დიმიტრი უზნაძე – განწყობა ისტერიის შემთხვევებში

0
213

თავისებური აღმოჩნდა განწყობის მოქმედება ისტერიის შემთხვევაშიც. ჯერ ერთი, შიზოფრენიისა და ეპილეფსიისგან განსხვავებით, ისტერია განწყობის მოქმედების ერთს გარკვეულ ტიპს არ იძლევა:

ა) ერთხელ რომ ორიოდე საგანწყობო ექსპოზიციაც ქმნის საკმაოდ გამოკვვთილ განწყობას, მეორეხელ საგანწყობო ექსპოზიციათა დიდი რიცხვიც ვერ იძლევა ეფექტს, და ისტერიული კრიტიკულ ცდებში, ჩვეულებრივ, ადეკვატურ შეფასებას აძლევს ხოლმე ტოლ ობიექტებს,

ბ) სხვა პირობებში ჩვენ შიზოფრენიკული განწყობის შემთხვევებსაც ვხვდებით და ეპილეფსიურისასაც. მაგრამ ეს უკანასკნელი ისე მკვეთრად ლოკალური მაინც არაა, როგორც ნამდვილი ეპილეფსიის შემთხვევებში: შესაძლოა, ისტერიულს ერთ სენსორულ არეში შექმნილი განწყობა მეორეზე არ უვრცელდებოდეს, მაგრამ თვითონ იმ სენსორულ არეში, რომელშიც საგანწყობო ცდები წარმოებდა, იგი დაუბრკოლებლივ ვრცელდება: ცალ ხელში შექმნილი განწყობა მეორე ხელზეც გადადის.

ერთი სიტყვით, არ ითქმის: ისტერიისთვის განწყობის მოქმედების ერთი რომელიმე სპეციფიკური ტიპი იყო დამახასიათებელი.

ამას სავსებით ეთანხმება ის შედეგებიც, რომელსაც ცალკე პირებზე კონსტანტობისა და სტაბილობის ცდების ჩატარება იძლევა: ისტერიულისთვის სწორედ განწყობის ვარიაბილობა და ლაბილობა აღმოჩნდა დამახასიათებელი; მისი განწყობა ადვილად იცვლება სხვადასხვა დროს და მალე სუსტდება და ქრება, თუ მას ყოველდღიურად ახალი საგანწყობო ექსპოზიციები არ ამაგრებს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი