21 მარტი, მსოფლიო პოეზიის დღე – აქცია ,, გადაიხადე ლექსით ” – julius meinl-ისგან

0
242
პოეზიას შეუძლია გახადოს მსოფლიო უკეთესი !

 

უკვე მე-6 წელია იულიუს მაინლი, 40 -ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად აღნიშნავს პოეზიის საერთაშორიო დღეს, 21 მარტს! გასულ წელს, ჩვენ ვნახეთ თუ როგორი   კავშრი იკვეთება  პოეზიასა და მუსიკაში. როგორია შთაგონება ფინჯან ყავასთან ერთად… ათასობით ადამიანმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  აქცია ფიქრები სტროფებად და  გრძნობები – მეტაფორებად.  ჩვენ კი საოცარი ლექსების უმდიდრესი კოლექცია მივიღეთ.

 

2019 წლის მსოფლიო პოეზიის დღის მთავარი მხარდამჭერი ყველასათვის საყვარელი და  ნაცნობი კომპოზიტორი და  მომღერალი Tom odell –  ი გახლავთ. 

მხოლოდ ამ ერთ დღეს ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა მსოფლიო ფულის გარეშე,  აქციის ფარგლებში  ადამიანები  ფულის ნაცვლად საკუთარი  შემოქმედებით იხდიან . ყოველი ფინჯანი ყავისა თუ ჩაის საფასური 21 მარტს არის თქვენი  ლექსი.

პროექტის მიზანია:

დავანახოთ საზოგადოებას, როგორი იქნებოდა მსოფლიო ფულის გარეშე …

გაცოცხლებული ურთიერთობები ადამიანებს შორის, ციფრული სამყაროდან –  რეალურ, პოეტურ და უკეთეს  სამყაროში ;

გავუზიაროთ ერთმანეთს იმაზე  მეტი გრძნობები,  ვიდრე  მესენჯერით გაგზავნილი  მოკითხვაა.
 

აქცია გადაიხადე ლექსით გაიმართება შემდეგ მისამართებზე : 

  • ტიფანი ბარი და ტერასა / Tiffany Bar & Terrace – მარი ბროსეს ქუჩა, მტკვრის მარკვენა სანაპირო
  • არტ კაფე ტიფლის ბრანჩი/ Art Cafe Tiflis Brunch  – კოტე აფხაზის N4
  • Inside / ინსაიდი – რკინის რიგი N11
  • თავისუფალი თეატრი /  liberty theatre –  რუსთაველის 2. მეტრო “თავისუფლების მოედნის” თავზე.
  • მარანანი / Marani Restaurant & Bar  –  გრიშაშვილის N 11
  • იულიუს მაინლი / Julius Meinl – პეკინის N34

კერძოდ როგორია აქციის დეტალები?

თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ იულიუს მაინლის მონაწილე ობიექტებს, მოითხოვოთ ფინჯანი ყავა და გადაიხადოთ ლექსით.

აქცია ვრცელდება მხოლოდ იულიუს მაინლის პროდუქტზე , მხოლოდ 21 მარტს.

თქვენს მიერ დაწერილი ლექსი, შესაძლოა მოხვდეს ათეულში, რომელიც განთავსდება იულიუს მაინლის ვებ-გვერდზე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი