თამარა კვარაცხელია – იარეთ და იფრინეთ ანგელოზებთან ერთად

0
324

თითქოს, არაფრით გამოირჩევიან, მაგრამ თვალებში ხედავ უსასრულობას და მასთან გრძნობ სიცოცხლეს, დედამიწის გულისცემას, პულსს…

გარშემიოკრიბეთ ისინი, ვის გვერდითაც მდიდრდებით და ამოდიხართ სიღატაკის ფსკერიდან, იზრდებით, იქმნებით და ძლიერდებით. ვისკენაც მიიწევს სული, გული. სადაც გრძნობთ ნამდვილს, ჭეშმარიტს…

ვისთანაც ხართ უშაულაო, უბრალო, არ ელოდებით არაფერს და იცით, არც ის ელოდება რამეს… არ გჭირდება იფიქროთ, რა როლი მოირგოთ და როგორ ითამაშოთ.

შეიძლება აზრები, შეხედულებები რაღაც მომენტში არ დაემთხვას, მაგრამ ამაშიც აცნობიერებთ და აღმოაჩენთ თქვენში ნამდვილს, გულწრფელს და თქვენულს. და აი, მუნჯი, სასწაულებრივი ემოცია გიპყრობთ და ხვდებით, სამაყროს უსასრულო დინებაში ადამიანად ქცეული ანგელოზი გიზის წინ, რომელმაც სწორედ, აქ, ახლა და ამ წუთას გაპოვნინა პასუხი…

გარშემიოკრებეთ ისინი, ვისაც უბრალოდ ახარებს თქვენი დანახვა, ვისთანაც ერთად ნაკადში და ერთ სიხშირეზე იმყოფებით… და აუცილებლად, გასცილდით, წადით იმ ადამიანებისგან ვის გერდიდაც არაფერი ისე არ არის, არაფერი ისე არ მიდის, „დაიკიდეთ“… კი არა და, განთვისუფლდით საყოვლთაოდ მიღებულისგან, შეხედულებებისგან, გამზადებული, გადატკეპნილი გზისგან და გააფართოვეთ სივრცე, ჰორიზონტი… გამოიჩინეთ, სულიერი სითამამე, არ დარჩეთ იქ, სადაც არ გინდა, ცუდად ხარ, მეტი აღარ შეგიძლიათ….
ჰოოპ და…
ცხოვრება დასრულდა..
ჰოოპ და…
ჩაიქროლა…
ძალაინ სწარაფად… უსწრაფესად…

არადა…
სადღაც, აუცილებად გელოდებიან, სადღაც ძალიან საჭირო ხართ….

დააფასეთ წუთები, იმ ადამიანად ქცეული ანგელოზის გვერდით, რომელიც გაჩვენებთ გზას, გაგიყვანთ საწყისთან. ენდეთ და გაჰყევით… მართალია, მათი რიცხვი მცირეა თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ არიან…
და ეს უკეთესია, ვიდრე, უსასრულო სიცარიელე, გამაყრუებელი ხამაური… უფრთხილდით, ვინც მხოლოდ გონებით, ლოგიკით ეხება თქვენ ტვინს, გულში გიტოვებთ სიცივეს და სულში გიყინულ სიცარიელეს…

აუცილებლად, წასვლისას წადით მადლიერებით, სიყვარულით და… 

 ცოტა მშიერი…

რათა, შეხვედრისას დაეწაფოთ, ვის გევრდითაც განთავისუფლდებით ზედმეტისგან… რათა გახდეთ ანგელოზი შეგრძნებით. ვის გვერითაც გაიშლებით როგორც ულამაზესი ყვავილი და ბოლოს და ბოლოს გაგეშლებათ, ოდესღაც შეკრული, ფრები.

გარშემოკირიბეთ – იარეთ და იფრინეთ ანგელოზებთან ერთად!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი