როგორ გადავლახოთ სირთულეები ისე, რომ შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა?

0
536

ამ შეკითხვას, ალბათ, ყოველი ჩვენგანი ვსვამთ. ეს გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩვენ გვგონია. არის სულ რაღაც ოთხი წესი, რომლებიც დაგეხმარებათ ყველაზე რთულ პერიოდშიც კი შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა.

ჩვენს გართულებულ ყოფაში, რომელიც სავსეა შემთხვევითობებით, მოულოდნელობებით, წარმატებული აფრენებით და დაცემებით, ადამიანს ძალიან უჭირს სიმშვიდის და კარგი განწყობის შენარჩუნება. ჩვენი ტვინი ყოველდღიურად იფიტება ცხოვრების მაღალი ტემპის, ნეგატიური ადამიანების და სხვა მიზეზების გამო. აქვე შეგახსენებთ, რომ ადამიანის ტვინი ძალიან პლასტიურია და ნებისმიერ პირობებზე ადაპტირებას არის მიჩვეული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთმნიშვნელოვნად არსებობს მეთოდები, თუ როგორ განაწყო საკუთარი თავი, რომ ყოველთვის დარჩე პოზიტიურ განწყობაზე.

გთავაზობთ, მოსინჯოთ და ოთხი მარტივი წესის საშუალებით საკუთარი ტვინი განაწყოთ, რომ მან დაიწყოს თქვენს სასარგებლოდ განწყობაზე მუშაობა.

პირველი: მადლიერება – გზა ბედნიერებისკენ

ისწავლეთ, იყოთ სამყაროს და საკუთარი თავის მადლიერები. მთავარია გესმოდეთ, რომ ეს ემოცია და მისი გამოხატვა იყოს გულწრფელი.
მაგალითად: შესაძლებელია აწარმოოთ ჩანაწერები ბლოკნოტში ან საკუთარ ტელეფონში და ძილის ან რაიმე მოვლენის წინ მასში მოათავსოთ დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენები, ფაქტები რისი მადლიერიც ხართ. თავისთავად ასეთი ქცევები, უცბად არ შედის ქცევაში, მაგრამ მთავარი საიდუმლო სხვა რამეშია: როცა თქვენ საკუთარ გონებას მიმართავთ იმის ძიებისკენ, თუ რისი მადლიერი შეიძლება იყოთ, თქვენ საკუთარ თავში ამყარებთ სხვა სიხარულის გამომწვევ შესაძლებლობებსაც. თქვენი გონება ამ დროს ორიენტირდება პოზიტივზე და ნეგატიური მოვკლენები უკანა პლანზე გადადის, რაც შემდეგი საქმის წარმატებით დასრულებაშიც დაგეხმარებათ.

მეორე: წონასწორობა – კონცენტრირება

ამ პუნქტში საუბარია ყურადღების კონცენტრაციის შესახებ. რაც უკეთსად არის ჩამოყალიბებული, კონცენტრირებული ადამიანი, მით რთულია მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ან არასასურველი ქცევებისკენ მიმართვა, ანუ მისი ყურადღების ვექტორის არასასურველისკენ გადამისამართება. ყურადღების კონცენტრაციის ჩამოსაყალიბებლად შეეცადეთ დაკავდეთ იოგით, მედიტაციით, სუნთქვითი პრაქტიკით, ასევე კონცენტრაციისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სავარჯიშოებით(ფაზლების აწყობა, ლეგოების აწყობა, ჭადრაკი და სხვა), რომლებიც უტყუარად მუშაობს.

მესამე: თუ შენ მოქმედებ – შენ მზად ხარ

შეამჩნევდით, რომ როცა ადამიანი ყოველდღიურად აქტიურად მოქმედებს, ის საკითხებსაც წყვეტს, სირთულეებსაც ლახავს, ანუ შეუფერხებლად მიიწევს მიზნებისკენ, საკითხების გადაჭრისკენ და იმ ყველაფრის მოგავრებისკენ, რაც მას სჭირდება. საკუთარი ცხოვრების რიტმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ორი რამ – აქტიურობის და ყურადღების კონცენტრაციის შენარჩუნება ემსახურება ჩვენს მუდმივად ფორმაში ყოფნას. სხვანაირად, რომ ვთქვათ, გვეხმარება მზად ვიყოთ ცხოვრების გამოწვევების მიმართ, ასევე გამოცდილების დასაგროვებლად, ყოველდღიური პატარა გამარჯვებებისთვის, რაც გვაძლევს საკუთარ თავში და საკუთარ ძალებში დარწმუნების საშუალებას.

მეოთხე: კვება და ძილი – თქვენი ფსიქიკის ფუნდამენტი

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ცნობილია, თუ როგორ მოქმედებს ძილის დისბალანსი და არასწორი კვების რაციონი ჩვენს აზროვნებაზე, მაინც მიგითითებთ და მივაპყრობ თქვენს ყურადღებას ამ ფაქტორზე. ბევრი ადამიანი უდიერად ექცევა და ფიტავს საკუთარ თავს ზღვარს გადასული გრაფიკით და საკუთარი თავისადმი უპატივცემულობით. თუ თქვენ საკუთარ თავს გრძნობთ სტრესის და დეპრესიის საზღვარზე, სასწრაფოდ თქვით სტოპ და გაემართეთ სახლისკენ, კარგად გამოიძინეთ, კარგად გამოიკვებეთ, დაფიქრდით თქვენს რეჟიმზე და წარმართეთ ის ისე, რომ ყოვფელდღიურად, თუნდაც ძალიან ცოტა, მაგრამ გარკვეული დრო მიუძღვნათ თქვენს ჯანმრთელობას. 

ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის, ფსიქიკური ფუნდამენტის გამყარებისთვის აუცილებელია სპორტი ან საღამოობით ფეხით სიარული.

ამ რჩევების გათვალისწინებით, რეგულარულად მათი შესრულებით, თქვენ აძლევთ საკუთარ თავს შანსს, გადაინაცვლოთ შესანიშნავ ცხოვრებაში, სადაც ნებისმიერ სირთულეებს ადვილად გაუმკლავდებით. ამისთვის ტვინიც და სხეულიც აუცილებლად გეტყვით მადლობას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი