როგორ მოვიქცეთ ადამიანთან, რომელიც სულ მართალია

0
438

ალბათ, ყველას გვყავს ერთი ისეთი მეგობარი ან საყვარელი ადამიანი, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში მართალია, სხვანაირად შეუძლებელია. ახლა უკვე შეგიძლიათ, მას  სხვა კუთხიდან შეხედოთ, რათა უბრალოდ არ ჩაგითრიოთ სერიოზულ კონფლიქტში.

ნუ მიეცემით თავდაცვის სურვილს. გაიგეთ, რომ ასეთ ადამიანებს პირდაპირი შეტევით ვერ დაამარცხებთ, უბრალოდ დაიმახსოვრეთ ეს კამათი. მათი აზრით, სწორედ თქვენ ხართ ყველა უბედურებისა და პრობლემის სათავე, აზრს ვერაფრით შეაცვლევინებთ. თქვენი აზრი მისთვის უმნიშვნელოა, რადგანაც, მისი აზრით, თქვენ უკვე დამნაშავე ხართ.

მიიღეთ სიტუაცია ისე, როგორცაა. არ გაბრაზდეთ იმაზე, რომ თქვენ წინაშე ასეთი ადამიანია. კიდევ ერთხელ ვამბობ – თავი ხელში აიყვანეთ და არ გაბრაზდეთ.

არ ეცადოთ, პრობლემის გადასაწყვეტად, კიდევ ერთი ადამიანის ჩართვას. ეს პრობლემას კი არ გადაწყვეტს, არამედ თქვენს თანამოსაუბრეს დაარწმუნებს, რომ მართალია.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ ბავშვია. ასეთი ადამიანის ქცევა, ყველაზე მეტად, ბავშვის საქციელს ჰგავს. ასე, რომ, როგორც ბავშვთან, ისე მასთან არ გამოგივათ გონივრული საუბარი.

თუ მასთან პირველად არ კამათობთ, გახსოვდეთ, რა მდგომარეობაში ჩაგაგდოთ ადრე და ეს აღარ გაიმეოროთ.

ნუ დაექვემდებარებით ზეწოლას მისი მხრიდან. საქმე მარტივადაა: ადამიანი ქვეცნობიერის დონეზე იაზრებს, რომ სწორედ თვითონ შეცდა, თუმცა, მისი ბუნება აიძულებს ისე მოიქცეს, როგორც იქცევა, და მთელი პასუხისმგებლობა თქვენ დაგაკისროთ.

ნუ დაადანაშაულებთ, პირდაპირ ფაქტები წარადგინეთ. ასეთ ადამიანებს დადანაშაულება ძალიან ლამაზად გამოსდით, თუმცა მარტივად იღებენ დარტყმას უდავო ფაქტებით.

გახსოვდეთ ასეთი ადამიანების მთავარი ლოზუნგი: “შეუძლებელია, შევცდე”.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი