დავით ქაცარავას #მესიჯი ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ძალა ერთობაშია

0
257

ადამიანებს ხშირად მცდარი განცდა გვაქვს იმისა, რომ თავად არ შეგვიძლია გამოვიწვი ცვლილებებიცვლილებები ჩვენს ხელშია, ჩვენ ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია და ძალიან ბევრ რამეზე ვართ პასუხისმგებელნი, მთავარია ამას ვაცნობიერებდეთ. მარტო იმიტომ არ უნდა ვცხოვრობდეთ, რომ კომფორტის ზონაში ვარსებობდეთ და – ეს ჩემი საქმე არაა – ვიძახოთ. თუ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ჭრილში განვიხილავთ ამ საკითხს, მაშინ პასუხი ძალიან მკაფიოა, რუსეთის იმპერია ორ საუკუნეზე მეტია ყველანაირი ხერხით და მექანიზმით გვებრძვის, ორ საუკუნეზე მეტია რუსული პროპაგანდისტული მანქანა იდეოლოგიურად გვებრძვის და თავისი მისია შეასრულა.

ორ საუკუნეზე მეტია ცნობიერებაში „გვიტენიან“, რომ ჩვენ ვართ: მასხარების, გამრთობების, მეხაჭაპურეების და მეხინკლეების, მუცელზე და კუჭზე ორიენტირებული ერი, რომელსაც ღირსება არ გააჩნია და გვავიწყებენ, რომ ჩვენ გენეტიკურად მებრძოლი და მეომარი ერი ვართ.

ორ საუკუნეზე მეტია გვაჯერებენ, რომ რუსეთთან ბრძოლას აზრი არა აქვს, რომ რუსეთი ჩვენ ყოველთვის დაგვჯაბნის და რუსეთი ყოველთვის იმას გააკეთებს, რასაც საჭიროდ ჩათვლის, მან ამას მიაღწია – ამას ძალიან ხშირად ვისმენთ საზოგადოების პატივსაცემი წევრებისგან.

აზრი როგორ არ აქვს, აზრი აქვს ერთმნიშვნელოვნად! ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს და ხშირად გავიხსენოთ ვისი შთამომავლები ვართ, ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები. როგორ, მთელი ისტორიის მანძილზე რუსეთზე ნაკლები მტერი ჰყავდა საქართველოს? მგონი, ბევრად უარესი და ბევრად უარეს ეპოქაშიც ცხოვრობდნენ ჩვენს წინაპრები. მათაც რომ ასე ეფიქრათ, ახლა მე და შენ, უბრალოდ, ქართულად არ ვისაუბრებდით, ალბათ არც მართლმადიდებლები ვიქნებოდით.

დღეს ადამიანებს ჰგონიათ, რომ  მეორე დავით აღმაშენებელი უნდა გამოჩნდეს და ყველას გასაკეთებელი საქმე გააკეთოს. ასე არ ხდება, დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე ყველამ უნდა მოვძებნოთ ჩვენში, საკუთარ თავში უნდა დავინახოთ ეს ძალა, გავაცნობიეროთ და გავითავისოთ, რომ მცირე პროცენტით მაინც შევძლოთ ერთობა.

სინამდვილეში, რუსებს აფთრის ფსიქოლოგია აქვთ, თუ სისუსტე იგრძნეს, გადაგივლიან, შეგჭამენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემენ, მაგრამ თუნდაც მცირე, პრინციპულ წინააღმდეგობას თუ გადააწყდნენ, ფრთხებიან. შეიძლება ეს ვიღაცას გულუბრყვილო ნათქვამად მოეჩვენოს, რომ როგორ შეიძლება რუსს ჩვენი ეშინოდესო, მაგრამ სინამდვილეში ისინიც ადამიანები არიან და ადამიანს სიცოცხლის და თვითგადარჩენის ინსტინქტი ყველაზე ძლიერი აქვს. მით უმეტეს, მან ძალიან კარგად იცის, რომ არაკანონონიერად არის შემოჭრილი ჩემს მიწა-წყალზე, მან ზუსტად იცის, რომ ჩემი რისხვა 100 რუსის რისხვაზე უფრო მეტად ძლიერია, ამიტომ სიძლიერე უნდა დავანხოთ, მათ უნდა იცოდნენ, რომ არცეთ გოჯს არ დავთმობთ და ასე შეუიარაღებელი, შიშველი ხელებით დავიცავთ ჩვენს მიწა-წყალს. საბოლოო ჯამში, იმარჯვებს ის, ვინც მართალია. თუ შეგუებული ხარ ბედს, პასური ზიხარ და მხოლოდ უზალთუნებს იღებ ყურის ძირში, ბუნებრივია, რომ უზალთუნს წიხლსაც მოაყოლებენ.

ჩვენ მივყვებით ჩვენს ხაზს – ჩვენ ვართ სახალხო ძალა, რიგითი მოქალაქეების ერთობა, რომლებმაც დავტოვეთ ჩვენი კომფორტის ზონა და გვაქვს უდიდესი სურვილი, რომ ქვეყნისთვის რაღაც გავაკეთოთ. სახლში ჯდომა ჩვენთვის მიუღებელია, მიუღებელია აღშფოთება სახლიდან და მიუღებელია ჭკვიანური იდეების ფრქვევა ფეისბუქ სივრცეში. მინდა ვისარგებლო და მივმართო ჩვენს კრიტიკოსებასაც, რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან – სანამ გამაკრიტიკებ, რაიმე ჩემზე უკეთესი მითხარი, სხვანაირად, როგორ გავაჩერო რუსული ბორდერიზაცია?!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი