ემოციური დაძაბულობებიდან გამოწვეული კუნთური დაჭიმულობები

0
475

ადამიაში გრძნობა, ემოცია და აზროვნება მოქმედებენ მის ფიზიკურ სხეულზე, ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე. სხეული სარკესავით ასახავს ჩვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობას. თვითდაკვრვებისას ხშირად აღმოვაჩენთ კუნთურ დაძაბულობებს და ენერგობლოკებს, მიზეზის დადგენა კი შესაძლებელია სხეულზე და ემოციებზე პარალელური თანმიმდევრული დაკვირვებით. 

კუნთური დაძაბულობის მიზეზი ადამიანებში გახლავთ მუდმივი გონებირივი და ემოციური დაძაბულობა. დააკვირდით საკუთარ თავს, ჩაიტარეთ თვითდიაგნოსტირება, იაზროვნეთ და დაინახავთ, რომ გონება და სხეული ერთი მთლიანობაა. ადამიანის ხასიათის თითოეულ თვისებას აქვს შესაბამისი ფიზიკური პოზა. ხასიათი გამოიხატება კუნთურ რიგიდულობაში (გადაჭარბებული კუნთური დაძაბულობა) ან კუნთურ ჯავშანში.

ქრონიკული დაძაბულობა ჩვენში ბლოკავს ენერგეტიკულ ნაკადს, რომელიც მოედინება ძლიერ ემოციასთან ერთად.დაბლოკილ ემოციებს არ შეუძლიათ გამოხატვა, გარეთ გამოსვლა და ქმნიან ერთი და იგივე ხარისხის სპეციფიკურ მოგონებათა ემოციურ ჯგუფს (ნაკრებს), რომლებიც ადამიანში წარმოშობენ მათთან დაკავშირებული ფანტაზიების და მსგავსი ბუნების ცხოვრებისეული ფაქტების განცდებს. როდესაც ადამიანს უმეორდება ან აგონდება მსგავსი სიტუაცია, იქვე ჩნდება შესაბამისი ემოცია, რასაც ზედ ერთვის სხეულებრივი გამოვლინებაც. 
კუნთური დაძაბულობის მოხსნა ათავისუფლებს მნიშვნელოვან ენერგიას, რომელიც ემოციამ წარმოშვა სითბოს ან სიცივის, ტკივილის, დაძაბულობის, წვის და სხვა სახის გამოვლინებით. მიზანდასახულობა თანამედროვე ადამიანის დმგომარეობაა.
მატერიალური კეთილდღეობის და კომფორტის თავსმოხვეულ იდეალებს, მათი მიღწევის პირობებს, საბოლოო რეზულტატზე ორიენტირებას და არა იმაზე კონცენტრირებას, რომ იცხოვრონ აქ და ამჟამად მომენტით, მიყავს ადამიანი მუდმივ დაძაბულობამდე, საიდანაც მომდინარეობს კუნთური დაძაბულობა > სპაზმები სისხლძარღვებში > გიპერტონია, ოსტეოხონდროზი, წყლულოვანი დაავადებები და სხვა უამრავი. 

სხვა დანარჩენი მეორადი მიზეზებია.კუნთოვანი ჯავშნის (დაცვითი) ფუნქცია – ეს არის დაცვა უსიამოვნებებისგან. თუმცა ამ დაცვისთვის ორგანიზმი იხდის საკუთარი შესაძლებლობების და სიამოვნების შემცირების საფასურით. საფასური კი საკმაოდ ძვირია, გადაიხდება ჯანმრთელობით.
კუნთური ჯავშანი წარმოიშვება შვიდ პირობით სეგმენტში, რომლებიც შედგება კუნთებისგან და ორგანოებისგან. ეს სეგმენტები განლაგებულია თვალის, პირის, კისრის, გულმკერდის, დიაფრაგმის, მუცლის და თეძოების მიდამოებში.

კუნთური დაჭიმულობის აღმოფხვრა მიიღწევა:

  • სხეულში ენერგიის დაგროვებით;
  • ქრონიკულ კუნთურ ბლოკებზე პირდაპირი ზემოქმედებით (მასაჟი);
  • დაძაბულობისას დაგროვილი ემოციების გამოხატვით და გამოთავისუფლებით;
  • სპონტანური მოძრაობით, ცეკით თერაპიით, მომადუნებელი ვარჯიშებით, იოგით, სუნთქვითი ვარჯიშებით და სხვა.
თვალები: დაცვითი ჯავშანი გამოიხატება შუბლის არეს უძრაობაში და თვალების „ცარიელ“ გამომეტყველებაში, რომლებიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს ადამიანი უძრავი ნიღბის ქვეშიდან იყურება. აქედან გათავისუფლება ხდება თვალების ისე ფართოდ გახელით, რომ წამწამები შუბლს შეეხოს, ეს არის თვალების სავარჯიშო.

პირი: ამ სეგმენტში შედის ყელის კუნთების ჯგუფი (ღაბაბის, ყელის და საყლაპავის კუნთების ჯგუფი). ქვედა ყბა შეიძლება იყოს, როგორც ძალიან მოჭერილი, ასევე არაბუნებრივად მოდუნებული. ეს სეგმენტი აკონტროლებს ტირილის, ყვირილის და სიძულვილის გამოხატვას. ამ კუნთური დაძაბულობის მოხსნა შესაძლებელია ტირილის იმიტაციის გზით, ტუჩების მოძრაობით, კბეჩით, კბენით, სახის მანჭვით და სახის კუნთების მასაჟით.

ყელი: შეითვსებს ყელის და ენის სიღრმისეულ კუნთებს. კუნთური ბლოკი აკავებს სიძულვილს, ყვირილს და ტირილს. კუნთებზე და ყელის სიღრმეში პირდაპირი ზემოქმედება შეუძლებელია, ამიტომ ამ დაჭიმულობის მოსნა შეუძლია მხოლოდ ყვირილს, სიმღერას, გულისრევის მოქმედებას, ენის გადმოყოფას, თავის მკვეთრ მოძრაობას (დახრა-გასწორებას) და თავის ტრიალს.

გულმკერდის სეგმენტი: მკერდის ფართო კუნთები, მხრების კუნთები, გულის კოვზი, მკერდი და ხელები. ამ კუნთების დაჭიმვის საშუალებით შეკავებულია სიცილი, ნაღველი, ვნება. სუნთქვის შეკავება ეს არის ნებისმიერი ემოციის განდევნის საშუალება. ჯავშანი მუშაობს სუნთქვაზე, განსაკუთრებით ამოსუნთქვის დროს, ამიტომაა, რომ შეკავებული ემოციების დროს ადამიანებს ამოსუნთქვა უჭირთ. აქ უნდა ვიმუშაოთ სუნთქვაზე.

დიაფრაგმა: ეს სეგმენტი მოისაზრებს დიაფრაგმას, მზის წნულს, ამ არეს შინაგან ორგანოებს, დიაფრაგმის გაყოლებაზე ხერხემლის კუნთებს. ამოსუნთქვა გაცილებით გაძნელებულია, ვიდრე ბრონხიალური ასთმის დროს. კუნთური ბლოკი აკავებს ძლიერ სიძულვილს, რისხვას. მნიშვნელოვნად ხარისხიანად უნდა გავუშვათ პირველი ოთხი სეგმენტი, სანამ ამ სეგმენტზე მუშაობას შევუდგებოდეთ.

მუცელი: ეს სეგმენტი მოისაზრებს მუცლის და ზურგის კუნთებს. წელის კუნთების დაძაბულობა დაკავშირებულია წაქცევის (დამარცხების) შიშთან. გვერდების კუნთური დაჭიმულობები დაკავშირებულია ბრაზის, გაცოფების და მიუღებლობის დამალვასთან. ამ სეგმენტში ჯავშნიდან გათავისუფლება შედარებით ადვილია თუ ზედა სეგმენტებზე სწორად ვიმუშავეთ.

მენჯი: ეს ბოლო სეგმენტი ვრცელდება მენჯის ყველა კუნთზე და მის ქვედა არეებზე. რაც უფრო ძლიერია კუნთის სპაზმი, მენჯი მით მეტად გაწეულია უკან. გლუვი კუნთები დაჭიმული და მტკინვეულია. მენჯის ჯავშანი ემსახურება აგზნების, რისხვის, სიამოვნების დათრგუნვას.

კუნთური დაძაბულობის საიდუმლოებანი:

ყელის ზონა: ყელი ძალიან მნიშვნელოვანი არეა, თავის მხრივ ბარიერიცაა და ხიდიც ცნობიერსა (თავი) და არაცნობიერს (ტანი) შორის. რაციონალურობა აღმოსავლური კულტურის მახასიათებელია. ის გვავალდებულებს დავეყრდნოთ საკუთარ აზროვნებას. მოცემული კვლევებიდან იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები საკუთარ სხეულს, ჩანს, რომ თავის ზომა ადამიანის წარმოდგენაში საშუალოდ მთელი სხეულის 40-60% წარმოადგენს, როცა ანატომიურად ის მხოლოდ 12%-ია. ასეთი გადაკვეთა გამოწვეულია აზროვნებაზე დაყრდნობილი ცხოვრებით. გაუთავებელი (მენტალური ლაყბობით), რომელიც გვიქმნის წარმოდგენას, რომ თავი გამოტენილია, შეუძლებელია მისი მოდუნება. ამასთან ერთად თავში გენერირებული ტექსტები „არ მიდის“ სხეულამდე, ამიტომ სხეული ცნობიერისგან უბრალოდ იგნორირებულია – წარმოიშვება ერთგვარი „განდევნის“ სიტუაცია – „პროფესორ დოუელის თავი“. ასეთ შემთხვევაში საჭიროა კლიენტის ყურადღება ფოკუსირდეს სხეულიდან წამოსულ სიგნალებზე, რომ აზრები დაუკავშირდეს შეგრძნებებს.
არსებობს „კისრის ბარიერის“ შებრუნებული ვარიანტი: სხეულში არსებული საკმოდ ძლიერი შეგრძნებები, არ ინტერპრეტირდება, ისინი არ ამოდიან ცნობიერის დონეზე. ამ სიტუაციისთვის დამახასიათებელია ფსიქოსომატური გენეზის სხვადასხვა სახის ტკივილები, პარეზები და ა.შ. რომელთა მიზეზს ადამიანი ვერ იგებს.

თავის ზონა: ლოკალიზდება კისრის არეში და დაკავშირებულია ემოციების დაბლოკვასთან. აქ გამოიხატება სხვა ადამიანებთან ურთიერთობით წარმოშობილი პრობლემები (კომუნიკაციური სირთულეები) ან თავისთავად აუტენტური სირთულეები (აუთენტურობა). ასეთი ბლოკი წარმოიშვება თუ ადამიანი ხვდება ისეთ სიტუაციაში, როცა საკუთარ თავთანაც კი სიმართლის აღიარება შეუძლებლად მიაჩნია ანდა მას არ შეუძლია შეცვალოს რამე, რაც მის იდენტურობას ემუქრება – „თუ მე ამას გავაკეთებ, ეს მე არ ვიქნები“. ასევე, ამ ზონაში ისახება ძალიან მნიშვნელოვანი სინამდვილის აკრძალვა, ანუ მნიშვნელოვანი ტექსტის, ან აკრძალვის გაპროტესტება და შესაბამისი ქმედების განხორციელება იგივე მესიჯით „თუ მე ამას გავაკეთებ ეს მე არ ვიქნები“. ამ არეში ხანგრძლივად არსებული პრობლემები ემუქრება შემდეგი დაავადებების განვითარებას: ასთმა, ბრონხიალური დაზიანებები, ფარისებრი ჯირკვლის სახეცვლილებები.
გულმკერდის არეს შუა ნაწილი: ეს არე განთავსებულია მკერდის ძვალთან და მასში ლოკალიზებულია ბრაზის ზონა. სუბიექტურად ეს შეგრძნება გამოიხატება, როგორც ჭვალი, ბურთი, ჟგუტი „გულზე დადებული ლოდი“ – ჩხვლეტა ან სიმძიმე გულზე. ამასთან ერთად თავისთავად ხდება პერიკარდის არხის გადატვირთვა და წარმოიშვება გულის დაძაბულობა. ასეთი პრობლემის მქონე ადამიანს ახასიათებს სახის სპეციფიკური გამომეტყველება – ცხვირსა და ტუჩს შორი ნაოჭი, ტუჩის კუთხეების დაშვება – ეს ყველაფერი ერთიანდება სამყაროსადმი უნდობლობასა და წყენაში.

მკერდის ცენტრი:
 აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, მკერდის ცენტრში გულის სიმაღლეზე განთავსებულია გულის ჩაკრა – ანახატა – სიყვარულისა და სამყაროსადმი ემციური გახსნილობის ცენტრი. თუ ადამიანის ცხოვრებაში არ არის სიყვარულის ადგილი, წარმოიშვება მეორე ბაზისური გრძნობა – სიმძიმე, რომელიც სხეულის ამ უბანში იწვევს ქაჩვით და წოვით შეგრძნებებს. ასეთი კლიენტები ამ შეგრძნებას აღწერენ, როგორც მოჭერილ, ცივ, ბნელ სუბსტანციას. ამ ზონის დაზიანება, როგორც წესი, დაკავშირებულია ბავშვობაში მიღებულ მასშტაბურ ფსიქოტრამვებთან – გამოწვეულია მშობლის სიცივით და მიტოვებულობით.

დიაფრაგმული ზონა: ეს ზონა მოიცავს დიაფრამის კუნთებს და ეპიგასტრალურ ზონას. სხეულზე ორიენტირებულ თერაპიაში ეს უბანი დაკავშირებულია ნებისმიერი ემოციის – როგორც კარგის ისე ცუდის – გამოხატვის აკრძალვასთან, ბლოკირებასთან. ასევე აქ თავს იყრის ფინანსური გაუმართლებლობის და სოციალური დეზადაპტაციის შიშები. ამ ზონაზე მუშაობისას შეიძლება წამოვიდეს შეგრძნებები მუცლის არეში. ეს დაძაბულობები ძალიან გავს მუცლისა და სასუნთქ არეში დარტყმას – სუნთქვა ხდება ზედაპირული, იყინება, ჩერდება ემოციები, ტირილი, სიცილი. ამ დაჭიმულობის წარმოშობაზე ორგანიზმის დაცვითი რეაქცია (რასაც თან სდევს სისხლის და ლიმფის შედედება) ხშირად არის ცხიმოვანი ბალიშის წარმოშობა. ასევე საკმაოდ ხშირად წარმოიშვება ფსიქოსომატური კუჭის წყლული, ფილტვის პრობლემები (ჩინეთში ფილტვები ითვლება რისხვის წყაროდ). პრობლემები ნაღვლის ბუშტში და დიაფრაგმულ ზონაში დაჭიმულობები ახასიათებთ ადამიანებს, რომლებიც მიისწრაფვიან ყველაფრის კონტროლისკენ, ყველაფრის თავის თავში შენახვისკენ. მათთვის დამახასიათებელია შემდეგი ვერბალური გამოხატულებები: „ამის უფლებას ვერ მივცემ ჩემ თავს“, „ყველა სიამოვნებისთვის უნდა გადაიხადო“ და ა.შ. ასევე ასეთი ადამიანები მიისწრაფვიან არსებული მდგომარეობის მუდმივად განსჯისკენ, გონებრივი კონსტრუქციების გენერირებისკენ, ცხოვრების სქემებში ხედვისკენ. 
ჭიპის ზონა: ეს შიშის ზონაა, რომელიც შეესაბამება ეგრედწოდებულ „რაიას სარტყელს“, მასში შედის თირკმელების მიდამოებიც. ჩინელები თირკმელებს ემოციების სამარეს და სიცივის წყაროს უწოდებენ. ამ ზონაზე მუშაობის შემდეგ (აქ სამუშაოდ და ემოციების გამოსადევნად ძალიან ხანგრძლივი მოძრაობითი სავარჯიშოებია საჭირო) კლიენტს შეიძლება ჰქონდეს მთელ სხეულში სიცივის გადანაწილების შეგრძნება.

მენჯის დაჭიმულობა: ზურგის მხრიდან ხერხემლის კვანძი, დუნდულები, მენჯის ხაზი, წინა მხრიდან ქვედა მუცელი და თეძოების ზედაპირი შედის ამ ზონაში. ამ არეს დაჭიმულობები დაკავშირებულია სექსუალურობის დაბლოკვასთან. თუ სექსუალურ ცხოვრებაში არ ხდება სისტემატიური განტვირთვა, რომელიც ადამიანს მთლიანობის განცდას მიანიჭებს, მაშინ წარმოიშვება ღრმა სპაზმი, გაცხიმოვნება, გაშეშებითი მოვლენები მენჯის მიდამოებში. მენჯის დაჭიმულობისას ცხიმის დაშლასთან დაკავშირებული სამუშოების უმეტესობა ნაკლებ რეზულტატურია, იმდენად, რამდენადაც, როგორც უკვე ვთქვით, ისინი წარმოიშვება ორგანიზმის დაცვითი რეაქციის სახით. 

შუბლის დაჭიმულობა – ნევროსტენიკის კასკა – წარმოიშვება მუდმივი ხანგრძლივი დაძაბულობის და საერთო გადაღლილობის ფონზე.
ყბის დაჭიმულობა – აგრესია 
ყელის დაჭიმულობა – დიგიტალურობა -შეგრძნებებზე კონცენტრირება, ამბივალენტურობა, გაორება.
მკერდის დაჭიმულობა – ბრონხიტი, ასთმა ეს არის მინდას და უნდას შორის კონფლიქტის ზონა.a
შუა მკერდის დაჭიმულობა – წყენის და ბრაზის ზონა.
დიაფრაგმული დაჭიმულობა – ბლოკავს ემოციებს (აკავებს ყველაფერს შიგნით) ეს არის ფსიქოზის ზონა.
შიშის ზონა – შიში აზიანებს თირკმელებს და შარდის ბუშტს.
მენჯის დაჭიმულობა – ქვედა მუცელი დუნდულა კუნთები – სექსუალური შეკავებულობა.

წერილი დაამუშავეს ფსიქოლოგებმა:ვერიკო გოჯიაშვილმა და გვანცა ლელაშვილმა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი