მაგდა ფერაძე – დამოკიდებულების პათოლოგია

0
216

ნარკოტიკებს მოიხმარენ იმისთვის, რომ გაექცნენ რეალობას მაგრამ, რატომ გავურბივართ რეალობას, როცა ის ასეთი მდიდარი და მრავალფეროვანია? –  ჯერალდინა ჩაპლინი

ადამიანი დამოკიდებულების პათოლოგიით, ხშირად განიცდის რეალობიდან გაქცევის სურვილს ილუზორულ (მცდარ) სამყაროში, სადაც თავისუფალი იქნება პიროვნული პასუხისმგებლობისგან. დამოკიდებულების პათოლოგია განიხილება როგორც:პიროვნების დესტრუქციული ( დარღვეული, დაშლილი) ქცევა და ფსიქოლოგიური აშლილობა.

ადამიანი მთელი მისი მოცემულობით არის სოციალური არსება, სამყაროს ეგზისტენციალური ცენტრი რომელიც მუდმივად ისწრაფვის პიროვნული და სულიერი ზრდისკენ. ნებისმიერი ტიპის დამოკიდებულების ჩამოყალიბების შემთხვევაში (აზარტომანია, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი) პიროვნული განვითარება იკლებს და საბოლოო სტაგნაციამდე მიდის. ვიწროვდება მისი ინტერესთა სფერო, ხედვა, იცვლება ღირებულებათა სისტემა. პიროვნება წყვეტს კონტაქტს, როგორც საკუთარ ,,მე” -სთან ასევე სამყაროსთან.

ეიფორიულ მდგომარეობას დეპრესიული ფონი ანაცვლებს, ხშირია არასრულფასოვნების შეგრძნება, დანაშაულის გამძაფრებული განცდა. ფსიქოლოგიურ პრობლემებს თან ერთვის ფიზიკურიც, ქვეითთება ყნოსვის, გემოს და ტაქტილური შეგრძნებები. იწყება ემოციური გაღარიბება, გაუცხოება სამყაროსთან. გარემო ხდება ტოქსიური და აუტანელი.

ამ ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეგრძნებების ფონზე პიროვნება დროთა განმავლობაში ემიჯნება სოციუმს და საბოლოოდ ექცევა იზოლაციაში. დამოკიდებულების პათოლოგიის დაძლევის პირველი ეტაპი პრობლემის საკუთარ თავთან აღიარებაა, რისი გაცნობიერებაც ფსიქოთერაპიის პროცესში ხდება. რადგან ადამიანი თავად არის საკუთარი ცხოვრების შემოქმედი, მისი არჩევანია იცხოვროს, სენთან ერთად, თუ განიცადოს კათარზისი და დაბრუნდეს აქ და ახლა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი