ცნობიერი არაცნობიერის ტყვეობაში

0
1261

ისტორია სპილოების შესახებ

ზოოპარკში სპილოებთან გავლისას თვალშისაცემი და გასაოცარია, რომ ასეთი უზარმაზარი ქმნილებები წინა ფეხზე გამობმული წვრილი თოკით იყვნენ მიბმულები, მათ არ სჭირდებოდათ გალიაში გამოკეტვა ან მსხვილი ჯაჭვით დაბმა გასაჩერებლად. მათ ჩვეულებრივად შეეძლოთ გაენთავისუფლებინათ ფეხი თოკისგან, მაგრამ რაღაც მიზეზით ამას არ აკეთებდნენ. ტრენერმა გასაუბრებისას აგვიხსნა, თუ რატომ იჭერს ასეთ უზარმაზარ ცხოველს ასეთი პატარა თოკი. მან გვიამბო, რომ როცა ისინი იყვნენ პატარები, მათ აბამდნენ ჯაჭვით, სპილოები ცდილობდნენ აეწყვიტათ, მაგრამ არ ყოფნიდათ ძალა, თანდათანობით ისინი შეეგუენ ამ მდგომარეობას და ახლა ეს წინააღმდეგობა განმტკიცებულია მათ მეხსიერებაში. ახლა ისინი ადვილად გაგლეჯდნენ არამარტო თოკს, არამედ იმ ჯაჭვსაც კი, მაგრამ ამ თოკის სიძლიერისაც კი სჯერათ. ამიტომაც არც კი ცდილობენ თავის გათავისუფლებას. ეს მონათხრობი ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ამ ცხოველებს ნებისმიერ წამს შეეძლოთ თავი გაეთავისუფლებინათ „ბორკილისგან“, მაგრამ იმის გამო , რომ მათ სჯეროდათ, რომ ვერ შეძლებენ, არც კი ცდილობდნენ გათავისუფლებას. როგორც ეს სპილოები, უმეტესობა ჩვენგანიც დარწმუნებულია იმაში, რომ ამა თუ იმ დაბრკოლების გადალახვა არ შეგვიძლია, მხოლოდ იმის გამო, რომ ერთხელ არ გამოგვივიდა.

დათვის ისტორია

ერთ პატარა ზოოპარკში, ვიწრო გალიაში ყავდათ დათვი. მას ამ გალიაში შეეძლო მხოლოდ 4 ნაბიჯის გადადგმა ერთი მიმართულებით და ამდენივე უკან. იგი მთელი დღე ასე გადი-გამოდიოდა გალიაში. გავიდა დრო. დაიწყო ზოოპარკის რეკონსტრუქცია და ყველა ცხოველს გაუკეთეს გაცილებით დიდი ვოლიერი. მათ უკვე ჰქონდათ მეტი სიმწვანე და ამ დათვს ბასეინიც კი ერგო. ზოოპარკის თანამშრომლები აკვირდებოდნენ, თუ როგორ გაეხარდებოდა უზარმაზარ ცხოველს ეს სიახლე, როცა მას ვიწრო გალიიდან ფართო ვოლიერში გადაიყვანდნენ. და აი, დადგა ეს მომენტიც : მისი გადაყვანის დროს, ტრანსპორტირებისას, დათვმა იგივენაირად გააკეთა ოთხი ნაბიჯი წინ და ოთხი ნაბიჯი უკან, ასევე გამეორდა ახალ ვოლიერშიც – ოთხი ნაბიჯის შემდეგ ის ბრუნდებოდა უკან და აკეთებდა ისევ 4 ნაბიჯს. ასე გაგრძელდა დიდხანს და ისეც ვერ შეძლო დათვმა გაეგო, რომ მისი შეზღუდვა მოხსნილია და მეტი თავისუფლება აქვს. დათვის თავისუფლების შეზღუდვები განმტკიცებულია მის წარმოსახვაში და ეს მეხსიერება ბევრად ძლიერი აღმოჩნდა რეალობაზე. ის ახლაც ასე აგრძელებს ვოლიერში სიარულს – ოთხი ნაბიჯი წინ და ოთხი ნაბიჯი უკან.

აი, ზუსტად ასე იმართება ჩვენი ცნობიერიც, არაცნობიერში განმტკიცებული რწმენა -წარმოდგენებით, რომ „მე ვერ შევძლებ“… „მე არ მეყოფა ძალა“…. „მე არ მყოფნის რესურსი“… „მე არავინ არ ვარ“… „იჯექი და თავი არ გამოყო“… „სხვა ჩემზე ჭკვიანია“… „არ გამომივა და დამცინებენ“… „ჯერ არ ვარ მზად“ და ა.შ. როცა ამოტივტივდება ასეთი შემზღუდავი ფაქტორები, გაიხსენეთ სპილოების და დათვების ეს ისტორიები! მეტი რწმენა საკუთარ თავში და საკუთარ საქმეში! გახსოვდეთ ცნობიერი ტყვეობაშია!!!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი