რატომ უნდა მივიღოთ ფოლიუმის მჟავა

0
363

ფოლიუმის მჟავა სხვა ვიტამინებზე უკეთ აღადგენს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა მუშაობს.

ყველა ორგანოს, მათ შორის კანის, მუშაობას სტიმულირებს, ასევე ხელს უწყობს თმის ნორმალურ ზრდას.

ფოლიუმის მჟავა B6 და B12 ვიტამინთან ერთად თვალის დაავადების განვითარების რისკს 30%-ით ამცირებს.

ფოლიუმის მჟავა კანს ჯანსაღ ფერს ანიჭებს. პანთოტენორუ და პარა-აინობენზოური მჟავებთან ერთად თმას გაჭაღარავებისგან იცავს.

ეს ვიტამინი განსაკუთრებით რეკომენდებულია ორსულობის დროს. ფოლიუმის მჟავის ყოველდღიური დოზა ორსულობის დროს 400 მგ-ია.

მრავალწლიანი ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ B9 ვიტამინის (ფოლიუმის მჟავა) ხანგრძლივი დროით მიღება ორსულობის და მშობიარობის დროს ბევრ გართულებას თავიდან აგაცილებთ და ქალის ჯანმრთელობისთვის მენოპაუზის დროს წარმოუდგენლად სასარგებლოა.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ფოლიუმის მჟავის მიღება ბავშვებს ხერხემლის პრობლემის თავიდან აცილებაში ეხმარება და ნაყოფის ნერვული სისტემის სწორ ჩამოყალიბებას ხელს უწყობს.

გარდა ამისა, ეს ვიტამინი მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს შეუცვლელია, ამიტომ მას მთავარ ქალურ ვიტამინად ტყუილად არ თვლიან.

ფოლიუმის მჟავის დეფიციტმა შეიძლება ქალებში ესტროგენზე რეპროდუქციული ორგანოების ნორმალური რეაქციის არ არსებობა გამოიწვიოს.

მოზარდობის პერიოდში ფოლიუმის მჟავა გოგოებში სქესობრივ მომწიფებას ხელს უწყობს და აკნეს დროს ეხმარება.

ეს ვიტამინი მამაკაცებსაც სჭირდებათ. ფოლიუმის მჟავა ტესტოტერონთან ერთად მუშაობს და სპერმის მომწიფებას ხელს უწყობს.

ახალგაზრდას, რომ ნორმალური სქესობრივი თვისებები ჩამოუყალიბდეთ, როგორიცაა ხმა, წვერი და პროსტატის გაფართოება, მან საკმარისი რაოდენობით ფოლიუმის მჟავა უნდა მიიღოს.

ფოლიუმის მჟავის მთავარი წყარო:

პარკოსანი პროდუქტები, სალათი, ისპანახი, კომბოსტო, მწვანე ხახვი, მწვანე ბარდა, ლობიო, სოიო, ჭარხალი, სტაფილო, პომიდორი, უხეშად დაფქული ფქვილი და ამ ფქვილიდან ნაწარმი პურ-ცომეული, წიწიბურა, შვრია, ქერი და საფუარი.

ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან ფოლიუმის მჟავით მდიდარია ღვიძლი, თირკმელი, ხაჭო, ყველი, ხიზილალა და კვერცხის გული.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი