შექებაზე დამოკიდებულება

0
536

შექებაზე დამოკიდებულება არ წარმოადგენს განსაკუთრებულ, ცალკე „დიაგნოზს“ ან თავისთავად, სხვისგან დამოუკიდებელ გამოვლინებას. ის ჩვეულებრივ შედის სხვადასხვა მეტად მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პრობლემების შემადგენლობაში. ეს შეიძლება იყოს ნარცისიზმი, სხვადასხვა დამოკიდებული შფოთვის განწყობა. ყველაზე მეტად ეს მოვლენა შეიძლება დავასათაუროთ ფსიქოლოგიური პატერნით.

მოთხოვნა რომ მოწონდე სხვას ფსიქიკის ნორმალური მდგომარეობაა ჩვენ გარემოცვისგან დადებითი უკუკავშირი უნდა მივიღოთ. ეს ჩვენ გვაგებინებს იმას რომ ჩვენ მიგვიღეს, მოვწონვართ და ვუნდივართ. ეს ფაქტორი პრობლემად მხოლოდ მაშინ გადაიქცევა, როცა ადამიანები ამ ნიშნების მიღებით ვერ კმაყოფილდებიან. მათ მუდმივად ეცოტავებათ და არ ყოფნით შქება. არა სიძუნწის მიზეზით არამედ გაუფასურების მიზეზით მათ არ ყოფნით ის რაც მისცეს. ხანდახან შექების მუდმივი შექების პროცესი გადაიქცევა დამოკიდებულებაში, რომლისგანაც ადამიანს მოწყვეტა აღარ შეუძლია. რაღ ქნას? როგორ შეიძლება სხვანაირად? მისი თვითშეფასება კიდია სხვისგან შექების ლურსმანზე. თუ ეს ლურსმანი არ არის, მაშინ თვითშეფასებაც სადღაც ძირს გდია, ამასთან ერთად დამსახურებოს ხარისხი და აზრი სრულებით კარგავს მნიშვნელობას, ყველაზე მნიშვნელოვანია გარშემომყოფთა ემოციური რეაქცია და შექება.

ყველა ბავშობიდან მოვდივართ. ბავშვს არ აქვს შესაძლებლობა და უფლება დამოუკიდებლად შეაფასოს საკუთარი ქცევები. ხომ ყველაზე ამრტივია საკუთარ თავზე თქვა შენ რა შგიძლია? მაგრამ არაფრით არ შეგიძლია! მხოლოდ სხვებს შეუძლიათ თქვან კარგი ადამიანი ხარ თუ ცუდი, სწორად იქცევი თუ არა. და თუ შენ შეგაქეს…. არ გაუცრუო! თუ გაუცრუებ შენ ვერ შეიფერე და აღარ ეყვარები იმდენად რამდენადაც შენი მიღწევა და წარმატება მხოლოდ სხვას შეუძლია შეაფასოს და მათი ნებაა რას დააფასებენ და რას უარყოფენ. ამ მიზეზით, თუნდაც თუ შენ ყველაფერი კარგად გააკეთე დარწმუნებული ვერ იქნები, რომ შეგაქებენ.

არის მეორე ვარიანტიც, როცა ბავშვს აქებენ ყოველი ნაბიჯისთვის და მას არ ეძლევა საშუალება ჩამოაყალიბოს საკუთარი ორიენტირები საკუთარი თავის და ქცევის შეფასებისთვის. ის იმდენად ეჩვევა მუდმივ ქებას, რომ როგორც კი ის შეწყდება, როგორც მინიმუმ აღიქმება სასჯელად და სოციალურ კატასტროფად. 

აი ამ ქცევითი პატერნის ნიშნები 

  1. როგორც უკვე ითქვა აღიარება ყოველთვის ცოტაა, როგორც კი შეაქეს ადამიანი ის იმავწუთს აუფასურებს ამ ქებას. თავის თავს ეუბნება რომ საამაყო არაფერი აქვს, არაფერი განსაკუთრებული, რისთვისაც შეიძლება საკუთარ თავს პატივი სცეს, არ გაკეთბულა ან სულაც ვერ თვლის, რომ სამართლიანად შეაქეს.
  2. სხვა მხრივ, თუ ასეთ ადამიანს დიდხანს არ შევაქებთ მას ეწყება მოჩვენება რომ არ უყვართ, პატივს არ სცემენ და თუნდაც ვერ იტანენ. ხანდახან ის პოულობს ამის მიზეზს თავის თავში, ხან ვერაფერსაც ვერ პოულობს და შეუქებლობას თვლს უსამართლობად.
  3. მიუხედავად ქების ასეთი მოთხოვნილებისა, ასეთი ადამიანები ძალიან უფრთხიან შექებას. თუ ვინმემ მათ მიმართ გამოთქვა დადებითი შეფასება მათ უნდებათ ეს ადამიანები გააჩუმონ ან საერთოდაც სადმე დაიმალონ ან გაექცნენ ამ სიტუაციას. მათთვის შექება ნიშნავს, რომ „რაღაცად ჩათვალეს“. შენ შეგამჩნიეს ? ახლა შენ განსაკუთრებით გაკვირდებიან და როგორც კი რამე არ გამოგივა, მაშინვე გადაგიყვარებენ და ზურგს შეგაქცევენ. თუმცა ბევრს ძალიან მოსწონს თუ კი ვინმე მათ ნამუშევარს იპოვნის და იტყვის „რა კარგია! ვინ გააკეთა ეს ასე კარგად? ვინ იყო ასეთი გენიოსი?“ მოკლედ, ის აღიარეს მაგრამ ვერ ამოიცნეს.
  4. ხშირად თითოეულ ადამიანს ჰყავს მისი ტალანტების დადასტურებული თაყვანისმცემელი, რომელსაც შეუძლია საიმედოდ და თავგადადებით აღფრთოვანება. მისი არსებობა არ წარმოშობს განგაშს, რომ მიატოვებს ან გადაიყვარებს. ის არამხოლოდ შეაქებს და არ განიკითხავს არამედ მასთან ერთად შეიძლება გამოლანძღოს შემზარავი უსულგულო სამყარო. არ არის აუცილებელი ეს ვიღაც იყოს რეალური, შესაძლოა იყოს ვინმე ცნობილი, ვინც თავისი ცხოვრებით ადასტურებს და ამართლებს შექებაზე დამოკიდებული ადამიანის ქმედებას. მაგალითად : თუ ცნობილი ადამიანი, სუპერვარსკვლავი „x” მოგვიწოდებს ცხოველთა დაცვისკენ, მაშასადამე მისთვის გამართლებულია კატების ან ძაღლების სადარბაზოებში ჭმევაც. ამას გარდა შესაძლოა იპოვოს მხარდაჭერა ვირტუალური სოც. ქსელების ჯგუფებში, ფორუმებზე და ეს გამოიყენოს თავის შესაქებად. ამასთან ბრძოლა არც ისე ადვილია და იმის მიხედვით თუ რა ხარისხის და რა ჩარჩოს პრობლემაა წარმოშობილი შექებაზე დამოკიდებულების შედეგად, შესაძლებელია რაღაც კონკრეტული რეკომენდაციები. ეს უბრალოდ „სულელული ჩვევა“ არ არის, არამედ არის პრინციპი, რომლითაც ფორმირდება მსოფლიოს ფსიქოლოგიური რუკა. რა თქმა უნდა საჭიროა დაფიქრება და საკუთარ სისტემაში საკუთარი თავის და სხვების შეფასების დოზის განსაზღვრა. საერთოდ დასაწყებია ბავშვების რუკების ახალ წყობაზე გადაყვანა.
ავტორი: ნატალია ერმაკოვა, ფსიქიატრი
თარგმანი: ვერიკო გოჯიაშვილი, გვანცა ლელაშვილი

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი