ბელა ბერკემერ-მახარაძე&უვე ბერკემერი – ვიოლინო და ხმა

2
437

ბელა მახარაძე –  დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორების შოთა შანიძისა და ხათუნა თუშმალიშვილის კლასით) იყო ლიანა ისაკაძის სტიპენდიანტი.

კონსერვატორიაში სწავლის დროს მან მასტერ კლასი შვეიცარიაში ქალაქ ჟენევაში გაიარა პროფესორ ჰაბიბ კაიალესთან.

ბელა მახარაძე ჯერ კიდევ 9 წლის ასაკიდან უკრავდა, როგორც სოლისტი, ბათუმის კამერულ და სიმფონიურ ორკესტრთან და ყოველწლიურად მართავდა სოლო კონცერტებს.

კონსერვატორიის დამთავრებისთანავე ქალბატონ ლიანა ისაკაძის თხოვნით, საქართველოს კამერულ ორკესტრში დაიწყო მუშაობა და წარმატებულ გასტროლებს გადიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

25 წლის ასაკში, ბელა მახარაძე გერმანელ დირიჟორის, პიანისტისა და კომპოზიტორის – უვე ბერკემერის მეუღლე გახდა და შემოქმედებით კარიერას უკვე მასთან ერთდ განაგრძობს.

2000 დან 2005 წლის ჩათვლით ბელა მახარაძე მსოფლიო კამერულ ორკესტრში უკრავს, ხოლო 2005 წლიდან კავკასიურ კამერულ ორკესტრთან სოლისტის სახით რამელსაც მოჰყვა მრავალი საქველმოქმედო კონცერტი.

2017 წლის ზაფხულს ბელა მახარაძე სამეფო უბნის თეატრში წარსდგა მაყურებლის წინაშე კავკასიურ კამერულ ორკესტრტთან ერთად.

2018 წლის 10 მარტს ის გახდა მფლობელი ტიტულისა წარმატებული ემიგრანტი ქალები .

2018 წლის პირველ აპრილს წყვილმა ჩაატარა გრანდიოზული კონცერტი თბილისში, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელსაც ძალიან მალე მოჰყვა მშვენიერი გასვლითი კონცერტები საქართველოს რეგიონებსა და ევროპის ქვეყნებში.

უვე ბერკემერი –  დაამთავრა ფრანკფურტის ხელოვნების უნივერსიტეტი სხვადასხვა განხრით, როგორც პიანისტმა, კომპოზიტორმა და დირიჟორმა. გამორჩეულად ნიჭიერ მუსიკოსს ხშირად ჰქონდა საკონცერტო მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. იღებდა მონაწილეობას კონკურსებში თუ სატელევიზიო გადაცემებში. მას ასევე გააჩნია მუსიკალური ჩანაწერები.

1999 წელს ბერკემერმა ქალაქ დიდცენბახში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დააფუძნა და სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი ორკესტრები და სოლისტები ჩამოჰს. ის მრავალი ნაწარმოების ავტორია. სავიოლინო კონცერტი (რომელიც უვე ბერკერმა ლიანა ისაკაძეს მიუძღვნა) საქართველოს კამერულ ორკესტრთან და თავად ქალბატონ ლიანა ისაკაძესთან ერთად შეასრულა თავისივე ფესტივალზე გერმანიის ქალაქ დითცენბაღში.

2000 დან 2003 წლამდე უვე ბერკემერი გახდა მოწვეული დირიჯორი საქართველოს კამერულ ორკესტრისა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ქალბატონი ლიანა ისაკაძე გახლდათ და სწორედ იქ გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე ბელა მახარაძე.

2005 წელს საქართველოში უმაღლესი დონის მუსიკოსებისაგან ჩამოაყალიბა კავკასიური კამერული ორკესტრი, რომელსაც წარმატებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჰქონდა გასვლითი კონცერტები და ტურები.

2008 წლიდან იგი დაუბრუნდა გერმანიას და ქალაქ იბბენბიურენის გიმნაზიაში გააგრძელა მოღვაწეობა სადაც საბავშვო გუნდი, კამერული ორკესტრი და ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი ჩამოაყალიბა.

2008 წელს უვე ბერკემერი იტალიის ქალაქ ვენეციაში აღიარებული იქნა „უტოპიის ელჩად“. შვეიცარიის ტელევიზიამ კი მის საქართველოში მოღვაწეობაზე გადაიღო 90 წუთიან დოკუმენტური ფილმი “გროზნი დრიმინგ,” რომელმაც იტალიის ქალაქ ვერონაში გრამპი აიღო.

2017 წელს საქართველოში, უვემ სამეფო უბნის თეატრში ჩაატარა ფესტივალი სადაც მოწვეული იყო მრავალი ახალგაზრდა მუსიკოსი სხვადასხვა ქვეყნებიდან.

2 გამოხმაურება

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ქეთევანი გამოხმაურების გაუქმება

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი