რა ხდება ჩვენს სხეულში ცივი წყლის გადავლების დროს?

0
609
პირველ რიგში – იწყება სისხლძარღვების მძაფრი შევიწროვება, მათი დიამეტრი მცირდება და სისხლი იძულებულია იმოძრაოს დიდი სიჩქარით, ამიტომ მთელ ორგანიზმში ერთმნიშვნელოვნად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, არტერიების კედლები ძლიერდება, მთლიანობაში ნორმალიზდება სისხლის მიმოქცევის სისტემა, უმჯობესდება გულსისძარღვთა სისტემის მუშაობის უნარი.
მეორე რიგში – ცივი შხაპი ჩვენს სხეულს აიძულებს გამოყოს დამატებითი ენერგია საკუთარივე თავის გასათბობად. ე.ი. ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას.
მესამე რიგში – ცივი წყალი მოქმედებს თავის ტვინის ქერქზე და აუმჯობესებს ყველა მისი უბნის მუშაობას. აქტიურდება აზროვნება ადამიანი სწრაფად იწყებს მოვლენების გააზრებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.
მეოთხე რიგში – ცივი შხაპი – ეს ორგანიზმის მინი სტრესია, რაც ნიშნავს სისხლში ჰორმონის აქტიურ გადმოსროლას, რაც არსებითად აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. ჩვენ კი ვიღებთ მინი-სტრესისადმი მდგრადობის უანრს.
მეხუთე რიგში – მკვეთრად მცირდება კუნთების ბოჭკოები, რასაც თავის მხრივ, მივყავართ ლიმფის ცირკულაციის დაჩქარებისკენ, რაც მოქმედებს ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებზე.
მეექვსე რიგში – ჩვენ ვიწყებთ ღრმად სუნთქვას და ჩვენი ორგანიზმი იჟღინთება ჟანგბადით. რაც იმას ნიშნავს რომ ქრება დაღლილობის და ძილიანობის შეგრძნება, მაღლდება შრომისუნარიანობა.
მეშვიდე რიგში – როცა ჩქარდება და უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები უკეთესად მუშაობს ჩვენი დაცვა, იმუნური სისტემა. ორგანიზმში ძლიერდება ვირუსებისადმი, ბაქტერიებისადმი, ალერგიებისადმი ბრძოლისუნარიანობა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებად ან საერთოდ აღარ ვიავადმყოფებთ და შევწყვეტთ აფთიაქების ფულით კვებას.

როგორ აისახება ჩვენზე ცივი შხაპის სისტემატიური მიღება?

ცივი შხაპი ეს არის მხნეობა და შესანიშნავი განწყობა ყოველდღიურად! მისი ერთადერთი გვერდითი მოვლენაა, მოდუნების და ძილის გადავადება.
ამ პროცედურის შემდეგ თქვენი კანი იჭიმება, ახალგაზრდავდება, ჯანსაღდება და ხდება ელასტიური, თმები იწყებს ბზინვას, თქვენ გამოიყურებით და თავს გრძნობთ აღმაფრთოვანებლად.

ცივი შხაპი არის ნეტარების და ბედნიერების ანთებული გრძნობა, ჯადოსნური ვარსკვლავების შეგრძნება, რომლებიც დარბიან მთელ სხეულში, კანზე და ვერ გადმოიცემიან სიტყვებით, გინდებათ იცხოვროთ, იმღეროთ შექმნათ… გინდებათ იფრინოთ….
როდესაც მე ვიწყებდი ცივი შხაპის მიღებას, აღვნიშნავ, რომ ვარ მცივანა და იყო შემოდგომა. მაშინ ასეთი გაჯანსაღების და ენერგიის მატების მოლოდინი არ მქონდა, შეგრძნებების გარდა სხვა დიდ ეფექტს არც ველოდი. თუმცა, ეს ყველაფერი ჩემს სხეულში და ცხოვრებაში გაჩნდა და მე არ შემიძლია არ გაგიზიაროთ. როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მეც, იმისთვის, რომ გამომეძინა, მჭირდებოდა რვა საათი ძილი. ძილი ხომ დიდებულია. მე არასდროს მიძებნია ხერხი, როგორ გამომეძინა ექვს საათში. ორი კვირის მანძილზე ცივი წყლის გადავლებების შემდეგ შევამჩნიე, რომ გამოვიძინე შვიდ საათში და ახლა უკვე ექვსი საათის ძილიც მყოფნის. არანაირი ძალდატანება პიროვნებაზე! მხოლოდ და მხოლოდ ცივი შხაპი! ეს არის და ეს!
 

როგორ დავიწყოთ ცივი შხაპის მიღება?

პირველი – მანამ, სანამ დაიწყებდეთ ამ პროცედურებს, დაუსვით თავს შეკითხვა: რისთვის მჭირდება მე ეს? იმედია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი თქვენ ამაში დაგეხმარებათ. მე პირადად დავიწყე იმით, რომ გავიხსენე საკუთარი შეგრძნებები ბაიკალში ბანაობისას. წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი, მაგრამ ბანაობის შემდეგ სხეულში ხტუნაობდნენ წვრილი ელექტრონები და მაცოცხლებდნენ, მომინდა ისევ მქონოდა ეს შეგრძნება.

მეორე – რა თქმა უნდა, შეიძლება უცბად ჩახტე აბაზანაში, მოუშვა ცივი წყალი და გადაისხა, მაგრამ ვშიშობ, რომ ამის შემდეგ ისევ მოგინდეთ და გაგიჩნდეთ სურვილი მიიღოთ ცივი შხაპი და ცუდ შემთხვევაში, შეიძლება გაცივდეთ, ამიტომ მივუდგეთ საკითხს გონივრულად, ფრთხილად და სიყვარულით. აუცილებელია გარკვეული ხნის მანძილზე მოსალოდნელი პროცედურის მიმართ განაწყოთ თქვენი ტვინი და სხეული. თავიდან წარმოიდგინეთ პროცედურა და შემდეგ შეგრძნებები, აუხსენით თქვენ თავს მისი სარგებელი და სიამოვნება. შემდეგი ნაბიჯი (თუ იმის შესახებ აზრი, რომ თქვენ მოგიწევთ ცივი შხაპის მიღება ისევ წარმოადგენს საშინელებას) იქნება აფიმაციის წარმოსახვა: „მე ადვილად შევძლებ ცივი შხაპის მიღებას, მე ის მესიამოვნება, ცივი წყალი ჩემს სხეულს გააახალგაზრადევბს, გააჯანსაღებს და გაალამაზებს. მეორე აფიმაცია შეძლება გაიმეოროთ მაშინ, როცა თქვენ უკვე იდგებით შხაპის ქვეშ. ამ პროცედურას ერთ კვირაზე მეტი არ დაუთმოთ, ძალიან არ გაახანგრძლივოთ.
მესამე – მანამ, სანამ უშუალოდ გადასულხართ ცივი შხაპის მიღების პროცესზე, თავიდან (ერთი კვირა) დაასველეთ პირსახოცი ცივი წყლით და დაიზილეთ ტანი, ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთეთ, რაც სხეულს დაითბობთ თბილი წყლით. ეს აუცილებელია, რადგან ცივი წყლის გადავლების დროს არ უნდა გაიყინოთ. ესე იგი სანამ ცივ წყალს გადაივლებდეთ, მანამ ცხელის ქვეშ გიწევთ დგომა და შემდეგ ცვლით, რაც უფრო აადვილებს ცივ შხაპთან შგუებას.
მეოთხე – უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ გრილი შხაპის მიღება, ყოველდღიურად, თანდათანობით გააციოთ წყალი და როცა ჩათვლით თავს მზადყოფნაში, მაშინ გადახვიდეთ ცივი შხაპის მიღებაზე.
 

ცივი თუ კონტრასტული?

ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გვაქვს. ერთიც და მეორეც უდიდეს სიკეთს ემსახურება ორგანიზმში. მოსინჯეთ ორივე ვარიანტი და შეგრძნებების მიხედვით შეარჩიეთ თქვენთვის სასურელი. 
 

რამდენ ხანს შეიძლება ვიდგეთ ცივი შხაპის ქვეშ?

ერთნი ამბობენ, რომ ეს დრო არის ერთი წუთი, მეორენი ამბობენ, რომ მაქსიმალური ეფექტისთის აუცილებელია დღეში ორჯერ ათ-ათი წუთი, ეს უკანასკნელი მე ძალიან მკაცრად მეჩვენება და საკუთარ თავზე შევარჩიე ყოველ დილით სამი წუთით ცივი წყლის მიღება. ორიენტირდით საკუთარ შეგრძნებებზე, წყალმა შეიძლება გიკბინოთ, მაგრამ არ უნდა გციოდეთ, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. 

შხაპის შემდეგ შესაძლებელია სხეულის გამშრალების ორი ვარიანტი: ან მაშინვე იმშრალებთ ტანს პირსახოცით, ან თავიდან დგახართ და სხეულის შეგრძნებებით ტკბებით, რის შემდეგაც მშრალდებით. ამ შემთხვევაშიც უსმინეთ საკუთარ თავს.
რა დაგეხმარებათ ამ პროცესში? ონკანის შემოტრიალების დროს სულ რაღაც ორი წამით ვთიშავ გონებას, ერთი – მოვკიდე ცხელისკენ, მეორე – მოვატრიალე ცივისკენ, შემდეგ კი ვიწყებ ღრმად და ძლიერად სუნთქვას. ჩასუნთქვა თავისთავად ხდება ავტომატურად. თუ თქვენ ამ მომენტში გინდებათ ყვირილი – იყვირეთ, თუნდაც მეზობლების გაკვირვება გამოიწვიოთ. ასე ხტებიან ადამიანები ყინულიან, ცივ წყალში, გამოიქცევიან და ხმამაღალი ყვირილით ხტებიან. ეს პროცედურას აადვილებს.
როგორ ვთიშავ ტვიინს? თავიდან ჩემი განაზებული და მოალერსე ტვინი მიჩურჩულებდა: „დღეს ძალიან ცივა, მოდი, დღეს ნუ გადაივლებ, მოდი, ხვალიდან დაიწყე, მოდი, ერთი დღე გამოტოვე,“ მე ასეთივე მოფერებით და სინაზით ვპასუხობდი – გაჩუმდი! და ვატრიალებდი ონკანს. ვაშაააააა! ეს გამარჯვებაა!
 

გაკაჟება

თუკი თქვენ პირველ გადავლებამდე მიხვედით და ეს შეძელით, მაშ პროცედურა უნდა გაიმეოროთ ყოველდღე, მინიმუმ 21 დღის განმავლობაში. სწორედ ეს დროა საჭირო, რომ ჩვენს ნათელ გონებაში ფორმულირდეს ახალი ნეირონული კავშირები. შემდეგ კი სამი თვეა საჭირო იმისთვის, რომ ეს ნეირონული კავშირები სამუდამოდ გამყარდეს და გვემსახუროს მთელი დარჩენილი ცხოვრება. 


რა თქმა უნდა, შეიძლება საკუთარ თავს შეპირდე რამეს. ცივი შხაპის ერთი კვირის მიღების შემთხვევაში შეგიძლიათ დააჯილდოვოთ საკუთარი თავი ლამაზი ქვედა თეთრეულით, კოსმეტიკით ან სხვა საჩუქრით. როგორც წესი, ნამდვილი ჯილდო კი თქვენთვის არის ის შეგრძნება, რასაც თქვენ თავს აჩუქებთ ამ პროცედურების დროს და მის შედეგად.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი