როგორ გადავლახოთ იმედგაცრუება?

0
817

რამდენად ხშირად გწვევიათ იმედგაცრუების შეგრძნება? იქნებ გიღალატეს, თქვენ კი ამას არ ელოდით? ან იქნებ ცდილობდით აგეწყოთ ბიზნესი, შეგექმნათ კარიერა, აგეწყოთ ურთიერთობა, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა.

სიტუაცია ცხოვრებაში მრავალი არსებობს, იმედგაცრუების შეგრძნებაც ხშირად გვსტუმრობს. მაგრამ,მთავარია, ამ გრძნობით არ ვიცხოვროთ, რადგან ამ ნეგატივმა შესაძლებელია ადამიანს ხელი შეუშალოს იმის დანახვაში, თუ რამდენად მშვენიერია ცხოვრება.

რათქმაუნდა, თქვენ შეგიძლიათ დიდი დრო დაუთმოთ იმედგაცრუებას და მუდმივად დეპრესიაში იყოთ, მაგრამ ასევე შეგიძლიათ დაძლიოთ ის და გახდეთ უფრო ძლიერი, ვიდრე ადრე იყავით. ქვემოთაა რამდენიმე ნაბიჯი, რომლებიც დაგეხმარებათ:

ისწავლეთ ყურადღების კონცეტრირება და თქვენი აზრების გაკონტროლება

თავიდან ჩანს, თითქოს ამის გაკეთება ძალიან რთულია, უფრო მეტიც შეუძლებელია, განსაკუთრებით დეპრესიულ მდგომარეობაში. თუმცა ეს შესაძლებელია. ამისათვის, თქვენთვის აუცილებელია განსაზღვროთ 5 მიმართულება თქვენს ცხოვრებაში, რაზეც თქვენ იფიქრებთ: 1.ოჯახი; 2.სამსახური; 3.მეგობრებთან ურთიერთობა; 4.საკუთარი თავის სრულყოფა; 5.ჰობი.

თქვენ მთელი დღე უნდა იფიქროთ ამ მიმართულებებზე. თუკი თქვენი აზრები სხვაგან გაფრინდება, მაგალითად, ისევ დეპრესიის მიზეზზე დამწუხრდებით, მაშინ გაამძაფრეთ სურვილები და აზრების კონცენტრაციით დაუბრუნდით საკუთარ თავს.

ისწავლეთ დაინახოთ პოზიტივი იმაში რაც უკვე მოხდა

თითქოს პარადოქსია: როგორ შეიძლება დაინახო პოზიტივი იმედგაცრუებაში?თუმცა, სინამდვილეში, ყოველ იმედგაცრუებას აქვს თავისი პლუსი. თუკი თქვენ დაიწყეთ ბიზნესი და იმედი გაგიცრუვდათ, ეს იმის ნიშანია, რომ უნდა ცადოთ სხვა მიმართულებით, ან ბიზნესი-თქვენი გზა არაა! თუ თქვენ სიყვარულში გაგიცრუვდათ იმედი, ესეიგი თქვენ უბრალოდ მოიშორეთ ის, რაც არ იყო ნამდვილი. იმედგაცრუება-ეს იმის ნიშანია, რომ ყველაფერი არასწორად იყო, ახლა კი ყველაფერი უნდა შეცვალოთ. გახსოვდეთ ხალხური სიბრძნე: “ყველაფერი ხდება უკეთესობისკენ.”

ისწავლეთ თქვენი გრძნობების გამოხატვა

ვთქვათ, თქვენმა მეგობარმა იმედი გაგიცრუათ. დიახ ეს მოხდა, მაგრამ თქვენი გრძნობები რატომ უნდა გადავიდეს თქვენ პროფესიულ საქმიანობაში? ეს ხომ თქვენ გიშლით ხელს სრულყოფილად იმუშაოთ და წინ წახვიდეთ. გამოდის, რომ ვიღაც ადამიანი ანგრევს მთელს თქვენს ცოხვრებას. ადამიანებთან ურთიერთობის აწყობა უნდა იცოდეთ, თუმცა თუ თქვენ მაინც იმედი გაგიცრუვდათ მეგობარში, იცოდეთ, რომ თქვენს ცხოვრებისეულ გზაზე კიდევ მრავალი ადამიანი შეგხვდებათ, რომლებიც თქვენთვის საყრდენები და მხარდამჭერები გახდებიან. რათქმაუნდა, კი მტკივნეული და უსიამოვნოა, კი-ის იყო თქვენი ძველი მეგობარი და როგორ შეეძლო მას ასე მოქცეულიყო? თუმცა საბოლოოდ, თქვენ თქვენი ცხოვრება გაქვთ. არავის მიცეთ უფლება დაანგრიოს ის.

სანაცვლოდ არაფერი მოისურვოთ

ამბობენ, იმას არ უცრუვდება იმედი, ვინც არ აღფრთოვანდება. არ გააიდეალოთ ადამიანები, რადგან რეალურად არავის აქვს ვალდებულება თქვენთან. ყველას თავისი პრობლემა აქვს, ამიტომ თქვენს პრობლემებზე ყველაზე ბოლოს ფიქრობენ.

იცხოვრეთ თქვენი მიზნებით

როდესაც ადამიანი ცხოვრობს მიზნით და იწვის მისით, მისთვის ისეთი მნიშვნელოვანი არაა ვინ უღალატა და რა მოხდა, ყოველ დანაკარგს აღიქვამს როგორც მხოლოდ დანაკარგი მიზნისკენ გზაზე (ხოლო დანაკარგი გარდაუვალია). ის აგრძელებს წინსვლას, იმიტომ რომ იცის რას უნდა მიაღწიოს და სად უნდა აღმოჩნდეს.

გახსოვდეთ, რომ ცუდი მომენტები ყოველთვის იქნება ცხოვრებაში, საჭიროა უბრალოდ ისწავლოთ მათთან გამკლავება. თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი სხვების საქციელებზე, ამიტომ ნუ გექნებათ ვინმეს ძალისა და დახმარების იმედი. ის, რაც თქვენ გგონიათ სწორი აუცილებელი არაა სწორი იყოს სხვებისთვისაც. თუკი თქვენ იმედი გაგიცრუვდებათ იმაზე რასაც აკეთებთ, გაიხსენეთ დიდებული ხალხის ბიოგრაფიები, მათაც მრავალი იმედგაცრუება ჰქონდათ, ისინიც კოტრდებოდნენ ადრე, სანამ გახდებოდნენ ცნობილები და მდიდრები.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი