რას იწვევს იერარქიის რღვევა ოჯახის სისტემაში

0
820
ოჯახური სისტემა

იერარქია – ოჯახური სისტემის ერთერთი პარამეტრი, მოწოდებულია წესრიგის დამყარებისთვის, მშობლების ავტორიტეტის და ოჯახის წევრთა ფუნქციების, ოჯახში ძალაუფლების და ერთი ადამიანის მეორეზე ზემოქმედების განსაზღვრისთვის.
იერარქიის ერთერთი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მშობელს ბავშვზე აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა და აქვთ თანაბარი, სრული ძალაუფლება ნუკლეარულ (ბირთვულ) ოჯახში. 

ამ სტატიაში განვიხილავთ ამ ნორმის და მისი თანმდევი მოვლენების ვარიანტებს.


ტრიანგულაცია (სამკუთხედი)

ტრიანგულაცია – ეს არის ემოციური პროცესი ორ ადამიანს შრორის, რომელსაც გააჩნია მესამე ადამიანის გამოზრდის ტენდენცია. არასწორად წარმართულ ოჯახში, სადაც შიდა საზღვრები გადარეცხილია, მშობლები შვილებს არგებენ თავის ემოციურ პარამეტრებს, საკუთარ ნორმებს და საკუთარ ტემპერამენტს. ეს არის ამობრუნებული იერარქია, რომლის დროსაც ბავშვის სტატუსი ოჯახში გათანაბრებულია მშობლის სტატუსტთან, მაგალითად: „შვილი გოგო – მეგობარი“ – დედა ურთიერთობს მასთან თანასწორად, როგორც პარტნიორთან, როგორც ამხანაგთან, რასაც მივყავართ ბავშვის ფსიქოლოგიურ დისკომფორტამდე, როლურ აღრევამდე, ბავშვის ძალების დასუსტებამდე.
ნორმალურ შემთხვევაში, ბავშვის ძალები უნდა მიემართებოდეს სოციუმისკენ, შექმნას ურთიერთობები თანატოლებთან, ყავდეს მეგობრები, და-ძმა და ნათესავები. იმ შემთხვევაში, როცა დედა იწყებს გოგონასთვის იმის გაზიარებას, თუ როგორი ცუდი ურთიერთობა აქვს მამასთან, როგორ მიმდინარეობს მათი კონფლიქტები, უზიარებს მამამისის ღალატის ისტორიებს, ბავშვის სულში იწყება საგიჟეთი. 

როცა დედა ხდება გოგონას მეგობარი, შვილის თვალში მისი ავტორიტეტი ეცემა და როგორც კვლევებმა აჩვენეს, გოგონა თავისდა უნებურად ემოციურად მიუერთდება მამას. ბავშვს აღარ უნდა მსგავსი თემების მოსმენა, მისთვის ძალიან მძიმეა ერთერთ ნებისმიერ მშობელზე ისმინოს ნეგატიური ინფორმაცია და საბოლოოდ ის ცდილობს დისტანცირდეს დედისგან.

იგივე ხდება ერთერთი ნებისმიერი მშობლისგან მსგავსი მინდობილი დამეგობრებული ურთიერთობების დროს ვაჟთან. 

რა არ უნდა იცოდნენ თქვენ შესახებ შვილებმა

ბავშვებთან მშობლების უსაზღვრო გულწრფელობის თემაზე შეხებისას, მაშინვე უნდა აღინიშნოს, რისი ცოდნა არის ნორმაში და რისი ცოდნა გადის ნორმის ფარგლებს გარეთ. ბავშვებმა არ უნდა იცოდნენ მშობლის პირადი ინტიმური დეტალების და საიდუმლოებების შესახებ. პირველ რიგში ეს ეხება სექსუალურ ურთიერთობებს. მეტაფორულად ეს ასე ჟღერს: „ცოლქმრის საძინებლის კარი ბავშვისთვის ყრუდ უნდა იყოს დახურული“. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს კარი არსებობს და იმის იქით სხვა არაფერი.
ასევე ბავშვებმა არ უნდა იცოდნენ მშობლების დაქორწინებამდელი რომანების, ურთიერთობების, სასიყვარულო ისტორიების შესახებ. ამ ყველფრის ბავშვისთვის მოყოლით დედა ანეიტრალებს მამის ძალას და ამავდროულად თავის საწინააღმდეგოდ განაწყობს ბავშვს. იგივე ითქმის მამაზეც. თუ მანამდე რომელიმე მშობელს ქონდა ქორწინება და ბავშვები ამის შესახებ კითხვებს სვამენ, ნებადართულია გააგებინო მხოლოდ ამ ქორწინების ფაქტის შესახებ და სიღრმებიის დაფიქსირება გამართლებული არ არის, რათა ამან არ გამოიწვიოს შფოთი, განგაში, ეჭვიანობა ბავშვებში და ეჭვი არ შევატანინოთ მათ მშობლების კავშირის სიმტკიცეში.

ფერენთიფიკაცია

ტერმინი ფერენთიფიკაცია წამოვიდა ინგლისური სიტყვა „parents” მშობლებიდან. მისი არსი აღნიშნავს, რომ ბავშვები ფუნქციურად ხდებიან საკუთარი მშობლების მშობლები. ეს ამობრუნებული იერარქიის ვარიანტი ხშირად წარმოიშვება ერთიერთი ან ორივე მშობლის ალკოჰოლიზმის ან ნარკომანიის შემთხვევაში.

მაგალითად: თუ მამა ქიმიურად დამოკიდებულია ან უბრალოდ ოჯახის წარმოებაში უფუნქციოა და ოჯახში არის ვაჟი, ხშირად ვაჟი ხდება დედის მოკავშირე, ანუ მამის შემცვლელი. ასეთ შემთხვევაში ხშირად მამა და შესაძლოა, დედაც ინფანტილურები არიან და ამის გამო მათი შვილი იძულებულია ერთადერთი უფროსი გახდეს და აიღოს თავის თავზე ოჯახის პასუხისმგებლობა, აიკიდოს ოჯახის არსებობის ტვირთი და ჰომეოსტაზი. ის იღებს გადაწყვეტილებებს ის განსაზღვრავს ოჯახის საზღვრებს, რომელსაც ამკაცრებს და ხდის დაუნდობელს. ეს დაუნდობელი საზღვრები დაახლოებით ასე გამოიყურება: არავინ არ უნდა იცოდეს, რომ მამა დამოკიდებულია, ამიტომ არავის დაუძახოთ სახლში, არავის გავუზიაროთ ჩვენი ოჯახის მდგომარეობა. ასეთ ბიჭს, როგორც წესი, არ ყავს მეგობრები, ის ეწევა ჩაკეტილ „დიდურ“ ცხოვრებას. ეს არის ამობრუნებული იერარქია, რომლის დროსაც ბავშვის სტატუსი მშობლისაზე მაღლა დგას. 

ფერენთიფიკაციის მეორე მაგალითი: დედის ადრეული გარდაცვალების ან ხანგრძლივი დროით შორს გამგზავრების შემთხვევაში შვილი გოგონა ფუნქციურად ცვლის მას და როგორც წესი, წყვეტს შვილად ყოფნას. ის, შვილის როლის ჯერ კიდევ შეუცნობელი, შეუფერებელი ასაკიდნვე ასრულებს ბევრ საშიანო ქალის საქმეს, უვლის და მხარს უჭერს მამას. ასეთი გოგონები ხშირად საკუთარ შექმნილ ოჯახში ფუნქციურად ვერ ირგებენ ცოლის როლს. თუ დედა ცოცხალია, მის მიმართ უჩნდებათ პროტესტის გრძნობა.

იერარქიის რღვევა სიბლინგურ (დედმამისშვილურ) ქვესისტემაში

ფერენთიფიკაციის ერთერთი გამოვლინებაა, როცა უფროსი შვილი იღებს მთელი ოჯახის ქვესისტემაზე (და-ძმაზე) პასუხისმგებლობას, ანუ ის პასუხისმგებელი ხდება თავის უმცროს დედმამისშვილებზე.
არის მეორე ვარიანტიც, როცა მხოლოდ საბავშვო ქვესისტემაში არ არის იერარქია, და-ძმას შორის არ იკვეთება მეთაური და უმცროსი და უფროსი შვილები თანასწორი არიან. ეს ხდება მაშინ, როცა ერთერთი მშობელი მკაცრად ავტორიტარულად ზემოქმედებს ბავშვებზე, აერთიანებს ბავშვთა ქვესისტემის კოალიციას და ასუსტებს ამით მეორე მშობელს.
მაგალითად: მამა, რომელიც თავის სხვადახვა ასაკის ვაჟებთან დიდ დროს ატარებს, ეს გამოიხატება ერთად სპორტით, ჭადრაკით, თევზაობით და სხვა აქტივობებით დაკავებაში, არ ადიფერენცირებს მათ უფროს-უმცროსზე, მეგობრობს მათთან, დედა კი ამ დროს თამაშგარე მდგომარეობაშია. ასეთ შემთხვევაში სუსტ პოზიციაში ჩაყენებული დედა ღიზიანდება მამის მიერ შექმნილ კოალიციაზე და ეძებს ვისთან შექმნას საკუთარი კოალიცია, მაგალითად თავის მშობლებთან, მეგობრებთან თუ ფსიქოთერაპევტთან.
აღსანიშნავია, რომ დისფუნქციური კოალიციების გარდა, რომელიც აერთიანებს მშობელს და შვილს, და-ძმას, არსებობს ჯანსაღი ვარიანტებიც, რასაც „ჰორიზონტალები“ ქვია, რომლებიც აერთიანებს მშობლებს ან აერთიანებს და-ძმებს, ანუ ერთი იერარქიის ადამიანებს.

ძვირფასო მშობლებო!

  • როცა თქვენ „მეგობრობთ“ შვილებთან, როცა თქვენ შესჩივით მათ თქვენი ცხოვრების შესახებ, ახდენთ თქვენი სისუსტეების დემონსტრირებას, შვილის თვალში ასუსტებთ საკუთარ თავს, შვილში ასუსტებთ ოჯახის გაგებას.
  • როცა საკუთარი მარტო ყოფნით გაბრაზებულები ბავშვური სულით ცდილობთ ბავშვი გადააფაროთ თქვენს მტკინვეულ ემოციებს, ასევე ასუსტებთ მას.
  • როდესაც საკუთარი ეგოიზმის გამო კიცხავთ შვილის უმადურობას და თხოულობთ თქვენი უძილო ღამეების კომპენსაციას ყურადღების და თანაგრძნობის სახით, მაშინაც ასუსტებთ მას.

გახსოვდეთ, რომ თქვენ იერარქიის სხვადასხვა სახის რღვევით შვილს არა მხოლოდ მშობელს ართმევთ, არამედ საკუთარ თავსაც აკარგვინებთ. თქვენ ართმევთ შვილს საკუთარ ცხოვრებას, რადგან სანამ ბავში ემსახურება თქვენს მოზრდილ სურვილებს და მოთხოვნებს, ის არ ცხოვრობს საკუთარი ბავშვური ანდა, თუნდაც დიდური ცხოვრებით, ის ყალიბდება ცხოვრებაში დაკარგულ, სუსტ ადამიანად.

გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს.

ფსიქოლოგი ვერიკო გოჯიაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი