ვედანტას და ტანტრას მეთოდი

0
191

შრი ჩინმოი: კუნდალინი იოგის გზაზე ადამიანს შეუძლია ორი მეთოდით დადგეს: ტანტრას მეშვეობით და ვედანტას მეშვეობით. ტანტრის მიდგობა სისტემატიზირებულია და დეტალურადაა დამუშავებული, ამავე დროს ის საკმაოდ საშიშია. ვედანტის პროცესი მარტივი და მისტიკით აღსავსეა. მაგრამ ის უსაფრთხოა, და არა ნაკლებად დამაჯერებელია და ასრულების მომტანი.

ტანტრის მეთოდი სახიფათოა, რადგან მას პირველ რიგში საქმე აქვს უმდაბლეს ვიტალთან და ემოციურ ცხოვრებასთან. ეს მიდგომა დინამიურია და სიმამაცეს მოითხოვს. ადამიანი ან თავს განიწმინდავს, ვიტალურ სამყაროში მამაცურად შესვლისას და იქიდან ტრიუმფით დაბრუნდება, ან მას შეუძლია საერთოდ დაიკარგოს ვიტალური სამყაროს უვიცობაში, თუ შინაგანად ძლიერი არაა, რომ იმ სამყაროს ვიტალურ ძალები დაამარცხოს.

ვედანტას გზა უსაფრთხოა, რადგანაც მაძიებელი კონცენტრირდება და მედიტირებს, რათა აამაღლოს, გაასუფთავოს და გაასხივოსნოს საკუთარი ცნობიერება, სანამ შეეცდება საქმის დაჭერას ვიტალური ძალების უსუფთაობასთან და სიბნელესთან, რომლებიც მის დამონებას ცდილობენ. როდესაც მაძიებელი შეაბიჯებს უმდაბლეს ვიტალურ სამყაროში თავისი გასხივოსნების სინათლით, ის თავისდა გასაოცად, ხედავს, რომ უმდაბლესი ვიტალი გასხივოსნებული, გასუფთავებული და ღვთიურობით ასრულებულია.

ტანტრის პროცესი მაძიებლისგან მოითხოვს მუდმივ და შეგნებულ ყველა შიდა მოძრაობის ცნობადობას მულადხარიდან მაღლა საჰასრარისკენ. ვედანტას პროცესი მოითხოვს მაძიებლისგან შეგნებულ და მუდმივ გაცნობიერებულობას განვითარებად და გამათავისუფლებად ცნობიერების შესახებ.

თუ ვინმეს აქვს სურვილი დაკავდეს კუნდალინი იოგით, მე ვურჩევდი იმ მაძიებელს გაჰყვეს ვედანტის მეთოდს, რომელიც უსაფრთხოა, და ამავე დროს საიმედოა. თუ ვედანტას მეთოდს მისდევთ, თქვენ, დანიშნულებისამებრ მიაღწევთ მიზანს დარწმუნებულად და უსაფრთხოდ.

გულის ჩაკრის გახსნა – სულიერი პრაქტიკა დავჯდეთ და ყურადღება გადავიტანოთ გულზე მოუსმინოთ გულის ყოველ დარტყმას როგორც კი კონცენტრაციას მივაღწევთ გულის დარტყმაზე ვთქვათ – უფალო, შემდეგ, მეორე დარტყმაზე – იესო, 3 დარტყმაზე – ქრისტე, 4 დარტყმაზე – შემიწყალე, 5 დარტყმაზე მე. – ასე გავიმეოროდ მრავალჯერ. რათა შემდეგ ჯერზე თავისუფლად მივეჩვევით ამ მედიტაციას. ეს ლოცვა გავაკეთოთ სუნთქვასთან ერთად ჩასუნთქვაზე ვთქვათ ღმერთო იესო ქრისტე ამოსუნთქვაზე შემიწყალე მე. რამოდენიმე კვირაში გულის ჩაკრა გაიღვიძებს. გექნებათ სასიამოვნო ტკივილის და სიხარულის გრძნობა

მე-4-ე ჩაკრა – ანაჰატა (გულის ჩაკრა)
ანაჰატა /ზოგადი განხილვა/
ფერი – მწვანე
კრისტალი – ავანტიურინი, ვარდისფერი კვარცი 

სტიქია – ჰაერი

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ”გულის გზაზე”, მხედველობაში გვაქვს მარადიული სიცოცხლის წყარო – სიყვარული. გულის გზა გვავსებს სითბოთი და სიხარულით. ეს არ არის ცხოვრების სტრატეგია, ან ცხოვრების გეგმა, ეს სუფთა სიხარულია. ის გვაძლევს საშუალებას ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ, ისე რომ ვაცნობიერებდეთ ამ მდგომარეობას და ზეგავლენა მოვახდინოთ მატერიალურ სამყაროზე.

ასეთი მიდგომა მოითხოვს რწმენას, რადგანაც ჩვენ მივეჩვიეთ აზრს, რომ ცხოვრება – ბრძოლაა, და ვთვლით რომ აუცილებელია გამოვიმუშავოთ თავდაცვის, უსაფრთხოების და თვითუზრუნველყოფის გეგმა. ამ შეხედულების ფესვები მოდის მენტალიტეტიდან, რომელიც დაფუძნებულია შიშზე – დაკარგვის შიშზე. თუ თქვენ ირჩევთ გულის გზას, მაშინ თქვენს გონებაში აღარ დარჩება შიშის ადგილი. თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ როდესაც იმყოფებით მაგნიტური მიზიდვის სივრცეში, თქვენი ცხოვრება ბედნიერი და უზრუნველყოფილი იქნება მიუხედავად ყველაფრისა.

რაც უფრო მეტად გიყვართ, მით უფრო მეტი ობიექტი და საშუალება ჩნდება სიყვარულისთვის თქვენს ცხოვრებაში. ეს ძალიან მარტივია. შეიძლება ზედმეტად მარტივიც კი თანამედროვე ადამიანისთვის – ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ ყველაფერ მარტივს და ადვილად მიღწევადს. “შენ იღებ მხოლოდ იმას, რისიც გადახდილი გაქვს” – ასეთი მიდგომა გვაიძულებს, ბევრ მარტივ და მიღწევად სიხარულზე ვთქვათ უარი ჩვენს ცხოვრებაში. გულის გაღვიძება – აი ეს არის ყველაზე მთავარი ცხოვრების მიზანი. თქვენ არ მოგიწევთ არც საფასურის გადახდა, არც მსხვერპლის შეწირვა იმისთვის, რომ ამას მიაღწიოთ, მხოლოდ ერთი რამ არის საკმარისი – რწმენა. თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ ცხოვრება ვერ გაგტეხავთ, თუ თქვენ მოიხსნით დაცვებს. მოიცილეთ დამცველი საფარი, იმისთვის რომ სიცოცხლის ნაკადმა თავისუფლად გაიაროს თქვენში, და გჯეროდეთ, რომ სიყვარული – ეს სამყაროს მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

ყოველი ჩვენთაგანი იბადება მარტო. დაბადების მომენტში ჩვენ ვიღებთ ფიზიკურ სხეულს, აზროვნებას, ჩვევებს, ხასიათს და ეგოს. ყველაფერი ეს განსაზღვრავს ჩვენს ინდივიდუალიზმს, რომელიც განსხვავდება სხვებისგან. პირველი სამი ჩაკრა დაკავშირებულია სწორედ ამ უნიკალურობის და განსხვავებულობის შენარჩუნებასთან. მეოთხე ჩაკრის გაღვიძებისას, ჩვენ ვშორდებით ჩვენს უნიკალურობას და ვიწყებთ სიცოცხლის ერთიანობის შეგრძნებას.

მეოთხე ჩაკრის მიზანი – სიყვარულის შეგრძნებაა, როგორც პირადი ასევე საყოველთაო. თქვენ უნდა შეიგრძნოთ, თუ სიყვარული არა, მინიმუმ ჰარმონიული კავშირი მაინც თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, რომელიც შლის სხვაობას თქვენს შორის. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მეოთხე ჩაკრის დაკმაყოფილება. სწორედ მეოთხე ჩაკრის მეშვეობით მიაღწევთ რეალობას კოლექტიურ დონეზე.

ქვედა სამი ჩაკრა მუშაობს პირად ენერგიაზე და გამოგყობთ სხვებისგან. ზედა სამი ჩაკრა – ეს ”მე”-ს კოლექტიური ასპექტებია, რომლებიც სამყაროს ენერგიებთან კავშირს აძლიერებენ. გულის ჩაკრა – ეს ადგილია, სადაც ხვდებიან თქვენი ”მე”-ს პერსონალური და კოლექტიური ასპექტები, ხვდებიან და გამოეყოფიან ერთმანეთს.

გულის გაღვიძებით, თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს დაუკავშიროთ თქვენი პირადი და სულიერი ცხოვრება. თქვენ გახდებით ერთი მთლიანი. გული – დამაკავშირებელი ძაფია ეგოს და სულიერებას შორის. თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ ქვედა, ფიზიკური ჩაკრების სასიცოცხლო ენერგია და ამავე დროს მაღალი ჩაკრების მადლი და შთაგონება. გაერთიანებული გულის ჩაკრა გაწონასწორებულია როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად. ეს თქვენი ”მე”-ს ნამდვილი ცენტრია, ადგილი სადაც ცოცხლობს თქვენი სული.

სიყვარულის ძიებას კაცობრიობის გულისკენ მივყავართ. სიყვარულის გრძნობა – მიუხედავად იმისა თქვენ გიყვართ, თუ თქვენ უყვარხართ, – ეს მთავარი მამოძრავებელი ძალაა როგორც მთელი სამყაროსი, ასევე ნებისმიერი ჩვენთაგანის.

გააცნობიერო, როგორ ვლინდება სიყვარული, და მოიქცე შესაბამისად ამ გაცნობიერებისა, შემდეგ კი გაუყო ეს სიხარული გარშემომყოფებს – აი ეს არის გახსნილი გულის ნიშანი. თქვენ გაქვთ უნარი მიიღოთ ის ადამიანები, ვისთანაც გიწევთ შეხვედრა, და მზრუნველობა გამოიჩინოთ მათ მიმართ, ისე რომ არაფერი მოითხოვოთ სანაცვლოდ. თქვენ უნდა შეგეძლოთ გასცეთ, ისე რომ არ დაფიქრდეთ რითი გადაგიხდიან ამას, ამასთან უნდა შეგეძლოთ მადლიერებით მიიღოთ სხვისი სიყვარულიც. სწორედ ასე ავლენს თავს გაღვიძებული გული.

სიყვარული – ეს გულის ბუნებრივი მდგომარეობაა. ეს სიყვარული სრულიად უანგაროა, ისევე როგორც დედის სიყვარული შვილისადმი – მასში არ არის ფარული მოტივები, გარდა თავად სიყვარულისა. თუ თქვენ სხვები გიყვართ ზუსტად ასე, მაშინ მათი ბედნიერება უმაღლესი პრიორიტეტი ხდება თქვენს ცხოვრებაში.. და ასეთი მდგომარეობა მიუთითებს გულის ჩაკრის გაღვიძებულ მდგომარეობაზე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი