ინტელექტუალური Fast Food

0
645

ფსიქოლინგვისტი ტატიანა ჩერნიგოვსკაიას შეხედულება კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემაზე, ადამიანი – ინტერნეტით მკვებავი არსება, ინტელექტუალური „ fast food “ – ახალი ადამიანები ჩიპით თავში .

ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციებით გადატვირთულ დროში. ამ უკანასკნელი წლების მანძილზე სოციალური ქსელის სიახლეების ძაფები, ადამიანებს შორის ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა საგრძნობლად გაზრდილია.
როგორ რეაგირებს ამაზე ჩვენი ტვინი? ვადაპტირდებით თუ არა ამ სიახლესთან? სად გროვდება ეს ყველაფერი?
პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვათ: ტვინზე მძლავრი არაფერია ქვეყანაზე. ამ მოწყობილობაში, რომელიც ყოველ ჩვენგანს გვაქვს თავში, ასიათას მილიარდზე მეტი ნეირონია და ყოველ მათგანს ორმოცდაათი ათასზე მეტი კავშირი აქვს სხვა ნეირონთან. თუ ჩვენ ამ ორ რიცხვს ერთმანეთზე გავამრავლებთ, მივიღებთ კვადრილიონ კავშირს.
ამიტომ ჩვენი საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ ტვინში არ გვაქვს ადგილი სიახლეებისთვის, იქ ადგილი მოიპოვება ყველაფრისთვის, რასაც მოვინდომებთ. ნუ ვინერვიულებთ იმაზე, რომ ჩვენ ან ჩვენს შვილს შეიძლება გადაგვევსოს ტვინი ინფორმაციით, საკითხი ეხება იმას, როგორ გავუმკლავდეთ ამდენ ინფორმაციას?
ეს ძალიან სერიოზული საკითხია და პასუხიც ყოველთვის ინდივიდუალურია. მე ხშირად ვიმოწმებ სტუდენტებთან ასეთ მაგალითს : ერთ ადამიანს შეუძლია ატაროს პაკეტი სამი კილოგრამი ვაშლით, მეორემ – აწიოს 2 კილოიანი გირი. ისინი სხვადასხვა შესაძლებლობების ადამიანები არიან! ინტელექტუალური დატვირთვის დროსაც ზუსტად ასე ხდება. თითოეულ ჩვენგანს დატვირთვის საკუთარი მოცულობა გააჩნია, რასაც შეგვიძლია გავუძლოთ და თითოეული გამოიმუშავებს ინფორმაციით დატვირთვის საკუთარ სასიცოცხლო შესაძლებლობას.
ადატვირთვა ნამდვილად სერიოზულია. ამაზე მილიარდობით სტატია დაწერილა, ყველა მათგანის წაკითხვა კი არა, გადაფურცვლაც შეიუძლებელია. ჩვენ თავს გვაყრია ინფორმაციული მონაცემების გიგანტური რაოდენობა, პროფესიული თუ არა პროფესიული და ეს კაცობრიობის პრობლემაა. გადასაწყვეტია თუ როგორ მივხედოთ ამ პრობლემას?

როგორ ვეძებოთ ამ კითხვაზე პასუხი?

ამ ინფორმაციის განთავსება საკმაოდ ადვილია, პროგრამისტებსაც შეუძლიათ ამ სერვისების შესახებ გაგვარკვიონ, მაგრამ ეს ყველაფერი არის „საწყობი“, ჩვენ კი გვაინტერესებს არა ის თუ სად განვათავსოთ ეს ინფორმაცია, არამედ ის, თუ როგორ ვმართოთ იგი. 

პირველი პრობლემა, რომელიც წარმოიშობა – როგორ ამოვიღოთ ამ საწყობიდან ინფორმაცია.
მეორე პრობლემა: საჭიროა საკუთარი აზრი, გვესმოდეს ამ მონაცემებს ვენდოთ თუ არა. თუ მე მჭირდება სერიოზული ინფორმაციის მოპოვება, რომელსაც მე ვენდობი, მაშინ „ვიკიპედია“ უნდა იყოს ყველაზე ბოლო წყარო, რასაც მივმართავ. ის ძალიან სასარგებლოა, როცა თქვენ გჭირდებათ ფილმის დასახელების გახსენება, რომელიც თავიდან გამოგიფრინდათ. უბრალო საკითხებისთვის ეს გამოსადეგია. მაგრამ თუ მე მჭირდება გავიგო, როგორ სახლებში ცხოვრობდნენ შუმერები, მაშინ მე არ შევძვრები „ვიკიპედიაში“ და მოვძებნი ადამიანს, რომელიც დაკავებულია ამ საკითხებით და მას დავუსვამ ამ კითხვებს.
ახლა, ამ საინფორმაციო შემოტევების დროს, სანდო მონაცემების ისე მოპოვებისთვის, რომ ტვინი ჭარბად არ შევაწუხოთ, ადამიანები დიდ ენერგიას ვხარჯავთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროა ვისწავლოთ ასეთი მოცულობის ინფორმაციასთან გამკვალება.
როგორ მოვახდინოთ ჩვენი აზროვნების ორგანიზება? როგორ გავხადოთ ჩვენი მეხსიერება მეტად ორგანიზებული? როგორ ვებრძოლოთ არასასურველ ასოციაციებს და არ დავბლოკოთ ისინი, რომლებიც გვჭირდება?
ყველა აღმოჩენა ასოციაციურ ველზე კეთდება. აღმოჩენებს მანქანები და რობოტები არ აკეთებენ, მათ აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც იციან ბევრი განსხვავებული რამ და ამ ცოდნას თან დაატარებენ განსხვავებულ ადგილებზე. მაგალითად: რომლებიც სონატის მოსმენის პარალელურად ფიზიკის დარგში ახერხებენ აღმოჩენების გაკეთებას.
სამყარო გახდა ასეთი და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასში ცხოვრება. საინფორმაციო შემოტევები იზრდება და აგრძელებს ზრდას. მაგ: თუ ადრე ვინმე აკეთებდა აღმოჩენას და აქვეყნებდა ამას სამხრეთ ამერიკაში, ამის შესახებ ჩვენ სხვა კონტინენტებზე არ შეგვეძლო გვცოდნოდა, ახლა კი ეს წამებშია შესაძლებელი.
ინფორმაციული მრავალფეროვნება შედეგიანია იმით, რომ გადაღლილ ადამიანებს საშუალება ეძლევათ მარტივად შეარჩიონ თემები და მოძებნონ პასუხები – როგორც თავის პირად, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში. ინდივიდუალურად ანუ საკუთარ თავზე მუშაობის გარდა არის თუ არა აუცილებელად შესამუშავებელი არასასურველი ინფორმაციის მიღების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები?
საზოგადოებაში მასობრივად იკიდებს ფეხს სიზარმაცე, ეს მთელი კაცობრიობის პრობლემაა. ყველას სურს სწრაფად დაკმაყოფილება: მიიღო, გააკეთა – გადააგდო. მიიღო, გააკეთა – გადააგდო…. ცივილიზაციისთვის სამწუხაროდ დიდხანს ფიქრის დრო წავიდა, მუშაობისას ინფორმაციის ქვედა შრეებში ჩაღრმავება დავიწყებულია. ცივილიზაცია მიექანება იქით, რომ ყველაფერი სწრაფად და მარტივად გაკეთდეს. იმის მაგივრად, რომ რამე სასარგებლო მოვამზადოთ, მივდივართ „fast food”-ში ნებისმიერი რამის შესაჭმელად.
მოდით განვიხილოთ ვინ გვინდა ვიყოთ? ისინი, ვინც უბრალოდ, დაღეჭვის გარეშე ყლაპავს საჭმელს? მაშინ ჩვენ აღარ ვართ ადმაიანები. თუ ჩვენ გვაინტერესებს ხარისხი, სიღრმე, დეტალურობა და სიზუსტე, სირთულეს არ უნდა შევუშინდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჭამის დროს არ დაგვეზაროს ღეჭვა და fast food-ის ნაცვლად გემრიელი და სასარგებლო საკვების მომზადება.

გამოდის, რომ ეს არის აღზრდის საკითხი

ეს არის საკითხი, თუ რისთვის ვართ ჩვენ განწყობილი. თანამედროვე სკოლა მიდის იქით, რომ ბავშვებს მისცენ ცხოვრებაში იხელმძღვანელონ კანონებით „დანაშაული და სასჯელიდან“, „ომი და მშვიდობიდან“. ადამიანებს, რომლებიც ამ პროგრამებს ამუშავებენ, მართებთ დაფიქრება რა აქვთ მხედველობაში, რაში მდგომარეობს მათი მიზანი და საით მიყავთ მომავალი თაობა: მოაყოლონ სიუჟეტები – ვინ ვინ მოკლა, გადაახდევინა თუ არა პროცენტი…. თუ მიზანი ეს არის, მაშინ დაიჯესტი გამოსადეგია, მაგრამ რომანი ხომ ამისთვის არ არის დაწერილი? 

ახლახან გამოვიდა ნიკოლას კარას წიგნი, რომელშიც ის წერს: „თუ მე ადრე ვიყავი გაწაფული მყვინთავი (ის ამაში გულისხმობს კოგნიტურ – შემეცნებით მაძიებლობას), ღრმად ვყვინთავდი ოკეანეში, ნელა, დიდხანს, ყურადღებით ვაკვირდებოდი იქ პროცესებს, ვყვინთავდი კიდე უფრო ღრმად ამოვდიოდი ზედაპირზე და დიდხანს ვცურავდი, რათა გამეცნობიერებინა მთელი იქ ნანახი სირთულე და სილამაზე. ახლა კი ინტერნეტის მეშვეობით მე გამოცდილი სერფინგისტი ვარ. მე აღარსად აღარ ვყვინთავ და უდიდესი სისწრაფით დავქრივარ ზედაპირზე“.
ინფორმაცია ისე სწრაფად და ადვილად მოიპოვება, რომ არ არის აუცილებელი მისი დამახსოვრება, ის მუდმივად შენთანაა : google, Wikipedia, okey, და ის თქვენ ყველაფერს მოგიყვებათ, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაფენაა. ღირდა კი ამადენი ათასი წლის განვითარება, დაბადება და სხვადსხვა ცივილიზაციების შექმნა, თუკი ჩვენ გამოვიკვებებით ინტელექტუალური „fast food”-ით.
რა საჭირო იყო დიდებული პოვრების ყოლა, თუ ჩვენ მაინც შევჭამთ “MacDonalds” ? ეს ჩვენი, თითოეულის არჩევანია. თუ გიდნა გადაიქცე უბრალო მექანიკურ არსებად? – შენი ნებაა, მაგრამ დასანანია. რადგან შენ იწყებ კომპიუტერთან კონკურენციას, რომელმაც დიდი ხანია გადაგასწრო. სუპერ კომპიუტერების სიმძლავრე ყოველ სამ თვეში ორმაგდება და ტრილიონობით ოპერაციას ატარებს წამში. ჩვენ დაწყებული არა გვაქვს ოპერაცია, თამაში, რომ რამდენიმე წამში ჩვენი გზა მოჭრილია. 
გასაგებია, რომ კომპიუტერები საჭიროა. არის საკითხები, რომლის გადაწყვეტაც მის გარეშე შეუძლებელია. შეუძლებელია რთული სისტემების ათვისებაც, მაგრამ ის საკითხები, რომელთა დამუშავებაც კომპიუტერს არ შუძლია – კრეატიული აზროვნება, უჩვეულო სვლები, ისეთ ადგილებში გამოსავლის პოვნა, გარღვევა, სადაც სირთულეს არ ელოდები – ეს ყველაფერი ჩვენ კომპიუტერულ გზაზე არ გველოდება, ეს ყველაფერი არის ზუსტად იქ, სადაც ჩვენ ზედაპირზე სრიალის გამო შევწყვიტეთ ჩაღრმავება. ზედაპირზე არ ხდება აღმოჩენები, აღმოჩენებისთის უნდა ჩაყვინთოთ.
ადამიანის და კომპიუტერის ურთიერთშეღწევადობის პროცესი დაწყებულია. საით წაგვიყვანს ეს შესაძლებლობები? შეიქმნება თუ არა კომპიუტერული შესაძლებლობების მოცულობის მიხედვით სხვადასხვა რასის ადამიანების გაგება? 
არა, მე ამ საკითხისადმი პესიმისტურად ვარ განწყობილი და ვფირობ, რომ კაცობრიობა ამ საკითხებზე დაფიქრდება. სადაცაა სამყარო დაირღვევა. კაცობრიობას სჭირდება პაუზის აღება (coffee break), მოდით ჩამოვსხდეთ და დავფიქრდეთ სადამდე მოვედით, ნორმალურია თუ არა სიტუაცია, როცა ჩვენ სამყაროს დასასრულს დღედღეზე ველოდებით?
არ ჩანს, რომ ხალხი ამ საკითხებზე ფიქრდება და უყურებს მას, როგორც ტექნიკურ ინსტრუმენტს და არა როგორც მორალურ პრობლემას. მეცნიერებაში ხომ შეუძლებელია აკრძალვები. ყოველთვის მოიძებნება დამფინანსებელი, რომელიც იყიდის კუნძულს, მიიწვევს იქ სწავლულებს და შეუქმნის მუშაობის პირობებს, სადაც იქნება საუკეთსო აპარატურა და ყველაფერი საჭიროების მიხედვით. ისინი შექმნიან ყველაფრის კლონს, რასაც მოინდომებენ.
ძალიან ცოტაა ის ადამიანი, რომელიც ასეთ სიტუაციაში დაფიქრდება: რისთვის უნდა გავაკეთო ეს მე? საჭიროა თუ არა ეს სწორი განვითარებისთის? ჩვენ ხომ ვიცით, რომ საკმარისია გაჩნდეს ერთი ადამიანი ჩიპით ტვინში, რაც მას გაუორმაგებს კოგნიტურ შესაძლებლობებს, მეხსიერებას, აზროვნების სისწრაფეს და მასშივე მოყვებიან მას მიმდევრები და მსურველები. ეს გარდაუვალია, მაგრამ უდნა მივიღოთ კი ჩვენ ეს „კერძი“? 
საჭიროა მორალური ავტორიტეტები, მათ შორის სწავლულები, რომლებიც ამ თემებზე ალაპარაკდებიან.
დიახ, ვფიქრობ რომ დადგა მომენტი, როცა ადამიანები, რომელთათვის ისევ არსებობს მსგავსი გაგებები, როგორიცაა ეთიკა და მორალი, უნდა შეიკრიბონ და გაიაზრონ მთელი ამ პროცესის საშიშროებები. მაგალითად არ უნდა შეიქმნას ბიოლოგიური იარაღი, რომლის მეშვეობითაც ერთი კოღოს ნაკბენის შედეგად შესაძლებელია რამდენიმე დაავადებული თაობა მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ კოღოებს ვეღარ დავუწყებთ დევნას.
მეცნიერება ძალიან ძლიერია, იმაზე ძლიერიც კი, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს წარმოუდგენიათ და შესაბამისად საშიშიც.

თუ არ იქნება სწორი აღზრდა ამ სიტყვის ძალიან ღრმა გაგებით, მაშინ გვაქვს შანსი მივიღოთ სავალალო შედეგები.

გარდაუვალია თუ არა განათლების სისტემის დაყოფა ჩვეულებრივ და ელიტარულ სისტემებად?
სწორედაც გარდაუვალია! რა თქმა უდნა, ყველას არ შეუძლია ასეთი განათლების მიღება და ყველას არც კი სჭირდება ის. შესაძლებელია ყველას არ ჭირდება წაიკითხოს გომერი, მაგრამ უფრო რთული საკითხია – სოციოლოგიური, ეთიკური და ანთროპოლოგიურიც კი – ვის ექნება უფლება გადაწყვიტოს წაუკითხოს ბავშვს გომერი თუ არა? პატარა ბავშვს არ ემჩნევა რა შესაძლებლობები აქვს მას. მას უნდა მიეცეს შანსი, ის უნდა გავიდეს ამ გზებზე და მოსინჯოს. არ შეიძლება შევუქმნათ სიტუაცია, რომ მან წინასწარ თქვას ეს არ შემიძლია.
ჯერ არ ჩანს როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა, მაგრამ გადაწყვეტა აუცილებელია. განათლება ხდება ძალიან ძვირფასი და არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის გადამხდელი – სახელმწიფო თუ მშობელი, ის დღითიდღე ძვირდება. აუცილებელია, რომ ბავშვები მუდმივად იყვნენ დაკავებულები და აუცილებლად იმით, რაც მათ აინტერესებთ, რომ ისინი სწავლას არ აღიქვამდნენ კისერზე მძიმე გირებად, პირიქით განათლება მათთვის უნდა იყოს ბედნიერება.
როგორ ხდება მსოფლიოში დახურულ სკოლებში და პანსიონებში, რომ ბავშვებს საერთოდ არ აქვთ თავისუფალი დრო, ერთი დასაქმებიდან გადადიან მეორეზე, შემდეგ გადადიან სპორტზე და გართობაზეც კი. ეს ბავშვები ერთი მხრივ, ცოდონიც არიან, მათ გაწერილი აქვთ მთელი ცხოვრება, მაგრამ მეორე მხრივ, არანაირი სისულელეები, ისინი მრავალმხრივ მომზადებას გადიან და შემდეგ ფართო ასორტიმენტიდან თავად შეუძლიათ აირჩიონ, რომელი ცოდნა ან მეცნიერება აინტერესებთ. ამავდროულად მათ თავი აარიდეს „ქუჩურ ცხოვრებას“. 
დაახლოებით ასეა სწავლულების ცხოვრება მოწყობილი, ადამიანები მუშაობენ გადაბმულად და შესაძლოა მათ არც კი ყავთ ისეთი უფროსი, რომელიც კითხავს „დღეს შენ ერთი საათით ადრე წახვედი ან ერთი სააათით დაიგვიანე?“ ეს მათი პასუხისმგებლობაა მათი უნარჩვევები და შინაგანი მოთხოვნილებაა. 
მაგრამ უნდა კი ყველას ასეთი ცხვორება? რა თქმა უნდა არა! მაგრამ ჩვენ არავის ვურჩევდით სხვა ტიპის, ამ ცხოვრებისგან განსხვავებულ ცხოვრებას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი