ცნობიერებისა და აზროვნების 7 დიაპაზონი 7 ჩაკრის მიხედვით

0
346

თავდაპირველად, ავხსნით, კლასიკური განმარტებების გარდა თუ კიდევ რა სხვა ფუნქციები და თვისებები გააჩნია ჩაკრებს. აგრეთვე მოგახსენებთ, რომ კუნდალინი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ინდივიდუალური ცნობიერების არსთან, გახლავთ პირველსაწყისი, დასაბამისეული სუბსტანცია, რომელიც, ფორმით სპერმატოზოიდს ჰგავს, მას გველსაც ამსგავსებენ და, სანამ ადამიანი სულიერი განვითარების გზას დაადგება, ეს ენერგია დახვეულია კუდუსუნის დაბოლოებასთან ახლოს, ნატიფი ენერგეტიკული ფორმით.

ადამიანის ამ 7 ჩაკრის ვიბრაცია სინქრონიზებულია, მეცნიეცნიერული ტერმინით თუ ვიტყვით, დედამიწის 7 განზომილებასთან, თითო ჩაკრა პლანეტის თითოეულ შესაბამის სიხშრესთანაა გაიგივებული. აზროვნების დიაპაზონებს რაც შეეხება, ეს პირდაპირპროპორციულია კუნდალინის გაშლა-რეალიზაციისა ამ 7 ენერგეტიკულ ცენტრში,

7 ჩაკრაში, იგივე 7 განზომილებაში. ახლა მოგახსენებთ კუნდალინის თითოეულ ჩაკრაში განვითარების შესაბამის თავისებურებებს და, სულიერი განვითარების დონეებს დავყოფთ 7 საფეხურად, 7 დიაპაზონად:

I ჩაკრა – ამ ვიბრაციის დიაპაზონი აზროვნებაში გულისხმობს ფიზიკურ სხეულთან თვითიდენტიფიცირებას. ცნობიერების განვითარების ამ საფეხურზე კუნდალინი სრულადაა რეალიზებული პირველ ჩაკრაში და, ადამიანი ორიენტირებულია ფიზიკური სხეულის მოვლაზე და ფიზიკურ გარემოში თავისი საარსებო სივრცის კომფორზე, დაინტერესებულია სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმატი კი პრიორიტეტულია სოციუმში მისი ფიზიკურად ძლიერი სტატუსის განხრით. მისი აღქმის დიაპაზონი გულისხმობს გარესამყაროს იმ ნაწილის აღქმასა და მასზე ზემოქმედების მცდელობას, რასაც ანატომიაში ცნობილი 5 გრძნობით აღიქვამს და ზემოქმედებს მასზე ადამიანი.

II ჩაკრა – ამ დიაპაზონში ცნობიერება უკვე გრძნობს, რომ ის მხოლოდ ფიზიკური სხეული არაა და, უჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხების ძიებას იწყებს უკეთ თვითშემეცნებისათვის, ინტერესდება ისეთი სფეროებით, როგორებიცაა ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ასტროლოგია, ეზოთერიკა, მაგია-ოკულტიზმი და უამრავი კიდევ სხვა ტერმინით აღნიშნული სიღრმისეული დარგებით. ამ დროს, აზროვნების ე. წ. დაფარვის ზონა, გაცილებით მეტია, ვიდრე კუნდალინის მხოლოდ პირველ ჩაკრაში რეალიზაციისას. ადეპტი უკვე 2 უკიდურესობაში ვარდება და, ცდილობს, აზროვნებაში მოიპოვოს საყრდენი, რაზეც გონებაში ააგებს საკუთარი თავისა და გარესამყაროს შესახებ დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების ლოგიკას. მიღწეული ცოდნითა და მიღებული გამოცდილებით მანიპულატორი ხდება, ცდილობს პრაქტიკაში გამოიყენოს თავისი განვითარების დონე.

III ჩაკრა – კუნდალინის განვითარების ამ დიაპაზონში, ცნობიერება ტოვებს 2 უკიდორესობის შესახებ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების მდგომარეობას და, ამ დონეზე უკვე ამთლიანებს 2 ურთიერთგამომრიცხავ მდგომარეობას, პოზიციას, პოლუსს. მე-3 დიაპაზონში ცნობიერება უკვე სრულყოფილად ფლობს 3-განზომილებიანი სამყაროს კანონზომიერებათა შესახებ ცოდნას და, შეუძლია ნებისმიერ საკითხზე იქონიოს უკვე არგუმენტირებული აზრი, პოზიცია. ამ დიაპაზონის აზროვნებისთვის უკვე უცხოა კოფლიქტური სიტუაციები, საზოგადოების კონკრეტულ წევრთა მისამართით მისი პროტესტი (და არა კონფლიქტი) შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ „ჭეშმარიტების“ დაცვის მიზეზს როგორც აზრობრივ-პოზიციურში, ასევე ჩვეულებრივ ყოფით გარემოებებში. ამ სიხშირეზე მოაზროვნე პიროვნებები არიან ლიდერები, მმართველები, მოსამართლეები და მენეჯერები. ლოგიკურ საუბარში მათი ჩაჭრა, თითქმის შეუძლებელია, ისინი უკვე ბრძენისა და ფილოსოფოსის დონეზე აზროვნებენ.

IV ჩაკრა – ამ განვითარების დონეს, საწყის ეტაპზე ახასიათებს სოციუმისგან განმარტოვება, ერთგვარი ასკეზი. ამ დროს, ცნობიერება ტოვებს ხილული, 3-განზომილებიანი სამყაროს ფარგლებს და, აზროვნება გადადის მე-4 განზომილებაში, გონების მიერ აღქმადი ხდება სრულიად სხვა რეალობის სიცოცხლე სამყაროში, შესაბამისად ფორმირდება ლოგიკაც – მანამდე თუ ადეპტი მოურიდებლად და სიხარულით ავლენდა და გამოხატავდა მიღწეული ცოდნითა და გამოცდილებით თავის „მე“-ს და თავისუფლად ლავირებდა სოციუმში, ამ მდგომარეობისთვის მისი არსებობა აქ უკვე მოკვდა, დამთავრდა მისი ჩვეულებრივი ადამიანური ყოფა და, იწყებს მე-4 განზომილების რეალობის შემეცნებას, თავიდან იბადება. განვითარების სწორედ ამ საფეხურზე ბრძანებს ქრისტე – „მოკვდით ხორცისთვის, რათა დაიბადოთ სულში“-ო. მე-4 განზომილება ცნობიერებისთვის წყალგამყოფია სულიერსა და მატერიალურს შორის, ამ დროს, პარალელურად, შემაერთებელიცაა სულიერისა და მატერიალურისა. გრძნობად-ემოციურ დონეზე იწყებს აბსოლუტურად ყველასი და ყველაფრის სიყვარულის სწავლას და, მისი მოქმედებები განპირობებულია სხვა ადამიანთათვის სრულიად გაუგებარი კანონზომიერებით, იგი არაპროგნოზირებადი ხდება ძლიერი ფსიქოლოგებისთვისაც კი. აზროვნების მე-4 დიაპაზონში ადამიანის ცნობიერება უკვე მოიცავს ადამიანურ ყველა ცოდო-მადლსა და, სხვას აღიქვამს და შეიგრძნობს ისე, როგორც საკუთარ თავს, შესაბამისად, სხვებს ზუსტად ისევე ეპყრობა, როგორც თავად სურს, რომ მოეპყრან. მე-4 დონე გახლავთ ზუსტად ე. წ. გასხივოსნების ეტაპი, ცნობიერების ტრანსმუტაცია…

V ჩაკრა – მე-5 განზომილების დიაპაზონში მოაზროვნე ცნობიერება უკვე გადადის ტოტალური პასუხისმგებლობის რეჟიში, მისი მოქმედების სფერო მოიცავს უკვე ერის კოლექტიურ ცნობიერებას, იმ სოციუმის პასუხისმგებლობათა საკუთარ თავზე აღებას, რომელშიც იგი იშვა და ვითარდება. შესაბამისად, ასეთი ადამიანის ინტერესის სფეროს წარმოადგენს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების სხვათათვის გადაცემა. ეს პროცესი ურთიერთქმედითია და, მე-5 დონის ცნობიერება საკუთარი განვითარების დონის წინწასაწევად, ავტომატურად საჭიროებს უკვე ერის წინაშე მისიონერული ფუნქციის შესრულებას. სწორედ ამ დიაპაზონის აზროვნების მქონე პიროვნებას აქვს ერის, სახელმწიფოს ლიდერის, მმართველის ფუნქციის საკუთარ თავზე აღების ზნეობრივ-მორალური უფლება სამყაროს წინაშე, სხვა შემთხვევაში, სახელმწიფოს მმათველობითი სისტემა ფორმირებულია ქაოსის პრინციპით და რეგრესირდება. ქართველ ერს და ქართულ სახელმწიფოებრიობას თითზე ჩამოსათვლელი ასეთი ლიდერები ახსოვს, მეფე დავით მე-4 აღმაშენებელია მათ შორის.

VI ჩაკრა – აქ საქმე გვაქვს უკვე ცნობილ რელიგიურ მისტერიასთან – ამ დონის ცნობიერება თავის თავზე ღებულობს პლანეტაზე მყოფი ყველა სიცოცხლის ფორმის პასუხისმგებლობას და, წმენდს ე. წ. ცოდვებისგან, სინამდვილეში, დაგროვილი ნეგატიური ენერგეტიკისგან! ამ დროს ინდივიდი განმუხტავს ნეგატივისგან გავსებულ გლობალურ სფერულ-ენერგეტიკულ ბირთვს და, კაცობრიობას აძლევს შანსს, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს, ასეთი ადამიანის მისია მსოფლიო სულიერი ლიდერის მისიაა, ისეთივე, როგორიც ცნობილი ე. წ. ავატარები არიან – ბუდა, კრშნა, ქრისტე… ასეთი ადამიანების აზროვნების დიაპაზონი, დღევანდელი საზოგადოებისთვის რადიკალურად გაუგებარი და, ხშირ შემთხვევაში, მკაცრად მიუღებელია, თუმცა, ნორმალური საზოგადოების პირობებში ასეთი ხალხი პირიქით – დაფასებული და პატივგებულია.

VII ჩაკრა – კუნდალინის მე-7 ჩაკრაში, ანუ ცნობიერების მე-7 განზომილებაში გადასვლა გულისხმობს პლანეტარული ცნობიერების უკვე მზის სისტემის დიაპაზონში გადასვლას და, ასეთი ცნობიერება სინქრონიზებულია და პირდაპირ კავშირშია უმაღლესი ცნობიერების მაღალიერარქიულ გამტარებთან, ე. წ. მთავარანგელოზებთან. ქრისტიანულ მისტერიაში ეს მდგომარეობა აღწერილია და დღესდღეობით ცნობილია, როგორც ფერისცვალება. ამ ეტაპზე, ცნობიერების მაღალვიბრაციული სიხშირის გამო, ინდივიდუალური სიცოცხლის სტრუქტურა, ანუ სამშვინველი, მყარ მატერიალურ ბიოლოგიურ სხეულში ყოფნას უკვე ვეღარ ეგუება და, არაა გამორიცხული, „სული“ სხეულიდან მაღალი წნევის გამო წარმოქმნილი სიხლჩაქცევებით გავიდეს, მაგრამ ბიოლოგიურ სიცოცხლის ამ ფორმას გააჩნია ცნობიერების ამ მაღალვიბრაციული სიხშრის გაძლების რესურსი გარკვეულ დონემდე. განვითარების შემდგომი ეტაპი კი, უკვე მყარი ფიზიკური სხეულის მაღალსიხშირული პლაზმით აალებას გულისხმობს, ამ დროს ქრება ბიოლოგიური ორგანიზმი, იწვის და, ცნობიერება სრულად ფლობს ეთერულ სხეულს, ეთერი კი გახლავთ მყარი მატერიაულური სამყაროს საწყისი მდგომარეობა, გარდამავალი თვისებებით – გამყარება-გაპლაზმურების უნარით, ეთერული სხეულის ფლობა გულისხმობს უკვე ისეთ უნარებს, როგორებიცაა ერთდროულად მრავალ ადგილას ყოფნა ჩვეულებრივი ცოცხალი ადამიანივით მყარი სხეულით, აგრეთვე გამჭოლ ენერგეტიკულ სხეულად გარდაქმნა და, ასე და ამგვარად, მრავალი სიმკვრივის შრეებში გამოვლინებით 1 ცნობიერების არსებობა… სხეულის აალების შემდგომი დონე, უკვე მე-8 განზომილებაში ცნობიერების განვითარებაა, ეს იგივე ქრისტიანული აღდგომაა…

P.S. ზემოთ აღწერილი ყველა ეს მდგომარეობა გახლავთ ცნობიერების დიაპაზონთა გამოვლინებები სამყაროში, რომელი გამოვლინება და დონეც მოიცავს მის ქვემოთ არსებულ ყოველ დიაპაზონს და, შეუძლია ყველა მის ქვემოთ არსებულ სიმკვრივეში ტიპიური მოქმედება, ანუ, ყოველი ზემოთა საფეხური ქვემოთას მოიცავს. დააკვირდით თქვენს თავს, რა ინტერესები, რა მისწრაფებები და რა განცდები გაგაჩნიათ, არაა გამორიცხული, თქვენი ინდივიდუალური ცნობიერების განვითარების დონე ზუსტად შეესაბამებოდეს ზემოთაღნიშნულთაგან რომელიმეს, ეს საფეხურები ხომ, რადიკალურად ცვლის ადამიანს მსოფლმხედველობრივად, ეტაპიდა ეტაპზე გადასვლისას აბსოლუტურად იცვლება ადამიანის მთლიანი შინაგანი სამყარო, ენერგეტიკა და ზოგადად, ადამიანის მთლიანი გამოვლინება…

ჩაკრები ჩაკრა – სანსკრიტზე ნიშნავს ბორბალს აღმოსავლეთ კულტურებში ჩაკრაში იგულისხმება, ადამიანის დახვეწილი სხეულის ენერგეტიკული ფსიქოფიზიოლოგიური ცენტრები….ვიზუალიზაციისას ჩაკრებს წარმოსახავენ როგორც ქარბორბალას და ადარებენ ლოტოსის ყვავილის ფორმას, თავისი განშტოებებით. ისინი მიმართული არიან ხერხემლიდან სხეულის ფრონტალურ მხრისაკენ. ჩაკრები ორგანიზმში აქტიურდებიან ენერგიის აღმავლობისას.(მომატებისას). ჩაკრებს აკავშირებენ, როგორც ორგანიზმში ენერგეტიკული ნაკადების გადამანაწილებელ ოპერატორებად.

ჩაკრები იქმნება ორი ძირითადი ვერტიკალური – აღმავალი და დაღმავალი ენერგეტიკული ნაკადების ურთიერთ შეღწევადობით, ჩაკრები შეიძლება გაიხსნას: სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიშებით, მედიტაციით, მკურნალობის მეთოდებით, ცხოვრებისეული გამოცდილებით და ცნობიერების უმაღლეს დონემდე აყვანით.

ჩაკრები ყვავილის მსგავსად შეიძლება გაიხსნას და დაიხუროს, დაჭკნეს და გაიფურჩქნოს – ეს ყველაფერი ცნობიერებაზეა დამოკიდებული. ….სულ 7 ჩაკრა არსებობს, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქცია “აკისრიათ”…. ჩაკრები: I -ფუძისეული ჩაკრა/მულადჰარა II- ჭიპის ჩაკრა/სვადჰისტანა III – მზის წნული/მანიპურა IV- გულის ჩაკრა/ანაჰატა V – ხორხის ჩაკრა/ვიშუდჰა VI- მესამე თვალი/აჯნა VII- გვირგვინოვანი ჩაკრა/საჰასრარა

თითოეულ ჩაკრასთან აკავშირებენ გარკვეულ ორგანოებს. ჩაკრების დისბალანსმა კი შეიძლება მათი დაავადებები გამოიწვიოს:

I -ფუძისეული ჩაკრა/მულადჰარა: ჩონჩხი, კბილები, ფრჩხილები, სწორი ნაწლავი, პროსტატის ჯირკვლები და უჯრედები. თუ ადამიანს დარღვეული აქვს მულადხარის მუშაობა -ის ვერ გრძნობს რომ მყარად დგას მიწაზე, თითქოს სადაცაა მიწა გაეცლება ფეხიდან.ფიზიკურ არსებობაში მულადხარა განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას და სასიცოცხლო რესურსების დონეს.

II- ჭიპის ჩაკრა/სვადჰისტანა: მენჯი, ლიმფურ სისტემას, თირკმელები, ნაღვლის ბუშტი და სასქესო ორგანოები. ორგანიზმში არსებულ ყველა სითხე – სისხლი, ლიმფა, კუჭის წვენი, სათესლე სითხე და ა.შ. თუ ადამიანს დარღვეული აქვს სვადხისტანას მუშაობა, მაშინ ფიზიკურად შეიძლება ქონდეს პრობლემები რეპროდუქციასთან. ცხოვრებაში კი პრობლემები ურთერთობებში. მისი სექსუალური ცხოვრებაც მოსალოდნელია პრობლემებით სავსე იყოს საპირისპირო სქესთან.

III – მზის წნული/მანიპურა: სასუნთქი სისტემა, დიაფრაგმა, საჭმლის მომნელებელი სისტემა, კუჭი, კუჭუკანა ჯირკვალი, ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი, ელენთა, წვრილი ნაწლავი. თუ ადამიანს დარღვეული აქვს მანიპურას მუშაობა ,მას პრობლემები შეექმენება ურთერთობებში, ჩამოუყალაიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი. მანიპურას დარღვევა შეიძლება გამოხატული იყოს მუცლის ღრუს დაავადებებით.

IV- გულის ჩაკრა/ანაჰატა: გული. ფილტვები, სისხლის მიმოქცევისა და იმუნური სისტემები. კანი, ხელის მტევნები. თიმუსი. რესპირატორული დაავადებები, არტერიალური წნევის მაღალ მაჩვენებელი, გულის ხშირ ტკივილები, დაღლილობა და უძილობა. თუ დარღვეულია ანახატას მუშაობა, ადამიანი იკეტება საკუთარ თავში.მისთვის რთულია იყოს გახსნილი ურთერთობებში.ფიზიკურად კი შეიძლება ადამიანი დაავადებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.

V – ხორხის ჩაკრა/ვიშუდჰა: ყელი, კისერი, ბგერითი კვანძები, ფარისებრი ჯირკვალი, ყბა, ფილტვების ზემო ნაწილები, ნერვები, კუნთები და ზემო კიდურები. ვიშუდხას მუშაობს დარღვევა ყელის პრობლემებით შეიძლება იქნებს გამოხატული.ცხოვრებაში კი ადამიანის თვითგამოხატვის შეუძლებლობით და ურთიერთობების ვერ დამყარებით.

VI- მესამე თვალი/აჯნა: ცენტრალურ ნერვულ სისტემა. სახე, თვალები, ყურები, ცხვირი. როცა აჯნას მუშაობაა დარღვეული, ადამიანის გონებაში მიმდანარეობას მონოლოგი და არა დიალოგი. ამის ფონზე ხდება ინტუიცის სრული იგრნორირება და განდევნა. ადამიანს აჯნას დარღვეული მუშაობის გამო შეიძლება გონებრივი პრობლემები დაეწყოს ან მუდმივი თავის ტკივილი. ასევე კისრის ტკივილიც-რადგან კისერი დამაკავშირებელი ხიდია გონიერსა და არაგონიერს შორის.

VII- გვირგვინოვანი ჩაკრა/საჰასრარა: თავის ტვინი, ეპიფიზი როცა სახასრარას მუშაობა დარღვეულია, ადამიანი იგრძნობს თავს ცხოვრებაში დაკარგულად. ვერ გაარკვევს რა უნდა და რა მისია აქვს ცხოვრებაში.შეიძლება მომავალზეც კი დარდობდეს,სიკვდილისაც ეშინოდეს და ვერ აცნობიერებდეს რომ ეს მხოლოდ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლაა. („რაც მუხლოხოს სიკვდილი ჰგონია,ბრძენისთვის იგი უბრალოდ პეპელაა“-რ.ბახი“)

ჩაკრების ბალანსისთვის რეკომენდებული საკვები: დიეტის განსაზღვრა თითეული ენერგეტიკული ცენტრის ბალანსირებული მუშაობისთვის, შეიძლება პროდუქტის ფერის მიხედვით. ითვლება, რომ პროდუქტის ფერი შეესაბამება ჩაკრის ფერს. ეს პოსტულატი ეხება არა მარტო მშრალ, არამედ თხევად საკვებსაც.

I -ფუძისეული ჩაკრა/მულადჰარა: საზამთრო, ჭარხალი, წითელი ლობიო, მარწყვი, ბოლოკი, წითელი კომბოსტო, წითელი წიწაკა, ტომატები, წითელი ყურძენი

II- ჭიპის ჩაკრა/სვადჰისტანა: ფორთოხალი, სტაფილო,პაპაია, ატამი, გარგარი, მანგო, მუსკუსის ნესვი, ხურმა, იაპონური ფორთოხალი, ყველი ჩადერი

III – მზის წნული/მანიპურა: ყაბაყი, ბანანი, ყვითელი წიწაკა, ყვითელი თევზი, გოგრა, ანანასი, ყვითელი პარკოსნები, იტალიური პასტა, ლომონი, ქათმის კვერცხი

IV- გულის ჩაკრა/ანაჰატა: ლაიმა, მწვანე ლობიო, მწვანე წიწაკა, სალათის ფურცლები, ისპანახი, ბარდა, კამა, ავოკადო, ბროკოლი, წყალმცენარეები

V – ხორხის ჩაკრა/ვიშუდჰა: მოცვი, ქლიავი, მაყვალი, თეთრი ყურძენი

VI- მესამე თვალი/აჯნა: ბადრიჯანი, წითელგულიანი კომბოსტო, ლეღვი, იისფერი ხახვი, შავლებნიანები (მაგ:წაბლი)

VII- გვირგვინოვანი ჩაკრა/საჰასრარა: საკვები არა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი