სმარტფონებს ბავშვები მიყავთ აუტისტური სპექტრის აშლილობის ზღვარზე

0
270
წამყვანი ფსიქიატრები ამბობენ რომ ტექნოლოგიები ბავშვებს ნაკლებად ემპათიურებს ხდიან და ემოციების წაკითხვის მათი შესაძლებლობები მცირდება.
ფსიქიატრი იაინ მაქგილქრისტი გვაფრთხილებს რომ ტექნოლოგიების მუდმივი გამოყენება, როგორიცაა მაგალითად სმარტფონები, დღვანდელი ბავშვების ქცევას ხდიან აუტისტური აშლილობის ქცევის მოსაზღვრედ.
ოქსფორდში ლიტერატურის ყოფილი მასწავლებელი, რომელიც გადამზადდა ექიმად, ამბობს რომ 5 წელზე ქვემოთ ბავშვებში იზრდება მაჩვენებელი იმისა რომ წინა თაობის ბავშვებთან შედარებით, ახლანდელ ბავშვებს უფრო ნაკლებად შეუძლიათ წაიკითხონ სახეზე ემოციები, ან გამოხატონ ემპათია. მისი თქმით გაიზარდა ისეთი მასწავლებლების რიცხვი, რომლებთაც უწევთ მათი მოსწავლეებისთვის იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს განსხვავებები სახის გამომეტყველებებს შორის.
მან აგრეთვე დაამატა რომ ის ესაუბრა ისეთ მასწავლებლებსაც რომელთა მოსწავლეების მესამედს აქვს ყურადღების შენარჩუნების პრობლემები და მათ ასევე უჭირთ სხვების გამომეტყველებიდან ემოციის აღქმა – ეს პრობლემები რომლებიც მათ აღწერეს გამოწვეულია ბავშვების ცხოვრებაში ტექნოლოგიების მოხმარების გაზრდით.
ტელეგრაფთან საუბრისას მან განაცხადა: „ბავშვები მეტ დროს უთმობენ ტექნოლოგიების გამოყენებას და ისინი უფრო მეტად არიან ვირტუალურ რეალობაში ჩართულნი ვიდრე უწინ, სადაც მათ არ უწევდათ რეალური ცხოვრების პრობლემებთან გამკლავება.“
„ვირტუალურ სამყაროში ბავშვებს არ უწევთ გამოსცადონ ნამდვილი სამყარო, მაგალითად როგორიცაა სხვა ბავშვებთან ერთად ტყეში თამაში.“
მან დაამატა რომ ოჯახური როლების ცვლილების დროს, როდესაც მშობლები არიან ე.წ. მრავალ ფუნქციურები, ბავშვები ხშირად დარჩენილები არიან ტელევიზორებისა და გაჯეტების წინ, რასაც მან „საკმაოდ შემაშფოთებელი“ უწოდა. 
თუმცა სხვა ექსპერტები აღნიშნავენ რომ საკითხი უფრო მეტად კომპლექსურია. დოქტორი ნაჯა რეისლანდი ფსიქოლოგი დურამის უნივერსიტეტიდან, ამბობს რომ მაქგილქრისტის ძირითადი განცხადება რომ ბავშვები უფრო ნაკლებად კითხულობენ ემოციებს ვიდრე წარსულში არის „ხმამაღალი განაცხადი“.
მან დაამატა, რომ ბავშვების წარსულის სიღრმისეულ შესწავლას, რომ შეიძლება მათ უბრალოდ არ სურთ თავიანთ ემოციებზე საუბარი ან უბრალოდ ისინი სხვა კულტურას განეკუთვნებიან, შეუძლია ამ ცვლილებების ახსნა.
აუტისტური სპექტრის აშლილობას შეიძლება ჰქონდეს უამრავი დამახასიათებელი ნიშანი, მაგრამ სოციალური განვითარების პრობლემა განასხვავებს მათ სხვა აშლილობებისგან. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბევრ ადამიანს აქვს სოციალურ სიტუაციებში გარკვევის ნაკლებობა, რაც სხვებისთვის ბუნებრივი მოვლენაა, რაც იმას ნიშნავს რომ მათ აქვთ პრობლემები სხვების სახეზე გამომეტყველებისა და ემოციების აღქმის.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი