გეშინოდეთ სუსტების

0
763

სუსტი ძლიერები – ისინი თავად გაიძულებენ ირბინოთ მათი ცხოვრების ირგვლივ და ეს წრე თანდათან დავიწროვდება მანამ, სანამ ბოლო სასიცოცხლო ძალაც არ გამოგელევათ და არ კითხავთ თქვენ თავს : მე ვიღა შემიბრალებს? რატომ იყოფიან ადამიანები სუსტებად და ძლიერებად? არა ფიზიკურად, არამედ აზრების და ქცევების დონეზე? რატომ კვნესიან ერთნი გამუდმებით? თხოულობენ და ელოდებიან დახმარებას ყველასგან და ყველა მხრიდან, მეორენი კბილების ღჭენით და მუშტების მოჭერით ჩუმად, თავად ეხმარებიან თავის თავს, საკუთარი თავის და სხვების საყრდენნი და დამცველნი არიან?

როცა მეუბნებიან, რომ სუსტები დაბადებიდანვე სუსტები არიან ან ძლიერები თავიდანვე განსაკუთრებული ძალებით იბადებიან, მე ამის არ მჯერა. არ მჯერა ისე, როგორც დაუჯერებელია ვინმემ დაბადებიდანვე იცოდეს წერა-კითხვა, იყოს მეცნიერი ან სპორტსმენი.

როცა ცდილობენ დამარწმუნონ იმაში, რომ თუ სუსტს მოუნდა ვერ შეძლებს გახდეს ძლიერი ან ძლიერს არ ჭირდება მხარდაჭერა, რასაც ასე დაჟინებით თხოულობენ სუსტები, მე მინდება სასწრაფოდ ჩამოვწიო „სტოპ-კრანი“ და გადავჯდე სხვა მატარებელში. 

იყო სუსტი პათოლოგია არ არის. იყო ძლიერი – არ გვეძლევა ისე, როგორც თვალის ფერი ან ცხვირის ფორმა. ერთიც და მეორეც ცხოვრების პოზიციაა. ეს არის არჩევანი, რომელსაც თითოეული ადამიანი თვითონ აკეთებს. ეს არის განსაზღვრული, ცხოვრებაზე მორგებული პროგრამა – ცხოვრების მეთოდი მხოლოდ და მხოლოდ.

სუსტი ადამიანი სუსტია არა იმიტომ, რომ სუსტია, არამედ ის თავს ამ ფუფუნების უფლებას აძლევს, რადგან მის გვერდით არის ის, ვინც აძლევს მას სისუსტის უფლებას, ვინც მზადაა თავის თავზე აიღოს არა მხოლოდ თავისი, არამედ ამ სუსტის პრობლემებიც. მეტსაც გეტყვით, სუსტი ადამიანები არ არსებობენ. სუსტები არიან ისინი ვისაც ხელს აძლევს ეს სისუსტე.

ასევე, ძლიერებიც ხშირად ძლიერები არიან არა იმიტომ, რომ ასე სურთ, არამედ, იმიტომ რომ სხვა გზა არა აქვთ, გარდა ასეთად ყოფნისა. ამ ძლიერების უკან კი რა დგას, რა დაბრკოლებების გადალახვა, როგორი გაჭირვება, ეს მხოლოდ მათ იციან. შეიძლება იცოდნენ მათაც, იმ უმცირესობამ, ვისაც ეს ძალიან, ძალიან აინტერესებს და აწუხებს.
და ხშირად, სწორედ მათ, ვისაც ჩვენ ძლიერებად, რკინისებად, მოუდრეკავებად ვთვლით, ჩვევისამებრ, დაუნდობლად, დაუფიქრებლად მივუგდებთ ჩვენს გასაჭირს – „შენ ძლიერი ხარ და გაუმკლავდები“ – სხვაზე მწვავედ ესაჭიროებათ მხარდაჭერა და დაცვა, სიყვარული და სითბო.

იმიტომ, რომ ძლიერები გადაღლილები არიან; იმიტომ, რომ მათ ბევრი იარა აწუხებთ; იმიტომ, რომ მათში კატასტროფულად დიდია გადაღლილობა; იმიტომ, რომ ისინი მარტოსულად გრძნობენ თავს.

რადგან ძლიერად ყოფნა – ეს ნიშნავს დაუფიქრებლად საკუთარ თავზე დარტყმების მიღებას. ნებისმიერ პრობლემას ძლიერი თვითონ და მხოლოდ თვითონ უნდა აეფაროს კედელივით; ნებისმიერ დინებას უნდა გაუმკლავდეს ყველგან და ყოველთვის! სიმაღლეზე უნდა იდგეს სხვისთვის საჩვენებლად თუ საკუთარ სულიერ სიღრმეებში, კეთილღეობისას თუ ბინძურ სიტუაციებში.

გაუფრთხილდით თავს, ძლიერებო! ასევე გაუფრთხილდით ერთმანეთს, გეთაყვა, რადგან თქვენ ცოტანი ხართ და იმიტომ, რომ თქვენი ძალის დაუფასებლობა ხშირად თქვენვე გასუსტებთ და დაუცველობს გხდით, ამიტომ გეშინოდეთ სუსტების და დაიცავით მათგან თავი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი