ნივთიერება, რომელსაც კოსმეტიკურ საშუალებებში თავი უნდა ავარიდოთ

0
250

თავის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკა, კრემები ბევრი ჩვენგანის ყოველდღიური რუტინის ნაწილია. მცდარია შეხედულება, რომ რაც უფრო ძვირია პროდუქტი, მით  უკეთესი კომპონენტებითაა დაკომპლექტებული. ასე რომ, აუცილებელია ვაკონტროლოთ ყველა კომპონენტი, რომლებიც შედის ჩვენს მიერ გამოყენებულ ნებისმიერი საშუალების შემადგენლობაში. სტატიაში წაიკითხავთ რამდენიმე ისეთ შემადგენელზე, რომელიც ხშირად გვხვდება ძირითადად კოსმეტიკასა და სხვა თავის მოვლის საშუალებებში, რომლებსაც თავი აუცილებლად უნდა ავარიდოთ.

ნატრიუმის ლაურილსულფატი- Sodium Lauryl Sulfate (SLS)  სილამაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე ინგრედიენტი. რეალური დანიშნულება საოჯახო ქიმიაში ქაფის რეგულირებაა, მაგრამ კოსმეტიკურ საშუალებებშიც გვხვდება. ფორების დახშობა, ტუჩის მიდამოებსა და ნიკაპზე აკნეს გაჩენის ხელშეწყობა და თვალების გარშემო კანის გაღიზიანება ამ ინგრედიენტის უკუჩვენებების მცირე ჩამონათვალია. რამდენიმე წელია ნაკლებად მოქმედი მსგავსი ინგრედიენტით, Sodium Laureth Sulfate (SLES)-ით ანაცვლებენ, ჩვენებები მაინც იგივეა.

BHA (Butylated Hydroxyanisole) and BHT (Butylated Hydroxytoluene) – ბუტილ ჰიდროქსიანიოზი და ბუტილ ჰიდროქსიტოლუვენი. კანციროგენი (კიბოს გამომწვევი ნივთიერება), რომელიც გვხვდება ტუჩსაცხებში, ტონალურ კრემებში, მზისგან დამცავ კრემებში და ა.შ. ზოგ ქვეყნებში ამ შემადგენლებზე სერიოზული რეგულაციებია. თანამედროვე კვლევებმა ასევე დაადგინა, რომ ეს კომპონენტები ორივე სქესში რეპროდუქციულ ფუნქციასაც აქვეითებს.

Petrolatum – Polycyclic Aromatic Hydrocarbons (PAHs.) – პეტროლატუმი, რომელიც მზადდება ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული ქიმიკატებით. ძირითადად გვხვდება კანის და ტუჩის დამარბილებელ საშუალებებში. მთავარი უკუჩვენება პროდუქტის გამოყენების არეალზე გაღიზიანებაა, რადგან პროდუქტი სხეულის ტემპერატურაზე დნება და იშლება ძლიერ ალერგენულ ქიმიურ შემადგენლობამდე. დიდ დოზებში შესაძლოა გახდეს კანციროგენი.

Siloxanes (D4 & D5) – სილოქსანები, ანუ სილიკონის ბაზაზე მიღებული კომპონენტები. ხელს უწყობს დარბილებას, დატენიანებას, შესაბამისად გვხვდება დამატენიანებლებში და ფორების შემამცირებელ პროდუქტებში (პრაიმერები, ტონალური ბაზები). ხელს უწყობს ანთებას კანის ზედაპირზე, ახშობს ფორებს და აღწევს ღრმად ორგანიზმში, რის შემდეგაც მისი ორგანიზმიდან გამოდევნა შეუძლებელია. საშიშია ღვიძლისა და ენდოკრინული სისტემისთვის.

Dimethicone (polydimethylsiloxane or PDMS)  პოლიდიმეთილსილოქსანი, კიდევ ერთი სილიკონის ბაზაზე მიღებული ინგრედიენტი, რომლის უკუჩვენებაც სილოქსანებზე ბევრად მსუბუქია, მაგრამ მაინც საშიშია მათთვის ვისაც კანის პრობლემები აქვს. ვინაიდან ეს კომპონენტი ძალიან ხშირად შედის ტონალური კრემებისა და პრაიმერების შემცველობაში, მათ, ვისაც აქვთ აკნე, მიდრეკილება ანთებისკენ ან ძალიან მშრალი/ცხიმიანი კანი, ამ კომპონენტის შემცველი პროდუქტების ამოღება გამოყენებიდან აუცილებელია.

Aluminum –   ალუმინი. გვხვდება ანტიპერსპერანტულ საშუალებებსა და დეკორატიულ კოსმეტიკაში. ტუჩსაცხებში გამოიყენება როგორც შემასქელებელი კომპონენტი. კვლევებმა აჩვენა, რომ ალუმინი ახშობს კანზე სითხის გამოყოფის პროცესს, რაც იწვევს არასასურველი ტოქსინების ირგანიზმში დარჩენას. ანტიპერსპერანტულ საშუალებებში იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს ქალებში.

თათა ფარცხალაძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი