რა ასაკში როგორი წიგნები წავუკითხოთ ბავშვებს

0
262
close-up of adorable baby in glasses lying on an old book and light background

კითხვის უპირატესობები

მშობლებს შეუძლიათ წაახალისონ ბავშვების განვითარება ერთ წლამდე ანუ პირველ დაბადების დღემდე. როდესაც ბავშვებს წიგნებს ვუკითხავთ, ისინი იღებენ შენს მთლიან ყურადღებას. ეს არის ზუსტად ის, რაც მათ ასე ძალიან უყვართ და ამავდროულად ფუნდამენტურად ეხმარება სწორად განვითარებაში. არაფერია ბავშვისთვის წიგნზე უკეთსი, არც სატელევიზიო შოუს ყურება და არც თუნდაც განსაკუთრებული სათამაშოთი თამაში.

კითხვა კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვები სიტყვით გამოსვლის პროცესში ჩაუღრმავდნენ მკითხველის რითმსა და ჟღერადობას, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ენის განვითარებაში. ამისთვის მნიშვნელოვანია ბავშვს ვუკითხოთ მხატვრულად და არტისტულად. კვლევებმა აჩვენა, რომ 18-დან 25 თვემდე ბავშვებმა, რომელთა მშობლებიც უკითხავდნენ თავიანთ შვილებს რეგულარულად, იცოდნენ (ესმოდათ-იაზრებდნენ და ამბობდნენ) ბევრად მეტი სიტყვა ვიდრე იმ ბავშვებმა, რომელთა მშობლებიც ამას არ აკეთებდნენ. ძნელია დაამტკიცო ის უპირატესობები, რომელიც ბავშვებისთვის წიგნის კითხვას მოყვება, მაგრამ უამრავი მშობელია დარწმუნებული, რომ ადრეული შეხება წიგნებთან გვაძლევს დიდ ეფექტს ორივე შემთხვევაში, ბავშვის მეტყველების განვითარებაში და ბავშვის სურვილის გამძაფრებაში – რაც შეიძლება მალე ისწავლოს კითხვა.

დაბადებიდან 12 თვემდე

დაბადებიდან 6 თვემდე: ამ პერიოდში ვითარდება ჩვილი ბავშვის თვალის სტრუქტურა და მხედველობა. შესაბამისად შეარჩიეთ წიგნები ძალიან პატარა ტექსტებით ან საერთოდ ტექსტის გარეშე. წიგნში სასურველია იყოს დიდი, დადებითი და ძალიან კონტრასტული სურათები. ასევე შეიძინეთ წიგნები ინტერაქციული ნივთებით, მაგალითად, როგორიცაა თოჯინები, სარკეები ან საჭვრეტელებით. რაც უფრო მეტი ასეთი საშუალებაა წიგნში განთავსებული, ბავშვი მით უფრო მეტ სიამოვნებას იღებს იქიდან. თუ გსურთ, ასევე შეგიძლიათ თქვენ შვილს წაუკითხოთ დიდების წიგნები ან ჟურნალებიც კი. ამ ასაკში სიტყვების გაგება არ არის მთავარი საკითხი ბავშვებისთვის. ჩვილი ბავშვისთვის კითხვა არის ტონალობების აღქმა თქვენს ხმაში, ამიტომაა აუცილებელი დამთბარი ხმის ტემბრი, პოზიტიური გამოთქმა და ცოტა არტისტულობა.

7დან 12თვემდე: მათი ცხოვრების პირველი წლის მეორე ნახევარიდან, ბავშვებმა შესაძლოა დაიწყონ ზოგიერთი იმ სიტყვის გაგება, რასაც მათ უკითხავთ. ყველაზე აზრიანი სიტყვები მათი ყოველდღიური ცხოვრებიდან არის: დედა, მამა, მშია, მინდა, მომე, მოდი და მსგავსი აქტუალური სიტყვები. თუ სახლში არის უფროსი და ან ძმა, ძაღლი ან კატა, შესაძლოა ჩართონ მათი სახელები ან სახელების ჩამნაცვლებელი სიტყვები. ამიტომ ამ პერიოდში აუცილებელია ხშირი სიტყვითი კონტაქტი ბავშვთან, რომ ის სწორად გაყვეს ასაკისთვის აუცილებელ მიმდინარეობას.
ნახევარი წლის ბავშვისთვის საუკეთსოა წიგნები ერთი პერსონაჟით ან ერთი საგნით; მოისმენს რა, რომ თქვენ ამა თუ იმ ვიზუალურ გამოხატულებას არქმევთ გარკვეულ სახელს, ამას დართული ნახატი აძლიერებს თქვენი შვილის სიტყვათა მარაგს და ნელ-ნელა ეხმარება მას აღიქვას, რომ ილუსტრაციები ეფუძნება რეალურ ნივთებს. მიუთითეთ იმ ნახატებზე, რომლითაც ის ინტერესდება და თქვენი სახის მიმიკით, ხმის ტონით და ხელებით გაითამაშეთ ის, რასაც თქვენ კითხულობთ. მიეცით ბავშვებს საშუალება საპასუხოდ დაგიბრუნონ მათ ტიტინი და თავისებურად გამოთქვან ეს სიტყვა. ეს საუბარი მას დაეხმარება ისწავლოს რიგითობის დაცვა, ასწავლის მას ფოკუსირდეს იმაზე, რაზეც სხვა ფოკუსირდება საუბრისას.
კიდევ ერთი დეტალი: ამ ასაკში ბავშვებს უჭირთ გამოარჩიონ, რომელი სათამაშოთი როგორ შეუძლიათ თამაში, გაარკვიონ ამა თუ იმ სათამაშოს ფუნქცია. ქსოვილით შექმნილი ან მუსიკალური ეგრედწოდებული ვინილის წიგნები ასევე ძალიან კარგია ამ ასაკისთვის. ასეთ შემთხვევებში სხვადასხვა გვერდებზე გადაფურცვლა უფრო საინტერესო და განმავითარებელია ბავშვებისთვის.

13-დან 24 თვემდე

13-დან 18 თვემდე: ამ ასაკიდან თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ისეთი წიგნების კითხვა, რომელშიც თითო-თითო ან 2-2 წინადადება იქნება ერთ გვერდზე. რაც უფრო მეტად სულელურად – მხიარულად თამაშობთ, ახმოვანებთ მოთხრობას, მით უკეთესი. მაგალითად თუ უკითხავთ წიგნებს ცხოველების შესახებ, გაუხმოვანეთ თითოეული ცხოველის ხმა. თქვენი ბავშვი იფიქრებს, რომ ეს ნამდვილად სასაცილოა. ადრე თუ გვიან ის დაიწყებს იმ სიტყვების და ხმების საპასუხოდ დაბრუნებას, რასაც თქვენ უხმოვანებდით, მოემზადეთ დიდი სიცილისათვის.

ჩართეთ ბავშვი აქტივობაში, მაგალითად: „როგორ ყეფს ძაღლი? როგორ კნავის კატა? როგორ იბანს კატა პირს?“ ან „ხედავ კატას? ხედავ ძააღლს?“ თხოვეთ თქვენს შვილს გაჩვენოთ რეალობაში ის, რასაც სურათში უყურებს, მაგალითად: „სად არის შენი ცხვირი, პირი, თავი, თმა, თვალი და ა.შ.“. ამ ასაკში აჩვენეთ მას მეტი სურათი, იმასთან დაკავშირებით, რასაც ყოველდღიურობაში ვერ უყურებს. აგრეთვე, 15-დან 18 თვემდე თქვენს შვილს უნდა შეეძლოს გიპასუხოთ კითხვებზე: „რა არის ეს?“ თუ ის გიპასუხებთ, ეცადეთ გაამდიდროთ მისი ლექსიკა და განუვრცოთ წინადადებები, მაგალითად: „დიახ, ეს მანქანაა. დიდი მწვანე მანქანა; მამა მოვიდა – როცა მამისკენ გაიწევს და ა.შ.“

19-დან 24 თვემდე: ამ ასაკიდან, თუ თქვენ წინა ეტაპები წარმატებით გაიარეთ, უკვე მშვიდად და საინტერესოდ კითხვის პრაქტიკაა შესაძლებელი. იგივე ეხება ნაცნობ წიგნებსაც. ეს ხსნის თუ რატომ იწყებენ 18 თვის ბავშვები ერთი და იგივე წიგნების მოთხოვნას და რატომ არ გაცვლევინებენ ისინი წიგნებს და წარმოდგენებს. თუმცა, ეს ერთი და იმავეს გამეორება დასწავლას უწყობს ხელს: ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბავშვები ასე უფრო მარტივად გრძნობენ და იმახსოვრებენ ახალ სიტყვებს. დასწავლა მათ ეხმარება შემოსული ინფორმაციის განმტკიცებაში და ამით თავდაჯერების მიღებაში, რადგან რაც იციან სწორი და მოწონებულია.
თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ბევრი გონიერი მშობელი მუცლადყოფნის პერიოდიდანვე ასმენინებს შვილს ზღაპრებს, ლექსებს, მუსიკას და სხვა განმავითარებელ, დამამშვიდებელ ინფორმაციას, წიგნის კითხვის დაწყება ბავშვის ჩასახვისთანავე მიზანშეწონილი და უკვე კარგად აპრობირებულია.
დაბადებისთანავე დაიწყეთ ბავშვთან კონტაქტი, სიმღერა, ლექსი, ზღაპარი და მათი ილუსტრაციებით ვიზულაიზაცია და შემდგომ მიყევით ზემოთ მოცემულ ინსტრუქციებს, თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი ასაკის მატების შესაბამისად განვითარდეს, უყვარდეს წიგნი, მოწონდეს და უხაროდეს თქვენთან კონტაქტი, რაც ბავშვის ჯანსაღი ფსიქიკური და გონებრივი განვითარების საწინდარია.

წერილი შეადგინეს ფსიქოლოგებმა:

გვანცა ლელაშვილმა

ვერიკო გოჯიაშვილმა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი