ჩარლზ ბუკოვსკი – ქალები

0
679

„გამოჩენილი ხალხი, ყველაზე მარტოხელა ხალხია დედამიწაზე“.

„რა კარგია, როცა იცი ვისთან წახვიდე, როცა დაგენძრევა. შორეული წასრული მომაგონდა, როდესაც წასასვლელი არსად მქონდა, როგორი დარხეულიც არ უნდა მქონოდა. შეიძლება იმ დროს ეგ უფრო მომიხდა. მაგრამ ახლა მე აღარ მაინტერესებდა, რა მიხდებოდა და რა მავნებდა. მე ის მაინტერესებდა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს და როგორ არ დამეშვა ცუდ ხასიათზე ყოფნა, როცა საქმე ისე არ მიდიოდა, როგორც მე მქონდა წარმოდგენილი. ის, თუ რა უნდა მექნა, თავი ისევ კარგად რომ მეგრძნო“.

„რაც ერთს ემართება, სხვებსაც გვემართება. და რომ თითოეულის ცხოვრება არც ისე განსხვავდება სხვისი ცხოვრებისგან – როგორც არ უნდა გვეგონოს, რომ განსხვავებულია“.

„ტკივილი უცნაური რამეა. კატა, რომელიც ჩიტს კლავს, ავტოკატასტროფა, ხანძარი… ბახ, და საიდანღაც ტკივილი დაგეცემა, ზედ გაზის და არ გიშვებს. ვერსად წაუხვალ, ხოლო გარეშე პირთათვის, სასაცილო ხდები. გეგონება უცბად იდიოტად იქეცი. ტკივილის წამალი არ არსებობს, თუ ისეთ ვინმეს არ იცნობ, რომელსაც ესმის, თუ როგორ გრძნობ თავს და იცის, რით შეუძლია შენი შველა“.

„მწერლისთვის ყველაზე მავნე რამე ის არის, როცა მეორე მწერალს იცნობს, იმაზე უარესი კი, როცა რამდენიმე მწერალს იცნობს. მაშინი ისინი ბუზებს ემსგავსებიან, რომლებიც ერთსა და იმავე განავალს შესევიან“.

„უხეშობას შიში მაიძულებს“.

„ოთხმოც წლამდე ცხოვრება მქონდა გადაწყვეტილი. წარმოიდგინე, ოთხმოცი წლის რომ ხარ და თვრამეტი წლის გოგონას რომ ჟიმავ. თუ სიკვდილის გაცურების რაიმე ხერხი იარსებებდა, უსათუოდ ეს იქნებოდა“.

„მიხაროდა, რომ შეყვარებული არ ვიყავი და რომ მსოფლიოთი უკმაყოფილო ვიყავი. მომწონს, როცა ყველას და ყველაფერს ემდური. შეყვარებული ხალხი ხისტი და საშიში ხდება ხოლმე. ფართე პერსპექტივაში ხედვის უნარს კარგავენ, ისევე როგორც იუმორის გრძნობას. ისინი ნერვიული მუდოები ხდებიან, ფსიქოპათური გადახრებით. ზოგჯერ მკვლელებიც“.

„შეიძლება სულელი ვიყო, მაგრამ უშუალო ბოროტების არ მჯერა“…

„ზოგჯერ სიკეთეს შუა ჯოჯოხეთში აღმოაჩენ ხოლმე“.

– ეული და განდეგილი კაცი ვარ, ხალხი არ მჭირდება. წერა მარტოობას ითხოვს.
– მწერალი თუ ხარ, ხალხი როგორ უნდა შეიცნო, თუ მათ მოერიდები?
– მე მათზე უკვე ყველაფერი ვიცი, რაც საჭიროა.

„დავრწმუნდი, რომ ძალიან დიდი ეჭვით უნდა მოეკიდო ადამიანს, რომელიც თავის რომანს სხვებს ხმამაღლა უკითხავს. ასეთი მწერალი განწირულია“.

„მუდამ ვთვლიდი, რომ თუ წაგება გიწერია, მნიშვნელობა არა აქვს, ერთიანად რამდენს წააგებ; გამარჯვებული კი იქამდე ხარ, სანამ ვიღაც არ დაგამარცხებს“.

– ყვითელი სახე აქვს, ჰენკ. მისი თვალები დაინახე? ავადაა.
– ოცნებითაა დაავადებული, – ვუპასუხე. დოღზე თავშეყრილებს, ყველას ეგ სენი გვჭირს.

„მე ხომ მხოლოდ მავნე მიდრეკილებები გამაჩნდა: სმა მიყვარდა, ზარმაცი ვიყავი, ღმერთის არ მწამდა, პოლიტიკა ფეხებზე მეკიდა, არც იდეა გამაჩნდა და არც იდეალი. არარაობაში ვარსებობდი და უკვე შევგუებოდი კიდეც. ვითომ რატომ უნდა ვყოფილიყავი საინტერესო პიროვნება? თუმცა, არც მინდოდა რომ ვყოფილიყავი, რადგან მაგ თვისების შენარჩუნებაზე ცალკე უნდა მეზრუნა. ერთადერთი რაც მართლა მინდოდა, მშვიდი, ნისლიანი ადგილსამყოფელი იყო, სადაც მარტო ვიქნებოდი, ყველასგან მოსვენებული. მეორეს მხრივ, რომ ვთვრებოდი, ვღრიალებდი, ვბობოქრობდი და ხელიდან მივდიოდი. ურთიერთსაპირისპირო საქციელი ვიცოდი, მაგრამ, ეს არც მედარდებოდა“.

„თუ ქალმა გადაწყვიტა და ზურგი შეგაქცია, შენი საქმე წასულია. მათ შეუძლიათ შენი სიყვარული, მაგრამ თუ თავში რაღაც გადაეკეტათ, შეუძლია წყნარად გიყურონ მომაკვდავს კანალიზაციაში, ანდა მანქანაგადავლილს და ზედაც არ შემოგაფურთხონ“.

„მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილზე ბევრი რამ ვიცით და მასზე თითქმის ყოველ დღე ვფიქრობთ, თუ მოულოდნელად გარდაცვლილი ადამიანი კეთილი და გამორჩეული პიროვნებაა, ეს მოვლენა ძალიან მძიმედ გადაგვაქვს და ვერანაირ ნუგეშს ვერ ვპოულობთ იმაში, რომ მის გარდა კიდევ უამრავი ადამიანი მიდის ცხოვრებიდან; კარგებიც, ცუდებიც და უცნობებიც“.

„სიყვარული იმათთვისაა, ვინც ფიზიკურ გადატვირთვას უძლებს, წარმოიდგინე, რომ შარდის მჩქეფარე მდინარეში ფონს გადიხარ და მხარზე ნაგვით სავსე ტომარა გკიდია. სიყვარული ცრურწმენის ერთ-ერთი ფორმაა. მე კი ცრურწმენები ისედაც არ მაკლია“.

„ხალხში ჰარმონიის დამყარება შეუძლებელი იყო: ზოგი კომუნიზმით იყო შეპყრობილი, ზოგი ჯანსაღი საკვებით, ზოგი მედიტაციით, ზოგი სერფინგით, ზოგი ბალეტით, ჰიპნოტიზმით, ზოგი ჯგუფური შეკრებებით, ორგიებით, ველოსიპედებით, ბალახეულით, კათოლიციზმით, მძიმე წონის აწევით, მოგზაურობით, განდგომით, ვეგეტარიანელობით, ინდოეთით, ხატვით, წერით, სკულპტურით, მუსიკის წერით ან დირიჟორობით, ტურიზმით, იოგით, სექსით, აზარტული თამაშებით, სმით, ბირჟაობით, გაყინული იოგურტით, ბეთჰოვენით, ბახით, ბუდათი ან ქრისტეთი, სავაჭრო ბრენდით, ჰეროინით, სტაფილოს წვენით, თვითმკვლელობით, კერძოდ შეკვეთილი კოსტიუმებით, კერძო თვითმფრინავით მგზავრობით, ნიუ-იორკით. მაგრამ ერთხელაც ეს ყველაფერი სადღაც ორთქლდებოდა, ან იშლებოდა და ხალხი იძულებული ხდებოდა რამე ახალი საქმიანობა ეპოვნა და ამ ახალი საქმის კეთებაში დალოდებოდა აღსასრულს. მაინც მიმაჩნდა, რომ არჩევნის ქონა კარგი რამე იყო“.

„საერთოდ, ხალხი წერილებში უფრო კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე ცხოვრებაში. პოეტების არ იყოს“.

“ასეა ხალხთან ურთიერთობა. რაც უფრო დიდხანს ხარ მათთან, მით უფრო იჩენს თავს მათი ექსცენტრიკულობა. განსხვავება იმაშია, რომ თავიდან ეს გამოვლინებები სასაცილოდ გეჩვენება და გახალისებს“.

„ზოგჯერ შენს წარმატებას სხვები განაპირობებენ. ზოგჯერ კი შენ თვითონ. მაგრამ ძირითადად ის შენზეა დამოკიდებული“.

„როცა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას სტრესი და სიგიჟე აკლდებოდა, არ ვიცოდი რაზე ვყოფილიყავი დამოკიდებული“.
„მაგრამ გასაკიცხი არავინ იყო. ურთიერთობაში არ არსებობდა ცუდი და კარგი. ყველაფერი საკუთარ არჩევანზე იყო დაყვანილი. გააჩნია რა უფრო გიღირდა და რისი ამტანი იყავი ცხოვრებაში: ზოგი უფრო კეთილი იყო, ზოგი უბრალოდ შენით უფრო იყო დაინტერესებული. ზოგჯერ კი, სწორედ გარეგნულად ლამაზი და შინაგანად ცივი გერჩივნა, სასტიკი და ვერაგული დარტყმების მიუხედავად, რომლებსაც ისინი გაყენებდნენ. იმ ჩათლახობის მიუხედავად, რომლებსაც ისინი გაყენებდნენ. იმ ჩათლახობის მიუხედავად, რომელსაც გიჩალიჩებდნენ. ისევე, როგორც ხალხს ფილმებში უყვარს ამ ყველაფრის ყურება. კეთილი ქალები უკეთ ჟიმაობდნენ, უფრო მეტს დებდნენ სექსში, ხოლო მათთან გატარებული დროის მერე, ისინი უფრო ლამაზებად გეჩვენებოდნენ, რადგან შინაგანად იყვნენ ლამაზები“.

„ორმოცდაათ წლამდე მუშათა კლასს ვეკუთვნოდი, მერე კი ავიღე და ცნობილი პოეტი გავხდი. იმიტომ, რომ ფხიანი ვიყავი. ამიტომაც ვაჯვამდი თავზე ყველა დირექტორსა და მენეჯერს, რადგან ერთ დროს ისინი მაჯვამდნენ თავზე, როცა მე უსუსური ვიყავი. ახლა კი მეც მათსავით ვიქცეოდი. ისეთივე განებივრებული, დამპალი ლოთი და ახვარი გავმხდარიყავი. ამ თვითანალიზმა უკეთ ვერ გამხადა“.

„ქალები გვჯობდნენ კაცებს. ცხოვრებას გაცილებით უკეთ გეგმავდნენ და უკეთ იყვნენ ორგანიზებულნი. სანამ კაცები ფეხბურთის ჩემპიონატს ვუყურებდით, ბოულინგს ვთამაშობდით და ლუდით ვიჭყიპებოდით, ქალები ჩვენზე ფიქრობდნენ, გვაკვირდებოდნენ, გვსწავლობდნენ და წყვეტდნენ – ვვარგოდით მათთვის, თუ არა, სხვაში გავეცვალეთ, მოვეკალით, თუ უბრალოდ მივეტოვებინეთ. საბოლოო ჯამში, ეს არავის ადარდებდა; რაც უნდა გვექნა, მაინც მარტონი ვრჩებოდით“.

„ახალგაზრდობაში სულ დეპრესიები მაწუხებდა. მაგრამ ამას თვითმკვლელობამდე არ მივუყვანივარ. ამ ასაკში კი სულაც გამოვრიცხავდი, რადგან ისედაც უკვე თითქმის ყველაფერი მკვდარი იყო. მე მომწონდა სიბერე და სრულიად ვეთანხმებოდი იმ მოსაზრებას, რომ მწერალი ორმოცდაათი წლის მაინც უნდა იყოს, სანამ მის ნაწერებში სიცხადე იქნება. რაც უფრო მეტი მდინარე გადაგიცურავს, მით უფრო მეტი გაიგე მდინარეებზე. იმის თქმა მინდა, რომ ორმოცდაათ წლამდე იმდენჯერ გიწევდა თეთრი წყლის გადაცურვა და რიფებზე თავის გატეხვა, რომ ვინც გადარჩებოდა, მართლაც ბევრი რამის გაეგებოდა. თუმცა კაი რთული გამოცდილება იყო“.

„გასაგებია, რომ მორალი ადამიანის თავისუფლებებს ზღუდავდა, მაგრამ მორალის მცნება ხომ საუკუნეების გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბდა. ზოგ შემთხვევაში, ის ქარხანაში მუშათა შენარჩუნებას ემსახურებოდა, ანდა საეკლესიო მრევლის შენარჩუნებას და ერის ერთგულებას სახელმწიდოსადმი. ზოგ შემთხვევაშიც, მორალი საღ გონებას აქეზებდა“.

„ცოტა ვარჯიში არ მაწყენდა, თუკი სიბერეში, კნუტ ჰამსუნივით, სქელი რომანების წერას ვაპირებდი“.

„თანამედროვე საზოგადოებამ თვითონ შექმნა თავისი თავი და ახლა მისი წარმომადგენლები ერთმანეთსვე ჭამდნენ“.

„გარანტია არ არსებობს, როცა საქმე ადამიანის საქციელს ეხება“.

„კაცს ბევრი ქალის ყოლა მხოლოდ მაშინ ეპატიება, როცა არც ერთი არ ვარგა. მაგიტომაც ეძებს ახალს. მაგრამ გაუთავებელ ჟიმაობაში კაცი თავის იდენტურობას კარგავს“.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი