მანდალები – 10 ნახატი, რომლის გაფერადებითაც საკუთარ ცხოვრებას აფერადებთ

0
1415

მანდალა ბუდისტური სიმბოლოა, რომელიც  საკუთარ თავში გარკვევასა და ჰარმონიის დამყარებაში გვეხმარება. იგი მთელს ჩვენს შინაგან რესურსს ხსნის, რომლითაც ნებისმიერი დაავადების განკურნება და პრობლემის მოგვარება შეგვიძლია. ყველა ჩვენი პრობლემა ხომ ჩვენს ქვეცნობიერში იბადება საწყის ეტაპზე.

მანდალები უკანასკნელ ხანებში ფსიქოთერაპიაშიც გამოიყენება. პირველი დიდი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი. რომელიც მისით დაინტერესდა, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი კარლ გუსტავ იუნგი გახლდათ. კარლ იუნგი დიდხანს სწავლობდა მანდალას ფენომენს, თავადაც იგონებდა მათ, ხატავდა. იუნგმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ ცხოვრების რთულ პერიოდებში ადამიანები მიდრეკილნი ვართ სრულიად გაუცნობიერებლად ვხატოთ, ან დაგვესიზმროს მანდალის, ლაბირინთების მსგავსი რამეები. იგი მიხვდა, რომ მანდალა ჩვენი ფსიქიკის პროექცია იყო და მისი ხატვის და გაფერადების პროცესიც,  საკუთარ თავში გარკვევის სიმბოლური გამოხატულება.

მისი გაფერადება ერთგვარი მედიტაციაა. ეს სიტყვა ნუ შეგაშინებთ. სავარჯიშოს შესრულებას ბავშვებიც კი მოახერხებენ. სხვათა შორის იუნგი იმასაც ფიქრობდა, რომ ამ დავალებას სწორედ ჩვენში არსებული შინაგანი ბავშვი ასრულებს.

მოკლედ, ამობეჭდეთ ნახატები, აიღეთ ფერად-ფერადი ფანქრები,  მოეწყვეთ გემრიელად და მყუდროდ და შეუდექით ,,მუშაობას”. არ არის საჭირო ყველა მათგანი გააფერადოთ, ან რამე თანმიმდევრობა დაიცვათ. დაიწყეთ იმით, რომლის გაფერადებაც ყველაზე მეტად მოგინდებათ.

 

  1. როგორ ვიგრძნო თავი უკეთ?

geomandalaTODOS2

 

ეს მანდალა დაგეხმარებათ გაერკვეთ, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და თავი უკეთ იგრძნოთ როგორც ემოციურ დონეზე, ისე ფიზიკურად. ჯერ ერთი ფერი აიღეთ და ის ნაწილები გააფერადეთ, რომლისკენაც გული გაგიწევთ. ამ სავარჯიშოში ხომ ყველაზე მთავარი შინაგანი ხმის კარნახის მიხედვით მოქმედებაა. ნუ ეცდებით, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, რომ ფერები ერთმანეთს შეახამოთ, რომ ლამაზი გამოგივიდეთ. ყველაფერი სპონტანურად უნდა აკეთოთ. როცა დაამთავრებთ, შეხედეთ ნახატს და დაწერეთ პირველი სამი სიტყვა, რაც თავში მოგივათ. მერე ეცადეთ ეს სამი სიტყვა ზემოთ დასმულ შეკითხვასთან დააკავშიროთ – რა მჭირდება იმისთვის, რომ თავი უკეთ ვიგრძნო?

 

2. რა ფერის არის ჩემი სუნთქვა?

geomandalaTODOS2

ჩვენ იმდენ ყურადღებას არ ვაქცევთ სუნთქვას, რამდენიც საჭიროა. გვავიწყდება, რომ სწორედ სუნთქვით ჩაგვბერა სული უფალმა. სუნთქვითი ვარჯიშები აუცილებელია. ბუდიზმში ამას დიდი ყურადღება ექცევა. მოდუნდით. შეხედეთ მანდალას და ამოირჩიეთ ფერი, რომელიც თქვენს სუნთქვას შეესაბამება. ამ ფერით ცენტრი უნდა გააფერადოთ. გაფერადებისას საკუთარ სუნთქვაზე კონცენტრირდით. ეცადეთ გააცნობიეროთ როგორ სუნთქავთ. შემდეგ შეუდექით მანდალის სხივების გაფერადებას. აირჩიეთ ის ფერები, რომლებიც თქვენი აზრით დაგეხმარებათ სუნთქვის გააქტიურებაში: გახდის მას უფრო ღრმას, უფრო ნელს, უფრო მშვიდს… და აი, თქვენ თქვენში არსებულ სასიცოცხლო ენერგიასთან ხართ კავშირში. გამოიყენეთ!

 

 

 

3. როგორ ვიპოვო ჩემი თავი?

 

geomandalaTODOS2

 

აირჩიეთ ფერი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და ცენტრი გააფერადეთ. შემდეგ სხვა ფერის ფანქრით ის ადგილი გააფერადეთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. მიჰყევით ინტუიციას. ისე გაიარეთ ვარსკვლავის სხივებში ფანქრით, თითქოს ლაბირინთში მიდიოდეთ. როცა მორჩებით, შეხედეთ ფერად ლაბირინთებს და დასვით კითხვა: რას მაგონებს ეს გზა? თავში მოსული პირველივე სამი სიტყვა, ან ფრაზა ჩაიწერეთ. იფიქრეთ ამაზე რამდენიმე წუთი.

 

 

 

4. როგორ ენერგეტიკულ მდგომარეობაში ვარ მე ახლა?

 

Solar

მიეცით ფერებს საშუალება გესაუბრონ. ეს მანდალა მთლიანად გულის კარნახით უნდა გააფერადოთ. ფერები თავად გეტყვიან რა მდგომარეობაში ხართ. როცა დაასრულებთ, დახედეთ ნახატს და ისევ სამი სიტყვა ჩაიწერეთ, რომელიც თავში მოგივათ. მერე 5 წუთის განმავლობაში იფიქრეთ ამ სიტყვებზე დასმული შეკიხვის კონტექსტში: რა ენერგეტიკულ მდგომარეობაში ვარ ახლა მე. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თბილი ფერები ენერგეტიკულად გმუხტავთ, ცივი ფერები კი პარალიზებას უკეთებს თქვენს ენერგიას. გაითვალისწინეთ, რომ ეს თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობაა და ხვალ სხვანაირად იქნებით.

 

 

5. რომელია ჩემი სამი, უმთავრესი, საუკეთესო თვისება?

 

geomandalaTODOS2

 

ამ მანდალის მეშვეობით ქვენ გაარკვევთ ყველაზე მეტად რა გიყვართ თქვენში. იფიქრეთ იმაზე, თუ რომელი თვისებების გამო ხართ საკუთარი თავის მადლიერი, რა გაბედნიერებთ.დაწერეთ ეს თვისებები მანდალის ქვემოთ. მაგალითად, ძლიერი ნებისყოფა, მადლიერების გრძნობა, კრეატიულობა და ა.შ. ამოირჩიეთ სამი ფერი თითოეული ამ სიტყვის შესაბამისად, ფერები ამ თვისებებს უნდა შეეფერებოდეს. მერე მანდალა გააფერადეთ. როცა დაასრულებთ, ნახატს დააკვირდით და ეცადეთ ყველა ფერი ცალცალკე აღიქვათ. თითოეულ მათგანს დააკვირდით და ეცადეთ გაარკვიოთ რას გრძნობთ.

 

6. სად მოვიპოვებ სულიერ სიმშვიდეს?

geomandalaTODOS2

 

აირჩიეთ ფერი, რომელიც თქვენი აღქმით ყველაზე მეტად შეესაბამება სულიერ სიმშვიდეს. ამ ფერით გააფერადეთ რთული ფიგურების ყველა ცენტრალური წრე, რომელთაგან ზოგიერთი ერთმანეთშია გადახლართული. შემდეგ სხვა ფერის ფანქრით გააფერადეთ მათ გარშემო წრეები. არ იფიქროთ, ინტუიციას მიენდეთ. ეცადეთ გაიხსენოთ თქვენი ცხოვრებიდან 3 მომენტი, როცა სულიერ სიმშვიდეს გრძნობდით. დაწერეთ ეს მოგონებები.

 

 

7. როგორ მივცე ჩემს ენერგიას თავისუფალი დინების საშუალება?

Solar

იფიქრეთ რა უშლის ხელს თქვენს ენერგიას ცირკულაციაში და ამ მანდალის გაფერადება დაიწყეთ. ფერები აირჩიეთ ინტუიციით და აუცილებლად ცენტრიდან მიჰყევით. როცა ბოლომდე გააფერადებთ, ნახატს დახედეთ და მოდუნდით – მიეცით თქვენს აზრებს საშუალება თავისუფლად იმოძრაონ. ძალას ნუ დაატანთ. წარმოიდგინეთ რომ თქვენი გონება ზეცაა და ფიქრები ღრუბლები. როცა მორჩებით, ინსტრუციის კითხვა მერე განაგრძეთ.

უკვე მორჩით? მაშინ დააკვირდით რა ფერები გაქვთ გამოყენებული: ცივი (მწანე, ლურჯი, იასამნისფერი) თუ თბილი (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი). პირველი ხურავს ენერგეტიკულ არხებს, მეორე ხსნის. დააკვირდით რა ადგილებში რომელი ფერები გაქვთ გამოყენებული. ეცადეთ გაიხსენოთ რაზე ფიქრობდით როცა ამას აფერადებდით. ჩაიწერეთ რასაც გაიხსენებთ.

 

8. როგორ გავაძლიერო ჩემი ენერგეტიკა?

 

geomandalaTODOS2

 

დაიწყეთ ცენტრალური ყვავილით, სპონტანურად აირჩიეთ სამი ფერი და ეცადეთ დახვეწილად გააფერადოთ მისი ყველა დეტალი. შემდეგ აირჩიეთ ფერები, რომლებიც ფიქრობთ რომ ამ სამ ფერს გააძლიერებს და გააქტიურებს. ენდეთ ინტუიციას.დანარჩენი ყვავილებისთვის სხვა ფერები გამოიყენეთ. ნელა ისუნთქეთ და ღრმად. როცა დაასრულებთ დახედეთ ნახატს და ჩაიწერეთ სამი გამოსახულება, რომელიც პირველი მოგივიდათ თავში. ეცადეთ ამ სამ გამოსახულებაზე დიდხანს იფიქროთ დასმული შეკითხვის კონტექსტში და გააცნობიეროთ.

 

9. როგორ დავაბალანსო ჩემი ემოციები?

geomandalaTODOS2

 

გამოყავით სამი ემოცია, რომელიც ფიქრობთ, რომ ყველაზე მეტად გიშლით ხელს. მაგალითად, შიში, ბრაზი, სიბრალული, შური და ა.შ ჩამოწერეთ ეს სამი ემოცია მანდალის ქვეშ. შეუსაბამეთ თითოეულ მათგანს თითო ფერი. შემდეგ ამ ფერებით გააფერადეთ ფოთლები. შემდეგ სხვა ფერები აიღეთ და ღეროები და ფასადიც გააფერადეთ. როცა დაასრულებთ, მოდუნდით და ერთი წუთის განმავლობაში თვალები დახუჭეთ. როცა თვალებს გაახელთ დახედეთ ნახატს და დაწერეთ მანდალის ქვეშ რას გრძნობთ.

10. მე ჩემი ენერგიის აქტივიზაცია-ჰარმონიზაციას ვაკეთებ.geomandalaTODOS2

რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურეთ ამ მანდალას. მერე აირჩიეთ თქვენი საყვარელი ფერი და ცენტრი გააფერადეთ. შემდეგ აიღეთ ცისარტყელას 7 ფერის შესაბამისი 7 ფერის ფანქარი (წითელი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ნარინჯისფერი, იისფერი, ლურჯი) და თითოეული ამ ფერით თითოეული ადამიანის ფიგურა გააფერადეთ. უსმინეთ მხოლოდ შინაგან ხმას. დანარჩენი თქვენი გემოვნებით. ეცადეთ მაქსიმალურად ჰარმონიულად შეავსოთ ფერებით. ეს შინაგანი წონასწორობის აღდგენასა და საკუთარ თავთან ჰარმონიის დამყარებაში დაგეხმარებათ. როცა დაასრულებთ ნახატს უყურეთ და ჩამოწერეთ რას გრძნობთ.

წყარო:mental.ge

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი