ჯიდუ კრიშნამურტი:,,ყველგან სადაც არის მწუხარება, არის მოლოდინი რაღაც ქმედების”

0
900

თანდათანობით უსაფრთხოების მოთხოვნილება ანადგურებს გონიერებას. გონება, გამოცდილების შედეგად,  მეხსიერებაში ფრთხილად  აგროვებს  საკუთარი თავის უსაფრთხოებას, რაც ხელს უშლის სიცოცხლის უსასრულო მოძრაობის უწყვეტ  მოწესრიგებას.

გამოცდილება, უფრო მეტად არის დროისაგან შექმნილი უსაფრთხოება, თავდაცვის ხსოვნა, მთელი იმ ბარიერებით რაც  გვხვდება ცხოვრებაში და რაც აუცილებლად მოიტანს კონფლიქტსა და ტანჯვას.ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ შენ უნდა დაივიწყო წარსული. მე უბრალოდ მინდა აგიხსნათ, რომ როგორც ფიზიკურად ვეძებთ უსაფრთხოებას, ასევე მენტალურად ვეძებთ გადასვლას გაურკვევლობიდან გარკვეულობისკენ , რაც ნელ- ნელა ხდება სრულიად გაურკვეველი, სადაც არასოდეს არ არის სისრულის მომენტი, მხოლოდ გარდაუვალი მარტოობა.                                                                                               მე გარწმუნებთ თქვენ, რომ როდესაც არის სრული სიშიშვლე, სრული უიმედობა, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაურკვევლობის მომენტში იბადება ნაპერწკალი უზენაესი გონიერების, მადლი ჭეშმარიტების.   უსაფრთხოების ძებნაში ჩნდება შიში, რომელიც წარმოშობს ბევრ ილუზიებს, ყალბ დისციპლინას, დათრგუნვას, გარყვნას, სიკვდილის შიშს და მომავალის კვლევას.

რატომ არის ამხელა ინტერესი მომავლის მიმართ? იმიტომ რომ ცხოვრება აქ არის ძალიან ზედაპირული, განპირობებული, კონფლიქტური, ქაოტური, უგუნური, სიხარულისა და ექსტაზის გარეშე, აქედან უყურებენ ისინი მომავალს  და ამოტომაც იწყებენ მის კვლევას.

მარადისობა არის უწყვეტი “გახდომა”, არა ამ ცნობიერების რაც არის ~მე~, არამედ მხოლოდ გონიერების, რომელიც თავისუფალია როგორც განსაკუთრებულობისგან, ასევე ჯგუფისგან, იმ ცნობიერებისგან რომელიც ქმნის დაყოფას. როდესაც გონება თავისუფალია ამ ტიპის ილუზიებისგან, აქვს უნარი განასხვაოს უსასრულო აწმყო. ეს არის რაღაც, რისი ახნაც შეუძლებელია, ეს ყველანაირი არგუმენტის იქითაა. ეს მოითხოვს დიდ შეუპოვრობასა და მუდმივ მიზნდასახულობას.

მე ვფიქრობ რომ  სამყაროს მდგომარეობა ამჟამად  არის ქაოსი, გამოწვეული კონფლიქტებითა და მრავალი თეორიებისგან მოტანილი, სულელური ქმედებითა და დაყოფით. რამდენადაც დრო გადის, ჩვენ ვხდებით უბრალოდ რაღაც თეორიებით თავმოყრილი ცოდნა, მზრდადი დაყოფითა და  ურთიერთსაწინააღმდეგო ექსპერიმენტებით  და ამ კონფლიქტში  მთლიანად ვართ ჩართულნი, ხოლო გონიერება, რაც არის ჭეშმარიტი გამოხატულება  და შესაძლებლობა  ცხოვრების, მთლიანად დავიწყებულია.                               

ეს არის სამყაროს მდგომარეობა დღეს. რა შეიძლება იყოს ჩვენი ქმედება, ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი ფიქრი? აპირებ დაელოდო როდის გახდება ეს სამყარო სრულყოფილი რევოლუციების შედეგად, ეკონომიკური ცვლილებების ან პოლიტიკოსების დიდი სოციალური გარდაქმნების შედეგად? ეს ლოდინი  და მომავლის იმედი არის მხოლოდ გაქცევა და მხოლოდ გადადება ცხოვრების სამომავლოდ.

სჯობს არ მიიჩნიო შენი თავი არც ინდივიდად და არც ჯგუფად, დაიწყო აზროვნება ახლებურად, სრულიად საწყისიდან.  განთავისუფლდე მრავალი სისულელეებისგან და გახდე დიდად სათნო, ბევრი რამ, რაც თავისთავად  გონივრულია, მიიღე,  ეს არის ფიქრის ჭეშმარიტი უბრალოება და პირდაპირობა, რაც იქნება უზენაესი გონიერება და შესაძლებელია მოვიდეს ნაყოფიერ ქმედებაში? რას აპირებთ, ელოდებით მომავალს იმ იმედი, რომ  სასწაულის შედეგად,  სამყარო გახდება სრულყოფილი; თუ იწყებთ თქვენი საკუთარი კონფლიქტების გაცნობიერებას   გარემოსთან მიმართებაში, სადაც შეუძლებელია გაქცევა და სადაც არის დასრულებული ქმედება.

ეს არის პრობლემა მრავალი ადამიანისთვის:–  ან უბრალოდ ლოდინი და დროის დანიშვნა, ან უნარი, განასხვავო ჭეშმარიტი მნიშვნელობა ცხოვრების, თავისი კონფლიქტებითა და მწუხარებით, არ შექმნა ახალი სისულელეები და ილუზიები.  მაშასადამე იცხოვრო პირდაპირ და უბრალოდ. ერთი მოიტანს აბსოლიტურ უწესრიგობას, ზედაპირულობასა და მოწყენილობას. მეორე კი მარადიულ ექსტაზს.                                                                    

ყველგან სადაც არის მწუხარება, არის მოლოდინი რაღაც ქმედების, მოლოდინი რომ, ხელისუფლება შეცვლის  პირობებს.  ამასობაში შენი საკუთარი ცხოვრება ხდება უფრო და უფრო ზედაპირული და უმნიშვნელო, მთელი თავისი სიცარიელით თანამედროვე საზოგადოებისა, და  ეგრეთ წოდებული სულიერი ხალხისა.                                                       

როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, გონიერება არის პრობლემების მოგვარების ერთადერთი საშუალება, რაც მოიტანს ჰარმონიას სამყაროში, ჰარმონიას გულისა და გონების ქმედებაში.  ადამიანი,  უვიცობისა და ილუზიებისგან განთავისუფლდება  არა სისტემებისაგან ან  უბრალოდ ჩვენი გარემო პირობების ცვლილებისაგან, რაც მიზეზია ჩვენი ტანჯვის. არამედ  თავისი შეგნებითა და თავისი სისავსით, შეძლებს განასხვავოს ჭეშმარიტი მნიშვნელობა  მრავალი შეზღუდულობის, რაც მოიტანს გონიერებას და აღმოაჩენს მარადიულობას.                                                          

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი