო… დაივიწყე. მე გამოვდივარ, მანქანაში ვჯდები და სადმე მოვუსვამ. შევუკვეთავ ხოლმე ფინჯან ყავას ნებისმიერ ადგილას. რასაც გინდა, გარდა კიდევ ერთი ქალისა. მე მგონია, რომ ისინი მხოლოდ სხვადასხვანაირად გამოიყურებიან, არა? ისტორია იწყება … ისინი განადგურებულები არიან, მათგან მიდიხარ და არ ესმით. “სად მიდიხარ?” “საყვარელო, სხვა ადგილას მოვძებნი ბორდელს!” ისინი ფიქრობენ, რომ ქალთმოძულე ვარ, მაგრამ არა. ეს სულ ჭორებია. მათ მხოლოდ გაუგონიათ, რომ: “ბუკოვსკი – შოვინისტი ღორია”, მაგრამ თავს არ იწუხებენ, რომ პირველწყარო შეამოწმონ. რა თქმა უნდა, პერიოდულად მათ გამოვაჭენებ ხოლმე არცთუ საუკეთესო მხრიდან, მაგრამ მამაკაცებსაც ასევე ვექცევი. ასევე ვექცევი საკუთარ თავსაც. თუ მართლა ვფიქრობ, რომ რამე ცუდადაა, ვამბობ, რომ ცუდადააა, მნიშვნელობა არ აქვს, ჩემ წინაშე კაცია, ქალი, ბავშვი, თუ ძაღლი. ქალები ისეთი ბუტიები არიან, ფიქრობენ, რომ განსაკუთრებულები არიან. ესაა მათი პრობლემა.

მწერლობაზე

ერთი მოთხრობა დავწერე მოძალადის თვალთახედვით, რომელმაც პატარა გოგონა გააუპატიურა. ამის გამო ხალხმა დამადანაშაულა. ერთხელ მკითხეს კიდეც: “მოგწონთ პატარა გოგონებზე ძალადობა?” ვუპასუხე: “რა თქმა უნდა, არა. მე ცხოვრების ფოტოგრაფირებას ვაკეთებ”. ბევრი ჩემი ნაწარმოების გამო უსიამოვნებაც მქონია. ერთი მხრივ, ამდენი წიგნი ამიტომაც იყიდება, მაგრამ, მეორე მხრივ, როცა ვწერ, ჩემთვის ვწერ (სიგარეტს აბოლებს)… ეს მიყვარს. მოქაჩვა ჩემი საქმეა, ფერფლი კი – საფერფლისთვისაა…

დღისით არასოდეს ვწერ. ეს ისევეა, შიშველმა რომ გაირბინო მაღაზიაში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი დაინახოს. ღამე კი… მაშინ კი შეგიძლია ტრიუკების კეთება…

პოეზიაზე

ყოველთვის ვიხსენებ საშუალო სკოლას – როცა სიტყვა “პოეტი” ან “პოეზია” ისმოდა, ყველა სიცილსა და ქილიკს იწყებდა. ვერ აგიხსნი რატომ, იმიტომ, რომ პოეზია სიყალბეა. ის ზედმეტადაა შეფასებული. ნაგვის გროვაა. თითქმის ყველა ლექსი სისულელეა, სიყალბეა, მიმბაძველობა.

მაგრამ არასწორად არ გამიგო, რამდენიმე კარგი პოეტი იყო. ერთი მათგანი ჩინელია, ლი პო ერქვა. მას შეეძლო ოთხ ან ხუთ სტრიქონში უფრო მეტი გრძნობა, რეალობა და განცდა ჩაედო, მაშინ როცა პოეტების უმეტესობას ამისთვის თორმეტი ან თოთხმეტი გვერდი სისულელე უნდა დაეწერა. ღვინოს ისიც სვამდა. თავის ლექსებს კოცონში ყრიდა, მდინარეს ატანდა და ღვინოს სვამდა. ის იმპერატორებს უყვარდათ, ესმოდათ, რას წერდა… რა თქმა უნდა, მხოლოდ ცუდ ლექსებს წვავდა (იცინის).

ბოდიშს მოვიხდი, მე რის გაკეთებასაც ვცდილობდი, იყო რაღაც სიცოცხლე შემეტანა ფაბრიკის მუშის ცხოვრებაში… ბღავანა ცოლი, შინ რომ ბრუნდებოდა… თითოეულის არსებობის რეალობა… ის, რასაც ლექსებში ასე იშვიათად განიხილავენ. ასევე ჩაწერე, რასაც გეუბნები, პოეზია ნაგავია, სამარცხვინოა.

საყვარელ   საკითხავზე

The National Enquirer-ში (ამერიკული ტაბლოიდი.- რ.ქ) წავიკითხე სტატია სათაურით: “თქვენი ქმარი ჰომოსექსუალისტია?”.

ყოფილა ხოლმე ლინდას უთქვამს: “ჰომიკივით ხმა გაქვს!”, რაზეც მიპასუხია: “აჰა, მე თვითონაც სულ მიკვირს” (იცინის). აი, იქ რა ეწერა: “იწიწკნის თუ არა იგი წარბებს?” გავიფიქრე, რა სისულელეა? მე ამას სულ ვაკეთებ. და მხოლოდ ახლა გავიგე, ვინ ვარ. მე წარბებს ვიღებ… – მე ჰომოსექსუალისტი ვარ! ოკეი. ცუდი არ არის The National Enquirer-თვის, რომელიც გეუბნება, რას წარმოადგენ.

ხალხზე

ხალხს მაინცდამაინც არ ვუყურებ. ეს ხელს მიშლის. თუ ვინმეს დიდხანს უყურებ, თანდათან მას ემსგავსები.

ხალხი… უმეტესად მათ გარეშე გაძლება შემიძლია. ისინი მაცარიელებენ, და არა პირიქით. არც ერთი ადამიანის მიმართ პატივისცემას არ ვგრძნობ. ამის გამო პრობლემები მექმნება… ვტყუი, მაგრამ, დამიჯერე, ეს სიმართლეა.

ცნობადობაზე

ცოტა ხნის წინ სადაც ვზივარ და ვგრძნობ, რომ ვიღაცეებi მომშტერებიან. არ ვიცი, მერე რა მოხდება, ამიტომ წასასვლელად ავდექი, ხომ გესმის? და დაიწყო: “უკაცრავად… ” “დიახ, რაშია საქმე?” – ვეუბნები. მეკითხება: “თქვენ ბუკოვსკი ხართ?” ვპასუხობ: “არა!” მერე მეუბნება: “მე ვფიქრობ, ხალხი სულ ამას გეკითხებათ, ასე არ არის?” მე კი: “დიახ!” და მივდივარ. ერთი სიტყვით, ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. საკუთარი ცხოვრება ფასდაუდებელია. იცი, მე მომწონს ხალხი. შესანიშნავია, რომ ჩემი წიგნები უყვართ და ასე შემდეგ… მაგრამ მე წიგნი არ ვარ, გესმის? მე ის ახლგაზრდა ვარ, რომელიც მათ წერს, მაგრამ არ მინდა, რომ ვარდებით ამავსონ და ასე შემდეგ… მინდა, რომ თავისუფლად სუნთქვის საშუალება მომცენ. მათ კი ჩემთან ურთიერთობა უნდათ. ისინი ელოდებიან, რომ რამდენიმე ბოზს მივიყვან, უცნაურ მუსიკას დავაყენებ და ვიღაცას ვავნებ… მაგრამ ისინი ხომ მოთხრობებს კითხულობენ! თქვენი დედაც, ეს ყველაფერი 20-30 წლის წინ იყო!

სახელზე

ის დამანგრეველია. ის ბოზი და ძუკნაა, სამუდამოდ ანგრევს. მე ყველაზე ტკბილი სახელი მხვდა წილად, იმიტომ, რომ ევროპაში ვარ ცნობილი, აქ კი – უცნობი. მე იღბლიანი ადამიანი ვარ. სახელი ნამდვილად საშინელებაა. ის საერთო მნიშვნელით გზომავს, და ამის გამო ტვინი უფრო დაბალ დონეზე მუშაობს. არაფრად ვარგა. პუბლიკის ამორჩევა ბევრად უკეთესია.

მარტოობაზე

მარტოხელა არასოდეს ვყოფილვარ. ყოფილა, ოთახში მარტო ვიჯექი და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, დეპრესიაში ვიყავი, ისე ცუდად ვიყავი, მეტი არ შეიძლებოდა, მაგრამ ფიქრადაც არ გამივლია, რომ ვიღაც შეიძლება ოთახში შემოვიდეს და დამეხმაროს… ესე იგი, საერთოდ ის, რომ რაღაც რაოდენობის ადამიანებს შეუძლიათ ოთახში შემოსვლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მარტოობა ისეთი რამაა, რაც არასოდეს მაწუხებდა, იმიტომ, რომ ყოველთვის ვგრძნობ ამ საშინელი მარტოობის ქავილს. ის არის წვეულებაზეც, გახარებული ხალხით სავსე სტადიონზეც, ასე რომ, მარტოობას იქაც ვგრძნობ. იბსენის სიტყვები რომ მოვიყვანო: “ყველაზე ძლიერი ყველაზე მარტოსულია”. არასოდეს მომსვლია ასეთი აზრები: “აი ასე, მოვა სიმპათიური ქერა გოგონა, გვექნება ლოგინი და თავს შესანიშნავად ვიგრძნობ” – ეს არ დამეხმარება. იცი შენ, ჩვეულებრივ ეს როგორ ხდება: “აუ, დღეს პარასკევი საღამოა, რას აკეთებ? უბრალოდ ზიხარ?” – “დიახ”. იმიტომ, რომ შიგნით არაფერი აქვს. მხოლოდ ჩლუნგობა. გონებაჩლუნგი ადამიანები ერთად იკრიბებიან. დაე, ერთმანეთი გამოაშტერონ. არასოდეს მიმაჩნდა აუცილებლად, საღამოს სადმე წავსულიყავი, ბარებში ვიმალებოდი, იმიტომ რომ ფაბრიკებში დამალვა არ მინდოდა. ეს არის და ეს. მილიონობით ადამიანს ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ მარტოსული არასოდეს ვყოფილვარ. მე საკუთარი თავი მიყვარს. ყველაზე უკეთესი გასართობი ვარ იქიდან, რაც მაქვს. მოდი, მეტი ღვინო დავლიოთ!

თავისუფალდროზე

ძალიან მნიშვნელოვანია, დასვენება შეგეძლოს. ტემპი მთავარია, მაგრამ შესვენებებისა და ხანგრძლივი უსაქმურობის გარეშე შეიძლება ყველაფერი დაკარგო. მსახიობი ხარ, დიასახლისი, თუ ვინც გინდა იყო… პიკებს შორის ხანგრძლივი შესვენებები უნდა იყოს, როცა არაფერს აკეთებ. უბრალოდ საწოლში წევხარ და ჭერს უყურებ. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია… ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ საერთოდ არაფერი აკეთო. რამდენი ადამიანი იქცევა ასე თანამედროვე საზოგადოებაში? ძალიან ცოტა. ამიტომ არის გარშემო ამდენი შეშლილი, იმედგაცრუებული, გაბრაზებული და სიძულვილით სავსე ადამიანი. ადრე, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ბევრ ქალს გავიცნობდი და დავქორწინდებოდი, ყველა ფარდას გავაფარებდი ხოლმე და სამი ან ოთხი დღე საწოლში ვწვებოდი. მხოლოდ ტუალეტისთვის ვდგებოდი. მთელ ქილა ბარდას ვჭამდი და ისევ საწოლში ვბრუნდებოდი. მერე ვიცვამდი და გარეთ გავდიოდი. მზის სინათლეც აღმაფრთოვანებდა და ხმებიც გასაგიჟებელი იყო. ენერგიის მოჭარბებას ვგრძნობდი, როგორც ხელახლა დამუხტული ბატარეა. მაგრამ იცით, თავის ადგილას რა მაბრუნებდა? პირველივე ადამიანის სახე, რომელიც გზად მხვდებოდა, – და ჩემი ენერგიის ნახევარს მაშინვე ვკარგავდი. საძაგელი, ცარიელი, უაზრო, უგრძნობი, კაპიტალიზმით სავსე სახე. “ოოო! ნახევარი თითქოს არც ყოფილა”. მაგრამ ეს მაინც ამად ღირდა, ნახევარი ხომ ისევ რჩებოდა. ასე რომ, დიახ, თავისუფალი დრო. მაგრამ მე მხედველობაში არ მაქვს რაღაც ღრმა მსჯელობა, არამედ საერთოდ არავითარი აზრი. პროგრესზე, საკუთარ თავზე რომ არ ფიქრობ. უბრალოდ… ღვთის გლახასავით. ეს მშვენიერია.

სილამაზესა   დასიმახინჯეზე

სილამაზე – ასეთი რამ არ არსებობს, განსაკუთრებით ადამიანის სახეზე, რასაც ჩვენ ფიზიონომიას ვეძახით. ეს ყველაფერი გამოთვლილი და წარმოსახული შეხამებაა. თუ ცხვირი ძალიან გამოწეული არ აქვს ადამიანს, მხრები – წესრიგშია, თუ ყურები ძალიან დიდი არ აქვს და თმა გრძელია… ეს განზოგადების მირაჟია, ხალხი ფიქრობს, რომ გარკვეული სახეები ლამაზია, მაგრამ, სინამდვილეში, ასეთი არ არის, მათემატიკურად ნულის ტოლია. ნამდვილი “სილამაზე”, რა თქმა უნდა, ხასიათიდან მოდის, და არა იქიდან, როგორი ფორმისაა წარბი. ქალების უმეტესობა, რომლებსაც ვეუბნებოდი, რომ ლამაზი იყო… საშინელება იყო, საწვნეებივით გამოიყურებოდნენ.

სიმახინჯე არ არსებობს. არის რაღაცები, რომელთაც ნაკლს ან დეფექტს უწოდებენ, მაგრამ გარეგნული “სიმახინჯე” არ არსებობს…

პოპკორნი  და სიტლანქე

ნიუ იორკში ვიყავი, მწერალი მინდოდა გავმხდარიყავი. ზამთარი იყო, შიმშილით ვკვდებოდი, სამი თუ ოთხი დღე არაფერი მეჭამა. ბოლოს და ბოლოს, ვთქვი: “ვიყიდი მოზრდილ პარკ პოპკორნს”. ღმერთო ჩემო, იმდენი ხანი არ მეჭამა, რომ ეს ნამდვილი სიამოვნება იყო. თითოეული მარცვალი, გესმის, თითოეული მარცვალი ჩემთვის სტეიკივით იყო! ვღეჭავდი და პოკპორნი ჩემს ცარიელ კუჭში ვარდებოდა. და კუჭი ამბობდა: “მადლობა! მადლობა! მადლობა!” სამოთხეში ვიყავი. ამ დროს ორნი შემხვდნენ: “ეშმაკმა წაიღოს!”, – უთხრა ერთმა მეორეს. “ეს რა იყო?” – “დაინახე ის ბიჭი პოპკორნს როგორ ჭამს? რა საშინელებაა!” საშუალება არ მომცეს, დარჩენილი პოპკორნით მესიამოვნა. მე დავფიქრდი, ნეტავ რა ჰქონდა მხედველობაში, როცა თქვა: “საშინელებაა”? თავს ვგრძნობდი, როგორც სამოთხეში. შეიძლება ცოტა ჭუჭყიანი ვიყავი… რაღაცის წამოროშვით ყოველთვის შეუძლიათ კაიფი ჩაგიშალონ.

პრესაზე

მე იმათგანი ვარ, ვისზე თავდასხმაც უყვართ. “ბუკოვსკი საზიზღარია!” – ეს მამხიარულებს, “ის საშინელი მწერალია”, – უფრო მეტად ვიცინი. მე ეს მომწონს, თითქოს ამით ვიკვებები. ერთხელ ვიღაცამ მითხრა: “იცი, რომ შენს ნაწარმოებებს ამა და ამ უნივერსიტეტში ასწავლიან?” – ყბა ჩამომივარდა. არ ვიცი… საშინელებაა, ასე გავრცელებული იყო. გრძნობ, რომ რაღაც ისე არ გააკეთე.

ჩემზე ნათქვამი ცუდი რამეებით სიამოვნებას ვიღებ. ეს კარგად ყიდის ჩემს წიგნს, მე კი მაბრაზებს. არ მიყვარს, როცა ყველაფერი კარგადაა, იმიტომ, რომ მე თვითონ კარგი ვარ. ბოროტება? დიახ, მას დამატებითი სივრცე მოაქვს…

გამბედაობაზე

ეგრეთ წოდებული, გამბედავი ადამიანების უმეტესობა წარმოსახვას მოკლებულია. იმის წარმოდგენა, რა მოხდება, როცა რაღაც ისე არ განვითარდება, მათ არ შეუძლიათ. ნამდვილი სიმამაცე წარმოსახვას ახშობს და ადამიანებს აკეთებინებს იმას, რაც უნდა გააკეთონ.

შიშზე

ამის შესახებ არაფერი ვიცი (იცინის).

ცინიზმზე

ცინიზმში ყოველთვის მადანაშაულებდნენ. მე ვფიქრობ, ცინიზმი დამჟავებული ყურძენივითაა. სისუსტეა. ეს არის პასუხი, რომ “ყველაფერი ისე არ არის! ყველაფერი ისე არ მიდის!” – “ეს სიმართლე არ არის! არ არის სიმართლე!” – გესმის? ცინიზმი სისუსტეა, რომელიც გაკავებს, რომ გაუმკლავდე იმას, რაც მოცემულ წუთებში ხდება. დიახ, ცინიზმი გარკვეულად სისუსტეა, ისევე, როგორც ოპტიმიზმი. “მზე ანათებს, ჩიტები გალობენ, – რა სასიამოვნოა” – ესეც სისულელეა. ჭეშმარიტება სადღაც შუაში დევს. რაც არის, არის. ასე რომ, თუ მზად არ ხარ, ეს აითვისო… ცუდად არის შენი საქმე.

მორალზე

სიტუაცია შეიძლება საშინელი სულაც არ იყოს, მაგრამ მას, ვინც განსჯის, შეუძლია ის ნამდვილ ჯოჯოხეთად გადააქციოს. მე ვფიქრობ, ხალხმა ხელახლა ისწავლა. შენ გინდა გაიგო, რა გემართება, ამაზე როგორი რეაქცია გექნება. ახლა მე წარმოვთქვამ უცნაურ ტერმინს… “სიკეთე”. არ ვიცი, ის საიდან მოდის, მაგრამ ვგრძნობ, რომ დაბადებიდან ჩვენში არის სიკეთის მარცვალი. ღმერთის არ მჯერა, მაგრამ ამ “სიკეთის” მჯერა, რომელიც, ჩვენ შორის ღერძივით გადის. მისი აღზრდა შეიძლება. ყოველთვის რაღაც ჯადოსნური ხდება, როცა მანქანებით გატენილ ავტოსტრადაზე მოულოდნელად ვიღაც ადგილს გამითავისუფლებს, რომ მეორე რიგში გადაინაცვლო… ეს იმედს მაძლევს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი