თავდაჯერებული ქალის ნიშან-თვისებები

0
333

როგორ გამოიყურება თავდაჯერებული ქალი, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს:

1.ქალი, რომელსაც მართლა უყვარს თავი, არ უკავშირებს მამაკაცის ყოველ გამოხედვას საკუთარ თავს. ის არ ხდება დამოკიდებული მამაკაცის მდგომარეობაზე.

2. თავდაჯერებული ქალი არ იბუტება და არ ითხოვს, რომ მამაკაცმა მას მეტი ყურადღება მიაქციოს. მას ესმის, რომ არ შუძლია დაიკავოს ადგილი მამაკაცის აზრებში 24 საათის განმავლობაში – იმ პირობით, რომ ის ჩვეულებრივი, საშუალო სტატისტიკური მამაკაცია. მხოლოდ ინფანტილურ და უსაქმურ მამაკაცს შეუძლია, თავიდან ბოლომდე მიუძღვნას მას თავი. თავდაჯერებულ ქალს ასეთი მამაკაცი არ აინტერესებს. შეუძლებელია, ნორმალურმა მამაკაცმა ყოველ წამს იფიქროს ქალზე, თუმცა გამონაკლისიც არის – შეყვარებულობის დრო.

3. ქალს, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს, აზრადაც არ მოუვა, იფიქროს, რომ ის არ უყვართ, რადგან მამაკაცმა არ დარეკა, დაავიწყდა გაეფრთხილებინა ან სახლში დაბრუნებისთანავე ტელევიზორს მიუჯდა. ძლიერი და თავდაჯერებული ქალი იპოვის საქმეს, რითაც უნდა დაკავდეს. მას თავისი საქმეებიც ბევრი აქვს.

4. თავდაჯერებული ქალი არ იღელვებს მამაკაცის ცუდი განწყობის გამო და არ დაიწყებს ფიქრს, თუ რა გააკეთა მან არასწორად.

5. ქალი, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს, პირველ რიგში, საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე და განწყობაზე ზრუნავს. მან მშვენივრად იცის, რომ მისი შინაგანი განწყობა ძალიან მოქმედებს ახლობლებზე. როდესაც ის საკუთარ თავზე ზრუნავს, ის ახლობლებზეც ზრუნავს.

6. ქალი, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე არ ჩაერევა სხვების ცხოვრებაში. მას საკუთარი ცხოვრება აინტერესებს. მაგრამ ის ღიაა დახმარებისთვის, თანადგომისთვის და თანაგრძნობისთვის.

7. თავდაჯერებული ქალი ძალიან კარგად გრძნობს საკუთარ სივრცეს და საზღვრებს. ის არავის აძლევს ნებას, დაარღვიონ ისინი, მისი თანხმობის გარეშე. ამასთანავე, ის პატივისცემით ეპყრობა სხვა ადამიანის საზღვრებს.

8. თუ მართლა გიყვართ საკუთარი თავი, თქვენ იცით და შეგიძლიათ მიიღოთ ადამანური ნაკლი, და გესმით, რომ ადამიანის ბუნება ორმხრივია. ჩვენი ღირსება ჩვენი ნაკლის გაგრძელებაა. საკუთარი თავის სიყვარული, პირველ რიგში, საკუთარი თავის შეცნობა და მიღებაა, ისეთად, როგორიც ხართ, საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის ცოდნით.

9. საკუთარი თავის სიყვარული ნიშნავს ყოველთვის უსმენდე საკუთარ გულის ძახილს, იცნობდე საკუთარ შინაგან სამყაროს და ცხოვრობდე ჰარმონიაში საკუთარ თავთან და გარემოსთან. გიყვარდეს თავი ნიშნავს ენდობოდე საკუთარ თავს, უსმენდე და გესმოდეს საკუთარი თავის და გრძნობების.

10. თავდაჯერებული ქალი არ დაკარგავს თავს მამაკაცთან ურთიერთობებში, თუმცა მთლად საკუთარ ტალღაზეც არ იცხოვრებს.

11. ქალი, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს, ღიაა სიყვარულისთვის, შეუძლია უყვარდეს და მიღოს სიყვარული.

12. ქალი, რომელსაც თავი უყვარს, ყოველთვის ზრუნავს თავზე, მაშინაც კი, როდესაც არ ხედავენ. მისი გრძნობები, ემოციები და სიცოცხლე იქნება მის ხელში, ე.ი. მისი კონტროლის ქვეშ. ეს ნიშნავს, რომ მას არ დასჭირდება სხვების კონტროლირება.

13. საკუთარი თავის სიყვარული არის შესაძლებლობა, განიცადო და გადაიტანო ტკივილი, მიიღო ტანჯვა – ისე, რომ მსხვერპლად არ იქცე.

14. თავდაჯერებულ ქალს შუძლია ლოდინი. ის ყოველთვის აიღებს პაუზას, სანამ რაიმეს გააკეთებს ან იტყვის.

15. თავდაჯერებული ქალი ერკვევა მამაკაცებში. ის არ დაუკავშირდება შემთხვევით მამაკაცს მარტოობის გამო ან იმის სურვილით, რომ სიყვარული იგრძნოს. მამაკაცში მას, პირველ რიგში, ადამიანური თვისებები აინტერესებს, უნარები, შესაძლებლობები და პოტენციალი. ის შეხედავს მამაკაცს არა იმ პოზიციიდან, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მამაკაცს მის მიმართ, არამედ შეძლებს თუ არა ის ამ მამაკაცის შეყვარებას.

16. თავდაჯერებული ქალი მამაკაცთან ურთიერთობაში აშენებს ხიდებს, და არა კედლებს, იმ მოლოდინით, რომ მამაკაცმა აუცილებლად უნდა დაანგრიოს ისინი და გაიკვალოს გზა მისი გულისკენ.

17. ქალის წყენა დაშორების კედლებს აშენებს. ქალს, რომელსაც უყვარს საკუთარი თავი, შეუძლია პატიება და არ აგროვებს წყენებს. მას შეუძლია საუბარი და არ უფრთხის საუბარს საკუთარ გრძნობებზე და სურვილებზე.

18. თავდაჯერებული ქალი მშვიდია. მან იცის, რა შეუძლია შესთავაზოს მამაკაცს, მაგრამ არ ჩქარობს. მას შეუძლია იყოს ბედნიერი მამაკაცის გარეშეც. მისი განწყობა არ უკავშირდება მამაკაცის ყოფნას ან არყოფნას მის ცხოვრებაში. ის თავისთავად მთლიანია და ბედნიერი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი