მაგდა ფერაძე – მე მოზარდი ვარ

0
269

მე მოზარდი ვარ… სავსე იმედგაცრუებით და სიცარიელით. სირცხვილის და დანაშაულის განცდით. არასრულფასოვნების კომპლექსითა და შიშებით სავსე. მარტო ვარ ამ უზარმაზარ სამყაროში. სამყაროში, სადაც ჩემი არ ესმით. ჩემი ოჯახი, ადგილი სადაც ერთ დროს ბედნიერი ვიყავი, სადაც მშობლების მხრიდან უპირობო სიყვარული და უსაფრთხოების გარანტია მქონდა აღარ არსებობს. თითქოს ყველანი ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდნენ. მათგან მხოლოდ გამუდმებული კრიტიკა და საყვედურები მესმის. ხან ჩაცმულობას მიწუნებენ ხან ვარცხნილობას. არც ჩემი მეგობრები მოსწონთ. იშვიათად ინტერესდებიან თუ რას ვგრძნობ, რა მტკივა. ან კიდევ უარესი, როდესაც თითქოს სულში მიფათურებენ ხელებს. ცდილობენ გამაკონტროლონ. უხეშად ერევიან ჩემს ცხოვრებასა და ჩემს გადაწყვეტილებებში.

ვბაზობ, ვღიზიანდები. ხანდახან არავის დანახვა არ მინდა. ხანდახან არც ის ვიცი რა მინდა. არა… როგორ არ ვიცი, თავისუფლება მინდა…და მთელ სამყაროს ვუცხადებ ომს. ყველას ვუმტკიცებ რომ ბაშვი აღარ ვარ. ვიკეტები საკუთარ თავში. ვიწყებ ავტორიტეტების მსხვრევას. ვაპროტესტებ ყველაფერს. ხშირად ვტირი, ვყვირი. ვიკეთებ სვირინგს, პირსინგს. ვიპარსავ თავს. ვაკეთებ ყველაფერს რაც მკაფიო საზღვარს გაავლებს ჩემსა და სამყაროს შორის. რა მნიშვნელობა აქვს რას ვაკეთებ მთავარია განსხვავებული ვიყო. სხვადასხვა მეთოდით ვინგრევ და ვინადგურებ თავს. მტკივა მაგრამ კმაყოფილი ვარ რომ მასაც ვატკინე… მე მოზარდი ვარ.

იდენტიფიცირება საკუთარ სქესთან, პიროვნებასთან განსაკუთრებით მძაფრია პუბერტატის ( გარდატეხის) ასაკში. მოზარდი ცდილობს გაემიჯნოს ოჯახს და მათგან დამოუკიდებლად იწყებს საკუთარი თავის დამკვიდრებას სოციუმში. ის სენსიტიურია გარემო ფაქტორების მიმართ. განცდა რომ მისი არ ესმით ხშირად პიკს აღწევს. გაუცხოება მშობლებთან მისთვის ბუნებრივი მოვლენა ხდება. საკუთარი თავის და გარემოს მიუღებლობა ხშირად გულის რევასაც კი იწვევს. ფსიქოლოგიურ პროცესს თან ერთვის ფიზიოლოგიურიც. ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში, ადრეული მომწიფება. წონაში მატება, შეცვლილი სხეულის ფორმები, ვიზუალი, ხმა, ეს ყველაფერი მატრამვირებელი ფაქტორია მისთვის.

სირცხვილის და შიშის საბაბი ხშირად საკუთარი იდენტობის შეგრძნებაც ხდება. საკუთარი ინდივიდუალიზმის დასამტკიცებლად ის ხშირად, რადიკალურ ზომებსაც მიმართავს. როგორიაა:სხვადასხვა სექტაში გაწევრიანება, სააფთიაქო ნარკომანია, სექსუალური ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში. პროტესტი სამყაროს მიმართ:,,მე ვარ ინდივიდი” ჩემი პიროვნული მახასიათებლებით და მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარ.” დავიზიანო ჩემი თავი რათა დავაზიანო სხვა”. აქ დედა იგულისხმება.

დედა რომელსაც ჩემი არ ესმის. ამ შემთხვევაში ის არაცნობიერად ებრძვის და ეწინააღმდეგება ავტორიტეტს მშობლის სახით. იყო მშობელი არ გულისხმობს შვილის საკუთრებად აღქმას. ის პიროვნებაა, რომელსაც თავისუფალი ნება და საკუთარი არჩევანის უფლება აქვს ცხოვრებაში. რომ ჭიპლარი ფსიქოლოგიურადაც გადავჭრათ და როცა დრო მოვა გავუშვათ ჩვენგან. რომ ჩვენი განუხორციელებელი მიზნები და ოცნებები თავს არ მოვახვიოთ. შევეცადოთ უბრალოდ გავუგოთ მას ცხოვრების ამ კრიზისულ ეტაპზე. ერთ დროს ჩვენც ხომ ზუსტად ასე ვიქცეოდით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი