ალან პიზი – როგორ გაგცემთ სხეულის ენა, როდესაც ცრუობთ

0
443

სიცრუის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ქვეცნობიერება ავტომატურად მუშაობს ჩვენდა დამოუკიდებლად. ამიტომაა რომ ჩვენი სხეულის ენა გაგვცემს ჩვენს თავთან. აი რატომაა მაშინვე შესამჩნევი როცა ადამიანები ცრუობენ, მიუხედავად იმისა თუ რამდენად დამაჯერებლად აკეთებენ ამას.

ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ისინი იწყებენ სიცრუის თქმას, მათი სხეული იწყებს სრულიად საპირისპირო სიგნალების გადმოცემას, რაც თქვენ გაგრძნობინებთ რომ  გატყუებენ.  სიცრუის დროს ადამიანის ქვეცნობიერება გაისვრის ნერვული ენერგიის ნაწილს, რომელიც გამოიხატება ჟესტებში, იმისდა საწინააღმდეგოდ რაც წარმოთქვა პიროვნებამ.  ზოგიერთი ადამიანები რომელთა პროფესია დაკავშირებულია ტყუილთან, როგორებიც არიან პოლიტიკური მოღვა-წეები, ადვოკატები, მსახიობები და ტელეწამყვანები, მათ  იმდენად მაღალ დონეზე აქვთ გამოწრთობილი თავიანთი სხეულის მოძრაობები, რომ ძნელად შესამჩნევია როდის ცრუობენ, და ხალხი მათ ენდობიან და ეგებიან მათ ანკესზე.

ისინი თავიანთ ჟესტებს ავარჯიშებენ ორი გზით.  პირველი ამუშავებენ ჟესტებს რომლებიც ანიჭებენ წარმოთქმულს სიმართლის სახეს. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ  დიდი ხნის განმავლობაში გადიხარ პრაქტიკას სიცრუის წარმოთქმაში. მეორეს მხრივ ისინი თავის თავში  თითქმის სრულიად უარყოფენ ჟესტიკულაციას, რომ არ გამოისახოს არც პოზიტიური და არც ნეგა-ტიური ჟესტები, როდესაც ისინი ცრუობენ, და ეს ძალიან ძნელი გასაკეთებელია.

ჩაატაროთ ასეთი ექსპერიმენტი: შეგნებულად იცრუეთ თქვენს ნაცნობთან და ამასთანავე  შეეცადეთ დათრგუნოთ ყოველგვარი სხეულის მოძრაობები, ამასთანავე იმყოფებოდეთ თქვენი მსმენელის როლში. მაშინაც კი, როდესაც შეგნებულად აკავებთ გამოკვეთილ  ჟესტებს თქვენი  სხეულის მიერ გამოიცემა უამრავი მიკროსიგნალი. ეს შეიძლება იყოს სახის ნაკვთის შეტოკება, თვალის გუგების გაფართოვება ან დავიწროვება, ლოყების შეწითლება, თვალის ხამხამის გახშირება და სხვა მრავალი ჟესტები, მანიშნებელი სიცრუისა.

შენელებული კადრების გამოკვლევებმა აჩვენა რომ ეს მიკროჟესტები გამოისახებიან წამის განმავლობაში და მათი შემჩნევა შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ ინტერვიუერებს საუბრის დროს, გამოცდილ  ბიზნესმენებს მოლაპარაკების დროს და  იმ პიროვნებებს რომელთაც განვითარებული აქვთ ინტუიცია.

ყველაზე წარმატებულად ითვლებიან ის პროფესიონალები რომლებმაც განავითარეს თავის თავში შესაძლებლობა წაიკითხონ და ამოიცნონ  თავიანთი პარტნიორის მიკროჟესტები ახლო  ურთიერთობის დროს, პირისპირ კონტაქტის დროს.

სრულიად ნათელია, რომ არ გავცეთ საკუთარი  თავი სიცრუის  წარმოთქმის დროს, ამისათვის საჭიროა, რომ მოსაუბრისთვის  შეზღუდული იყოს  თქვენი სხეულის მხედველობითი არე. ამიტომაა რომ  დაკითხვის დროს  ბრალდებულს სვამმენ სკამზე კარგად განათებულ ოთახში, იმისათვის რომ ის კარგად  ჩანდეს და ადვილად აღმოსაჩენი იყოს როდის ცრუობს და როდის ამბობს მართალს.

რა თქმა უნდა თქვენი სიცრუე ძნელი აღმოსაჩენი იქნება იმ შემთხვევაში თუ თქვენ იჯდებით  მაგიდასთან და თქვენი სხეული ნაწილობრივ იქნება დაფარული, ან იდგებით ღობის მეორე მხარეს. ყველაზე ადვილია იცრუო  როდესაც დგეხარ კარს იქით ან ლაპარაკობ ტელეფონზე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი