რა არის საჭირო გამდიდრებისთვის

0
2318

იმისთვის რომ გაჭირვებიდან გამოძვრეთ, ძალიან ცოტაა „აკეთოთ რაღაცა“ ან „იმუშაოთ სადღაც“. ეს სწორედ მიგაქანებთ გაჭირვებისკენ და მდაბიო მდგომარეობისკენ. რომ გახდეთ მდიდარი, საჭიროა შეასრულოთ შემდეგი მარტივი წესები:

თითოეული თქვენი პრობლემა უნდა გადაწყდეს უმოკლეს ვადებში, როგორც წესი, ამ პრობლემების გადასაჭრელად მოგეთხოვებათ მინიმალური ძალისხმევა. იყავით გამბედავები! ნაკლები იფიქრეთ და მეტი აკეთეთ!

  • ნაკლები იმუშავეთ ვიღაცაზე. რაც მეტს მუშაობ, მით ცუდად ცხოვრობ. სიტყვა მუშაობა ნაწარმოებია სიტყვა მუშადან!
  • თუ თქვენ გადაწყვიტეთ გქონდეთ ფული, მოიტანეთ ბაზარზე რამე ღირებულება და ხალხი მოგიტანთ თქვენ ფულს და ზუსტად ფულის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დამაჯერებლად წარმოაჩენთ თქვენ ამ პროდუქტის სარგებლიანობას.
  • იმუშავეთ მხოლოდ თქვენი ინტერესისთვის. დაივიწყეთ მოწოდებები კორპორატიული კულტურის და ლოიალობის შესახებ. ფირმა ყოველთვის ცოცხლობს თქვენით, სხვა შემთხვევაში თქვენ იქ არ იმუშავებდით.
  • იფიქრე იმაზე, როგორ გამოიმუშავო მინიმუმ 50 000$ თვეში, შესაძლებელია მეტიც. ნაკლები არ შეიძლება. ფული თქვენს ხელში მოდის სხვა ადამიანების მეშვეობით. იქონიეთ ურთიერთობები! მარტოსულები და უმეგობროები იშვიათად ხდებიან მდიდრები.
  • გაჭირვებული გარემოცვა თითქმის ყოველთვის გითრევთ თქვენც გაჭირვებაში. ძალიან მდიდარ ადამიანებსაც კი ხშირად აღმოაჩნდებათ ნათესავები, მეგობრები და სხვა მთხოვნელები, რომლებიც თუ პროფესიონალურად არ ჩამოიშორე, სწრაფად ჩაგძირავენ, გამოგაცლიან მთელ ფულს. თუ თქვენ ჯერ ისევ გაჭირვებული ხართ, ესე იგი თქვენს გარემოცვაში უბრალოდ არ უყვართ, პატივს არ სცემენ და უფრო მეტიც სძულთ მდიდრები. ყოველთვის უნდა გქონდეს ურთიერთობა გამარჯვებულებთან და ოპტიმისტებთან. ზუსტად ასე, ხაზგასმით გამარჯვებულებთან და ოპტიმისტებთან!
  • გაჭირვება წარმოიშვება, თუ თავს არიდებ პასუხისმგებლობებს!
  • თუ თქვენ ცოტა ფული გაქვთ, უნდა დაიწყოთ ბიზნესი. თუ ფული საერთოდ არ გაქვთ სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ ბიზნესი – დაუყოვნებლად! აი, ახლავე ეძებეთ პრობლემები და გაიაზრეთ მათი გადაჭრის მეთოდები, შესაძლებლობები. ყველაზე სწორი გადაწყვეტილებები გააფორმეთ ბიზნეს პროექტის სახით და შესთავაზეთ ინვესტორებს.
  • გრანდიოზული სიმდიდრისკენ გზა გადის მხოლოდ მცირე შემოსავალზე. შემოსავალი, რომელიც მოდის თქვენთან, არ არის დამოკიდებული თქვენს ძალისხმევაზე. შექმენით პასიური შემოსავლის წყარო და იცხოვრეთ თქვენი სიამოვნებისთვის.
  • სარგებლიანი ინვესტიციისთვის არსებობს მხოლოდ ორი წესი : პირველი – მოუფრთხილდი ფულს! მეორე – მოგინდა რისკის გაწევა, გაითვალისწინე პირველი წესი.
  • შემოსავალი ყოველთვის უნდა აღემატებოდეს გასავალს. შეისწავლეთ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების ბიოგრაფია და აზრები.
  • შენ თავს გაეცი პასუხები კითხვებზე „ვინ ვარ მე?“ „რაში მდგომარეობს ჩემი უნიკალურობა?“ „რაშია ჩემი ცხოვრების აზრი?“ „რითი დავკავდებოდი, რომ მქონდეს საკმარისი შემოსავალი?“ ამ კითხვებს უპასუხეთ მხოლოდ გულწრფელად! ძალა, ენერგია, შეუპოვრობა გამომდინარეობს ამ კითხვებზე პასუხებიდან, საკუთარი ცხოვრების აზრის გაცნობიერებიდან, საკუთარი შესაძლებლობების გააზრებიდან.
  • ოცნებები – თქვენი ცხოვრების მთავარი ნაწილი! იოცნებე და გჯეროდეს, რომ ოცნებები სრულდება! ადამიანი იწყებს კვდომას, როცა წყვეტს ოცნებას!
  • დაეხმარეთ ადამიანებს არა ფულისთვის, არამდ სუფთა გულით – მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთა დახმარებაც თქვენ თავად გსურთ, არ არის აუცილებელი, ესენი იყვნენ ნათესავები ან მეგობრები.
  • ხშირად თქვით კომპლიმენტები, უბრალოდ შეაქეთ ქუჩაში ადამიანები სილამაზისთვის, კარგი ფიგურისთვის და სხვადასხვა მიზეზით. ეს ყოველთვის აგიმაღლებთ თვითშეფასებას.
  • აწარმოეთ თქვენი პატარ-პატარა გამარჯვებების ჟურნალი. გაბრაზება და დამარცხება გვამახსოვრდება 7-12ჯერ მეტ ხანს, ვიდრე გამარჯვება და გამართლება. თუ თქვენ დაეცით სულიერად, წაიკითხეთ ეს ჟურნალი. ნებისმიერ მტერთან, გაჭირვება კი ყველა ადამიანის მტერია, უნდა იბრძოლოთ ბოლომდე, მტერთან იყავით დაუნდობელი და დაინდეთ საკუთარი თავი.
  • და ბოლოს: არასდროს არასდროს არასდროს დანებდეთ!!!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი