აბრაამ ლინკოლნი – თავისუფლების ჭეშმარიტება

0
336

როცა კარგ რამეს ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ, როცა ცუდს, ცუდად. ესაა ჩემი რელიგია.

ის, რომ ზოგიერთებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, იმას ამტკიცებს, რომ სხვებსაც შეუძლიათ იგივეს გაკეთება.

ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ყველაფერს ნიშნავს.

თითქმის ყველა კაცს აქვს უნარი გაუძლოს გასაჭირს, მაგრამ თუ გინდა რომ კაცის ნამდვილი ხასიათი გამოსცადო, მას ძალაუფლება უნდა მისცე.

უმჯობესია მდუმარე იყოთ და ჩათვალონ, რომ სულელი ხართ, ვიდრე დააღოთ პირი და მართლა სისულელეები წამოროშოთ.

ადამიანის ხასიათი ხეს წააგავს, რეპუტაცია კი ჩრდილს. ჩრდილი ისაა, რასაც ჩვენ მასზე ვფიქრობთ, ხე კი ნამდვილი რამ.

ამერიკა არასოდეს განადგურდება გარედან. ჩვენი თავისუფლების დაკარგვა და წაბორძიკება მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა თავად ჩვენ გავანადგურებთ ერთმანეთს.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენი შეუპოვარი გაბედულება, იყო წარმატებული, ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ.

შენი მეგობარი ისაა, ვისაც იგივე მტერი ჰყავს, ვინც შენ.

კომპლიმენტი ყველას მოწონს.

ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ვისაც ნაკლოვანებები არ გააჩნია, ძალიან ცოტა ღირსება აქვს.

შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ.

მატყუარას კარგი მეხსიერება სჭირდება.

ის, რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასოდეს იქნება პოლიტიკურად მართებული.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო ბაბუაჩემი, გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის თუ ვინ იქნება ჩემი შვილიშვილი.

მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნება.

ადამიანთა უმეტესობა ბედნიერია ისე, როგორც გადაწყვეტს, რომ ბედნიერი იყოს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი