იულიუს მაინლი აქციას ,,გადაიხადე ლექსით” მეოთხე წელია წარმატებით აღნიშნავს

0
221

„გადაიხადე ლექსით“ სწორედ, ასე ჰქვია იმ აქციას, რომელშიც 21 მარტს „იულიუს მაინლის“ წარმომადგენლობა საქართველოში ჩაერთო და 70-ზე მეტ  ქვეყანასთან ერთად ეს დღე აღნიშნა. აქცია თბილისში უკვე მე- 4 წელია ტარდება და ყოველ წლიურად უფრო და უფრო საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს.

აქცია „გადაიხადე ლექსის“  ფარგლებში არაერთი ლექსი დაიწერა. აქტივობა კი გულისხმობდა, რომ თითოეული ყავის მოყვარულს შესაძლებლობა ჰქონდა  ფულის სანაცვლოდ გადაეხადა ლექსით.   Julius Meinl-ი გვთავაზობს დავივიწყოთ ყოველდღიურობა, ფული,  გადავდოთ მობილურები და მივეცეთ პოეტურ შთაგონებას, მივანდოთ ბედი თეთრ ფურცელს და გემრიელი ყავის თანმხლებით, ვაქციოთ ფიქრები სტროფებად…

აქვე გეტყვით იმასაც,  რომ „იულიუს მაინლის“ წარმომადგენლობა საქართველოში აქტიურადაა ჩართული სოციალურ-კულტურულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

სწორედ ამიტომ , გაჩნდა იდეა, გაერთიანებულიყო ორი დღე : პოეზიისა და დაუნის სინდრომის საერთაშრისო დღე.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს კი საშალება ჰქონდათ  მიეღოთ პოეტური შთაგონება გემრიელ ყავასთან ერთად, გადაეხადათ ლექსით და  შეეტანათ თავიანთი წვლილი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში.

ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იცხოვროს სრულფასოვნად და იგრძნოს თავი საზოგადოების სრულყოფილ წევრად. სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ „იულიუს მაინლის“ წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ პოეზიას შეუძლია შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ, სამყარო, სადაც ყველა თანასწორია. აქვე კი შეგახსენებთ, რომ „იულიუს მაინლის“ წარმომადგენლობა საქართველოში აქტიურადაა ჩართული სოციალურ-კულტურულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

სასიამოვნო სიახლე გახლდათ დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისთვის ყავის მასტერკლასები, რომელიც Julius meinl-ის პროფესიონალმა ბარისტებმა სპეციალურად მათთვის მოაწყვეს.

სტუმრებს აგრეთვე საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ „უთვალავი ჭრელი წინდების კამპანია“,  დაეთვალიერებინათ სოციალური საწარმოს ,,ბაბალეს გამოფენა -გაყიდვა „ დამტკბარიყვნენ პარა-ორკესტრის ცოცხალი  მუსიკალური ნომრებით.  

ყველა ადამიანს, უნდა ჰქონდეს  შესაძლებლობა იცხოვროს სრულფასოვნად  და იგრძნოს თავი  საზოგადოების  სრულყოფილ  წევრად.

 #ჩაერთედაგაერთე #გადაიხადელექსით #არავინდატოვომიღმა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი