ადამიანის 4 ბუნებრივი მტერი (კარლოს კასტანედა)

0
1203
როდესაც ადამიანი იწყებს სწავლას, მას წარმოდგენაც არ აქვს იმ წინააღმდეგობების შესახებ, რომელიც მას ელის. მისი მიზანი ბუნდოვანია, ფიქრები კი არასტაბილური. ის ელის დაჯილდოებას, რომელსაც ვერასდროს მიიღებს, რადგან წარმოდგენაც არ აქვს იმ განსაცდელებზე, რომელიც ელოდება.
ცოდნა ხანდახან სულაც არ არის ის, რასაც მისგან ველით. ყოველი ნაბიჯი არის ახალი ამოცანა. შიში, რომელსაც ადამიანი განიცდის იზრდება განუწყვეტლივ და უმოწყალოდ. მისი მიზანი ბრძოლის ველს ემსგავსება და აი ასეთი სახით ადამიანის წინ ისახება მისი პირველი ბუნებრივი მტერი: შიში!
საზარელი, მზაკვარი, შეუბრალებელი მტერი! ის იმალება ყოველ მოსახვევში, ჩასაფრეული. თუკი ადამინი აღელვდება მის წინაშე და გაიქცევა, მისი მტერი მის ძიებას წერტილს დაუსვამს. ადამიანი უკვე ვეღარასდროს გახდება ადამიანი – მცოდნე.
ის შესაძლებელია გადაიქცეს ყბედად, ან სხვა შემთხვევაში, უწყინარ შეშინებულ ადამიანად. თუმცა ის მაინც იქნება გამარჯვებული!
იმისთვის, რომ დავძლიოთ შიში მხოლოდ ისაა საჭირო, რომ არ გავიქცეთ.
ადამიანმა უნდა გაიმარჯვოს შიშზე, მან უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯი სწავლაში, შემდეგ კიდევ ნაბიჯი, კიდევ… ის შეიძლება იყოს ძალიან შეშინებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არ უნდა გაჩერდეს.
და დადგება დღე, როდესაც მისი პირველი მტერი მას შეეშვება. ადამიანი თავდაჯერებული გახდება. მისი მიზნები გამყარდება. სწავლა უკვე აღარ იქნება მისთვის საშიში ამოცანა.
როდესაც დადგება ეს ბედნიერი დღე, ადამიანს შეეძლება თამამად თქვას, რომ მან დაამარცხა თავისი პირველი ბუნებრივი მტერი. ეს ხდება ეტაპობრივად, თუმცა მიუხედავად ამისა, შიში ქრება მოულოდნელად, წამში. ის, ვინც ერთხელ გადალახა შიში, თავისუფლდება მისგან ცხოვრების ბოლომდე, იმიტომ რომ შიშთან ერთად მოდის სიცხადე, რომელიც ფანტავს შიშს.
ამ დროისთვის ადამიანმა იცის ყველა თავისი სურვილი და ის თუ რა უნდა უქნას ამ სურვილებს. მას შეუძლია დასახოს ან მიიღოს ახალი ნაბიჯები სწავლაში და მისი ყველა მოქმედების განმსაზღვრელი ხდება გამჭოლი სიცხადე. ადამიანი გრძნობს, რომ მისთვის არ არსებობს საიდუმლოება.
და აი ასე ადამიანი ხვდება მეორე მტერს: სიცხადეს!
ეს სიცხადე, რამდენადაც რთულად მისაღწევია და ფანტავს შიშს, იმდენად დამაბრმავებელია…
ის აიძულებს ადამიანს არ დაეჭვდეს საკუთარ თავში. ის აძლევს თავდაჯერებულობას, ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერს სრულად და გარკვეულად ხედავს. თუმცა ეს ყველაფერი ილუზიაა, შეცდომაა. თუკი ადამიანი მოექცევა თავისი მოჩვენებითი ძალის გავლენის ქვეშ, ესეიგი მასზე გაიმარჯვა მეორე მტერმა და ის სწავლაში დატკეპნის ერთ ადგილს. ის გაიქცევა წინ მაშინ, როდესაც უკეთესია მოცდა, ან ის მოიცდის მაშინ როდესაც შეჩერება არ შეიძლება.
ასე, მცოდნე ადამიანის მაგივრად, ადამიანი შეიძლება გადაიქცეს მამაც მებრძოლად, ან ასე ვთქვათ – მასხარად! თუმცა სიცხადე, რომელიც მას ასე ძვირი დაუჯდა, არასდროს შეიცვლება კვლავ სიბნელედ და შიშად.
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ დამარცხება, საჭიროა გავიმარჯვოთ სიცხადეზე და გამოვიყენოთ ის მხოლოდ იმისთვის, რომ დავინახოთ და მოთმინებით დაველოდოთ. ყოველი ახალი ნაბიჯის გადადგმისას ზუსტად ავწონ-დავწონოთ ყველაფერი. უპირველეს ყოვლისა, ვიცოდეთ რომ ადამიანის სიცხადის არსი წარმოსახვითია.
ერთხელაც ადამიანი დაინახავს, რომ სიცხადე იყო მხოლოდ წერტილი მისი თვალების წინ. მხოლოდ ასე შეძლებს ის დაძლიოს თავისი მეორე ბუნებრივი მტერი და მიაღწიოს იმ მდგომარეობას, რომელსაც ვერავინ ავნებს. სწორედ ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება რეალური ძალა!
ამ ეტაპზე მისთვის ცხადი გახდება, რომ ძალა, რომლისთვისაც ის ამდენ ხანს იბრძოდა, როგორც იქნა მას ეკუთვნის. ადამიანს მისით შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც მოუნდება. მისი სურვილი – კანონია. ის სრულად ხედავს ყველაფერს ირგვლივ.
ზემოაღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ მის წინაა მესამე მტერი: ძალა!
ეს ყველაზე მრისხანე მტერია, შესაბამისად, ყველაზე მარტივია უბრალოდ დანებდე. რადგან საბოლოოდ მისი მატარებელი ადამიანი მართლაც დაუმარცხებელია. ამ დროს ადამიანი იშვიათად ამჩნევს მესამე მტერს, რომელიც უკვე შებყრობილია მისით. და ის ვერც ეჭვობს, რომ ბრძოლა უკვე წაგებულია. მისი მტერი აქცევს მას უმოწყალო, მომთხოვნ ადამიანად, მაგრამ არც სიცხადეს და არც ძალას ის არასდროს დაკარგავს.
ადამიანისგან ადამიანი რომელზეც მისივე ძალა იმარჯვებს, განსხვავდება იმით, რომ უკანასკნელი კვდება ისე, რომ რეალურად ვერ იგებს რა უქნას თავის მტერს. ძალა -მხოლოდ მისი ბედის ტვირთია. ასეთი ადამიანი ვერ ფლობს საკუთარ თავს და არ შეუძლია თქვას, როდის და როგორ გამოიყენოს თავისი ძალა.
მაგრამ, თუ ადამიანი მხოლოდ დროებით იყო დაბრმავებული თავისი ძალაუფლებით, შემდეგ კი უარყო იგი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არაა, ის ისევ ცდილობს გახდეს ადამიანი – მცოდნე.
ადამიანი გამარჯვებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მიატოვებს ყველანაირ მცდელობას და უარყობს საკუთარ თავს.
მესამე მტერის დამარცხება შესაძლებელია გაგებით. ადამიანი გაგებით უნდა მოეკიდოს იმ ფაქტს, რომ ძალა, რომელიც მისი აზრით დაიმორჩილა, სინამდვილეში მას არ ეკუთვნის და ვერასოდეს დაესაკუთრება მას. ის უნდა დარწმუნდეს საკუთარ თავში, ფხიზლად და უანგაროდ უნდა გამოიყენოს ყველაფერი რაც ისწავლა. თუკი მას შეუძლია დაინახოს, რომ თავდაჯერების გარეშე სიცხადე და ძალა ილუზიაზე უარესია, მაშინ ის მიაღწევს იმ წერტილს, სადაც ყველა მას დაემორჩილება.
შემდეგ ის გაიგებს, როგორ და სად გამოიყენოს თავისი ძალა. ეს კი იმის ნიშანი იქნება, რომ მან დაამარცხა თავისი მესამე მტერი და მივიდა თავისი ცოდნის მოგზაურობის დასასრულში.
და აქ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მას ხვდება მესამე მტერი: სიბერე!

➡️ეს არის ყველაზე მრისხანე მტერი, რომელზე გამარჯვებაც შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ გადაავადო შენი დამარცხება.
➡️ეს დგება, როდესაც ადამიანი თავს დააღწევს შიშებს, დაუოკებელ და გაუმაძღარ სიცხადეს, იმ დროს, როდესაც მთელი მისი ძალა მის განკარგულებაშია, იმ დროს, როდესაც მას იბყრობს გადაულახავი სურვილი დასვენების, წამოწოლის, თავდავიწყების. თუკი ადამიანი მას ნებას დართავს მართოს ის, თუკი დაღლილობას დანებდება, მაშინ ხელიდან გაუშვებს თავის უკანასკნელ ბრძოლას. შემოპარული მტერი ამარცხებს ადამიანს, აქცევს მას მოხუც უღირს არსებად. უკან დახევის სურვილი ჩრდილავს მის სიცხადეს, უარყოფს მის ძალასა და ცოდნას.
მაგრამ, თუკი ადამიანი თავიდან მოიშორებს დაღლილობას და იცხოვრებს ბოლომდე, ისე როგორც მას უწერია,მაშინ მას მართლაც შეიძლება ეწოდოს მცოდნე ადამიანი,თუნდაც არც თუ ისე დიდხანს ,თუნდაც მხოლოდ იმ ხანმოკლე წამით, როდესაც იგი შეძლებს დაამარცხოს საბოლოო და დაუძლეველი მტერი.
თუმცა, წამიერი სიცხადე, ძალა და ცოდნა უკვე საკმარისია!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი