ბუდისტური ფსიქოლოგია – დააკვირდით რას ლაპარაკობთ

1
4120
როგორც ლაპარაკობთ ისეც ცხოვრობთ! ბუდისტურ ფსიქოლოგიაში ნათქვამია, რომ ენერგიის კარგვის ძირითად წყაროდ გვევლინება მეტყველება. ქრისტიანული რელიგია გვასწავლის: „არ არის მნიშვნელოვანი რა ჩაგდის, არამდე მნიშვნელოვანია რა ამოგდის პირიდან.“ მათეს სახარება 15.11 „არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირიქთ გამომავალი შეაგინებს კაცსა“.
ზოგი ამ ფრაზას იყენებს, იმისათის რომ საკუთარი კვების სტილი გაამართლოს, რადგან მიყვება კვების არასწორ სტილს: „ჭამე რაც გინდა და რასაც ხედავ“ და ამავდროულად აიგნორებს გამოთქმის მეორე ნაწილს. ბევრი განდეგილი და წმინდანი მიდიოდა, განმარტოვდებოდა იმისთვის, რომ არაფერს ებიძგებინა მათთვის უსარგებლო საუბრისკენ, ქადაგებებში ასეთ მეტყველებას უქმ მეტყველებას ეძახიან. სწორედ ის წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას, სულიერი და მატერიალური პროგრესის გზაზე. პირველ შეფასებას ადამიანს ჩვენ ვაძლევთ იმის მიხედვით, თუ როგორ და რაზე საუბრობს ის. მეტყველება განსაზღვრავს ადამიანს.
პრაქტიკულად ყოველმა ადამიანმა, რომელიც ინტერესდება იოგით, აღმოსავლური ფსიქოლოგიით და ფილოსოფიით, იცის ბრძენი პატანჯალის სახელი და მისი მონუმენტალური შრომის შესახებ იოგის მიმართულებით (იოგა-სუტრა). მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ პირველ რიგში მან არაერთი ნაშრომი მიუძღვნა ლაპარაკს და მედიტაციას: „პატანჯალა ბხაშია“ პანინის გრამატიკის კომენტარების მიხედვით გვასწავლის, როგორ ვილაპარაკოთ სწორად და როგორ ავაწყოთ სწორად საკუთარი საუბარი. ანუ როგორია აზრის ფორმირების სისწორის მნიშვნელობა. ადამიანის ტვინსა და მეტყველებას შორის, ტვინსა და სხეულს შორის, ტვინსა და სულს შორის ძალიან მჭიდრო კავშირია. ჯანსაღი სხეული, ჯანსაღი ტვინი და ჯანსაღი მეტყველება აყალიბებს ჰარმონიულ ადამიანს. თანამედროვე კვლევებმა გვაჩვენა, რომ საუბრისას შეცდომები შემთხვევითი არ არის, მას მჭიდრო კავშირი აქვს მენტალურ განვითარებასთან. ენადაბმულობა და დაბრკოლება მეტყველებაში ჩნდება მაშინ, როცა ჩნდება სერიოზული ემოციური დარღვევები. პრაქტიკულად ყველა დაავადება თავისი არსით არის ფსიქოსომატური.
ყოველი ადამიანი სრულყოფისთვის სწრაფვისას პირველ რიგში უნდა გახდეს საკუთარი სხეულის მკურნალი, მეორე რიგში – გრამატიკის სპეციალისტი, რომელიც თალყურს ადევნებს თავის მეტყველებას და მესამე რიგში – ფილოსოფოსი, რომელიც შეიგრძნობს თავის საკუთარ ცნობიერებას და ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. 
ასეთი ადამიანის ცხოვრებაში არ რჩება ადგილი ფიზიკური არასრულფასოვნების, საკუთარ თავში გაუგებრობების და მოუწესრიგებელი მეტყველებისთვის. ზუსტად ასეთ ადამიანებს ბრძენი პატანჯალი ეძახდა იოგებს. ადამიანის მეტყველებაზეა დამოკიდებული მისი ჯანმრთელობა და მატერიალური კეთილდღეობა. ეს აზრი განეკუთვნება არა მხოლოდ სულიერ მუშაკებს, არამედ მათაც, ვინც ქმნის ეკონომიკას. კარგი საუბრის და სმენის უნარი მოეთხოვებათ ყველა ბიზნეს-სკოლაში. კრიმინალურ სამყაროშიც კი რომ მიაღწიონ ბანდიტურ იერარქიებს, ენის კონტროლი აუცილებელია. იქ ძალიან კარგად რეალიზდება ბუდს გამოთქმა რომ სიტყვით შეიძლება მოკლა ადამიანი. 3 წუთიანი სიძულვილით შიძლება გაანადგურო 10 წლოვანი მეგობრობა, სიტყვები ძლიერ განსაზღვრავენ ჩვენს კარმას, შეიძლება 10 წელი იყო დაკავებული სულიერი განვითარებით, ქველმოქმედებით, მაგრამ ერთი პიროვნების დამცირებით ყველა დონეზე ყველაფერი დაკარგო და გაინადგურო ცხოვრების დაბალი დონეებიც კი.
აიდან მოდის ეს?

დამცირებიდან. ვედური ასტროლოგია ამტკიცებს, რომ პლანეტა კეტუ პასუხისმგებელია დამცირებაზე, ეს არის მომენტალურად, სწრაფადმრეაგირებელი პლანეტა, რომელიც ხშირად ათავისუფლებს. ის ხშირად სულიერი და მატერიალური პლანეტების დახმარებით მიღწეული მდგომარეობის წართმევით სჯის ადამიანს, რომელმაც სხვისი დამცირებისთვის და გაუაზრებელი მეტყველებისთვის ეს დაიმსახურა. ამიტომ ვედურ ცივილიზაციაში, ყოველ ადამიანს ასწავლიდნენ ძალიან ყურადღებით ედევნებინა თვალი თავისი საუბრისთვის, სიტყვებისთვის, ფრაზებისთვის.
სანამ ადამიანი არ დაილაპარაკებს, მისი ამოცნობა ძნელია. სულელის და ბრძენის გარჩევა საუბრისას ხდება შესაძლებელი. მეტყველების სტილი ფლობს საოცრად დიდ ენერგიას. სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ დახვეწილი ხედვა ამტკიცებენ, რომ ადამიანები, რომლებიც უხეშად და დამამცირებლად საუბრობენ, სხეულის გარკვეულ მგრძნობიარე ადგილებში იღებენ შავ ლაქებს, რომლებიც წლების შემდეგ შეიძლება გადაიზარდოს სიმსივნურ დაავადებაში. 
მეტყველება – ეს არის სასიცოცხლო ძალის გამოვლინება. ყველაზე მთავარი, რისთვისაც განკუთვნილია ენა, ეს არის ლოცვების კითხვა, მანტრები და იმის განხილვა, რაც გვაახლოვებს სულიერებასთან. ასევე კარგია, აუცილებლობის ფარგლებში განვიხილოთ პრაქტიკული საქმეები, ვიურთიერთობოთ ახლობლებთან, მაგრამ მთავარია არ გადავაჭარბოთ. აიუვერდაში ნათქვამია, რომ მეტყველება პრანას გამოვლინებაა. პრანა ეს არის სასიცოცხლო ძალა – სამყაროს ენერგია. რაც მეტია პრანა, მეტად ჯანმრთელი, წარმატებული, ქარიზმატული და ჰარმონიულია ადამიანი. გაიცემა პრანა როცა ადამიანი საუბრობს. განსაკუთრებით, როცა ადამიანი ვინმეს აკრიტიკებს, განსჯის, განიკითხავს, აცხადებს პრეტენზიებს, იგინება მთლიანად იხრჯება მისი პრანა. სტატისტიკურად ჩხუბების 90% ხდება იმისთვის, რომ ჩვენ ვიღაცაზე ვილაპარაკეთ ცუდად. ყველაზე მეტად წარმატებულები არიან ადამიანები, რომლებიც სასიამოვნოდ და დადებითად მეტყველებენ და რომლებსაც შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი საუბარი. საუბრის სისასტიკე აღმოიფხვრება – სიმართლის სასიამოვნო სიტყვებით თქმის ცოდნით.
ადამიანები, რომლებიც უხეშად საუბრობენ, ყველა იერარქიაში ბოლო ადგილებს იკავებენ, ეს ყველა ქვეყანას ეხება. მიაქციეთ ყურადღება, რომ ქვეყნები მეტყველების მაღალი კულტურის დონით ყველაზე წარმატებულები არიან – იაპონია, გერმანია და დიდ რვნიანში შემავალი ყველა ქვეყანა. თუმცა ამ ბოლო დროს ზოგიერთ მათგანში მეტყველების კულტურის დეგრადაცია გახდა შესამჩნევი და ეს კიდევაც აისახა მათ ეკონომიკასა და სულიერ ცხოვრებაზე. აღმოსავლეთში ადამიანი, რომელსაც ელემენტარულად არ შეუძლია საკუთარი საუბარი აკონტროლოს, ძალიან პრიმიტიულ ადამიანად ითვლება, თუმცა შეიძლება ის სხვა ქვეყანაში პროფესორიც კი იყოს.
კარმა განისაზღვრება ჩვენი მეტყველებით. საჭიროა ვიცოდეთ, რომ ჩვენ თუ ვინმეს ვაკრიტიკებთ, ჩვენ თავზე ვიღებთ ამ ადამიანის ნეგატიურ კარმას და ხასიათის უარყოფით ხარისხესბ. ასე მოქმედებს კარმის კანონი. ასევე, ჩვენ ვიღებთ იმ ადამიანის ხარისხს, ვისაც ვაქებთ, ამიტომ ვედები მოგვიწოდებენ ვისაუბროთ ღმერთზე, წმინდანებზე და ვაქოთ ისინი, ეს ყველაზე ადვილი გზაა, რომ გამოვიმუშავოთ ღვთიური ხარისხები, ანუ თუ თქვენ გნებავთ რომელიმე თვისების ან ქცევის გამომუშავება, საკმარისია წაიკითხოთ ამა თუ იმ წმინდანზე, რომელიც ამ თვისებას ფლობდა ან ვინმესთან ისაუბროთ სხვის ამ თვისებებზე. დიდი ხანია აღინიშნება, რომ ჩვენ ვიღებთ იმ ადამიანის თვისებებს, ვიზეც ვფიქრობთ და ვსაუბრობთ. ამიტომაც აღმოსავლელი ფსიქოლოგები გვირჩევენ ვიფიქროთ, ვილაპარაკოთ წარმატებულ და ჰარმონიულ ადამიანებზე.
მაგრამ რაც მეტია ჩვენში ეგოიზმი და შური, მით ძნელი ხდება სხვაზე დადებითად ფიქრი და ლაპარაკი. ჩვენ უდნა ვისწავლოთ, რომ არავინ ვაკრიტიკოთ. შესაძლოა განვიხილოთ პაციენტი, რომელსაც ასტროლოგიურად, ჰოროსკოპის მიხედვით უნდა აღმოჩენოდა სერიოზული დაავადება, მაგრამ მას ეს დააავადება არ აღმოაჩნდა, მან კითხვაზე ამ პერიოდში თუ რას აკეთბდა ის მან გვიპასუხა, რომ დადო სიტყვა არავინ ეკრიტიკებინა, რის შემდეგაც შეამჩნია, რომ მისი ცხოვრება გაუმჯობესდა და მისი სულიერი ცხოვრება გავიდა სხვა დონეზე.
ის, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს, გვაძლევს თავის დადებით კარმას და მიაქვს ჩვენი უარყოფითი. ამიტომ ვედებში ყოველთვის ითვლებოდა, რომ კარგია რაც მეტს გაკრიტიკებენ. როგორ მუშაობს მეტყველება ჩვენს კარმაზე? „მახაბხარატში“ ნათქვამია, რომ თუ თქვენ რამე მონიშნეთ, რისი გაკეთებაც გსურთ, არავის არ მოუყვეთ ამის შსახებ, როგორც კი თქვენ ამაზე ილაპარაკებთ 80%-ით ამცირებთ მისი განხორციელების რეალობას. განსაკუთრებით თუ ამას მოუყვებით შურიან, ძუნწ ადამიანებს. რატომ აღწევენ სიტყვაძუნწი ადამიანები მეტს? ისინი არ კარგავენ ენერგიას. მეორე უბრალო წესი დაკავშირებული მეტყველებასთან – თუ ჩვენ სხვას გავუკეთეთ რამე კარგი, და შემდეგ წავიტრაბახეთ ეს სხვებთან, იმავე წუთს ჩვენ ვკარგავთ დადებით კარმას და სიკეთის ნაყოფს, რომელიც ქველმოქმედებით დავიმსახურეთ. ტრაბახა ადამიანები ძალიან ცოტას აღწევენ, ამიტომ ჩვენ საკუთარი მიღწევებით არ უნდა ვიტრაბახოთ, რადგან ისევე დავკარგავთ ამ მიღწევებს, როგორც სიკეთის ნაყოფს ვკარგავთ ტრაბახის დროს. ქრისტიანობაში გვეუბნებიან „შენმა მარჯვენამ არ უნდა იცოდეს რას აკეთებს შენი მარცხენა ხელი“.
აზრები განსაზღვრავს მეტყველებას. რეალური ისტორია 

შეგირდი მიდის ოსტატთან და ეკითხება: 
– თქვენ გვირჩევთ ვიცხოვროთ გახსნილი გონებით, მაგრამ ასე ხომ შეიძლება მთელი გონება გაგვიფრინდეს?
– შენ უბრალოდ პირი დაკეტე და ყველაფერი კარგად იქნება. – უპასუხა ოსტატმა.

აზრი განსაზღვრავს მეტყველებას, ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ სხვაზე ცუდად, რაც მეტია ჩვენს თავში უარყოფითი აზრები, მით მეტი მოედინება ჩვენი ენიდან. ის, ვინც ნათლად აზროვნებს, ნათლადაც მეტყველებს. 
არის კიდევ ერთი საფეხური – კრიტიკის მიღების ცოდნა. ტვინის ერთ-ერთი შესაძლებლობათაგანია ყველა სიტუაციაში გაიმართლოს თავი. რაც უფრო დაბალია ადამიანის დონე, მით მეტ გამართლებას ვისმენთ მისგან. ყველაზე მიუღებელი საქციელის ჩადენის დროსაც კი, ასეთი ადამიანი გაუწითლებლად იმართლებს თავს. ციხეებში, განსაკუთრებულად საშიშ დამნაშავეებთან სემინარების ჩატარების დროს გასაოცარია, რომ პრაქტიკულად არავინ თავის თავს დამნაშავედ არ თვლის. განვითარების მაღალ დონეზე მდგომი ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია, რომ მას შეუძლია მშვიდად მოისმინოს მისი მისამართით კრიტიკა.
გონივრული მეტყველების წესები

გამოქვაბულში სამი იოგა მედიტირებდა, უცბად მათ გაიგონეს რომელიღაც ცხოველის ხმა, ერთმა იოგამ თქვა – ეს იყო თხა, გავიდა ერთი წელი და მეორე იოგამ უპასუხა – ეს იყო ძროხა, კიდევ ერთი წელი გავიდა და მესამე ამბობს – თუ თქვენ არ შეწყვეტთ კამათს მე თქვენ დაგტოვებთ. 

გონივრული საუბრის პირველი წესი – მანამ, სანამ თქვენს მკვეთრ აზრს გამოთქვამთ, 10-მდე დაითვალეთ, ეს შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, რადგან ჩვენ ასეთ დროს 3-მდე დათვლაც არ შეგვიძლია, მაგრამ მეორე მხრივ, თუ თქვენ უპასუხებთ პატარა პაუზის შემდეგ, თქვენი პასუხი ცოტათი უფრო გონიერი იქნება, რადგან საკუთარი კრიტიკის დროს პირველი, რაც თავში მოგვდის, არის ის, რომ გვლანძღავენ – ეს არის სურვილი თავის მართლების და მკვეთრი პასუხის. ამიტომ ისწავლეთ 5 – 10 წამი დაფიქრდეთ მანამ, სანამ უპასუხებთ. სხვა სიკეთესთან ერთად, ეს შეგაძლებინებთ დაიწიოს თქვენმა ემოციამ. ადამიანი, რომელიც დაკავებულია თვითრეალიზაციით, ძალიან ცოტას და დაკვირვებულად საუბრობს. დიდი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენი ისტორიების წიგნებში ხშირად ვნახავთ, რომ ისინი არასდროს პასუხობდნენ სწრაფად ბრალდებებზე, და საერთოდ, ცდილობდნენ არაფერი ეთქვათ სიძულვილით, ხშირად ისინი გადაიტანდნენ საუბარს შემდეგი დღისთვის და საერთოდ იმ მომენტამდე სანამ ვნება არ ჩაცხრებოდა, რადგან მათ იცოდნენ, რომ სანამ სიძულვილი, ბრაზი და გაღიზიანება მოქმედებს მათ მეტყველბაზე, შედეგები იქნება სავალალო და შესაძლოა გამანადგურებელიც.
გონივრული საუბრის მეორე წესიარ უნდა გადავვარდეთ უკიდურესობებში. ღმერთი ვლინდება წვრილმანებში და სატანა – უკიდურესობებში. არ უნდა დავდოთ პირობა – „თევზივით პირში წყალს ჩავიგუბებ“, გასნაკუთრებით, თუ თქვენ ბუნებით ხართ ექსტრავერტი ეს თქვენ აუცილებლად გავნებთ. თუ თქვენი ფსიქოფიზიკური ბუნება ისეთია, რომ თქვენ უნდა ბევრი ილაპარაკოთ, მაშინ ისაუბრეთ ისე, რომ თქვენ და გარშემომყოფებმა მიიღოთ სიკეთე. ამიტომ იყავით ღია და კეთილგანწყობილი და რაც მთავარია იცხოვრეთ გააზრებულად. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჩვენი დონე განისაზღვრება წვრილმანი, უმნიშვნელო ფაქტებით – როგორი რეაქცია გვქონდა მაღაზიაში უხეშობაზე, როგორი ემოციები იწყებს ჩვენში დაგროვებას, როცა ჩვენ დაუმსახურებლად გვაკრიტიკებენ და ა.შ.
მეტყველების სამი დონე

მაღალ დონეზე მდგომი ადამიანი, ვინმეზე ცუდის მოსმენისას, რაღაც გამაღიზიანებელის დანახვისას ან გაგონებისას, შესაძლოა ცუდადაც კი გახდეს, მას შეიძლება გაუჩნდეს შეგრძნება, რომ ფიზიკურად ტალახში ამოსვარეს. ასეთი ადმაიანი ყოველთვის სიმართლეს გამოხატავს დადებითი სიტყვებით, გააზრებულად ამბობს ყოველ სიტყვას და მის ნათქვამს მოაქვს ჰარმონია სამყაროში. მის მეტყველებაში ჭარბადაა უწყინარი იუმორი ხშირად საკუთარ თავზეც კი. ასეთი ადამიანები პრაქტიკულად ყოველთვის ჯანმრთელები და ბედნიერები არიან, მხოლოდ შესაძლოა ძნელად გამოეყონ სულელურ გამონათქვამებს, რომ არ ჩაებან უაზრო საუბარში.

მოხუცი ადამიანები, ძალიან მგრძნობიარები არიან საკუთარი კრიტიკისადმი, მათ საათობით შეუძლიათ ისაუბრონ სექსის, ფულის, ეკონომიკური აყვავების, პოლიტიკის, საყიდლების თემებზე. დადებითად ისაუბრონ საკუთარ თავზე, ნეგატიურ კონტექსტში განიკითხონ სხვები, ხშირად ისინი საუბრობენ ჩქარა, აქვთ ბინძური იუმორი (სექსთან დაკავშირებული). როგორც წესი საუბრის დასაწყისში ისინი განიცდიან სიამოვნებას და აღმასვლას, მაგრამ საუბრის ბოლოს გრძნობენ თავს დაცლილად და ცუდად. და რაც მაღალია გაცნობიერების უნარი, მით ძლიერია ეს გრძნობა. მეტყველების ასეთ სტილს მივყავართ დეგრადაციამდე. 

ზრდილობას მოკლებული ადამიანები გამოირჩევიან იმით, რომ მათი საუბარი სავსეა დამცირებებით, პრეტენზიებით, განკითხვით, მუქარით, უცენზურო სიტყვებით და ა.შ. ყოველი სიტყვა გაჟღენთილია ზიზღითა და სიძულვილით და როცა ასეთი ადამიანი სასაუბროდ გააღებს პირს, იქმენა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ოთახი უსიამოვნო სუნით აივსო. და ასეთ ადამიანს თუ მოუწევს ვინმეზე კარგის თქმა და აღიარება, ის შეიძლება ავად გახდეს. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, ცნობიერად თუ არაცნობიერად, პროვოცირებას უწევენ სხვებს, ცდილობენ მათში გამოიწვიონ სიძულვილის ენერგია, გაღიზიანება, წყენა და შური, ისე როგროც თავად არიან ამ ტალღაზე განწყობილები, სხვაც დააავადონ ამ მდაბიო გამანადგურებელი ემოციებით. მათი იუმორი „შავია“, სავსეა დაცინვით და სხვისი მწუხარების სიხარულით. ისინი თავიდან ბოლომდე ილუზიაში იმყოფებიან. ასეთებს სამყარო მძიმე ბედისწერის დარტყმებით და ავადმყოფობებით მკურნალობს. მათ სწრაფად უვითარდებათ ფსიქიკური დაავადებები, მათთან გვერდზე ყოფნა ძალიან ძნელია და მით უმეტეს ურთიერთობა. როგორც წესი, იშვიათად გვხვდება ადამიანი, რომელიც ემოციის მუდმივად ერთ დონეზე იმყოფება. უფრო ხშირია ადამიანთა შერეული ტიპები, არიან ადამიანები, რომლებიც სწრაფად იცვლებიან რაც დამოკიდეულია : 

  • საზოგადოებაზე, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ – სამსახურში, სახლში, მეგობრებში. მაგალითად ვნებიან ადამიანთან ურთიერთობისას ძალიან მოკლე ხანში შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ აქტიურად ვართ ვიღაცის განკითხვაში ჩართულნი, თუმცა შეიძლება 10 წუთის წინ სულ არ ვფიქრობდით ამ თემაზე.
  • ადგილი. მაგალითად კაზინოში, ღამის კლუბებში, ლუდის დახლთან, ნარკომანების წრეში თემები ძალზე მოწყვეტილია სულიერებას. თუ ადგილი გაჟღენთილია ვნებით და უცენზურობით, მაშინ იქ გაჟღერებული საუბარიც იქნება შესაფერისი.
  • დრო. მაგალითად 21:00 – 22:00 საათები – ეს არის უცენზურობის (გაუნათლებლობის) დრო. ამიტომ ზუსტად ამ დროს გვინდება შესაბამის ადგილებში წასვლა, შეუსაბამო ფილმების ნახვა, აღზრდას მოკლებული საუბრები და ყველაზე კარგ შემთხვევაში – ვნებიანი თემები. „დილა ღამეზე ბრძენია“ – არის ასეთი ბრძნული გამოთქმა. დიდიხანია შემჩნეულია, რომ რაზეც ღამე ლაპარაკობდი ან მიიღე გადაწყვეტილება, დილით გინდა მისი შეცვლა, ან გადასხვაფერება, ან საერთოდ დავიწყება. ამიტომ უბრალო წესის მიხედვით, არასდროს არ მიიღო გადაწყვეტილება და რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკე ღამის საათებში. მაშინ ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად გადაიხრება ბედნიერებისკენ და დაგვიცავს ბევრი პრობლემისა და უბედურებისგან. შემთხვევითი არ არის, რომ ბუებაში ამ დროს ყველას ძინავს. როდესმე გსმენიათ ჩიტების ჭიკჭიკი ამ დროს? 

შეიძლება ჩაიტაროთ ერთკვირიანი ტესტი და კვირის ბოლოს დააკვირდეთ, როგორ მართავს შენ ცხოვრებას შენი მეტყველება: თუ სიკეთისკენ მართე იგი, მაშინ ადვილად შეამჩნევ, როგორ თანდათან შემოდის შენში ჰარმონია და ბედნიერება, თუ მეტყველება მიმართულია ვნებისა და უცოდინრობისკენ მაშინ, თავისთავად, რეზულტატი იქნება ავადმყოფობა, დეპრესია და უბედრება.
მადლიერება – ეს არის პირველი ნაბიჯი ჰარმონიასა და სიყვარულისკენს.

მნიშვნელოვანი წესი – თავიდან მოიცილე პრეტენზიები. პირველი ნაბიჯი სიყვარულისკენ – მადლიერებაა. ამ სამყაროში ძალიან ცოტაა სხვისადმი მადლიერი ადაიანი, ძირითადად ყველა გამოთქვამს პრეტენზიებს ფარულად თუ ღიად, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვინმეს არ ვემადლიერებით, ვიწყებთ კრიტიკას, პრეტენზიების წარმოჩენას. მსახურება – ეს არა მხოლოდ ფიზიკური დახმარებაა, პირველ რიგში ეს ნიშნავს ადამიანს დაეხმარო ღმერთის სიყვარულში და მიუახლოვო რაღცა ღვთიურს.
ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სიყვარულის გარეშე უბედურების და განადგურების მომტანია, როგორც არ უნდა გარედან ლამაზად შევფუთოთ ის. სწავლულები გვასწავლიან, რომ ყოველ წამს ჩვენ ან ვუახლოვდებით, ან ვშორდებით ღმერთს. ყოველი სიტუაცია – ეს გაკვეთილია და ამ გაკვეთილისთვის ჩვენ უნდა ვმადლობდეთ უფალს. უნდა ვმადლობდეთ მას ყოველი გამოგზავნილი სიტუაციისთვის. ყველაფერი იგზავნება ჩვენი სიკეთისთვის და ყოველი წუთი მიმართულია ჩვენი განსწავლისკენ. 
როგორც კი ჩვენში ჩდება პრეტენზიები, ჩვენი გულის ცენტრი იბლოკება, ყველაზე ხშირია პრეტენზიები ბედზე, გარშემომყოფებზე, უკმაყოფილება საკუთარი თავით და სამყაროთი. პრეტენზიები ვლინდება, არა მხოლოდ სიტყვებში არამედ პირველ რიგში აზრებში, სასაუბრო ტონში, ურთიერთობის სტილში და ცხოვრებისადმი განწყობაში. ყოველი სიტუაცია ჩვენ იმისთვის გვეძლევა, რომ საკუთარ თავზე ვიმუშვოთ, რაც ნაკლებად ვართ დაძაბულები, მით მეტად ვართ ჰარმონიულები. და რაც მეტად ვართ დაძაბულები მიტ უფრო სასტიკ გაკვეთილებს ვიღებთ. როგორც კი ჩვენში წარმოიშობა სიტუაციის მიმღებლობა – იწყება მოდუნება, განტვირთვა და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სიტუაცია მალე გადაწყდება. აიურვედა ამბობს, რომ თქვენ ვერ დაამარცხებთ ავადმყოფობას, თუ თქვენ მას არ მიიღებთ. სრული მიმღებლობა შიგნით ეს არის პირველი ნაბიჯი განკურნებისკენ და სხვა ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისკენ, როგორც ღვთის საჩუქარი და წყალობა, მადლიერება ამ დაავადებისთვის თუ უბედურებისთვის და შემდეგ უკვე საჭიროა მომდევნო ნაბიჯები გაიღო, ყველა ძალა მიმართო იქით, რომ ის გადაწყვიტო. თუ ჩვენ არ ვიღებთ სიტუაციას, მაშინ 90%-ზე მეტი ჩვენი ენერგიისა მიდის მასზე ნერვიულობაზე. ჩვენს ორგანიზმს შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ ავადმყოფობას, ასევე ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ ნებისმიერი სიტუაცია, დაბრკოლება და იქიდან გამოვიდეთ გამარჯვებული. თუ ჩვენ გვეძლევა ესა თუ ის გამოცდა, ესე იგი შეგვიძლია კიდეც მისი ჩაბარება. ღმერთი გამოცდას არ მოგცემს, თუ ის შენ ძალებს აღემატება. პრეტენზიების მაგივრად უნდა მივეჩვიოთ ვმადლობდეთ ყველას. პრეტენზიები – ეს არის პირველი ნაბიჯი ავადმყოფობისა და უბედურებისკენ. თქვენ შეგიძლიათ გამოიძიოთ რა დონეზეა თქვენში მადლიერება და რა დონეზეა პრეტენზიები. აღმოაჩენთ, რომ ხშირად თქვენში მეტია პრეტენზიები, ვიდრე მადლიერება. პრეტენზიები მოედინება გონებიდან და ცრუ ეგოდან. 
ნებისმიერ ჩვენს პრეტენზიას აქვს დესტრუქციული ბუნება, ისინი გვწურავენ ენერგიისგან და კეტავენ ჩვენს გულს. ნებისმიერი მიმღებლობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ვიღებთ ნებისმიერ სიტუაციას. ბევრი შეგუებულობისკენ მოწოდებას იღებს ისე, როგორც მაგალითად ერთ ლოყაში რომ გაარტყან მიუშვიროს მეორე, მაგრამ ეს უფრო ეხება შინაგან დმგომარეობას და არა ფიზიკურს. ჩვენ ვიღებთ ბედის ნებისმიერ საჩუქარს, როგორიც არ უნდა იყოს ის. სასურველია რაც შეიძლება ხშირად ვიმეოროთ გონებაში და ხმამაღლაც: „ყველაფერი უფლისგან სიყვარულით მოდის“. დიდი ხანია შესამჩნევია, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ფრაზას იმეორებდნენ, ეცვლებოდათ სახის გამომეტყველება, ისინი ხდებოდნენ რბილები, ორგანიზმში ეხსნებოდათ დაძაბულობები და მთლიანობაში ისინი ხდებოდნენ ბევრად ბედნიერები და ჯანმრთელები.
მოსინჯეთ, ეს მუშაობს!!!

თუ ჩვენი არაცნობიერი იქნება განწყობილი მიმღებლობისკენ, ყველაფერში უმაღლესი ნების დანახვისკენ, სწრაფად მივაღწევთ სრულყოფილებას.


ჩვენს დროში თითმის ყველა თვლის რომ ყველა მათი ვალდებულია და თუ ვინმე რამე კარგს უკეთებს მეორე ადამიანს მას უჩნდება რწმენა, რომ ის ადამიანი სიკვიდლამდე მისი ვალდებულია.

როგორც ყოველთვის ჩვენ ვდგებით არჩევანის წინაშე ან შევუერთდეთ ამ საერთო განწყობას, ან ვდურთოთ თავი საყვედურების, პრეტენზიების, სიძულვილის ჯოჯოხეთურ სამყაროში დახურული გულით ან შევეჩვიოთ ყველაფერში დავინახოთ უფლის წყალობა, სიყვარული და კითხვის მაგივრად „რატომ?“ დავსვათ კითხვა „რით დავიმსახურე?“, ასევე მივეჩვიოთ პირი მხოლოდ მადლიერებისთვის გავაღოთ იმ შეგნებით, რომ სიამოვნება შეგვიძლია მივიღოთ მხოლოდ უანგარო და ჩუმი გაცემით. სიყვარული შეიძლება შეიგრძნო მხოლოდ გაცემით. ჩვენ ამ სამყაროში და ამ დროში ისეთი ფართო შესაძლებლობები გვაქვს მოცემული, თუნდაც ამისთვის უნდა ვმადლობდეთ უფალს. ამიტომ მოდით აქედანვე დავუდოთ ჩვენ თავს პირობა, რომ თვალყურს მივადევნებთ ჩვენს მეტყველებას, მიზნად გავიხდით ღმერთისადმი და სამყაროსადმი სიყვარულს და ყველა დონეზე გვექნება მისწრაფება სიყვარულისკენ.

1 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი