ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკის ზემოქმედების საიდუმლო

0
1343

გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის, მოცარტის ცხოვრება საოცარი და უჩვეულო იყო. მან მხოლოდ 36 წელი იცხოვრა, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა კი საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანია. მან შექმნა 50-მდე სიმფონია, 19 ოპერა, სონატები, კვარტეტები, კვინტეტები და სხვა ჟანრის მრავალი ნაწარმოები.

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი დაიბადა 1756 წლის 27 იანვარს, ძველებურ ძალიან ლამაზ მთაგორიან ქალაქ ზალცბურგში, მუსიკოსის ოჯახში. შეამჩნია თუ არა მამამ შვილის ნიჭი, მაშინვე შეუდგა მის მეცადინეობას. 4 წლის ვოლფგანგი უკვე საკლავისინო კონცერტის შეთხზვას ცდილობს. მამა გადაწყვეტს ბიჭისა და ქალიშვილის საკონცერტო მოგზაურობაში წაყვანას. 6 წლის მუსიკოსი მიემგზავრება მსოფლიოს დასაპყრობად. მოცარტების ოჯახი ეწვია ჯერ მიუნხენს, ვენას, შემდეგ პარიზს, ლონდონს, ამსტერდამს, ჟენევას.

მოგზაურობა რომელიც 4 წელს გრძელდებოდა ტრიუმფალურ სვლად იქცა. ვოლფგანგს XVII საუკუნის სასწაულს უწოდებდნენ. მოცარტების სახელმოხვეჭილი, ბედნიერი, მაგრამ დაღლილი ოჯახი მშობლიურ ზალცბურგში 1766 წელს დაბრუნდა. მაგრამ სანატრელი დასვენება დიდხანს არ გაგრძელებულა. მამა შეუდგა შვილის მზადებას ახალი გამოსვლებისათვის. დაიწყო გაძლიერებული მეცადინეობა კომპოზიციაში, მუშაობდა საკონცერტო არიებზეც. ვოლფგანგი სწავლობდა აგრეთვე არითმეტიკას, გეოგრაფიას, ხატვას, ისტორიას, უცხოენებიდან: ფრანგულს, ინგლისურს, ლათინურს, იტალიურს. მამამ გადაწყვიტა შვილი იტალიაში წაეყვანა. სამი წლის განმავლობაში (1770 – 1773) მამა და შვილი ეწვივნენ რომს, მილანს, ნეაპოლს, ვენეციას, ამჯერად უკვე 14 წლის მუსიკოსი მეორედ განიცდიდა ტრიუმფს. იტალიაში ყოფნის დროს მან გააფართოვა თავისი ცოდნა. წარმატებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უკან დაბრუნებულებს ქალაქი გულცივად დახვდათ. მოხუცი თავადი, რომელიც მოწყალებით იყო განწყობილი მოცარტების მიმართ, გარდაიცვალა. ზალცბურგის ახალი მმართველი კი ძალაუფლების მოყვარე და სასტიკი აღმოჩნდა. გრაფის თვალში მოცარტი ჩვეულებრივი მოსამსახურე იყო, იგი მოცარტისგან სრულ მორჩილებას მოითხოვდა. მოსამსახურის მდგომარეობა შეურაცხყოფდა მას, ამიტომ იგი დედათან ერთად პარიზში გაემგზავრა. ამ დროს ის უკვე 22 წლისიყო. თავს იმით ირჩენდა, რომ მუსიკის გაკვეთილებს ატარებდა. ამას დაემატა დედის ავადმყოფობა და სიკვდილი. სასოწარკვეთილი მოცარტი ზალცბურგში ბრუნდება. გრაფი კოლორედი მას დიდი სისასტიკით ექცეოდა, ამცირებდა, მოსამსახურეებთან ერთად ასადილებდა.

1781 წელს ის ვენაში გადასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. მოცარტის ბოლო ათი წელიწადი მისი ნიჭის გაფურჩქვნის ხანაა. გერმანული თეატრის შეკვეთით მან დაწერა კომიკური ოპერა „სერალიდან მოტაცება“. კიდევ უფრო მეტ ოსტატობას მოცარტმა შემდგომ სამ ოპერაში მიაღწია. ესენია: „ფიგაროს ქორწინება“, „დონ ჟუანი“ და „ჯადოსნური ფლეიტა“. ამ წლებში მან ოსტატობის მწვერვალს მიაღწია. 1788 წლის ზაფხულის განმავლობაში, მან სამი უკანასკნელი და საუკეთესო სიმფონია დაწერა, არანაკლებ მნიშვნელოვანი.

“ჯადოსანური ფლეიტის” პრემიერიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ, 20 ნოემბერს იგი ლოგინად ჩავარდა და 5 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ამ დროს 35 წლის იყო.

მისი სიკვდილის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ციებცხელება იყო პირველი დიაგნოზი, რომელიც მიცვალებულის პირველი შემოწმების შემდეგ დადგინდა. ასევე სხვა ვერსიებიც, სიფილისი, რევმატიზმი და ინფარქტი არ გამოირიცხებიან. ლეგენდის დონეზეა აგრეთვე ვერსია, რომ იგი მისმა თანამედროვე კოლეგამ, კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ მოკლა (მოწამლა).

თანამედროვე სამედიცინო კვლევის მიხედვით მოცარტის სიკვდილის მიზეზი, მის ბავშვობაში ექიმების, ავადმყოფობის წინააღმდეგ არასწორი მოქმედებაა დადგენილი, რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია.

ცნობილია აგრეთვე ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს. ამას თვით მოცარტი ბოლო შეხვედრის დროს, თავის მეუღლეს, კონსტანცა ვებერს ეუბნება, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მოწამლეს.

მოცარტი დასაფლავებულია ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე.

უდიდესი კლასიკოსი 21-ე საუკუნის მეცნიერების საკვლევ მასალად გადაიქცა. მისი მუსიკის ადამიანზე ზემოქმედების შესწავლის შემდეგ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეფექტი საოცარია.

როგორი ზემოქმედება აქვს ჩვენს ცნობიერებაზე „მზიურ“ გენიოსს?
ნორჩი ვირტუოზი

ვოლფვგანდ მოცარტმა მუსიკალური განათლების მიღება ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო და უკვე 4 წლისა პირველ კომპოზიტორულ აღმოჩენებს აკეთებდა. მამა სასტიკი სიმკაცრით ზრდიდა მას: ეს იყო დაუნდობელი დისციპლინა, მუდმივი მეცადინეობა და აქტიური საკონცერტო რეჟიმი უკვე 5 წლის ასაკში. უფროს მოცარტს სურდა, რომ შვილი გამხდარიყო კომპოზიტორი და იმ დროს არსებული წესების თანახმად მუსიკოსს კომპოზიტორობის შესაძლებლობა ეძლეოდა მას შემდეგ, რაც მას აღიარებდნენ შემსრულებელ-ვირტუოზად.
ვირტუოზად პატარა მოცარტი აღიარეს უკვე მოზარდობის ასაკში, თუმცა ეს მას ძალიან დიდ ძალისხმევად დაუჯდა. მრავალსაათიანი კონცერტები ძალიან ფიტავდა პატარა მუსიკოსს. 
ერთხელ, იმპერატრიცა მარია ტერეზიეს წინაშე გამოსვლის შემდეგ, მოცარტი ცუდად გახდა მაღალი სიცხით, მას მთელ ტანზე წითლად გამოაყარა – ეს იყო სკარლეტ ცხელება და იმპერატორის კარის ექიმის ძალისხმევის შედეგად ბიჭი ძლივს გამოჯანმრთელდა. მოცარტების ოჯახი ბევრს მოგზაურობდა, უამრავ კონცერტს ატარებდა მთელი ევროპის მასშტაბით და ამავე დროს ისინი განუწყვეტლივ ეძებდნენ მუდმივ საცხოვრებელს. პატარა კომპოზიტორს ხშირად უწევდა სიმყუდროვის რღვევის, ფულადი სირთულეების და არასტაბილურობის მოთმენა. ამის მიუხედავად თანამედროვეები აღნიშნავენ მის ადვილ ხასიათს, მხიარულებას, იუმორისა და თამაშის სიყვარულს. მოცარტი აღმერთებდა სხვადასხვა სვეტურ მიღებებს, მასკარადებს, უყვარდა ცეკვა და დროის მხიარულად გატარება. უდავოდ ამ ყველაფერმა გამოხატულება ჰპოვა მის მუსიკაშიც. მისი მუსიკა სხვებისგან განსხვავებით სავსეა მაღალი ჟღერადობის ობერტონებით – სამი ათასიდან რვა ათას ჰერცამდე. ზუსტად ეს მახასიათებელი უტოვებს მსმენელს გაზაფხულის და მზის „სხივნათელობას“. 
ექსპერიმენტები მუსიკით

მოცარტის მუსიკით ექსპერიმენტების პირველი ცდები ჩატარებული იყო ვირთხებზე. ორი თვის განმავლობაში ისინი უსმენდნენ ერთსა და იმავე ნაწარმოებს დღეში 12 საათის ხანგრძლივობით. ვირთხა-მელომანები უცბად გახდნენ თავიანთ თანატოლებზე ჭკვიანები და შეძლეს გაერბინათ ლაბირინთი უფრო სწრაფად და ამ პროცესში დაეშვათ ნაკლები შეცდომა. ადამიანებზე პირველი მოცარტისეული ექსპერიმენტებიც ასევე ძალიან საინტერესო აღმოჩენებით დასრულდა. ადამიანები უსმენდნენ მოცარტს და სხვა მუსიკასაც, და მეცნიერები ამ დროს ემერაი-ის (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა) საშუალებით სწავლობდნენ მათ ტვინს. ნებისმიერი მუსიკის მოსმენინას ადამიანებთან აქტიურდება ტვინის ის უბანი, რომელიც დაკავშირებულია სმენის ცენტრთან, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს ემოციური ცენტრი.

მაგრამ მხოლოდ მოცარტის ნაწარმოებები ააქტიურებდნენ ადამიანებში თავის ტვინის მთლიან ქერქს სწავლულების აზრით, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდნენ, მოცარტის მოსმენის დროს ადამიანის მთელი თავი იწყებს ნათებას და აქტიურობას. სწავლულები თვლიან, რომ სწორედ მოცარტის მოსმენაში დევს განუმეორებელი მოვლენა – უნიკალური რიტმი, რომელიც ჩვენი ნერვული სისტემის რიტმის „თანაჟღერადია“. მოცარტის მუსიკას ადამიანის თავის ტვინის ქერქში შეუძლია ისეთი რეზონანსის გამოწვევა, რომელიც 20 – 30 წამით ახშირებს ჩვენი ნერვული სისტემის მუშაობის აქტივობას. 
სხვა კომპოზიტორების და სხვადასხვა წლის პოპ-მუსიკის მახასიათებლების გაანალიზების შედეგად მეცნიერებმა შეადგინეს ცხრილი, სადაც ყველაზე ხშირად გვხვდება ტალღის აქტივობის 20 – 30 წამიანი გააქტიურება. და ზუსტად მოცარტი აღმოჩნდა პირველი ამ კვლევის შედეგებში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი