კარლ გუსტავ იუნგი (ციტატები)

1
591

გთავაზობთ კარლ გუსტავ იუნგის ცნობილ ციტატებს, რომლებიც ერთანაირად მნიშვნელოვანია, როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც , რომელებსაც სურთ, მეტი შეიტყონ საკუთარი გამარჯვებებისა და წარუმატებლობის მიზეზების შესახებ.

მონიშნეთ კომენტარებში ნომერი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის.

1.ნუ დაიჭერ მას, ვინც შენგან მიდის. სხვანაირად ვერ მოვა ის, ვინც შენთან მოდის.

2. ის, რაც სხვებში გვაღიზიანებს, შესაძლოა გვეხმარება, უკეთ გავუგოთ საკუთარ თავს.

3. თუ თქვენ ნიჭიერი ხართ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ რაღაც მიიღეთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცის გაცემა შეგიძლიათ.

4. ორი პიროვნების შეხვედრა ორი ქიმიური ნივთიერების კონტაქტს გავს: თუ მათ შორის რაღაცა რეაქცია მაინც არის, ორივე ელემენტი იცვლება.

5. ყველაზე მძიმე ტვირთი, რაც შიძლება ბავშვს დააწვეს მხრებზე – მისი მშობლების აუხდენელი ცხოვრებაა.

6. ტკივილის გარშე არ არის გაცნობიერება.

7. შენი ხედვა მხოლოდ მაშინ გახდება ნათელი, თუ შეძლებ საკუთარ გულში ჩახედვას. ვინც გარეთ იყურება, მხოლოდ სიზმრებს ხედავს, ვინც შიგნით უყურებს თავს – იღვიძებს.

8. მარტოობა განპირობებულია არა ადამიანების გარშემო არარსებობით, არამედ შეუძლებლობით, ელაპარაკო ადამიანებს იმაზე, რაც შენ მნიშვნელოვნად მიგაჩნია, ან შენი შეხედულებების სხვების მიერ მიუღებლობით.

9. მანახეთ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი და მე მას განგიკურნავთ.

10. ჩვენ ვილტვით წარსულისკენ, მშობლებისკენ, და წინ, შვილებისკენ, მომავლისკენ, რომელსაც ჩვენ არასოდეს დავინახავთ, მაგრამ რომელზე ზრუნვაც გვსურს.

11. ის, რასაც ეწინააღმდეგები, რჩება.

12. დეპრესია შაოსან ქალს გავს. თუ გეწვია, ნუ გააგდებ, მიიწვიე მაგიდასთან სტუმარივით და მოუსმინე, რაზე სურს მას საუბარი.

13. ხანდახან ისეც ხდება, რომ ხელები უკეთ ართმევენ თავს გამოცანას, ვიდრე ინტელექტი.

14. სიზმარი პატარა, კარგად დამალული კარია, რომელსაც მივყავართ იმ პირველად კოსმოსურ ღამემდე, რაც იყო სული, ცნობიერების გაჩენამდე.

15. ვისაც საკუთარი ვნებების ჯოჯოხეთი არ გამოუვლია, მას არც ბოლომდე დაუძლევია ისინი.

16. თქვენი მზერა ნათელი გახდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ შეძლებთ საკუთარ სულში ჩახედვას.

17. მე ვარ არა ის, რაც შემემთხვა, მე ვარ ის, რაც გადავწყვიტე, ვყოფილიყავი.

18. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სრულად ვაკონტროლებთ თავს. თუმცა, მეგობარს შეუძლია, ადვილად მოგვიყვეს ჩვენს შესახებ ისეთი რამ, რაზეც საერთოდ არ გვაქვს წარმოდგენა.

19. „მაგიური“ – უბრალოდ სხვა სიტყვაა ფსიქიკურის აღსანიშნავად.

20. საკუთარი „სიბნელის“ ცოდნა საუკეთესო საშუალებაა სხვა ადამიანების „სიბნელესთან“ საბრძოლველად.

21. მანამ, სანამ თქვენ არ აქცევთ არაცნობიერს ცნობიერად, ის გმართავთ და თქვენ მას ბედს უწოდებთ.

22. ამბობენ, რომ ვერც ერთი ხე ვერ გაიზრდება სამოთხემდე, თუ მისი ფესვები ჯოჯოხეთს არ მიაღწევს.

23. ჯანსაღი ადამიანი არ ტანჯავს სხვებს. მწამებელად იქცევა მხოლოდ ის, ვინც თვითონ გადაიტანა ტანჯვა.

24. საკუთარ თავთან შეხვედრა ყველაზე უსიამოვნოა.

25. ცხოვრების აზრის არქონა თამაშობს კრიტიკულ როლს ნევროზის ეტილოგიაში. საბოლოო ჯამში, ნევროზი უნდა გავიგოთ, როგორც სულის ტანჯვა, რომელიც საკუთარ აზრს ვერ ხედავს… ჩემი შემთხვევების მესამედი – არა რაიმე კლინიკურად განსაზღვრული ნევროზის გამო ტანჯვაა, არამედ საკუთარი ცხოვრების უაზრობისა და უმიზნობის შედეგი.

1 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი