როდესაც თავს იმართლებთ – ეს თქვენ გასუსტებთ!

0
1186
ყოველი ჩვენგანი შეიძლება მოვიქცეთ არასწორად: დავუშვათ შეცდომები, ჩავიდინოთ სისულელეები, გავაბრაზოთ, ვერ გავთვალოთ წინასწარ.

პირველ რიგში უნდა გვესმოდეს: რადგან გავაკეთეთ, ესე იგი გამართლებაც აქვს. ძალიან ჭკვიანურია, ყოველთვის გვახსოვდეს გარშემომყოფთა ინტერესები „7-ჯერ გვაზომოთ და ერთხელ გავჭრათ“ მაგრამ ყოველთვის არ გამოგვდის, რადგან ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვართ. როგორ მოვიქცეთ როცა შეგვეშლება? – უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომა! უნდა მოვიხადოთ ბოდიში! უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება!

ყველაფერი ასე მარტივადაა.
ვინ არის ჩვენ შორის „მტყუანი“? „ცუდი გოგო“? ცუდი ბიჭი“ ?

ყოველდღიურ ცხოვრებაში, გავრცელებულია ასეთი სტრატეგია: დანაშაულის აღიარების შემდეგ დიდხანს გვიწევს გამოძვრომა, კბილების კაწკაწით ბოდიშების ხდა, ხანგრძლივი თავის მართლება – გარშემო საკუთარი თავის გარდა ყველას დადანაშაულება.
რაც უფრო დაბალია ადამიანის თვითშეფასება, მით მეტი აზარტით და მეტი მონდომებით ახორციელებს ის ამ სტრატეგიას. რატომ? იმიტომ რომ, მას სჯერა, რომ თუ სწორად აირჩევს გამართლების სტრატეგიას, ფრაზებს და გადაბრალების ადრესატს – ის აღმოჩნდება „ბოლომდე მართალი“, რადგანაც ის ფიქრობს, რომ კარგი ადამიანი არასდროს ცდება, მას კი ძალიან უნდა, რომ იყოს კარგი ადამიანი.

ყველაზე მარტივი გზა, რომ იყო „კარგი“ – დროულად აღმოაჩინო ის ცუდი, რომელიც არ გაძლევს იდეალურად ყოფნის საშუალებას. ახლა ვინ აღმოჩნდება „ცუდი“? ცოლს ჩემი არ ესმის, უფროსობა მამცირებს, ბავშვები არ მიჯერებენ, ქმარს არ ვუყვარვარ, მშობლები მამწარებენ, ტრანსპორტი იგვიანებს, მაღვიძარა მოიშალა, ექიმები ვერ მშველიან, მეზობლები ხმაურობენ, ბენზინი მითავდება, ჯანმრთელობა მიფუჭდება, სწორად გამიგეთ, მე არ ვარ დამნაშავე !!!
თავს ნუ იმართლებ

  • „მაპატიეთ, მე დავიგვიანე, უბრალოდ გუშინ გვიან დავწექი, მქონდა ბევრი სამუშაო, დილიდან ბევრი სარბენი მქონდა, თქვენ ხომ არ იცით, როგორი არეულობაა ახლა, ყველაფერი ბოლო წუთს წამოყოფს თავს, მუდმივი გადარბენაა, შეუძლებელია ყველაფერი დროულად გააკეთო“….
  • „მაპატიეთ, მე დავიგვიანე“.

შეამჩნიეთ განსხვავება?

თავს ნუ იმართლებთ. თავის მართლება თქვენ გარემოების მსხვერპლად გაგცევთ და გართმევთ სასიცოცხლო ძალებს. თქვენ თავად იწყებთ საკუთარი თავის დამნაშავედ მიღებას და აფუჭებთ ადამიანურ ურთიერთობებს. თქვენ კარგავთ საკუთარი თავის პატივისცემას და თავდაჯერებას. თქვენ კარგავთ გარშემომყოფებს, რადგან საკუთარი პერსონის გარშემო დიდხასნ ტრიალებთ და მუდმივად თავს იცავთ.
თქვენ არ გეშლებათ – თქვენ სწავლობთ, ამაშია თქვენი ძალა!

იყავით ღია და გულწრფელი, ცხოვრება – ეს მუდმივი გაკვეთილებია, თქვენ არასდროს შეგეშლებოდათ, რომ გცოდნოდათ, ეს რითი დამთავრდება. მხოლოდ ცხოვრებაა ისე მოწყობილი, რომ არცერთი საქმე არ იწყება 100%-იანი თავდაჯერებით, რომ ის ზუსტად გეგმის მიხედვით გამოგივათ. ამიტომ იყავით გახსნილი მიღებული რეზულტატის მიმართ და გულწრფელად აღიარეთ, თუ რამე არ გამოგივიდათ, თუნდაც შეგეშალათ.
გაუმართლებლობის მიმართ მიდგომის ასეთი სტრატეგია საშუალებას მოგცემთ ესა თუ ის მოვლენა ფსიქოლოგიურად დაასრულოთ:

  • თქვენ ამ გამოცდილებას გაითვალისწინებთ მომავალში, ისე რომ არ გამძიმებდეთ დანაშაულის არაფრისმომცემი გრძნობა.
  • ეს აძლიერებს თქვენს პიროვნებას, რადგან საკუთარი დანაშაულის აღიარება და არა მისი სხვაზე გადაკიდება კარგი ადამიანების ქცევაა და ამით თქვენ ეწერებით მათ სიაში.
  • ეს აძლიერებს საკუთარი თავისადმი პატივისცემას – რადგან ეს თქვენი კონკრეტული გადაწყვეტილებაა, თქვენი ინდივიდუალიზმის მიმანიშნებელია და ეს თქვენ ძალიან გაძლიერებთ.

რეცეპტი: შემდეგში, როცა თქვენ შეამჩნევთ, რომ იწყებთ თავის მართლებას, შეჩერდით და თავი შეიკავეთ. აქ აუცილებლად იგრძნობთ მეტ პიროვნულ ძალას, თუნდაც თქვენ თავზე ბევრი უსიამოვნო რამ მოისმინოთ. თავი შეიკავეთ. მიეცით ხალხს საშუალება გამოხატონ აზრი თქვენ შესახებ, თუ მათ ეს სურთ და მიიღეთ ეს ვაჟკაცურად. თავი შეიკავეთ გააკეთოთ დასკვნები, თუ სწორად მიგაჩნიათ მოიხადეთ ბოდიში და გააგრძელეთ ცხოვრება.

და ბოლოს კეთილი რჩევა თქვენ – იცხოვრეთ თამამად, მოიქეცით თქვენებურად, ეცადეთ ამ ქცევით არავის შეუშალოთ ხელი, არ შეურაცხყოთ სხვისი ცხოვრება, არ იცხოვროთ დანაშაულის გრძნობით. მხოლოდ თქვენ აზრს აქვს მნიშვნელობა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი