რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გონებას არ მივცეთ მოდუნების საშუალება

0
888

შეამჩნევდით რომ რაც უფრო შედიხართ ასაკში, მით მეტად უხალისოდ ეკიდებით საქმეს, რომელიც თქვენთვის უჩვეულოა, ითხოვს ყურადღების დიდ კონცენტრაციას და თხოულობს ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებას?

გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს : ნებისმიერი გაზეთის (ავტორების), კითხვა; კარგად ცნობილ პროფესიაში მუშაობა, საკუთარი ენის გამოყენება და იმ მეგობრებთან ურთიერთობა რომლებიც უსიტყვოდ და ნახევარი სიტყვით გვიგებენ, საყვარელ  რესტორანში სიარული, საყვარელი სერიალის ყურება… – ყველაფერ ამას რაც ჩვენ ძალიან გვიყვარს და კარგად ცნობილია მივყავართ ტვინის დეგრადაციამდე.

თქვენი ტვინი – ზარმაცი საქონელი (ისევე როგორც თქვენ), ხმარობს ისეთ ეშმაკობებს, გახარჯვინებთ სასარგებლო ენერგიას შაბლონურ მექანიკურ „საქმეებზე“, რომ ეს ენერგია არ მიიმართოს ამა თუ იმ შემოქმედებითი განვითარებისკენ.

ბიოლოგმა რიჩარდ სიმონმა, XIX საუკუნის დასაწყისში, თავის კვლევას და პროგრამას დაარქვა „ენგრამა“, რაც გამოწვეულია ფიზიკური, ჩვევებში გადასული ქცევებით ან მეხსიერების კვალდაკვალ, განმეორებითი ქცევით. ენგრამა შეიძლება წარმოვიდგინოთ ბილიკების სახით, რომლებსაც თქვენს ტვინში ნეირონები „თელავენ“ ერთი და იგივე სამუშაოს შესრულებისას. რაც მეტ ხანს ვასრულებთ ჩვენ ერთსა და იმავე სამუშაოს, მით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს ამაზე ჩვენი ტვინი. ამ პროცესში ის ზარმაცდება, წყვეტს განვითარებას და გადადის მექანიკურ მუშაობაზე. ხანდახან ეს ბილიკები გადაიქცევა გზებად თუნდაც ავტობანებად.

ერთი მხრივ ეს შესანიშნავი სუპერ შესაძლებლობაა – დიახაც, ერთგვაროვანი ქმედებების განხორციელებაში ხომ ნაკლები ენერგია იხარჯება? თუმცა ამ შესაძლებლობის მეორე მხარეს ჩვენი ტვინის პლასტიურობის დაქვეითება წარმოადგენს.

საქმე ისაა რომ, რაც მეტად ვსარგებლობთ ენგრამებით მით ნაკლებად მუშაობს ჩვენი ტვინის ბაზალური განგლიები. მათი ძირითადი ფუნქცია –  აცეტილოხოლინის ნეირომედიატორის გამომუშავება, რაც ეხმარება ნეირონებს ჩვენი ტვინის საინფორმაციო არეში ახალი ბილიკების გაყვანაში. (მივუთითებ, რომ ახლა ამ წუთას ამ წინადადების წაკითხვისას ეს პროცესი მიმდინარეობს თქვენს ტვინში) გაიხსენეთ თქვენი გზა სამსახურში ან უნივერსიტეტში. თუ თქვენ თითქმის წელიწადი მგზავრობთ ერთი და იგივე მარშუტით, თქვენი ქმედება იმდენად ავტომატური ხდება, რომ პარალელურდ შეგიძლიათ სხვა ქმედებებიც შეასრულოთ – იკითხოთ, მოისმინოთ მუსიკა, უპასუხოთ ფოსტას…  საყვარელ რესტორანში თქვენ არ გიწევთ საკუთარი თავიდან გამოწუროთ აცეტილოხოლინი და იფიქროთ იმაზე, რა აიღოთ სადილად, რადგან უკვე მთელი მენიუ ზეპირად იცით. მეგობრის ყალბ ღიმილზე თქვენ უკვე გრძნობთ განგაშს და არ გიწევთ დაიძაბოთ იმისთვის, რომ გაშიფროთ მისი ჩანაფიქრი. გეჩვენებათ, თითქოს რატომ უნდა შეცვალოთ ეს ყველაფერი? და შემდეგ ფიქრობთ, რომ ჩვენი ცხოვრება – ცვლილებათა უწყვეტი წყარო, ჩვენი კონტროლისადმი დაუმორჩილებელია. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ გვიწევს ცვლილებებზე მორგება და ამ „ქამელეონების რბოლაში“ გადარჩება ის, რომელიც სხვაზე სწრაფად შეიცვლის ფერს გარშემომყოფთა ფერის შესაბამისად და შეძლებს კრიზისის დროს თავი გადაირჩინოს.

თქვენ შეიძლება შეგამცირონ სამსახურში. თქვენი განყოფილების ამოცანები შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს და თქვენგან მოითხოვონ ახალი და ახალი უნარები და თუ თქვენ ვერ გაუმკლავდებით, რა თქმა უნდა, შეგამცირებენ.

ამისათვის ტვინის პლასტიურობას მუდმივი მხარდაჭერა და ვარჯიში ჭირდება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტვინი არის ბეტონი, რომელიც რაღაცა დროის შემდეგ გამოიფიტება (გამოირეცხება). გამოფიტული ტვინის მაგალითებს დიდი რაოდენობით ნახავთ , თუ შეხედავთ უმეტესობა 70 წლის მოხუცებს, რომლებსაც არ შეუძლიათ მიკროტალღური ღუმელის ტაიმერის ათვისება, ღიზიანდებიან ყველაფერ ახალზე, რადგან ასრულებდნენ ერთგვაროვან ქმედებებს ან მიყვებოდნენ აზროვნების შაბლონებს. ეს ბილიკები მათ თავში გადაიქცევა სოროებად, გვირაბები სალ კლდეებად და მეზობელ გამოქვაბულში გვირაბის გაყვანა  მათთვის  პრაქტიკულად შეუძლებელია.

თქვენი ამოცანაა – მუდმივად გადაურიოთ ეს სააზროვნო ნაკრები (მასალა) და არ მისცეთ მათ გაქვავების საშუალება. როგორც კი ჩვენ მოვდუნდებით და ვიწყებთ ენგრამების გამოყენებას, მაშინვე ჩვენი ტვინის რაღაც ნაწილი კარგავს ელასტიურობას ისე, რომ ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ ამას.

რა გავაკეთოთ რომ შევაჩეროთ ტვინის დეგრადაცია?გთავაზობთ ყველაზე უბრალო მაგრამ საკმაოდ ეფექტური მეთოდების ათეულს

აკონტროლე შენი თავი – თუ იგრძენით დისკომფორტი რომ რაღაც ისე არ არის (მაგ: თქვენმა საყვარელმა საიტმა შეიცვალა დიზაინი, ან მაღაზიაში გაქრა საყვარელი იოგურტი), ჩაავლეთ ამ შეგრძნებას და დაიწყეთ მისი დამუშავება, რატომაც არ უნდა მოვსინჯო სხვა ან ყველა იოგურტი და თუნდაც დავიწყო მისი თავად წარმოება?

ნუ გადაიკითხავთ უკვე წაკითხულ წიგნებს

ნუ უყურებთ უკვე ნანახ ფილმებს. კი, ეს ძალიან სასიამოვნო ფსიქოლოგიური გრძნობაა – შეიჭყიტო იმ მყუდრო სამყაროში, უკვე ნაცნობ პერსონაჟებთან, მაგრამ არანაირი სიურპრიზები! შენ უკვე იცი დასასრული და ტკბები წვრილმანებით, რომლებიც პირველ ჯერზე შეიძლება ვერ შეამჩნიე, რადგან წიგნი ერთ საათში გადაყლაპე. მაგრამ ამ დროს და შანსს ართმევთ იმ წიგნებს და ფილმებს, რომლებსაც შუძლიათ გაგიხსნან რაღაც პრინციპულად ახალი. ართმევთ თქვენს ტვინს ალტერნატიული ნეირონული კავშირების წარმოქმნის შესაძლებლობას.

ეძებეთ ახალი მარშუტები

ეცადეთ ეძებოთ ახალი მარშუტები სახლიდან და სახლისკენ. იპოვოთ ალტერნატიული მაღაზიები, კინოთეატრები, რესტორნები და სხვა ინფრასტრუქტურული ადგილები თქვენი ცხოვრების რუკაზე. ამან შეიძლება წაგართვათ დამატებითი დრო, მაგრამ მოგიტანოთ სასიამოვნო ბონუსები – მაგალითად შედარებით დაბალი ფასები მაღაზიებში ან ნაკლებად ხალხმრავალი კინოთეატრები.

ეძებეთ ახალი მუსიკა

თუ თქვენ ხართ მელომანი, თქვენს ხელთაა ათასობით კომპოზიცია და გეჩვენებათ, რომ თქვენი გემოვნება ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია, მე შემიძლია გაგაწბილოთ – ყველაზე ხშირად ჩვენ ვუსმენთ 50-100 მდე კარგად ნაცნობ ტრეკს, იმავე მიზეზით სასიამოვნოს, რასაც ადაპტირება ჰქვია და ჩვენს ტვინს არ ჭირდება დამატებითი რესურსების ხარჯვა ახალი მუსიკის დამუშავებასა და გააზრებაზე. მსოფლიოში რამდენიმე ასეული ათასი ინტერნეტ – რადიო სადგურია და ყოველ დღეც რომ გადავრთოთ ახალ-ახალზე, მაინც არ გვეყოფა ერთი ცხოვრება, რომ მოვისმინოთ ყველაფერი.

ეძებეთ ახალი მეგობრები და ნაცნობები

რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როცა გვყავს მეგობრები რომლებთანაც სიამოვნებით ვიკრიბებით ყოველ კვირას ფეხბურთის თამაშის თუ ახალი გარდერობის გასარჩევად. ეს ნამდვილად არის ფსიქოლოგიური კომფორტი, მაგრამ ჩვენი უმეტესობა ხომ მეგაპოლისებში ვცხოვრობთ, რატომ შემოვისაზღვროთ ჩვენი წრე 4-5 თუნდაც 10 ადამიანით, მითუმეტეს ხშირად ისინი ჩვენი არჩეულნი არ არიან, არამედ გარემოებით თავსმოხვეული –  სკოლის, ინსტიტუტის ან სამსახურის მეგობრები.

ჩვენში ჩადებული სოციალური ინსტიტუტები ძალიან ძლიერად მოქმედებს ჩვენი აზროვნების სტილზე და ხანდახან ისეც ხდება, რომ ჩვენ, ამა თუ იმ მეგობრების გავლენით ვიცვლით აზრს, ინტერესებს, და ხანდახან საერთოდ ცხოვრების სტილსაც კი.

გააჩინეთ ბავშვები

ბავშვები წარმოადგენენ თქვენს ცხოვრებაში  განუსაზღვრელობის, არაპროგნოზირებულობის და ქაოსის პერმანენტულ წყაროს. ისინი – ცოცხალი მიქსერები არიან თქვენს თავში, რომლებიც ანადგურებენ ყველა შაბლონს და თქვენგან დაწყობილი ყველა მარშუტის ახლიდან დამგეგმავები ხდებიან.

სხვადასხვა ასაკის შვილებმა იციან ყოველდღიურად თავიანთი მრავალფეროვანი კითხვებით, ქცევებით, ცელქობებით მშობლის განუწყვეტელ ექსპერიმენტებში ჩაბმა. თქვენ ვერც ამჩნევთ, თქვენი აზროვნება როგორი კრეატიული ხდება ბავშვების ხელში  და თქვენ იწყებთ განსხვავებულად ფიქრს.

ამ მხრივ სასარგებლო სამუშაოს ასრულებს ძაღლიც, პირველ რიგში მას სჭირდება სისტემატიური გასეირნება სუფთა ჰაერზე, რაც ტვინსთვის ძალიან სასარგებლოა და მეორე – გაიძულებთ თქვენ სხვა ძაღლების პატრონებთან ურთიერთობას. მესამე – ძაღლი ასევე შეიძლება გახდეს ქაოსის წყარო (დარბის, ურევს, ღრნის, თხოულობს ყურადღებას და აზროვნებას).

შეწყვიტეთ კრიტიკა

„რა საშინელი დიზაინია!“ „რა მიუღებელი ივენთი გააკეთეს!“ „როგორი არაკომფორტული სავარძლებია!“ – ეს და სხვა მილიონი აზრი თუ შეტყობინება facebook-ზე, გარშემომყოფებისგან და თქვენი კოლეგებისგან, ახლობლებისგან წარმოადგენს ცხოვრებაში მოულოდნელად მოსული ცვლილებების წინააღმდეგობის ინდიკატორს. დამეთანხმებით, რომ არის ბევრად საინტერესო საქმიანობები, ვიდრე მოითხოვო რესტორანში შენიშვნების წიგნი და დაწერო საჩივარი გაუზრდელ ოფიციანტზე. თქვენი პიროვნული განვითარებისთვის ბევრად სასარგებლო იქნება მიიღოთ ეს ცვლილებები და ტვინს მისცეთ მოტივაცია ახალ რეალობაში გააგრძელოს ცხოვრება.

შეწყვიტეთ ხალხს მიაკეროთ „იარლიყები“

ეს ძალიან კომფორტულია – იმის მაგივრად რომ გავერკვეთ ადამიანში, განვსაჯოთ თუ რატომ მოიქცა ასე თუ ისე – დავნებდეთ სისუსტეს, უბრალოდ მივაკეროთ მას „იარლიყი“ და მივაკუთვნოთ ამა თუ იმ ფსიქოტიპს. უღალატა ქმარს- ბოზია! სვამს მეგობრებთან – ლოთია! იჩხუბა? – აგრესიულია !

ყოველი ჩვენგანი იმყოფება გარკვეული ზემოქმედების ქვეშ, ან ცხოვრებისეული მდგომარეობის წნეხის ქვეშ, თუმცა არც ისე ბევრი პოულობს ამის სწორ  ახსნას,  უმეტესობას კი გამოაქვს საკუთარი დასკვნები და ბეჭდავს საკუთარ იარლიყებს.

ჩაატარეთ ექსპერიმენტები არომატებზე

მიუხედავად იმისა რომ ევოლუციამ მეორე ხარისხოვნად მიიჩნია ყნოსვის  რეცეპტორები, არომატები მაინც დიდ გავლენას ახდენენ ჩვენზე. და თუ თქვენ დიდი ხანია გაქვთ საყვარელი სუნამო, რომელსაც ვერ ცვლით, სწორედაც ახლა უნდა შეცვალოთ ის და შეეცადეთ პერიოდულად სისტემატიურად ცვალოთ იგი.

ისწავლეთ უცხო ენები

ამისთვის არ არის აუცილებელი შეიყვაროთ უცხოელი, გქონდეთ ახალი მოტივაცია, რომელიც დაკავშირებულია პროფესიულ ინტერესებთან ან ჰობისთან. უცხოური სიტყვები და მასთან დაკავშირებული სემანტიკური ველები პრინციპულად განსხვავდება თქვენი მშობლიური ენისგან და მათი შესწავლა ტვინის პლასტიურობის ვარჯიშის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად გვევლინება (განსაკუთრებით თუ კარგად გავცდებით ტურისტულ და ყოველდღიურ ლექსიკონს და ჩავღრმავდებით კულტურულ გასნაკუთრებულებაში).

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ტვინი გაცილებით რთულადაა მოწყობილი, ვიდრე ბევრს ეჩვენება. ერთი და იგივე მუსიკის მსმენელი ენგრამები მოქმედებს იმაზე როგორ ვურთიერთობთ ჩვენ მეგობრებთან. თუ ერთის შეცვლა შეგიძლია, შენთვის შესაძლებელი ხდება მეორის შეცვლაც.ახალ რესტორანში სუნის და გემოს მოულოდნელ შეგრძნებებს შეუძლიათ თქვენში გააღვიძოს საყვარელი ადამიანის ქმედების გადაფასების, ახლებურად შეფასების (გაგების ან პატიების) სურვილი. სამსახურის შემდეგ უცხო ქუჩაზე გასეირნებას შეუძლია სამსახურში წარმოშობილი პრობლემის გადაჭრის შესაბამისი გზები გაპოვნინოთ. ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები ერთიანდება.

და შესაძლებელია ერთ მშვენიერ დღეს, თუნდაც 30 წლის შემდეგ, როცა თქვენი შვილიშვილი მოგიტანთ თავის ახალ გაჯეტს, რომელიც ნანო-რობოტების თემას ეხება, თქვენ არ წამოიყვირებთ: „ღმერთო მომაშორეთ აქედან, ეს რა საშინელება!“ პირიქით, თანატოლივით ჩაურტყამთ ხელს და ეტყვით „ვაუ!“ და კითხავთ კიდეც : „როგორ მუშობს ის და სად შეიძლება შევიძინო?“

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი