ჩაკრები – ადამიანის ბიოენერგეტიკული ცენტრები

0
1141
ადამიანის სხეულში არსებობს ენერგეტიკული ცენტრები, რომლებსაც ჩაკრებს უწოდებენ. ჩაკრა სანსკრიტული სიტყვაა და ნიშნავს ბორბალს. ჩაკრები იღებენ, აგროვებენ და გარდაქმნიან ენერგიას. ისინი განლაგებული არიან ხერხემლის გასწვრივ. თვალისთვის ჩაკრები უხილავია და მათ მატერიალური ფორმა არ გააჩნიათ. ისინი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც პლაზმური ველები, რომლებიც ვიბრირებენ გარკვეულ სიხშირეზე და ამგვარად გარდაქმნიან ენერგიას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი გამოხატავენ სულიერი ენერგიის განსხეულებას ფიზიკურ პლანზე. შესაბამისად, სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩაკრების ჰარმონიულ ფუნქციონირებაზე. თუკი ჩაკრები დაბლოკილია და ვერ ატარებენ ენერგიას, ეს ვლინდება ადამიანის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ფუნქციონალური დარღვევის, ანუ დაავადების სახით. მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ 7 მთავარი ჩაკრა:

პირველი ჩაკრა – მულადჰარა (ფესვი, ფუძე, საყრდენი) – წითელი ფერი – მდებარეობს სასქესო ორგანოების არეში, ხერხემლის ფუძესთან. სხვა ჩაკრებისგან განსხვავებით მიმართულება აქვს სხეულიდან ქვემოთ. სწორედ ესაა მისი ფუნქცია – დაგვაკავშიროს მიწასთან. ეს ინსტიქტების ზონაა – ფიზიკური შეგრძნებები, ტკივილი, სიამოვნება, შიშები, თვითგადარჩენისთვის ბრძოლა, თავდაცვა, ამტანიანობა.

მეორე ჩაკრა – სვადჰისტანა (პირადი სამყოფელი) – ნარინჯისფერი – მდებარეობს ჭიპის ქვევით 2-3 თითის სიგანის მანძილზე. მეორე ჩაკრა გვეხმარება განვიცადოთ ემოციები, შევიგრძნოთ სიცოცხლის სიხარული. ამ ჩაკრასთანაა დაკავშირებული ადამიანის ძიება დაიკმაყოფილოს სექსუალური და მგრძნობელობითი მოთხოვნილებები. ეს სურვილების ზონაა.

მესამე ჩაკრა – მანიპურა – ყვითელი ფერი – მდებარეობს მზის წნულის არეში, მკერდის ოდნავ ქვევით. ის გვეხმარება შევიგრძნოთ საკუთარი ძალები და პოტენციალი. ამ ენერგეტიკულ ცენტრში ინახება ჩვენი სტერეოტიპები, ფასეულობები და პრინციპები. აქ ყალიბდება შესაძლებლობები ავირჩიოთ მიმართულება და მივიდეთ მიზნამდე.
მეოთხე ჩაკრა – ანაჰატა ანუ გულის – მწვანე ფერი – მდებარეობს მკერდის შუა არეში. ეს არის ადამიანის ეგოს და სულის ერთიანობის ადგილი. თუ ეს ჩაკრა სწორად ფუნქციონირებს, მაშინ ადამიანისთვის ნათელი და აღქმადი ხდება, რომ ის სამყაროს ნაწილია. პირველი სამი ჩაკრა თუ საკუთარი ენერგიით მუშაობს, უკვე მეოთხე ჩაკრიდან კოლექტიური ერთიანობის ენერგია ირთვება. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას შევიგრძნოთ და გვიყვარდეს სამყარო და ჩვენი თავი როგორც ერთი მთელი. ეს კოლექტიური ჰარმონიზაციის ზონაა – სიყვარული, პატიება, თანაგრძნობა.

მეხუთე ჩაკრა – ვიშუდჰა – ცისფერი ფერი – მდებარეობს ყელის არეში. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული მეორე ჩაკრასთან და მის სექსუალურ და შემოქმედებით ენერგიასთან, რასაც იყენებს შემოქმედებითი ენერგიის და შესაძლებლობების განვითარებისათვის. ეს ჩაკრა გვიბიძგებს თვითრეალიზაციისაკენ. აქ ფორმირდება უძლიერესი სტიმული იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს ინდივიდუალობის გამოვლენა, სიტყვა აქციოს ძალად. ეს შინაგანი თავისუფლების დასაწყისის ზონაა – შინაგანი პოტენციალი, თვითგამოხატულება, შემოქმედებითი უნარები.

მეექვსე ჩაკრა – აჯნა, ანუ მესამე თვალი – ლურჯი ფერი – მდებარეობს წარბებს შორის. ეს ჩაკრა ადამიანს აძლევს საშუალებას გასცდეს რეალური აღქმის საზღვრებს, მიიღოს ახალი ცოდნა სამყაროდან, გადააფასოს და უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს ცხოვრებისეული ფასეულობები და შეხედულებები. ეს შემეცნების ზონაა – როცა ადამიანი იმავდროულად არის „დამკვირვებელი“. ეს ღმერთის ნაწილაკია                                                ჩვენში.
მეშვიდე ჩაკრა – საჰასრარა – იასამნისფერი – მდებარეობს სხეულის გარეთ, თავიდან ოდნავ მოშორებით და მიმართულია ზევით. სამყაროსგან სუფთა კოსმიური ენერგიას ადამიანი მეშვიდე ჩაკრის საშუალებით იღებს. ეს მატერიალურის და სულიერის ინტეგრირების ზონაა. საჰასრარა გვაძლევს საშუალებას შევიცნოთ ღმერთი, დავუკავშირდეთ ჩვენს უმაღლეს “მე”-ს და მოვახდინოთ სულიერი გამოღვიძება.

ფუძის ჩაკრა – მულადჰარა

პირველი ჩაკრა ყველაზე მნიშვნელოვან კვანძად მიიჩნევა, იმიტომ, რომ ის არის საფუძველი. მულადჰარა გვაკავშირებს ფიზიკურ სამყაროსა და დედა ბუნებასთან. მდებარეობს ხერხემლის ძირში. მულადჰარა პასუხს აგებს ჩვენს ფიზიკურ ენერგიაზე და გვაძლევს დაცულობის გრძნობას. 
სანამ სხვა ჩაკრებზე გადახვალთ, აუცილებელია მულადჰარას დაბალანსება, თუ შესაბამისად „დამიწებულები“ არ ხართ, თქვენ სხვა ენერგეტიკულ კვანძებზე მუშაობას ვერ შეძლებთ. 

დაბალანსებული მულადჰარა

თქვენ თავს იგრძნობთ დაცულად, არ გექნებათ სხვადასხვა შიშები, ყოველდღიურობა სასიამმომვნო და შედეგიანი იქნება, არ შეგაწუხებთ ეჭვები სამყაროში თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. ნებისმიერი საქმე რომელსაც დაიწყებთ წარმატებამდე მიგიყვანთ, იქნება ეს ბიზნესი თუ პირადი ურთიერთობები. თქვენ იქნებით ჰარმონიაში სამყაროსთან. 

ზეაქტიური მულადჰარა

ამ დროს გრძნობთ სიბრაზეს, ყველაფერი თავს გაბეზრებთ, გაქვთ ხალხისა და მოვლენების მიმართ აგრესია, სიძუნწე და ადამიანების გაკონტროლების მოთხოვნილება გიმძაფრდებათ, ხდებით სხვადასხვა პირებსა თუ გარემოებზე დამოკიდებულები და ვერ ეგუებით ცვლილებებს. 

დეაქტიური მულადჰარა

ამ შემთხვევაში თავს გრძნობთ ეულად, ვერ ეგუებით საკუთარ სხეულსა და გარეგნობას. ვერ მოახერხებთ კონცენტრირებასა და საკუთარი ქმედებების გაკონტროლებას. გაქვთ უმოქმედობის და უენერგიობის გამუდმებული გრძნობა, შესაძლებელი დეპრესია და სუიციდური აზრები. 

დაუბალანსებელი მულადჰარას ფიზიკური სიმფტომები

სხეულის წონის მატება/კლება, ცუდი იმუნური სისტემა, დეპრესია, სიზარმაცე, ანემია. 

მულადჰარას განკურნება

არსებობს რადმდენიმე გზა, იმისთვის, რომ მულადჰარა განვკურნოთ და ავამუშავოთ, გთავაზობთ მათ შორის ყველაზე პოპულარულებს: 

ქოლოროთერაპია

ფუძის ჩაკრა ასოცირდება წითელ ფერთან, თუ დაანთებთ წითელ სანთელს, მასზე ფოკუსირდებით და ვიზუალიზაციის მეთოდით წარმოიდგენთ წითლად განათებულ მულადჰარას ეს მის გააქტიურებაში დაგეხმარებათ. 

კრისტალოთერაპია:

პირველ ჩაკრას ააქტიურებს აზურიტი, ჰელიოტროპი, ქრიზოკოლა, ობსიდიანი, შავი ტურმალინი, ჰემატიტი, მუქი წითელი სარდიონი (სერდოლიკი) წითელი იასპი და კვამლიანი კვარცი. 

ბუნება

მულადჰარას ელემენტი მიწაა, უბრალოდ ბუნებაში გასვლა, ხეებისა და გარემოს ხმით დატკბობა, ბალახთან შეხება და ხის ქვეშ მიწაზე დაჯდომა დაგეხმარებათ დედამიწის ენერგიის შეთვისებაში.

ხმის თერაპია

მულადჰარაზე როგორც საწყის ჩაკრაზე განსაკუთრებით მოქმედებს ნოტი დო (C). გთავაზობთ ტიბეტური “მომღერალი თასების” კომპოზიციას, რომელიც კონკრეტულად მულადჰარას განკურნებაში დაგეხმარებათ. გადადით ლინკზე. 

მეორე ჩაკრა – სვადიშტანა

ასევე უწოდებენ ჭიპის, საკრალურ, საიდუმლო ჩაკრას. სვადიშტანა სანსკრიტში ნიშნავს „მე-ს“ საცხოვრებელს. ეს ჩაკრა მართავს ჩვენს ფიზიკურ გამომჟღავნებას, კრეატიულობისა და შემოქმედებითი უნარის ცენტრი, მისი ბალანსი განსაზღვრავს თუ როგორ ვხედავთ თავს ფიზიკურ სამყაროში. სვადიშტანა საშუალებას გვაძლევს განვიცადოთ ნამდვილი მისწრაფებები და სამყარო მის სრულ ფერებში აღვიქვათ. მეორე ჩაკრა მართავს თვითშეფასებასა და ურთიერთობას სხვა ადამიანებთან. ის განთავსებულია ჭიპთან. 

დაბალანსებული სვადიშტანა

თქვენი გრძნობები თავისუფალია. შეგიძლიათ გამოხატოთ თავი ყოველგვარი პრობლემის გარეშე! გაქვთ შესანიშნავი თვითდაჯერებულობა, იცით თქვენი ძალების შესახებ და მართავთ მას, უმკლავდებით ნებისმიერ დაბრკოლებას. არ გაქვთ პრობლემები სექუალური განხრით. გიყვართ ცხოვრება და გსურთ მისი გავლა სრულყოფილად, სავსედ, უამრავი თავგადასავლებითა და ხალისიანი განწყობით. 

ზეაქტიური სვადიშტანა

ხართ ზედმეტად ემოციური, ყველაფრის მიმართ გაქვთ დაძაბული შეხედულება და მცირე დეტალზეც კი მართავთ ისტერიკებს. გაქვთ არაჯანსაღი დამოკიდებულება სხვადასხვა ადამიანების მიმართ, მიუხედავად ემოციური ხასიათისა ადვილად გაკონტროლებენ. თქვენი კუნთები მუდამ დაძაბულ მდგომარეობაში არიან. 

დეაქტიური სვადიშტანა

შეიძლება განიცდიდეთ შიშს იმის მიმართ რაც განიჭებთ სიამოვნებას და იკრძალავდეთ ყველაფერს რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ. მცირე კრეატიულობა, სიზარმაცე, ქრონიკული დაღლილობა, მუდმივად ძილისკენ მიდრეკილება. 

დაუბალანსებელი სვადიშტანას ფიზიკური სიმფტომები

ქვედა მუცლის გამუდმებული ყრუ ტკივილი, დარღვეული მენსტრუალური ციკლი, პრობლემები თირკლმებზე, რთულ შემთხვევებში უნაყოფობა, კისტა საკვერცხეებზე. 

სვადიშტანას დაბალანსების მეთოდები:ქოლოროთერაპია

ამ ჩაკრის ფერი არის სტაფილოსფერი, დაანთეთ ამ ფერის სანთლები და კონცენტრირდით მასზე, ან მუდმივად იქონიეთ თან რაიმე კაშკაშა სტაფილოსფერი, იქნება ეს ფოტო, აქსესუარი თუ უბრალოდ მობილურ ტელეფონზე დაყენებული თემა.

კრისტალოთერაპია

ჰემატიტი, სტაფილოსფერი სარდიონი (სერდოლიკი) ქარვა, სტაფილოსფერი კალციტი, მუქი ციტრინი, ცისფერი იასპი, ტოპაზი. 

ბუნება

სვადიშტანას ელემენტი წყალია. მდინარესთან, წყაროსთან ზღვასთან ახლოს ყოფნა, ნაპირთან სეირნობა ან წამოწოლა დაგეხმარებათ ბუნებისგან მიიღოთ ის ენერგია, რომელიც თქვენს ორგანიზმს აკლია. 

ხმის თერაპია

სვადიშტანაზე მოქმედებს ნოტი რე (D) გთავაზობთ ტიბეტური “მომღერალი თასების” კომპოზიციას, რომელიც კონკრეტულად ამ ჩაკრის განკურნებაში დაგეხმარებათ. 

მესამე ჩაკრა – მანიპურა

ასევე ცნობილი როგორც მზის წნულის ჩაკრა. განლაგებულია ჭიპის ზემოთ ნეკნებამდე. ის არის ჩვენი ენერგიის ცენტრი, რომელიც სასიცოცხლო ძალას მთელს სხეულს აძლევს. ის ნებისყოფის მომცემი წყაროა, შესაძლებლობა რომლითაც წარმატებას ვაღწევთ, ვიმატებთ თვითდაჯერებულობასა და შრომის უნარიანობას. ის ჩვენს ემოციურ, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აგებს პასუხს. მანიპურა განაგებს მომნელებელ სისტემას. 

როდესაც მანიპურა დაბალანსებულია

თქვენ გაქვთ სრული კონტროლი ემოციებსა და ფიქრებზე, იმპულსები არ იმოქმედებენ თქვენს გადაწყვეტილებებზე. ზუსტად იცით თქვენი ადგილი და ტკბებით ცხოვრებით. გიყვართ საკუთარი თავი, აფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში არიან და ხვდებით, რომ ნებისმიერი ადამიანი სამყაროს უნიკალური, განუმეორებელი ნაწილია. მზის წნულის ჩაკრა გასცემს სითბოს სხვების მიმართ და ისინიც იმავე სითბოთი გეპყრობიან თქვენ. 

ზეაქტიური მანიპურა

ამ შემთხვევაში ხართ ზედმეტად კრიტიკული, ადვილად ნახულობთ ნაკლს სხვა ადამიანებში, არ იღებთ ბრალს საკუთარ თავზე, ანუ პრინციპი -„ყველა დამნაშავეა, მხოლოდ მე ვარ მართალი,“ შესაძლებელია გქონდეთ ზედმეტად ფეთქებადი ხასიათი, ან ყველაფერი თქვენი გზით უნდა ხდებოდეს, ან საერთოდ არ უნდა მოხდეს. შესაძლებელია ხშირად გეგმავდეთ, მაგრამ არასოდეს ანხორციელებდეთ ამ გეგმებს, ხდებით ვორკოჰოლიკი, არასოდეს არ კმაყოფილდებით კარგით და მუდამ უკმარისობის შეგრძნებით ცხოვრობთ. 

დეაქტიური მანიპურა

ამ შემთხვევაში გაქვთ ეჭვი საკუთარი შესაძლებლობებისა და სხვების მიმართ. ზედმეტად ღელავთ იმაზე თუ რას იფიქრებენ თქვენზე, მუდამ ეჭვი გეპარებათ საკუთარ სიკარგეზე და ელით როდის გეტყვიან ადამიანები კომპლიმენტს, ამ შემთხვევაში ხდებით დამოკიდებული გარემოებზე, ადგილებსა და ადამიანებზე. 

დაუბალანსებელი მანიპურას ფიზიკური სიმფტომები

წონის პრობლემები, მომნელებელი სისტემის გაუმართავობა, დიაბეტი, წყლულები, ჰიპოგლიკემია, ართრიტი, ღვიძლის პრობლემები, ანორექსია, ბულემია, რთულ შემთხვევაში სიმსივნეები. 

მანიპიურას განკურნების საშუალებები:
ქოლოროთერაპია

ეს ჩაკრა ასოცირდება ყვითელ ფერთან, როგორც წინა ჩაკრების შემთხვევაში ვთქვით, ყვითელი სანთლები, ნებისმიერი ყვითელი ნივთი, მზესუმზირის ყვავილის ფოტოც კი იქონიებს მანიპურაზე გავლენას. 

კრისტალოთერაპია

მალაქიტი, იასპი, ვეფხვის თვალი, ციტრინი, ყვითელი ტურმალინი, როდონიტი.

ბუნება

მზის წნულის ჩაკრის ელემენტი ცეცხლია. მზეზე სეირნობა, ცეცხლის ყურება ან მასთან ახლოს ყოფნა დიდ გავლენას იქონიებს მანიპურაზე. 

ხმის თერაპია

მანიპურაზე მოქმედებს ნოტი მი (E) გთავაზობთ ტიბეტური “მომღერალი თასების” კომპოზიციას, რომელიც კონკრეტულად ამ ჩაკრის განკურნებაში დაგეხმარებათ. 

მეოთხე ჩაკრა – ანაჰატა

იგივე გულის ჩაკრა, რომელიც სიყვარულის, ბედნიერებისა და სიხარულის წყაროა. ის ასევე გვაგრძნობინებს სევდას, სიბრაზეს, ყველაფერს რაც ემოციებთან არის დაკავშირებული. ანაჰატა არისს ახალგაზრდა და პოზიტიური ენერგიის ჩაკრა. მისი მიზანია შეგვაყვაროს საკუთარი თავი სანამ შევიყვარებთ სხვებს. 

დაბალანსებული ანაჰატა

თქვენ გრძნობთ დიდ სიყვარულს დედამიწის ყოველი ცოცხალი არსების მიმართ. ხართ კეთილი, მზრუნველი, მხიარული და კომუნიკაბელური, თქვენს თავთან ხართ ჰარმონიაში, არ განსჯით ან გააკრიტიკებთ სხვის შეცდომებსა და ქმედებებს. თქვენს თავთან განმარტოება არ გრთგუნავთ და ურთიერთობებს შორის პაუზა არ გაწუხებთ, პირიქით გირჩევნიათ დაიცადოთ და სწორად შეარჩიოთ ადამიანი, რომელთანაც სულიერ კავშირს იგრძნობთ. 

ზეაქტიური ანაჰატა

თქვენ გმართავენ ნეგატიური ემოციები, სევდა, სიბრაზე, წუხილი, სიძუნწე. უმეტეს შემთხვევაში ვერ განიცდით სიხარულს. შესაძლებელია ადვილად იმართებოდეთ თუ ადამიანი გაგკიცხავთ და შენიშვნას მოგცემთ. თქვენი სიყვარული არის არჩევადი „მე შეგიყვარებ მაშინ როდესაც შენ გააკეთებ ამას… ან იქნები ესეთი…“ გეშინიათ რომ სხვები არ მიგიღებენ ისეთს როგორიც ხართ. შესაძლებელია იყოთ იქ, სადაც სულ გასცემთ მაგრამ არაფერს იღებთ. დამიანების დაკარგვის შიშით პატიობთ ყველაფერს და მათ დანაშაულებსა თუ შეცდომებს იბრალებთ საკუთარ თავზე, იქნება ეს ემოციური თუ ფიზიკური კუთხე. 

დეაქტიური ანაჰატა

მებისმიერ საკითხში ხართ ყოველთვის ნეგატიური, ვერ ინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობას. მუდამ გგონიათ რომ არავინ გაფასებთ, არავის უყვარხართ და არავის სჭირდებით. არ გაქვთ სხვების მიმართ ნდობა, ვერ ინარჩუნებთ ხანგრძლივ ურთიერთობებს, ყველა ადამიანს აყენებთ დისტანციაზე. 

დაუბალანსებელი ანაჰატას ფიზიკური სიმტომები

გულის ტკივილი, სიხლის შესუსტებული ცირკულაცია, გამუდმებული წნევიანობა. (მაღალი ან დაბალი) უარეს შემთხვევებში გულის შეტევები. 

ანაჰატას განკურნების მეთოდები:
ქოლოროთერაპია

ამ ჩაკრის შემთხვევაში აზრი ორად იყოფა, არის მწვანე და ვარდისფერი. ასევე ამ ფერების ტარება, სანთლების ან ნებისმიერი დეტალის ქონა დაგეხმარებათ ანაჰატას განკურნებაში. 

კრისტალოთერაპია

ვარდისფერი კვარცი, მწვანე ავანტურინი, მწვანე ტურმალინი, როდონიტი, ქრიზოპრაზი, ვარდისფერი აქატი. 

ბუნება

ანაჰატას ელემენტი ჰაერია. ვერანდასა თუ სახლის სახურავზე გრილი ჰაერით დატკბობა თქვენს გულის ჩაკრას დაეხმარება. ასევე ბუნებაში გასვლა და მწვანე ფერების გარემოცვაში ყოფნა. 

ხმის თერაპია

ანაჰატაზე გავლენას ნოტი სი ახდენს (B) გთავაზობთ ტიბეტური “მომღერალი თასების” კომპოზიციას, რომელიც კონკრეტულად ამ ჩაკრის განკურნებაში დაგეხმარებათ. გადადით ლინკზე. 

მეხუთე ჩაკრა – ვიშუდჰა

აგრეთვე ცნობილი როგორც ყელის ჩაკრა. ვიშუდჰა ჩვენი საუბრისა და გამოხატვის უნარის ცენტრი, მისი ბალანსი განაგებს თუ რამდენად გულწრფელები ვართ და რამდენად კარგად შეგვიძლია გარშემომყოფებისთვის საკუთარი შინაგანი სამყაროს გადმოცემა. მისი მეშვეობით ვსაუბრობთ, ვიღებთ გადაწყვეტილებებს და აღმოვაჩენთ, რომ რაცარუნდა მცირე გადაწყვეტილება მივიღოთ მას აუცილებლად ექნება ჩვენს ცხოვრებაზე გავლენა. ის განლაგებულია ყელის ძირში. 
ცნობილია როგორც გასუფთავების ცენტრი, ამ ჩაკრის მეშვეობით ენერგია, აზრები და იდეები ხორციელდება. ვიშუდჰას ბალანსის მეშვეობით განისაზღვრება თუ რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი ჩვენი ქმედებები. დანაშაულის გრძნობა ადვილად „ჭედავს“ ვიშუდჰას, მისი გაწმენდისთვის აუცილებელია ვთქვათ ის რასაც ვფიქრობთ, რაღაც დონეზე მაინც. 

დაბალანსებული ვიშუდჰა

ამ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ საკუთარი თავის გამოხატვის პრობლემა, ხართ კრეატიული, დამხმარე და შეგიძლიათ კარგი რჩევის გაცემა, თუ რა თქმა უნდა ამას გთხოვენ. იცით რა გინდათ ცხოვრებისგან და მიზნების მისაღწევად ბრძოლის არ გეშინიათ. აგრეთვე არ გერიდებათ თქვენი სისუსტისა და ნაკლოვანებებისთვის თვალში ჩახედვის და ამისთვის ადამიანები პატივს გცემენ. თქვენ მართლაც რომ თავისუფალი ადამიანი ხართ. 

ზეაქტიური ვიშუდჰა

ზედმეტად თავდაჯერებული და ნარცისი ხდებით. თქვენს გარშემო ყველას აკრიტიკებთ. შესაძლებელია ხშირად იყენებდეთ სიტყვიერ შეურაცჰყოფას. აგრეთვე ყვირით ისეთ დროსაც, როდესაც ეს საჭირო არ არის. არ აძლევთ სხვა ადამიანებს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას, აიძულებთ ყველას თვენი სიმართლით იარონ. 

დეაქტიური ვიშუდჰა

არ შეგიძლიათ საკუთარი აზრების გამოხატვა. გარშემომყოფები ჩუმ, უცნაურ ადამიანად მიგიჩნევენ. არ შეგიძლიათ იყოთ გულწრფელები საკუთარი თავის მიმართ. სანამ ამ ჩაკრას არ დააბალანსებთ, არაფერი არ მოხდება ისე, როგორც თქვენ გსურთ. 

დაუბალანსებელი ვიშუდჰას ფიზიკური სიმპტომები

ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები, მშრალი ყელი, კბილებისა და ყბების პრობლემები, ტონზილიტი, ყურების გამუდმებული პრობლემები, სტომატიტი, სინუსიტი, მხრების ართრიტი, მხრებისა და ხელების ტკივილები, კისრისა და ყელის პრობლემები, სტრესი, ალკოჰოლზე, სიგარეტსა თუ ნარკოტიკზე დამოკიდებულება. 

ვიშუდჰას განკურნების მეთოდები 

ეს ჩაკრა ასოცირდება ცისფერთან. ცით დატკბობა, ცისფერი სანთლები, ნებისმიერი ცისფერი საგანი გაააქტიურებს ვიშუდჰას. ეს სიმართლის და სიბრძნის ფერია. 

კრისტალოთერაპია

ლაზურიტი, ცისფერი კალციტი, კიანიტი, აქვამარინი, ფირუზი, ამაზონიტი, ქრიზოკოლა, ლარიმარი, ტანზანიტი, ცისფერი ტურმალინი, ცისფერი აქატი. 

ბუნება

ვიშუდჰას ელემენტი ეთერია, მიეცით თქვენს თავს საშუალება დატკბეს ცით, ბუნებით და შეითვისოს ეს ენერგია. 
გთავაზობთ ტიბეტური “მომღერალი თასების” კომპოზიციას, რომელიც კონკრეტულად ამ ჩაკრის განკურნებაში დაგეხმარებათ. 

მეექვსე ჩაკრა – აჯნა

ევე ცნობილია როგორც მესამე თვალის ჩაკრა. ეს არის ჩვენი იდეების, მიზნების, ოცნებების ცენტრი. 

დაბალანსებული აჯნა

თქვენ ხართ ღია შემეცნებისთვის, გაცნობიერებული გაქვთ, რომ თავადვე ხართ თქვენი რეალობის შემქმნელი, გაქვთ ძლიერი ინტუიცია, მეხსიერება და შეგიძლიათ შეიმეცნოთ პრობლემების გარეშე. 

ზეაქტიური აჯნა

ამ ემთხვევაში გაწუხებთ ხშირი თავის ტკივილები, სტრესი. ადამიანებს თქვენზე დაბლა აყენებთ და მიგაჩნიათ, რომ ყველაზე მეტი იცით. 

დეაქტიური აჯნა

ამ შემთხვვევაში გიჭირთ სულიერი სამყაროს არსებობის გაგება, გაქვთ ცუდი მეხსიერება და ინტუიცია. გიჭირთ რაიმეს შესწავლა და განათლების მიღება. 

დაუბალანსებელი აჯნას ფიზიკური სიმპტომები

მხედველობის პრობლემები, სკლეროზი, უძილობა, თავის ტკივილები, დეპრესია, დამოკიდებულებები, შაკიკი, სმენის პრობლემები, ხერხემლის პრობლემები, პანიკური შეტევები, ჰორმონალური დისბალანსი, უარეს შემთხვევაში ტვინის დაავადებები და სიმსივნე. 

აჯნას განკურნება

ასოცირდება ინდიგო, იისფერთან, განსაკუთრებით კარგია ამ ფერის ყვავილების სახლში გახარება, ასევე სანთლები და აქსესუარები. 

კრისტალოთერაპია

იისფერი ფლურიტი, ლაპის ლაზული, ამეთვისტო, აქვამარინი, მთის ბროლი, იოლიტი, აზურიტი, სოდალიტი, ცისფერი ავანტურინი, ხიასტოლიტი. 

ბუნება

აჯნას ელემენტი სინათლეა, აგრეთვე კარგია მზეში სეირნობა, ცით და მზის ამოსვლა-ჩასვლით ტკბობა. 

ხმის თერაპია

აჯნას ნოტი არის ლა (A) გთავაზობთ ტიბეტური “მომღერალი თასების” კომპოზიციას, რომელიც კონკრეტულად ამ ჩაკრის განკურნებაში დაგეხმარებათ გადადით ლინკზე. 

მეშვიდე ჩაკრა – საჰასრარა

და აი ისიც ბოლო, მეშვიდე ჩაკრა, საჰასრარა, აგრეთვე უწოდებენ გვირგვინის ჩაკრას. ის განლაგებულია ჩვენს თავზე და როგორც პირველი ჩაკრა, მულადჰარა არის ჩვენი კავშირი დედა ბუნებასთან, საჰასრარა გვაკავშირებს შემქმნელთან. 

დაბალანსებული საჰასრარა

ხართ ბრძენი, ზრუნავთ თქვენს სულიერ მესა და სხვა ადამიანების კეთილდღეობაზე. 

დეაქტიური საჰასრარა

ამ შემთხვევაში თქვენ ვერ პოულობთ ცხოვრების მიზანს. ყველაფერი უაზრობად მიგაჩნიათ. გაქვთ კოორდინაციის პრობლემები, მოუქნელი ადამიანი ხართ. არ გაგაჩნიათ არანაირი სურვილი აღმოაჩინოთ თქვენი შინაგანი მე. პანიკურად გეშინიათ სიკვდილის. 

ფიზიკური სიმფტომები

კუნთოვანი სისტემის დაავადებები, ქრონიკული გადაღლილობა, რომელსაც ექიმები ვერ ხსნიან, მგრძნობიარეობა სინათლისა და სხვადასხვა ხმების მიმართ. 

ქოლოროთერაპია

საჰასრარას ფერია თეთრი, იასამნისფერი, მანათობელი ოქროსფერში გადასული თეთრი. 

კრისტალოთერაპია

ამეთვისტო, სელენიტი, მთის ბროლი, მოლდავიტი. 

გთავაზობთ ტიბეტური “მომღერალი თასების” კომპოზიციას, რომელიც კონკრეტულად ამ ჩაკრის განკურნებაში დაგეხმარებათ.

ჩაკრები და მათი ფსიქოტექნიკები
მულადჰარა და მისი ფსიქოტექნიკები

* გამოიმუშავეთ ნებისყოფა, მოთმინების უნარი. 
* ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, აცადეთ დროს თავად განსაზღვროს მოვლენების მსვლელობა. 
* იზრუნეთ იმისთვის, რომ ცვლილებების პერიოდში შეინარჩუნოთ სტაბილურობა. 
* განავითარეთ მედიტაციის უნარები და საშუალებები გონების დასამშვიდებლად. 
* შეხედეთ მოვლენებს ფილოსოფიურად. 
* ისწავლეთ აყვეთ ცხოვრების ტემპს, ცვლილებების შესაბამისად. 
* განავითარეთ მოქნილობა და ადაპტირება ნებისმიერ სიტუაციაში. 
* იყავით დარწმუნებული თქვენს თავში და მოვლენების კარგად განვითარებაში. 
* გჯეროდეთ, რომ რთული მომენტები – ეს არის თქვენი შანსი ჩაიხედოთ საკუთარ თავში.
* მოვლენების უარყოფითად განვითარების შემთხვევაში არ ჩავარდეთ სასოწარკვეთაში. 
* გააფართოვეთ თქვენი ოცნების განხორციელების გეგმა. 
* იყავით მადლიერი იმ ცხოვრებისა, რაც გაქვთ და ეცადეთ მაქსიმალურად გაამარტივოთ ის, იმისთვის რომ კრახის შემთხვევაში ნაკლებად დაზარალდეთ. 
* გიხაროდეთ ცხოვრება და განავითარეთ იუმორის გრძნობა. 

სვადჰისტანა და მისი სფიქოტექნიკები

* პატივი ეცით თქვენს სხეულს, არ მოაკლოთ მას საკმარისი საკვები, წყალი, დასვენება და ვარჯიში. ნუ აიძულებთ მას გადაჭარბებულ მუშაობას, არ ამოწუროთ მისი შესაძლებლობები და ენერგია 
* სიამოვნების მოთხოვნილება მიიღეთ ჩვეულებრივ მოვლენად და ეცადეთ ცხოვრებისგან მიიღოთ იმდენი კარგი შდაბეჭდილება, რამდენიც საჭიროა სულის და სხეულის შესაბამისი რეზერვების შესანარჩუნებლად და შესავსებად 
* დაინახეთ ადამიანის სექსუალობაში მამოძრავებელი ძალა 
* დაიცავით წესრიგი, შეინარჩუნეთ სისუფთავე და გაალამაზეთ თქვენი სახლი, ოფისი და ადგილი სადაც ისვენებთ და ატარებთ უმეტეს დროს 
* დააკვირდით იმ ფიზიკურ ენერგიას, რომელსაც დებთ ფულის შოვნაში და ფინანსური საკითხების გადაწყვეტილებების მიღებაში 
* მიეცით თავს უფლება დატკბეთ ცხოვრებით 

მანიპურა და მისი ფსიქოტექნიკები

* განავითარეთ საკუთარი ინდივიდუალურობა და არასოდეს უღალატოთ მას 
* ყოველთვის ეცადეთ, რომ ადამიანებმა თქვენში დაინახონ ინდივიდი 
* გახსოვდეთ, რომ თუ მასას გაყვებით, თქვენი ცხოვრება ერთის მხრივ უსაფრთხო იქნება, მაგრამ მეორეს მხრივ შეზღუდული და სასაცილო 
* დროის გარკვეული პერიოდი ეცადეთ განმარტოვდეთ, მაგრამ ყოველთვის უნდა შეგეძლოთ იპოვოთ მეგობრები 
* ჰკითხეთ თქვენს თავს, იმსახურებთ იმ ცხოვრებას, რომლისკენაც ისწრაფით? 
* მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა ნიჭი და შესაძლებლობა, რაც გაქვთ 
* არ შეგეშინდეთ სიახლის. რთულ სიტუაციებში მოქმედება დაგეხმარებათ შეიცნოთ საკუთარი თავი 
* მოგზაურობები და კვლევები დაგეხმარებათ თქვენში გახსნას ისეთი თვისებები, რომლების საჭიროა არასასურველ გარემოებებში 
* ისწავლეთ ამოიცნოთ თქვენი და სხვისი ხასიათი და მთლიანობა 

ანაჰატა და მისი ფსიქოტექნიკები

* ეძებეთ სიყვარული, მიუხედავად იმისა გაგიმართლათ თუ არა წარსულში, ეს გაგათავისუფლებთ წარსულისგანაც და მისგან დატოვებული ტრამვისგანაც 
* თვისება, აპატიოთ მათ, ვინც გული გატკინათ, დაგეხმარებათ გული შეინარჩუნოთ გახსნილ მდგომარეობაში 
* აწმყო განიხილეთ, როგორც ფოკუსირებული ძალა, სადაც სიყვარულს შეუძლია განკურნოს ყველა ჭრილობა და აღადგინოს თქვენი პიროვნების მთლიანობა 
* გახსოვდეთ: ჩვენ – ბავშვები ვართ ღმერთის თვალში და ერთნი ვართ ამ პლანეტაზე, ამიტომ ჩვენი სულიერი მიზანი არის – გვიყვარდეს და თავს მივცეთ უფლება, სხვასაც ვუყვარდეთ 
* ეცადეთ ისწავლოთ მიიღოთ თავის ისეთად, როგორიც ხართ, როგორიც შეგქმნათ ღმერთმა, ქედმაღლობის და თვალთმაქცობის გარეშე. ეს გაგიხსნით გულს და აგივსებთ მას სიკეთით 
* ჩამოწერეთ სია, რას შეუძლია თქვენი გული გაახალისოს და აამღეროს, დაკავდით საყვარელი საქმეებით სასიამოვნო კომპანიაში ან მარტო 
* ყოველთვის ეცადეთ რაღაც კარგი დაინახოთ, თუნდაც ყველაზე ცუდ სიტუაციაში ან ადამიანში. ეს მოგცემთ საშუალებას შეინარჩუნოთ გულის ენერგია 

ვიშუდჰა და მისი ფსიქოტექნიკები

* შეპირდით საკუთარ თავს, რომ მაქსიმალურად კეთილსინდისიერი იქნებით ნებისმიერ სიტუაციაში 
* მიეცით თქვენს შემოქმედებით სულს საშუალება, გამოავლინოს თავი ნებისმიერ ქმედებაში, სადაც ეს მისთვის მოხერხებული იქნება 
* ბოროტად ნუ გამოიყენებთ თამბაქოს, ალკოჰოლს, ჭამას და წამლების მიღებას. ეს ასუსტებს ნებისყოფას და დამანგრევლად მოქმედებს ვიშუდჰაზე 
* ფრთხილად იყავით, როდესაც განცხადებებს აკეთებთ სხვების მიმართ: ამით შეიძლება დააზიანოთ როგორც სხვა, ასევე საკუთარი თავი 
* თქვენს მიმართ ნდობა აშენეთ თქვენს სიმტკიცეზე. მაშინ ხალხი პატივს გცემთ 
* უსმინეთ გრძნობებს. განმტკიცდით იმაში, რაც ნამდვილად ჭეშმარიტია თქვენთვის 
* მოუსმინეთ სიკეთის, სიყვარულის, სიმართლის და თავაზიანობის გამოვლინენებს. ეს ეხმარება ყურებს, შეითვისოს მგრძნობიარობა და გახსნილობა 
* ილაპარაკეთ გარკვევით, და ეცადეთ სიტყვებს საქმე მოყვეს 

აჯნა და მისი ფსიქოტექნიკები

* მიეცით ცნობიერებას საშუალება დამშვიდდეს 
* გადამეტებულ დატვირთვას მივყავართ აფორიაქებულ მდგომარეობამდე და აკვიატებულ აზრებამდე 
* მზად იყავით წარსულში დატოვოთ სწრაფად მიღწეული შედეგები და ზედაპირული გადაწყვეტილებები 
* გაესაუბრეთ ადამიანს, რომელიც არ ეთანხმება თქვენს შინაგან ფასეულობებს, თავისუფლების შეგრძნებას და სილამაზის აღქმას 
* ეძებეთ კარგი ყველა ადამიანში და ყველა სიტუაციაში 
* გაიხსენეთ თქვენი ცხოვრებიდან მომენტები, სადაც არ გაგიმართლათ და თქვით: “მეტი არასოდეს!” 
* შეწყვიტეთ საკუთარი თავის შედარება სხვებთან. აღმოაჩინეთ თქვენში უნიკალური შტრიხები 
* იპოვეთ თქვენთვის სულიერად ახლო ადამიანი სასწავლებელში ან სამსახურში. ეს გაგათავისუფლებთ შიშისგან და მარტოობის შეგრძნებისგან 
* იკითხეთ და ნახეთ სულისასამაღლებელი და შთამაგონებელი წიგნები და ფილმები 
* ყოველ დღე, როდესაც სარკეში ჩაიხედებით, საკუთარ თავს უყურეთ სიყვარულის გრძნობით 
* არ გადაიღალოთ 
* გააკეთეთ რამე სასიამოვნო საკუთარი თავისთვის 

საჰასრარა და მისი ფსიქოტექნიკები

* გახსენით თქვენი ცნობიერება იმ ძალებისთვის და ენერგიებისთვის, რომლებიც უფრო მაღლა ძალებზე, ყოველდღიურად თქვენ რომ გზღუდავენ. არსებობს უმაღლესი “მე”, რომელსაც შეუძლია გაგიძღვეთ, შემოგთავაზოთ სიყვარული და მფარველობა. შეეცადეთ მოუსმინოთ თქვენს თავს და იპოვოთ ეს ძალა თქვენში 
* ასევე ეცადეთ ჩაიხედოთ თქვენს გულში და ჰკითხოთ საკუთარ თავს: ვინ ვარ მე? გაათავისუფლეთ თავი შემზღუდავი აზრებისგან ისე, რომ დაუბრკოლებლად დაგტოვონ მათ 
* შეეცადეთ, რომ პასუხმა ასოციაცია არ გამოიწვიოს სახელთან ან ფორმასთან. ეს გზღუდავთ თქვენ, ეს თქვენ არ ხართ 
* იკითხეთ სულიერად ამაღლებული ლიტერატურა 
* მოერიდეთ სიტუაციებს და ხალხს, რომლებიც უარყოფენ სამყაროს 
* გადახედეთ თქვენს წარმოდგენებს ცხოვრებაზე. არ მიიღოთ თქვენს ცხოვრებაში ისეთი რამ, რის სარგებლობაშიც არ იქნებით დარწმუნებული 
* ჩაუღრმავდით საკუთარ თავს ყოველ დღე, იმისთვის რომ იპოვოთ და შეუერთდეთ თქვენს მარადიულ ნაწილს. ის გაგიღძვებათ თქვენს გზაზე, თუკი მისცემთ მას ამის საშუალებას. 

ცნობიერებისა და აზროვნების 7 დიაპაზონი 7 ჩაკრის მიხედვით

თავდაპირველად, ავხსნით, კლასიკური განმარტებების გარდა თუ კიდევ რა სხვა ფუნქციები და თვისებები გააჩნია ჩაკრებს. აგრეთვე მოგახსენებთ, რომ კუნდალინი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ინდივიდუალური ცნობიერების არსთან, გახლავთ პირველსაწყისი, დასაბამისეული სუბსტანცია, რომელიც, ფორმით სპერმატოზოიდს ჰგავს, მას გველსაც ამსგავსებენ და, სანამ ადამიანი სულიერი განვითარების გზას დაადგება, ეს ენერგია დახვეულია კუდუსუნის დაბოლოებასთან ახლოს, ნატიფი ენერგეტიკული ფორმით. 
ადამიანის ამ 7 ჩაკრის ვიბრაცია სინქრონიზებულია, მეცნიეცნიერული ტერმინით თუ ვიტყვით, დედამიწის 7 განზომილებასთან, თითო ჩაკრა პლანეტის თითოეულ შესაბამის სიხშრესთანაა გაიგივებული. აზროვნების დიაპაზონებს რაც შეეხება, ეს პირდაპირპროპორციულია კუნდალინის გაშლა-რეალიზაციისა ამ 7 ენერგეტიკულ ცენტრში, 7 ჩაკრაში, იგივე 7 განზომილებაში. ახლა მოგახსენებთ კუნდალინის თითოეულ ჩაკრაში განვითარების შესაბამის თავისებურებებს და, სულიერი განვითარების დონეებს დავყოფთ 7 საფეხურად, 7 დიაპაზონად: 
I ჩაკრა – ამ ვიბრაციის დიაპაზონი აზროვნებაში გულისხმობს ფიზიკურ სხეულთან თვითიდენტიფიცირებას. ცნობიერების განვითარების ამ საფეხურზე კუნდალინი სრულადაა რეალიზებული პირველ ჩაკრაში და, ადამიანი ორიენტირებულია ფიზიკური სხეულის მოვლაზე და ფიზიკურ გარემოში თავისი საარსებო სივრცის კომფორზე, დაინტერესებულია სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმატი კი პრიორიტეტულია სოციუმში მისი ფიზიკურად ძლიერი სტატუსის განხრით. მისი აღქმის დიაპაზონი გულისხმობს გარესამყაროს იმ ნაწილის აღქმასა და მასზე ზემოქმედების მცდელობას, რასაც ანატომიაში ცნობილი 5 გრძნობით აღიქვამს და ზემოქმედებს მასზე ადამიანი. 
II ჩაკრა – ამ დიაპაზონში ცნობიერება უკვე გრძნობს, რომ ის მხოლოდ ფიზიკური სხეული არაა და, უჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხების ძიებას იწყებს უკეთ თვითშემეცნებისათვის, ინტერესდება ისეთი სფეროებით, როგორებიცაა ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ასტროლოგია, ეზოთერიკა, მაგია-ოკულტიზმი და უამრავი კიდევ სხვა ტერმინით აღნიშნული სიღრმისეული დარგებით. ამ დროს, აზროვნების ე. წ. დაფარვის ზონა, გაცილებით მეტია, ვიდრე კუნდალინის მხოლოდ პირველ ჩაკრაში რეალიზაციისას. ადეპტი უკვე 2 უკიდურესობაში ვარდება და, ცდილობს, აზროვნებაში მოიპოვოს საყრდენი, რაზეც გონებაში ააგებს საკუთარი თავისა და გარესამყაროს შესახებ დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების ლოგიკას. მიღწეული ცოდნითა და მიღებული გამოცდილებით მანიპულატორი ხდება, ცდილობს პრაქტიკაში გამოიყენოს თავისი განვითარების დონე. 
III ჩაკრა – კუნდალინის განვითარების ამ დიაპაზონში, ცნობიერება ტოვებს 2 უკიდორესობის შესახებ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების მდგომარეობას და, ამ დონეზე უკვე ამთლიანებს 2 ურთიერთგამომრიცხავ მდგომარეობას, პოზიციას, პოლუსს. მე-3 დიაპაზონში ცნობიერება უკვე სრულყოფილად ფლობს 3-განზომილებიანი სამყაროს კანონზომიერებათა შესახებ ცოდნას და, შეუძლია ნებისმიერ საკითხზე იქონიოს უკვე არგუმენტირებული აზრი, პოზიცია. ამ დიაპაზონის აზროვნებისთვის უკვე უცხოა კოფლიქტური სიტუაციები, საზოგადოების კონკრეტულ წევრთა მისამართით მისი პროტესტი (და არა კონფლიქტი) შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ „ჭეშმარიტების“ დაცვის მიზეზს როგორც აზრობრივ-პოზიციურში, ასევე ჩვეულებრივ ყოფით გარემოებებში. ამ სიხშირეზე მოაზროვნე პიროვნებები არიან ლიდერები, მმართველები, მოსამართლეები და მენეჯერები. ლოგიკურ საუბარში მათი ჩაჭრა, თითქმის შეუძლებელია, ისინი უკვე ბრძენისა და ფილოსოფოსის დონეზე აზროვნებენ. 
IV ჩაკრა – ამ განვითარების დონეს, საწყის ეტაპზე ახასიათებს სოციუმისგან განმარტოვება, ერთგვარი ასკეზი. ამ დროს, ცნობიერება ტოვებს ხილული, 3-განზომილებიანი სამყაროს ფარგლებს და, აზროვნება გადადის მე-4 განზომილებაში, გონების მიერ აღქმადი ხდება სრულიად სხვა რეალობის სიცოცხლე სამყაროში, შესაბამისად ფორმირდება ლოგიკაც – მანამდე თუ ადეპტი მოურიდებლად და სიხარულით ავლენდა და გამოხატავდა მიღწეული ცოდნითა და გამოცდილებით თავის „მე“-ს და თავისუფლად ლავირებდა სოციუმში, ამ მდგომარეობისთვის მისი არსებობა აქ უკვე მოკვდა, დამთავრდა მისი ჩვეულებრივი ადამიანური ყოფა და, იწყებს მე-4 განზომილების რეალობის შემეცნებას, თავიდან იბადება. განვითარების სწორედ ამ საფეხურზე ბრძანებს ქრისტე – „მოკვდით ხორცისთვის, რათა დაიბადოთ სულში“-ო. მე-4 განზომილება ცნობიერებისთვის წყალგამყოფია სულიერსა და მატერიალურს შორის, ამ დროს, პარალელურად, შემაერთებელიცაა სულიერისა და მატერიალურისა. გრძნობად-ემოციურ დონეზე იწყებს აბსოლუტურად ყველასი და ყველაფრის სიყვარულის სწავლას და, მისი მოქმედებები განპირობებულია სხვა ადამიანთათვის სრულიად გაუგებარი კანონზომიერებით, იგი არაპროგნოზირებადი ხდება ძლიერი ფსიქოლოგებისთვისაც კი. აზროვნების მე-4 დიაპაზონში ადამიანის ცნობიერება უკვე მოიცავს ადამიანურ ყველა ცოდო-მადლსა და, სხვას აღიქვამს და შეიგრძნობს ისე, როგორც საკუთარ თავს, შესაბამისად, სხვებს ზუსტად ისევე ეპყრობა, როგორც თავად სურს, რომ მოეპყრან. მე-4 დონე გახლავთ ზუსტად ე. წ. გასხივოსნების ეტაპი, ცნობიერების ტრანსმუტაცია… 
V ჩაკრა – მე-5 განზომილების დიაპაზონში მოაზროვნე ცნობიერება უკვე გადადის ტოტალური პასუხისმგებლობის რეჟიში, მისი მოქმედების სფერო მოიცავს უკვე ერის კოლექტიურ ცნობიერებას, იმ სოციუმის პასუხისმგებლობათა საკუთარ თავზე აღებას, რომელშიც იგი იშვა და ვითარდება. შესაბამისად, ასეთი ადამიანის ინტერესის სფეროს წარმოადგენს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების სხვათათვის გადაცემა. ეს პროცესი ურთიერთქმედითია და, მე-5 დონის ცნობიერება საკუთარი განვითარების დონის წინწასაწევად, ავტომატურად საჭიროებს უკვე ერის წინაშე მისიონერული ფუნქციის შესრულებას. სწორედ ამ დიაპაზონის აზროვნების მქონე პიროვნებას აქვს ერის, სახელმწიფოს ლიდერის, მმართველის ფუნქციის საკუთარ თავზე აღების ზნეობრივ-მორალური უფლება სამყაროს წინაშე, სხვა შემთხვევაში, სახელმწიფოს მმათველობითი სისტემა ფორმირებულია ქაოსის პრინციპით და რეგრესირდება. ქართველ ერს და ქართულ სახელმწიფოებრიობას თითზე ჩამოსათვლელი ასეთი ლიდერები ახსოვს, მეფე დავით მე-4 აღმაშენებელია მათ შორის. 
VI ჩაკრა – აქ საქმე გვაქვს უკვე ცნობილ რელიგიურ მისტერიასთან – ამ დონის ცნობიერება თავის თავზე ღებულობს პლანეტაზე მყოფი ყველა სიცოცხლის ფორმის პასუხისმგებლობას და, წმენდს ე. წ. ცოდვებისგან, სინამდვილეში, დაგროვილი ნეგატიური ენერგეტიკისგან! ამ დროს ინდივიდი განმუხტავს ნეგატივისგან გავსებულ გლობალურ სფერულ-ენერგეტიკულ ბირთვს და, კაცობრიობას აძლევს შანსს, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს, ასეთი ადამიანის მისია მსოფლიო სულიერი ლიდერის მისიაა, ისეთივე, როგორიც ცნობილი ე. წ. ავატარები არიან – ბუდა, კრშნა, ქრისტე… ასეთი ადამიანების აზროვნების დიაპაზონი, დღევანდელი საზოგადოებისთვის რადიკალურად გაუგებარი და, ხშირ შემთხვევაში, მკაცრად მიუღებელია, თუმცა, ნორმალური საზოგადოების პირობებში ასეთი ხალხი პირიქით – დაფასებული და პატივგებულია. 
VII ჩაკრა – კუნდალინის მე-7 ჩაკრაში, ანუ ცნობიერების მე-7 განზომილებაში გადასვლა გულისხმობს პლანეტარული ცნობიერების უკვე მზის სისტემის დიაპაზონში გადასვლას და, ასეთი ცნობიერება სინქრონიზებულია და პირდაპირ კავშირშია უმაღლესი ცნობიერების მაღალიერარქიულ გამტარებთან, ე. წ. მთავარანგელოზებთან. ქრისტიანულ მისტერიაში ეს მდგომარეობა აღწერილია და დღესდღეობით ცნობილია, როგორც ფერისცვალება. ამ ეტაპზე, ცნობიერების მაღალვიბრაციული სიხშირის გამო, ინდივიდუალური სიცოცხლის სტრუქტურა, ანუ სამშვინველი, მყარ მატერიალურ ბიოლოგიურ სხეულში ყოფნას უკვე ვეღარ ეგუება და, არაა გამორიცხული, „სული“ სხეულიდან მაღალი წნევის გამო წარმოქმნილი სიხლჩაქცევებით გავიდეს, მაგრამ ბიოლოგიურ სიცოცხლის ამ ფორმას გააჩნია ცნობიერების ამ მაღალვიბრაციული სიხშრის გაძლების რესურსი გარკვეულ დონემდე. განვითარების შემდგომი ეტაპი კი, უკვე მყარი ფიზიკური სხეულის მაღალსიხშირული პლაზმით აალებას გულისხმობს, ამ დროს ქრება ბიოლოგიური ორგანიზმი, იწვის და, ცნობიერება სრულად ფლობს ეთერულ სხეულს, ეთერი კი გახლავთ მყარი მატერიაულური სამყაროს საწყისი მდგომარეობა, გარდამავალი თვისებებით – გამყარება-გაპლაზმურების უნარით, ეთერული სხეულის ფლობა გულისხმობს უკვე ისეთ უნარებს, როგორებიცაა ერთდროულად მრავალ ადგილას ყოფნა ჩვეულებრივი ცოცხალი ადამიანივით მყარი სხეულით, აგრეთვე გამჭოლ ენერგეტიკულ სხეულად გარდაქმნა და, ასე და ამგვარად, მრავალი სიმკვრივის შრეებში გამოვლინებით 1 ცნობიერების არსებობა… სხეულის აალების შემდგომი დონე, უკვე მე-8 განზომილებაში ცნობიერების განვითარებაა, ეს იგივე ქრისტიანული აღდგომაა… 
P.S. ზემოთ აღწერილი ყველა ეს მდგომარეობა გახლავთ ცნობიერების დიაპაზონთა გამოვლინებები სამყაროში, რომელი გამოვლინება და დონეც მოიცავს მის ქვემოთ არსებულ ყოველ დიაპაზონს და, შეუძლია ყველა მის ქვემოთ არსებულ სიმკვრივეში ტიპიური მოქმედება, ანუ, ყოველი ზემოთა საფეხური ქვემოთას მოიცავს. დააკვირდით თქვენს თავს, რა ინტერესები, რა მისწრაფებები და რა განცდები გაგაჩნიათ, არაა გამორიცხული, თქვენი ინდივიდუალური ცნობიერების განვითარების დონე ზუსტად შეესაბამებოდეს ზემოთაღნიშნულთაგან რომელიმეს, ეს საფეხურები ხომ, რადიკალურად ცვლის ადამიანს მსოფლმხედველობრივად, ეტაპიდა ეტაპზე გადასვლისას აბსოლუტურად იცვლება ადამიანის მთლიანი შინაგანი სამყარო, ენერგეტიკა და ზოგადად, ადამიანის მთლიანი გამოვლინება… 
ჩაკრები ჩაკრა – სანსკრიტზე ნიშნავს ბორბალს აღმოსავლეთ კულტურებში ჩაკრაში იგულისხმება, ადამიანის დახვეწილი სხეულის ენერგეტიკული ფსიქოფიზიოლოგიური ცენტრები….ვიზუალიზაციისას ჩაკრებს წარმოსახავენ როგორც ქარბორბალას და ადარებენ ლოტოსის ყვავილის ფორმას, თავისი განშტოებებით. ისინი მიმართული არიან ხერხემლიდან სხეულის ფრონტალურ მხრისაკენ. ჩაკრები ორგანიზმში აქტიურდებიან ენერგიის აღმავლობისას.(მომატებისას). ჩაკრებს აკავშირებენ, როგორც ორგანიზმში ენერგეტიკული ნაკადების გადამანაწილებელ ოპერატორებად. ჩაკრები იქმნება ორი ძირითადი ვერტიკალური – აღმავალი და დაღმავალი ენერგეტიკული ნაკადების ურთიერთ შეღწევადობით, ჩაკრები შეიძლება გაიხსნას: სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიშებით, მედიტაციით, მკურნალობის მეთოდებით, ცხოვრებისეული გამოცდილებით და ცნობიერების უმაღლეს დონემდე აყვანით. ჩაკრები ყვავილის მსგავსად შეიძლება გაიხსნას და დაიხუროს, დაჭკნეს და გაიფურჩქნოს – ეს ყველაფერი ცნობიერებაზეა დამოკიდებული. ….სულ 7 ჩაკრა არსებობს, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქცია “აკისრიათ”…. ჩაკრები: I -ფუძისეული ჩაკრა/მულადჰარა II- ჭიპის ჩაკრა/სვადჰისტანა III – მზის წნული/მანიპურა IV- გულის ჩაკრა/ანაჰატა V – ხორხის ჩაკრა/ვიშუდჰა VI- მესამე თვალი/აჯნა VII- გვირგვინოვანი ჩაკრა/საჰასრარა 
თითოეულ ჩაკრასთან აკავშირებენ გარკვეულ ორგანოებს. ჩაკრების დისბალანსმა კი შეიძლება მათი დაავადებები გამოიწვიოს: I -ფუძისეული ჩაკრა/მულადჰარა: ჩონჩხი, კბილები, ფრჩხილები, სწორი ნაწლავი, პროსტატის ჯირკვლები და უჯრედები. თუ ადამიანს დარღვეული აქვს მულადხარის მუშაობა -ის ვერ გრძნობს რომ მყარად დგას მიწაზე, თითქოს სადაცაა მიწა გაეცლება ფეხიდან.ფიზიკურ არსებობაში მულადხარა განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას და სასიცოცხლო რესურსების დონეს. II- ჭიპის ჩაკრა/სვადჰისტანა: მენჯი, ლიმფურ სისტემას, თირკმელები, ნაღვლის ბუშტი და სასქესო ორგანოები. ორგანიზმში არსებულ ყველა სითხე – სისხლი, ლიმფა, კუჭის წვენი, სათესლე სითხე და ა.შ. თუ ადამიანს დარღვეული აქვს სვადხისტანას მუშაობა, მაშინ ფიზიკურად შეიძლება ქონდეს პრობლემები რეპროდუქციასთან. ცხოვრებაში კი პრობლემები ურთერთობებში. მისი სექსუალური ცხოვრებაც მოსალოდნელია პრობლემებით სავსე იყოს საპირისპირო სქესთან. III – მზის წნული/მანიპურა: სასუნთქი სისტემა, დიაფრაგმა, საჭმლის მომნელებელი სისტემა, კუჭი, კუჭუკანა ჯირკვალი, ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი, ელენთა, წვრილი ნაწლავი. თუ ადამიანს დარღვეული აქვს მანიპურას მუშაობა ,მას პრობლემები შეექმენება ურთერთობებში, ჩამოუყალაიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი. მანიპურას დარღვევა შეიძლება გამოხატული იყოს მუცლის ღრუს დაავადებებით. IV- გულის ჩაკრა/ანაჰატა: გული. ფილტვები, სისხლის მიმოქცევისა და იმუნური სისტემები. კანი, ხელის მტევნები. თიმუსი. რესპირატორული დაავადებები, არტერიალური წნევის მაღალ მაჩვენებელი, გულის ხშირ ტკივილები, დაღლილობა და უძილობა. თუ დარღვეულია ანახატას მუშაობა, ადამიანი იკეტება საკუთარ თავში.მისთვის რთულია იყოს გახსნილი ურთერთობებში.ფიზიკურად კი შეიძლება ადამიანი დაავადებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. V – ხორხის ჩაკრა/ვიშუდჰა: ყელი, კისერი, ბგერითი კვანძები, ფარისებრი ჯირკვალი, ყბა, ფილტვების ზემო ნაწილები, ნერვები, კუნთები და ზემო კიდურები. ვიშუდხას მუშაობს დარღვევა ყელის პრობლემებით შეიძლება იქნებს გამოხატული.ცხოვრებაში კი ადამიანის თვითგამოხატვის შეუძლებლობით და ურთიერთობების ვერ დამყარებით. VI- მესამე თვალი/აჯნა: ცენტრალურ ნერვულ სისტემა. სახე, თვალები, ყურები, ცხვირი. როცა აჯნას მუშაობაა დარღვეული, ადამიანის გონებაში მიმდანარეობას მონოლოგი და არა დიალოგი. ამის ფონზე ხდება ინტუიცის სრული იგრნორირება და განდევნა. ადამიანს აჯნას დარღვეული მუშაობის გამო შეიძლება გონებრივი პრობლემები დაეწყოს ან მუდმივი თავის ტკივილი. ასევე კისრის ტკივილიც-რადგან კისერი დამაკავშირებელი ხიდია გონიერსა და არაგონიერს შორის. VII- გვირგვინოვანი ჩაკრა/საჰასრარა: თავის ტვინი, ეპიფიზი როცა სახასრარას მუშაობა დარღვეულია, ადამიანი იგრძნობს თავს ცხოვრებაში დაკარგულად. ვერ გაარკვევს რა უნდა და რა მისია აქვს ცხოვრებაში.შეიძლება მომავალზეც კი დარდობდეს,სიკვდილისაც ეშინოდეს და ვერ აცნობიერებდეს რომ ეს მხოლოდ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლაა. („რაც მუხლოხოს სიკვდილი ჰგონია,ბრძენისთვის იგი უბრალოდ პეპელაა“-რ.ბახი“) 
ჩაკრების ბალანსისთვის რეკომენდებული საკვები: დიეტის განსაზღვრა თითეული ენერგეტიკული ცენტრის ბალანსირებული მუშაობისთვის, შეიძლება პროდუქტის ფერის მიხედვით. ითვლება, რომ პროდუქტის ფერი შეესაბამება ჩაკრის ფერს. ეს პოსტულატი ეხება არა მარტო მშრალ, არამედ თხევად საკვებსაც. I -ფუძისეული ჩაკრა/მულადჰარა: საზამთრო, ჭარხალი, წითელი ლობიო, მარწყვი, ბოლოკი, წითელი კომბოსტო, წითელი წიწაკა, ტომატები, წითელი ყურძენი II- ჭიპის ჩაკრა/სვადჰისტანა: ფორთოხალი, სტაფილო,პაპაია, ატამი, გარგარი, მანგო, მუსკუსის ნესვი, ხურმა, იაპონური ფორთოხალი, ყველი ჩადერი III – მზის წნული/მანიპურა: ყაბაყი, ბანანი, ყვითელი წიწაკა, ყვითელი თევზი, გოგრა, ანანასი, ყვითელი პარკოსნები, იტალიური პასტა, ლომონი, ქათმის კვერცხი IV- გულის ჩაკრა/ანაჰატა: ლაიმა, მწვანე ლობიო, მწვანე წიწაკა, სალათის ფურცლები, ისპანახი, ბარდა, კამა, ავოკადო, ბროკოლი, წყალმცენარეები V – ხორხის ჩაკრა/ვიშუდჰა: მოცვი, ქლიავი, მაყვალი, თეთრი ყურძენი VI- მესამე თვალი/აჯნა: ბადრიჯანი, წითელგულიანი კომბოსტო, ლეღვი, იისფერი ხახვი, შავლებნიანები (მაგ:წაბლი) VII- გვირგვინოვანი ჩაკრა/საჰასრარა: საკვები არა 

კუნდალინი იოგა

კუნდალინი იოგა კუნდალინის გამოღვიძების და ჩაკრების გახსნის იოგაა, სადაც ჩაკრების გამოღვიძება იწყება მულადჰარა ჩაკრიდან. ეს პროცესი იწყება პრანაიამის პრაქტიკით, რის შედეგადაც მაძიებელი სწავლობს პრანის დინების კონტროლს. როდესაც პრანა კონტროლის ქვეშ არის აყვანილი, მაძიებელი აღვიძებს კუნდალინის ძალას და ცდილობს ის აიყვანოს ენერგტიკული არხით სუშუმნით (რომელის ხერხემლის გასწვრივ არის განლაგებული) ზედა ჩაკრებში. როგორც კი კუნდალინის ძალა შედის ჩაკრაში ის იღვიძებს. ბოლო ჩაკრის (საჰასრარა ჩაკრის) გახსნისას ინდივიდუალური ცნობიერება ერწყმის მარადისობას. 
სხვა იოგის მიმდინარეობებისგან განსხვავებით ეს ყველაზე სახიფათო იოგაა, რადგანაც იწყება დაბლა მდებარე ჩაკრების გამოღვიძებით. ბევრი ადამიანი გართობას იწყებს იმ ოკულტური ძალებით, რომლებიც ჩაკრების გახსნის შედეგან შემოდიან ადამიანში, და სცილდება მედიტაციის მთავარი მიზანს – გასხივოსნების გზას. 
ამიტომაც პირველ რიგში გულის ცენტრი – ანახატა ჩაკრა უნდა გაიხსნას. ეს სიბრძნის, სისუფთავისა და სიყვარულის ცენტრია, ეს თვისებები გვჭირდება იმ ენერგიების გაგებისთვის, მართვისთვის და გამოყენებისათვის. კუნდალინი იოგაში მასწავლებლის ხელმძღვანელობა აუცილებელია. ამ გზაზე შეცდომებს შეიძლება სერიოზული დაავადებები, ან სიკვდილი მოჰყვეს. 

კუნდალინი და ღვთის რეალიზაცია

შრი ჩინმოი: კუნდალინის გამოღვიძება არ ნიშნავს ღვთის რეალიზაციას. კუნდალინის გამოღვიძება მხოლოდ შიდა ცნობიერებაში შესვლის ხერხია. დედემიწაზე ათასობით ადამიანია, ვისაც გაღვიძებული აქვთ კუნდალინი. ისინი აცნობიერებენ თავის შინაგან ფსიქიკურ ძალას. მაგრამ აცნობიერებდე შინაგან ფსიქიკურ ძალას სავსებით არ ნიშნავს ღვთის რეალიზაციას, შორს ამისგან. ღვთის რეალზაცია უსასრულოდ უფრო მაღალი და უფრო ასრულების მომტანიაა, ვიდრე კუნდალინის გამოღვიძება. როდესაც ვინმეს აქვს კუნდალინი აქვს გამოღვიძებული, ის გრძნობს, რომ გარკვეული შინაგანი ძალა მას ემორჩილება. მაგრამ ეს შინაგანი ძალა არ არის უზენაესის უსასრულო სიმშვიდე, უსასრულო სინათლე და უსასრულო ნეტარება. ამიტომ, როდესაც კუნდალინი არის გამოღვიძებული, ვინმემ შიიძლება თქვას, რომ ის ფლობს იარაღს ან ჯიბის დანას, და ამ დანით შეუძლია აკეთოს გარკვეული რაღაცეები. მაგრამ როდესაც აცნობიერებთ ღმერთს, თქვენ გრძნობთ,რომ გაქვთ ატომური ბომბის გამოყენების შესაძლებლობა. ეს არის განსხვავება. როდესაც მე ვლაპარაკობ დანაზე ან ბომბზე, მე არ ვგულისხმობ მათ დამანგრეველად გამოყენებას. მე მხედველობაში მაქვს მათი უნარიანობა. ასე რომ, როდესაც ვინმე აცნობიერებს ღმერთს, მისი ცნობიერება შემოიჭრება დედამიწის ატმოსფეროში და ვრცელდება მსოფლიოს ყველა კუთხეში. მაგრამ როდესაც იღვიძებს კუნდალინი, ადამიანი იძენს მხოლოდ მცირე ძალას. 
დაუბრუნდეთ თქვენს კითხვას, კუნდალინის გამოღვიძება ვერ მოიტანს დაუყოვნებლივ ღვთის რეალიზაციას. მაგრამ კუნდალინის გამოღვიძების შემდეგ, ადამიანი ხედავს კუნდალინი ძალის შეზღუდულობას. მაშინ მას მაღლა, უფრო მაღლა და ყველაზე მაღლა ასვლა სურს, და ის გრძნობს სანამ არ მიაღწევს აბსოლუტურ სიმაღლეს, მისი მოგზაურობა არ დასრულდება. ბუნებრივია, ჩვენ ვმარშირებთ და ვმარშირებთ წინ, სანამ უსასრულო მიზანს არ მივაღწევთ.

ვედანტას და ტანტრას მეთოდი

შრი ჩინმოი: კუნდალინი იოგის გზაზე ადამიანს შეუძლია ორი მეთოდით დადგეს: ტანტრას მეშვეობით და ვედანტას მეშვეობით. ტანტრის მიდგობა სისტემატიზირებულია და დეტალურადაა დამუშავებული, ამავე დროს ის საკმაოდ საშიშია. ვედანტის პროცესი მარტივი და მისტიკით აღსავსეა. მაგრამ ის უსაფრთხოა, და არა ნაკლებად დამაჯერებელია და ასრულების მომტანი. 
ტანტრის მეთოდი სახიფათოა, რადგან მას პირველ რიგში საქმე აქვს უმდაბლეს ვიტალთან და ემოციურ ცხოვრებასთან. ეს მიდგომა დინამიურია და სიმამაცეს მოითხოვს. ადამიანი ან თავს განიწმინდავს, ვიტალურ სამყაროში მამაცურად შესვლისას და იქიდან ტრიუმფით დაბრუნდება, ან მას შეუძლია საერთოდ დაიკარგოს ვიტალური სამყაროს უვიცობაში, თუ შინაგანად ძლიერი არაა, რომ იმ სამყაროს ვიტალურ ძალები დაამარცხოს. 
ვედანტას გზა უსაფრთხოა, რადგანაც მაძიებელი კონცენტრირდება და მედიტირებს, რათა აამაღლოს, გაასუფთავოს და გაასხივოსნოს საკუთარი ცნობიერება, სანამ შეეცდება საქმის დაჭერას ვიტალური ძალების უსუფთაობასთან და სიბნელესთან, რომლებიც მის დამონებას ცდილობენ. როდესაც მაძიებელი შეაბიჯებს უმდაბლეს ვიტალურ სამყაროში თავისი გასხივოსნების სინათლით, ის თავისდა გასაოცად, ხედავს, რომ უმდაბლესი ვიტალი გასხივოსნებული, გასუფთავებული და ღვთიურობით ასრულებულია. 
ტანტრის პროცესი მაძიებლისგან მოითხოვს მუდმივ და შეგნებულ ყველა შიდა მოძრაობის ცნობადობას მულადხარიდან მაღლა საჰასრარისკენ. ვედანტას პროცესი მოითხოვს მაძიებლისგან შეგნებულ და მუდმივ გაცნობიერებულობას განვითარებად და გამათავისუფლებად ცნობიერების შესახებ. 
თუ ვინმეს აქვს სურვილი დაკავდეს კუნდალინი იოგით, მე ვურჩევდი იმ მაძიებელს გაჰყვეს ვედანტის მეთოდს, რომელიც უსაფრთხოა, და ამავე დროს საიმედოა. თუ ვედანტას მეთოდს მისდევთ, თქვენ, დანიშნულებისამებრ მიაღწევთ მიზანს დარწმუნებულად და უსაფრთხოდ. 
გულის ჩაკრის გახსნა -სულიერი პრაქტიკა დავჯდეთ და ყურადღება გადავიტანოთ გულზე მოუსმინოთ გულის ყოველ დარტყმას როგორც კი კონცენტრაციას მივაღწევთ გულის დარტყმაზე ვთქვათ უფალო შემდეგ მეორე დარტყმაზე იესო მერე 3 დარტყმაზე ქრისტე 4 დარტყმაზე შემიწყალე 5 დარტყმაზე მე -ასე გავიმეოროდ მრავალჯერ .შემდეგ რომ თავისუფლად მივეჩვევით ამ მედიტაციას ეს ლოცვა გავაკეთოთ სუნთქვასთან ერთად ჩასუნთქვაზე ვთქვათ ღმერთო იესო ქრისტე ამოსუნთქვაზე შემიწყალე მე .რამოდენიმე კვირაში გულის ცაკრა გაიღვიძებს გექნებათ სასიამოვნო ტკივილის და სიხარულის გრძნობა 

მე-4-ე ჩაკრა – ანაჰატა (გულის ჩაკრა)
ანაჰატა /ზოგადი განხილვა/
ფერი – მწვანე
კრისტალი – ავანტიურინი, ვარდისფერი კვარცი
სტიქია – ჰაერი

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ”გულის გზაზე”, მხედველობაში გვაქვს მარადიული სიცოცხლის წყარო – სიყვარული. გულის გზა გვავსებს სითბოთი და სიხარულით. ეს არ არის ცხოვრების სტრატეგია, ან ცხოვრების გეგმა, ეს სუფთა სიხარულია. ის გვაძლევს საშუალებას ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ, ისე რომ ვაცნობიერებდეთ ამ მდგომარეობას და ზეგავლენა მოვახდინოთ მატერიალურ სამყაროზე. 
ასეთი მიდგომა მოითხოვს რწმენას, რადგანაც ჩვენ მივეჩვიეთ აზრს, რომ ცხოვრება – ბრძოლაა, და ვთვლით რომ აუცილებელია გამოვიმუშავოთ თავდაცვის, უსაფრთხოების და თვითუზრუნველყოფის გეგმა. ამ შეხედულების ფესვები მოდის მენტალიტეტიდან, რომელიც დაფუძნებულია შიშზე – დაკარგვის შიშზე. თუ თქვენ ირჩევთ გულის გზას, მაშინ თქვენს გონებაში აღარ დარჩება შიშის ადგილი. თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ როდესაც იმყოფებით მაგნიტური მიზიდვის სივრცეში, თქვენი ცხოვრება ბედნიერი და უზრუნველყოფილი იქნება მიუხედავად ყველაფრისა. 
რაც უფრო მეტად გიყვართ, მით უფრო მეტი ობიექტი და საშუალება ჩნდება სიყვარულისთვის თქვენს ცხოვრებაში. ეს ძალიან მარტივია. შეიძლება ზედმეტად მარტივიც კი თანამედროვე ადამიანისთვის – ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ ყველაფერ მარტივს და ადვილად მიღწევადს. “შენ იღებ მხოლოდ იმას, რისიც გადახდილი გაქვს” – ასეთი მიდგომა გვაიძულებს, ბევრ მარტივ და მიღწევად სიხარულზე ვთქვათ უარი ჩვენს ცხოვრებაში. გულის გაღვიძება – აი ეს არის ყველაზე მთავარი ცხოვრების მიზანი. თქვენ არ მოგიწევთ არც საფასურის გადახდა, არც მსხვერპლის შეწირვა იმისთვის, რომ ამას მიაღწიოთ, მხოლოდ ერთი რამ არის საკმარისი – რწმენა. თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ ცხოვრება ვერ გაგტეხავთ, თუ თქვენ მოიხსნით დაცვებს. მოიცილეთ დამცველი საფარი, იმისთვის რომ სიცოცხლის ნაკადმა თავისუფლად გაიაროს თქვენში, და გჯეროდეთ, რომ სიყვარული – ეს სამყაროს მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 
ყოველი ჩვენთაგანი იბადება მარტო. დაბადების მომენტში ჩვენ ვიღებთ ფიზიკურ სხეულს, აზროვნებას, ჩვევებს, ხასიათს და ეგოს. ყველაფერი ეს განსაზღვრავს ჩვენს ინდივიდუალიზმს, რომელიც განსხვავდება სხვებისგან. პირველი სამი ჩაკრა დაკავშირებულია სწორედ ამ უნიკალურობის და განსხვავებულობის შენარჩუნებასთან. მეოთხე ჩაკრის გაღვიძებისას, ჩვენ ვშორდებით ჩვენს უნიკალურობას და ვიწყებთ სიცოცხლის ერთიანობის შეგრძნებას. 
მეოთხე ჩაკრის მიზანი – სიყვარულის შეგრძნებაა, როგორც პირადი ასევე საყოველთაო. თქვენ უნდა შეიგრძნოთ, თუ სიყვარული არა, მინიმუმ ჰარმონიული კავშირი მაინც თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, რომელიც შლის სხვაობას თქვენს შორის. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მეოთხე ჩაკრის დაკმაყოფილება. სწორედ მეოთხე ჩაკრის მეშვეობით მიაღწევთ რეალობას კოლექტიურ დონეზე. ქვედა სამი ჩაკრა მუშაობს პირად ენერგიაზე და გამოგყობთ სხვებისგან. ზედა სამი ჩაკრა – ეს ”მე”-ს კოლექტიური ასპექტებია, რომლებიც სამყაროს ენერგიებთან კავშირს აძლიერებენ. გულის ჩაკრა – ეს ადგილია, სადაც ხვდებიან თქვენი ”მე”-ს პერსონალური და კოლექტიური ასპექტები, ხვდებიან და გამოეყოფიან ერთმანეთს. 
გულის გაღვიძებით, თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს დაუკავშიროთ თქვენი პირადი და სულიერი ცხოვრება. თქვენ გახდებით ერთი მთლიანი. გული – დამაკავშირებელი ძაფია ეგოს და სულიერებას შორის. თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ ქვედა, ფიზიკური ჩაკრების სასიცოცხლო ენერგია და ამავე დროს მაღალი ჩაკრების მადლი და შთაგონება. გაერთიანებული გულის ჩაკრა გაწონასწორებულია როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად. ეს თქვენი ”მე”-ს ნამდვილი ცენტრია, ადგილი სადაც ცოცხლობს თქვენი სული. 
სიყვარულის ძიებას კაცობრიობის გულისკენ მივყავართ. სიყვარულის გრძნობა – მიუხედავად იმისა თქვენ გიყვართ, თუ თქვენ უყვარხართ, – ეს მთავარი მამოძრავებელი ძალაა როგორც მთელი სამყაროსი, ასევე ნებისმიერი ჩვენთაგანის. გააცნობიერო, როგორ ვლინდება სიყვარული, და მოიქცე შესაბამისად ამ გაცნობიერებისა, შემდეგ კი გაუყო ეს სიხარული გარშემომყოფებს – აი ეს არის გახსნილი გულის ნიშანი. თქვენ გაქვთ უნარი მიიღოთ ის ადამიანები, ვისთანაც გიწევთ შეხვედრა, და მზრუნველობა გამოიჩინოთ მათ მიმართ, ისე რომ არაფერი მოითხოვოთ სანაცვლოდ. თქვენ უნდა შეგეძლოთ გასცეთ, ისე რომ არ დაფიქრდეთ რითი გადაგიხდიან ამას, ამასთან უნდა შეგეძლოთ მადლიერებით მიიღოთ სხვისი სიყვარულიც. სწორედ ასე ავლენს თავს გაღვიძებული გული. 
სიყვარული – ეს გულის ბუნებრივი მდგომარეობაა. ეს სიყვარული სრულიად უანგაროა, ისევე როგორც დედის სიყვარული შვილისადმი – მასში არ არის ფარული მოტივები, გარდა თავად სიყვარულისა. თუ თქვენ სხვები გიყვართ ზუსტად ასე, მაშინ მათი ბედნიერება უმაღლესი პრიორიტეტი ხდება თქვენს ცხოვრებაში.. და ასეთი მდგომარეობა მიუთითებს გულის ჩაკრის გაღვიძებულ მდგომარეობაზე. 

ანაჰატა – გაუწონასწორებელი მდგომარეობა

ანაჰატას დისჰარმონიული მდგომარეობა ვლინდება მაშინ, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს გასცეს და მიიღოს სიყვარული. ზოგჯერ გვგონია, რომ ადამიანს შეუძლია აჩუქოს სხვას სიყვარული, მხარდაჭერა და დახმარება, მაგრამ რეალურად თვითონ არ არის მიერთებული ამ ენერგიის უწყვეტ წყაროსთან. ასეთ შემთხვევაში ადამიანი გასცემს, მაგრამ თვითონ იფიტება სულიერად, რადგან თვითონ არ შესწევს სიყვარულის მიღების უნარი. ის თავს უხერხულად გრძნობს, როდესაც ავლენს თავის სიყვარულს, და საკუთარ თავზე ურჩევნია ისეთი წარმოდგენა დატოვოს, თითქოს “მას სხვები არ სჭირდება”, ვინაიდან ის დახმარებას, მხარდაჭერას და სიყვარულის მიღებას სხვებისგან აღიქვამს სისუსტედ, აქედან გამომდინარე მათივე გაცემული სიყვარული არასოდეს იქნება სრულყოფილი. 
ასეთი მდგომარეობა ხშირად შეინიშნება სხვადასხვა სახის ურთიერთობებში. ენერგეტიკულ დონეზე გამოიხატება იმაში, რომ ადამიანს არ შესწევს სიყვარულის მიღების უნარი, ქვეცნობიერ დონეზე კი, ის თვლის რომ არ იმსახურებს ამ სიყვარულს. შესაბამისად, ენერგეტიკულ დონეზე ის თავისკენ არ მიიზიდავს და არ იწვევს სიყვარულს. ეს სიტუაცია ვლინდება ცხოვრებისეულ ყველა ასპექტში. რაც უფრო მეტად, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, არწმუნებს ადამიანი საკუთარ თავს, რომ არ საჭიროებს სიყვარულს, მით ნაკლებ სიყვარულს მიიღებს ის. 
ხანდახან ამის მიზეზი შეიძლება იყოს სიყვარულის ნაკლებობა ბავშვობაში, როდესაც მშობლები შვილებს თვლიან უკვე “დიდებად”, იმისთვის რომ მოეფერონ და სიყვარული გამოხატონ მათ მიმართ. ასეთ დროს ადამიანი სწავლობს, როგორც ჩაახშოს საკუთარ თავში სიყვარულის მოთხოვნილება და საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ ძალიან უჭირს სიყვარულის მიღება მეუღლისგანაც კი. შემდეგი მიზეზი შეიძლება იყოს მიღება – გაცემის ბალანსის დარღვევა. ეს ის სიტუაციაა, როდესაც ადამიანი უხვად გასცემს სითბოს და სიყვარულის ნაკადებს მის გარშემო მყოფ ადამიანებზე, და ვერც კი ხვდება, რომ თავისი ცენტრი გაწონასწორებულ და სტაბილურ მდგომარეობაში უნდა შეინარჩუნოს. ამ დროს ის ემოციონალური გამომძალველობის საფრთხის წინაშე დგება, როდესაც სისტემატიურად გასცემს და გრძნობს რომ სანაცვლოდ ვერაფერს იღებს. ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ანაჰატა გაწონასწორებულია, ადამიანი არ გასცემს იმისთვის, რომ მიიღოს. ის გასცემს ბუნებრივად, ღიად, და არა აქვს მოთხოვნილება სანაცვლოდ მიიღოს რამე, რადგანაც მისთვის მნიშვნელოვანი თვითონ გაცემის მომენტია. 
როდესაც ანაჰატა ჩაკრა გაუწოსასწორებელია, გულის სიღრმეში ადამიანი ელოდება გაცემული ენერგიის სანაცვლოდ რამეს, და თუ ის ვერაფერს იღებს, ის გრძნობს იმედგაცრუებას, მას ჰგონია, რომ ის გამოიყენეს, ზოგჯერ კი ამის გამო დაუნდობელიც ხდება. როდესაც ანაჰატა დისბალანსშია, ადამიანს შეუძლია უყვარდეს და გასცემდეს, მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანების კეთილგანწყობა, კმაყოფილება და კარგი დამოკიდებულება მოიპოვოს. მას ეშინია იყოს უარყოფილი, ეშინია, რომ როდესაც ის მარტო დარჩება და კონცენტრირდება საკუთარ თავზე (როცა ეს საჭიროა), ის დაიმსახურებს “ეგოისტის” რეპუტაციას, ან რაიმე სახით იქნება უარყოფილი და განდევნილი. მას უჭირს ისეთი ადგილის მოძებნა, სადაც საკუთარი თავის სიყვარული და სხვების მიმართ სიყვარული გახდება ერთი მთლიანი მცნება, და თვლის, რომ ეს ორი ძალა ყოველთვის კონფიქტშია ერთმანეთთან. 
სენტიმენტალობა – გაუწონასწორებელი მეოთხე ჩაკრის კიდევ ერთი გამოვლენაა. “გატეხილ გულს” არ შეუძლია საკუთარი პრობლემების გამოყოფა სხვისი პრობლემებისგან, ამიტომ ასეთი ადამიანის კავშირი სხვა ადამიანებთან არაჯანსაღი და მტკივნეულია. სწორედ ეს მიზეზი და ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომის რეზულტატია ის, რომ – ადამიანი მიისწრაფის რაიმე გააკეთოს სხვებისთვის იმის იმედით, რომ მათი მხრიდან სანაცვლოდ კარგი დამოკიდებულება მიიღოს. ნუ აგვერევა ეს თვისება თანაგრძნობაში, რომელიც ამ ჩაკრის გაცნობიერების მაჩვენებელია. 
გადამეტებული ჩაძირვა სიყვარულში, რომელიც იწვევს მიჯაჭვას – ეს ჩაკრის წონასწორობის დარღვევის მაჩვენებელია, რომელიც ქვედა ფიზიკური ჩაკრებისგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიას, იმისთვის რომ სიყვარულმა შეძლოს ბუნებრივად გამოვლენა. სიყვარული იქცევა მოთხოვნილებად და კარგავს თავის ბრწყინვალებას. ადამიანები ამბობენ: “მე შენ მიყვარხარ”, მაგრამ სინამდვილეში გულისხმობენ: “მე შენ მჭირდები”. ასეთი მიდგომა არასოდეს იქნება პოზიტიური, რადგანაც ქვედა ჩაკრების მოთხოვნილებები ცდილობენ თავი გამოავლინონ მეოთხე ჩაკრაში და ამახინჯებენ მას. საბოლოო ჯამში სიყვარული არსებობს, მაგრამ არსებობს უამრავი პირობით. ის იღვიძებს გულში, მაგრამ მას აუფერულებს და ამახინჯებს ქვედა ჩაკრების დისბალანსი. ფიზიკური ჩაკრების ზეგავლენა არ აძლევს საშუალებას ამ ჩაკრას შეიგრძნოს ჭეშმარიტი თავისუფლება, რომელიც დამახასიათებელია ნამდვილი სიყვარულისთვის, მეოთხე ჩაკრის პრიზმაში რომ ვლინდება. 

ანაჰატა – სიყვარულის პერსპექტივა

გულის ჩაკრის გაღვიძების პირველი ნიშნები იგრძნობა კეთილ საქმეებში, რომლებსაც თქვენ სჩადიხართ იმ იშვიათ, ხანმოკლე მომენტებში, როდესაც თქვენში გრძნობთ სრულ შინაგან ჰარმონიას. ყველაფერი გაწონასწორებულია, თქვენ არაფერზე ღელავთ. თქვენ გრძნობთ სიხარულს საკუთარი არსებობით, ქვედა ჩაკრები ბალანსშია, თქვენ გაქვთ უნარი მაქსიმალური სიამონება მიიღოთ ცხოვრებისეული პატარ-პატარა სიურპრიზებისგან. როდესაც იმყოფებით ამ მდგომარეობაში, თქვენ უფიქრდებით იმ ფაქტს, რომ ცხოვრება არ არის მხოლოდ გადარჩენისთვის და პირველობისთვის ბრძოლა. თუ თქვენ ისწავლით უსმინოთ გულს, ეს მდგომარეობა ჩვევაში გადაიზრდება. 
როდესაც ამ ჭრილში უყურებთ გარემოს, ყველა შემხვედრ ადამიანში საკუთარ ანარეკლს ხედავთ. თქვენ თავს ანებებთ თავის დაცვას მათგან და კონკურენციას მათთან. გული გიბიძგებთ თანამშრომლობას მათთან, და არა იძულებით ყოფნას მათ გვერდით. მოთხოვნილება, იყოთ “მართალი” ისევ ქვედა ჩაკრებისკენ გითრევთ, შეჯიბრის პერსპექტივით. მეოთხე ჩაკრის საფეხურზე თავდაცვის მოთხოვნილება აღარ არის, რადგანაც სიხარულს განიჭებთ ცხოვრების და სხვა ადამიანების სრულად მიღება. სიხარული – ეს სრული მიღების უნარია. 
მესამე ჩაკრიდან მეოთხეში გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მოითხოვს ცხოვრების აღქმის საფუძვლიან გადახედვას. მეოთხე ჩაკრის დონეზე აღარ არის კონკურენციის ადგილი, რადგანაც თქვენ გარშემომყოფებთან ურთიერთობას გულის მეშვეობით იწყებთ. გულის ჩაკრის დონიდან, მხოლოდ თანამშრომლობა არის შესაძლებელი. ამ პერსპექტივას დაყვება სიუხვის შეგრძნება, თქვენ იწყებთ მიხვედრას, რომ დედამიწაზე საკმარისადაა ყველაფერი და ყველასთვის. იღვიძებს თანაგრძნობა, ვინაიდან თქვენთვის უკვე ნათელია, რომ ყოველი ადამიანისთვის ის არის კარგი, რაც ყველასთვის. ჩვენ განუყოფელი ვართ, ჩვენ დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან. 
როდესაც გულის სამყაროში ჩაიხედებით, თქვენ განიცდით ყოვლისმომცველ სიმშვიდის გრძნობას და მიხვდებით, რომ ჰარმონია – ეს ბუნებრივი მდგომარეობაა და არა ის იშვიათი ბედნიერება, როგორც ადრე თვლიდით. ახლა უკვე, ჰარმონიის დარღვევის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება ქვედა ჩაკრების დისბალანსმა გამოიწვიოს, თქვენ ძალიან ადვილად დაიბრუნებთ მას, რადგანაც თქვენ ეს გზა უკვე გააცნობიერეთ! თქვენ იცით, რომ კონცენტრირებულ ცხოვრებას ბევრად მეტი სიხარული მოაქვს, და ეს ცოდნა გიბიძგებთ ყველა საფეხურზე მიაღწოთ ბალანსს. თქვენი მგრძნობიარობა იმ მოვლენების მიმართ, რაც ჰარმონიას გირღვევთ, უფრო და უფრო იკლებს და მხოლოდ სიხარულის შეგრძნების უნარი რჩება. და ასე გაგრძელდება სულ, მოვლენები დაყვებიან ენერგიას, ამიტომ რაც მეტ დროს გაატარებთ ჰარმონიაში, მით მეტი ჰარმონიული სიტუაციები გაჩნდება თქვენს ირგვლივ. 
სიხარული არის შედეგი იმის, თუ როგორ აღიქვამთ ცხოვრებას მეოთხე ჩაკრის პრიზმაში. რადგან თქვენ ასხივებთ სიმშვიდეს და სიხარულს, თქვენს გარშემომყოფებშიც იგივე შეგრძნებებს იწვევთ და ამით სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავთ თქვენსკენ. და რაც უფრო მეტ ენერგიას იღებთ უნივერსალური ენერგიის წყაროდან, მით მეტად უნდათ ადამიანებს თქვენს გვერდით ყოფნა, და როდესაც ხდებით ამ უნივერსალური ენერგიის გამტარი, მით მეტი შეგიძლიათ გასცეთ და გაუგზავნოთ გარშემომყოფებს. 
თუ თქვენ ამ ენერგიას იღებთ სულიერი წყაროებიდან, ასეთ შეთხვევაში თქვენ გამოიფიტებით და შეიძლება უბრალოდ დაიწვათ. არ ღირს ყველაფრის საკუთარ თავზე აღება, რადგანაც მიუხედავად იმისა რომ შეძლებთ ქვედა ჩაკრების გაწონასწორებას, მაინც იგრძნობთ შინაგან ნგრევას. თქვენ გააღვიძეთ გული, მაგრამ დაგავიწყდათ ენერგიის წყარო, საიდანაც ის მარაგდება. წყარო თქვენგან განსხვავებით ამოუწურავია. როდესაც თქვენ იმყოფებით კონტაქტში სამყაროს ენერგიასთან, თქვენ ივსებით ამ ენერგიით და უნაწილებთ მას სხვებსაც. მაგრამ როდესაც თქვენ გამოფიტული და დაცლილი ხართ, გადით ბუნებაში და დატკბით მისი მშვენიერებით – შეისუნთქეთ მისი სილამაზე და შეიგრძენით ის. გახსოვდეთ, თუ თქვენ აპირებთ გაცემას, აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი აღდგენაც, სხვა შემთხვევაში გადაიწვებით. თქვენი ენერგია შეზღუდულია, სამყაროსი – არა. რა შთაგაგონებთ თქვენ? წადით სწორედ იმ უწყვეტ წყაროსთან და დაიმუხტეთ. 
აი ყველაზე მარტივი და ბანალური ისტორია: ორ ადამიანს ერთმანეთი შეუყვარდა. იქამდე, სანამ ეს გრძნობა გაჩნდებოდა მათში, ისინი პირდაპირ კონტაქტში იყვნენ შთაგონების წყაროსთან. იქიდან გამომდინარე, რომ მათი სიყვარული დღითიდღე იზრდებოდა, ისინი უფრო მეტ დროს ატარებდნენ ერთად და უცვლიდნენ ერთმანეთს ენერგიას, ამასობაში დაავიწყდათ ეს ენერგია ისევ უწყვეტი წყაროდან მიეღოთ და იმის მაგივრად რომ სიყვარულიდან ახალი ძალა მოეკრიბათ, შემდეგ კი გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის, ისინი დამოკიდებული ხდებიან ერთმანეთზე, რადგანაც პარტნიორში ხედავენ ენერგიის წყაროს. ამიტომ ისინი ხდებიან ერთგვარი ენერგოვამპირები ერთმანეთისთვის, რომლებიც იკვებებიან პარტნიორის სასიცოცხლო ენერგიით და ამით ღუპავენ ერთმანეთს, იმიტომ რომ არცერთი მათგანი აღარ უბრუნდება უწყვეტ ენერგიის წყაროს და არ ცდილობს ენერგიის აღდგენას იქიდან. 
ან მეორე მაგალითი: წარმოიდგინეთ რომ თქვენი მეგობარი ყოველ დღე გთხოვთ ასესხოთ 5 დოლარი. და ასე გრძელდება დაუსრულებლად, იქამდე, სანამ თქვენი რესურსი არ ამოიწურება. რაც დრო გავა, თქვენთვის უფრო და უფრო მძიმე გახდება ეს მეგობრობა, თქვენი რესურსი ხომ არ არის ამოუწურავი. ასევე ემართება სიყვარულს, თუ კი თქვენ პარტნიორში ხედავთ თქვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელ წყაროს, საბოლოოდ თქვენ ამოწურავთ პარტნიორის ენერგიას ბოლო წვეთამდე. ასე რომ, ნუ დაგავიწყდებათ თქვენი საკუთარი ენერგიის წყაროები, რომლებიც შთაგაგონებენ და გიბრუნებენ სასიცოცხლო ენერგიებს, და მაშინ თქვენ შეძლებთ თქვენი ენერგია სხვებსაც გაუნაწილოთ. 
მეოთხე ჩაკრის გაღვიძების შემდეგ, თქვენ იწყებთ ცხოვრების დანახვას სიყვარულის პრიზმის მეშვეობით. სიყვარული, რომელიც ქვედა სამი ჩაკრით არის გამოწვეული, ყოველთვის ატარებს ფარულ მოტივებს – უსაფრთხოება, სექსი და ძალაუფლება. მაგრამ სიყვარულს, რომელსაც მეოთხე ჩაკრა გჩუქნით – ეს სიყვარულია სიყვარულის გამო. ის არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. თქვენ არ გჭირდებათ სანაცვლოდ არაფერი. თქვენ სავსე ხართ გრძნობით და გსურთ ეს გრძნობა გაუნაწილოთ გარშემომყოფებს. იესომ, და მის კვალდაკვალ “ბითლზებმაც” ძალიან ზუსტად დაახასიათეს ეს გრძნობა: “ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ – ეს სიყვარულია!” /All You Need Is Love/ 
ურთიერთობა, რომელიც გამოწვეულია მეოთხე ჩაკრით, ფესვებშივე განსხვავდება ქვედა სამი ჩაკრით გამოწვეული ურთიერთობისგან. უპირობო სიყვარული, რომელსაც თქვენ უნაწილებთ გარშემომყოფებს, მხოლოდ გაღვიძებული გულიდან მოდის. ქვედა სამი ჩაკრის პერსპექტივიდან, ასეთი სიყვარული შეუძლებელია – თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან, რადგანაც კონცენტრირებული ხართ იმაზე, თუ როგორ დაიკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნილებები. მეოთხე ჩაკრის პერსპექტივიდან კი სიყვარულს არ გააჩნია არანაირი პირობა. თქვენთვის უმნიშვნელოა, როგორ ცხოვრობს სხვა ხალხი, და რა გავლენას ახდენენ ისინი თქვენს ცხოვრებაზე. სავსებით ნათელია, რომ ურთიერთობა, რომლის საფუძველიც მეოთხე ჩაკრაა, ბევრად მშვიდობიანი და ჰარმონიულია, რადგანაც თქვენ აღარ გჭირდებათ თავდაცვა ადამიანებისგან და აღარ განიკითხავთ მათ. 
საკმარისია თქვენი გული “გააღვიძოთ”, რომ ეს ინტიმურ ურთიერთობაზეც აისახება. ქვედა ჩაკრების გადმოსახედიდან, სექსი აუცილებელია როგორც ენერგიის გამოდევნის საშუალება, სიამოვნების მიღება და ძალაუფლების გრძნობის დაკმაყოფილება. ხოლო მეოთხე ჩაკრის გადმოსახედიდან სექსი – ეს საოცარი შესაძლებლობაა ერთდროულად გასცე და მიიღო ენერგია. ის ხსნის უმაღლესი სულიერი ინტიმურობის კარს, როდესაც თქვენ იძენთ უნარს, ერთდროულად შეიგრძნოთ ფიზიკური და სულიერი სიახლოვე პარტნიორთან. ამ დროს ინტიმური ურთიერთობა აღარ არის მხოლოდ ფიზიკური ქმედება. თქვენ უკვე ურთიერთმოქმედებთ ფიზიკურ, ემოციონალურ და სულიერ პლანზე ერთად. 

ანაჰატა – გაცნობიერება

თუ თქვენ ნერვიულობთ სიყვარულის ობიექტზე, გააცნობიერეთ, რომ თქვენი ნერვიულობის მიზეზი დევს უსაფრთხოების განცდის არქონაში, და არა თვითონ სიყვარულში. შეეცადეთ პრობლემის გამომწვევი მიზეზი იპოვოთ. გააანალიზეთ პირველი ჩაკრის მდგომარეობა. გაისეირნეთ ბუნებაში, შეხედეთ ბუნების ამოუწურავ ძალას, რომელიც ყველაფერში ვლინდება ჩვენს გარშემო. იგრძენით, რომ იგივე ენერგია გავსებთ თქვენ. იფიქრეთ, რომ ეს თქვენ კი არ ცხოვრობთ, არამედ სიცოცხლე ვლინდება თქვენით! ახლა კი, როდესაც თქვენ მოიპოვეთ საკუთარი თავის და ცხოვრების მიმართ უსაფრთხოების განცდა, შედით სხვა ადამიანთან ურთიერთობაში. შეინახეთ ეს შეგრძნება თქვენში და ნუ ეცდებით ამ უსაფრთხოების მიღებას პარტნიორისგან. 
გაღვიძებული გული ხშირად კიდევ ერთი პრობლემის წყარო ხდება. ეს არის გაცემის გადამეტებული მისწრაფება. თქვენ აღვიძებთ მეოთხე ჩაკრის გულუხვობას, ამიტომ თქვენ მიისწრაფით უფრო მეტი გასცეთ გარშემომყოფებზე, მაგრამ თქვენ ეს სიკეთე გიბრუნდებათ უკან სხვებისგან. თქვენ კი ამ დროს ფიქრობთ, რომ ”უმჯობესია გასცე, ვიდრე მიიღო” – ასეთ მიდგომას მცდარ მორალამდე მივყავართ. 
ამ გადმოსახედიდან, თქვენ უარი უნდა თქვათ სხვა ადამიანების მიერ შემოთავაზებულ სიკეთეზე, დახმარებაზე, მომსახურებაზე და საჩუქრებზე… ანუ თქვენ უარს ამბობთ სიყვარულის მიღებაზე. წარმოიდგინეთ რას განიცდიან ის ადამიანები მას შემდეგ, როდესაც სურთ სიკეთე გაგიკეთონ და თქვენ მათ უარით ისტუმრებთ? მათთვის არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა მიზეზით ეუბნებით უარს. ისინი იგრძნობენ, რომ არ დააფასეს მათი სიკეთე. ეს ხომ უმადურობაა.. ეს დაჩრდილავს მათ ბედნიერებას იმ მომენტში, რასაც მეოთხე ჩაკრის გამოვლინების საუკეთესო გზას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. თქვენ მადლიერებით უნდა მიიღოთ, ის რაც სხვებს უნდათ რომ მოგცენ, და ამით თქვენ მათ აძლევთ საშუალებას დატკბნენ იმ გრძნობით, რომ თქვენთვის რაღაც სასიამოვნო გააკეთეს. 
უპირობო სიყვარულს ადვილად შეუძლია მიგვიყვანოს გაურკვევლობამდე, იმ შემთხვევაში, თუ სხვებს მივაწერთ თვისებებს, რომლებსაც ისინი არ ფლობენ. თქვენ ადამიანი წარმოგიდგენიათ ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ რომ დაინახოთ. ამ დროს გული არასწორი აღქმის წყარო ხდება, თქვენ გარშემომყოფებში ხედავთ იმაზე მეტ კარგს, ვიდრე რეალურად არის მათში. მაგრამ არის თუ არა ეს პრობლემა? კი, ეს პრობლემაა, თუ თქვენი არასწორი აღქმა არ გაძლევთ საშუალებას ნათლად აღიქვათ რეალობა. გაღვიძებული გული ყველაფერში ხედავს სულიერ პოტენციალს, მაგრამ ავიწყდება ის, რომ ჩვენ ყველა – მხოლოდ ანარეკლი ვართ ბუდჰის (გაღვიძებულის). კითხვა: “როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?” წარმოიშვება ყოველ ჯერზე, როდესაც ტყუვდებით სხვა ადამიანის სულიერ პოტენციალში. 
წონასწორობის აღდგენა მოითხოვს კეთილსინდისიერ და გულახდილ ურთიერთობას. კითხეთ თქვენს თავს: მოგწონთ თუ არა ის, რაც სხვა ადამიანს შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში?..თუ იმის გამო გიყვართ ის ადამიანი როგორიც შეიძლება გახდეს თქვენს წარმოდგენაში, თუკი ის შეიცვლება? თუ ბოლო პასუხია თქვენთვის უფრო მისაღები, ესეიგი თქვენ ის ადამიანი კი არა, თქვენივე წარმოდგენა გიყვართ მასზე. თქვენი სასიცოცხლო ენერგია მუდმივად ჩაედინება პარტნიორში, იმ მიზნით რომ გახადოს უფრო ადეკვატური თქვენს წარმოდგენებთან. პრობლემა წარმოიშვება მაშინ, როდესაც ეს წარმოდგენა არ ემთხვევა მისივე წარმოდგენას საკუთარ თავზე. ასეთი კავშირი ვერ იქნება გაწონასწორებული, რადგანაც თქვენ სისტემატიურად დაკარგავთ სასიცოცხლო ენერგიებს. ის ვერ მიაღწევს იმ მდგომარეობას, რასაც თქვენ მისგან ელოდებით, ვინაიდან ეს მის ნებას ეწინააღმდეგება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ის დაუბრუნდა მისთვის ჩვეულ ცხოვრების სტილს. თქვენი წარმოდგენა მის პოტენციალზე, შეიძლება დაეხმაროს მას იმაში, რომ სურვილი გაუჩნდეს თვითონად დაინახოს ეს პოტენციალი საკუთარ თავში, მაგრამ ის ვერ შეძლებს მოერგოს თქვენს იდეალს, თუ კი ეს იდეალი განსხვავდება მისი იდეალისგან იმ მომენტში. 
თუ თქვენ ვერ მოახერხეთ მეოთხე ჩაკრის გაწონასწორება, მაშინ თქვენთვის თვითონ ის აზრიც კი, რომ სხვას ტკივილი მიაყენოთ, საზარელია, და თქვენ გაურბიხართ ყველა უსიამოვნებას და მტკივნეულ სიტუაციებს, როგორც ცეცხლს. გარშემომყოფების მოთხოვნების დაკმაყოფილება – ეს გზაა კონფლიქტის ასარიდებლად, მაგრამ ამ გზით თქვენ უფლებას აძლევთ სხვებს თქვენს სიმპათიებზე ითამაშონ. სხვა ადამიანის ასეთი საქციელი, ვერ იქნება თქვენი მხარდამჭერი. 
შეცდომა იქნებოდა გვევარაუდა, თითქოს მეოთხე ჩაკრა – ეს მხოლოდ სიყვარული და სინათლეა. ისეთი სულიერი თვისება, როგორიც თანაგრძნობაა, შეიძლება მიზეზი გახდეს გადაჭარბებული გრძნობიარობის. ამ დროს ხალხის და ქვეყნის ტკივილს ძალიან დრამატულად აღიქვამთ. თუ ეს მგრძნობიარობა დაუბალანსებელია, თქვენ ძალიან ადვილად ჩაიძირებით მწუხარებასა და სასოწარკვეთაში. თუ თქვენ სხვის მწუხარებას ისე განიცდით, თითქოს ეს თქვენი ბრალი იყოს, ამით მსოფლიოში მწუხარება კი არ მოიკლებს, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება. თქვენი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ სხვების ტკივილს ისე აღიქვამთ, თითქოს თქვენ იყოთ ამაში დამნაშავე. ეს ძალიან პირადი დამოკიდებულებაა, რომლის ფესვებიც ღრმად ჩადის ქვედა ჩაკრებში. ტკივილი – ეს ჩვენი ცხოვრებისეული გზის თანამდევი და განუყოფელი ნაწილია. არცერთი ცხოვრება არ გაივლის მის გარეშე. თქვენ უნდა ისწავლოთ, რომ არ მიანიჭოთ მას ზედმეტი მნიშვნელობა. ყველაფერი გაივლის. თუ თქვენ ყველას ტკივილი თქვენს გულზე გაატარეთ, თქვენ ამით თავს გაინადგურებთ, მაგრამ ამავე დროს, ეს ცხოვრებისეული გამოცდილება, როდესაც ის უკვე წარსულში რჩება, თქვენ გზას გაგიკვლევთ წინ ახალი ცხოვრებისკენ. 
თუ თქვენ გრძნობთ, რომ ვერ მიაღწიეთ წონასწორობას ამ სფეროში, გადახედეთ თქვენს ქვედა ჩაკრებს და მათ მდგომარეობას. გაწონასწორებულია თუ არა თქვენი ცხოველური ბუნება? ისე ცხოვრობთ, როგორც საჭიროა? (პირველი ჩაკრა.) გაქვთ თუ არა უნარი დატკბეთ ყოველი მომენტით თქვენს ცხოვრებაში? (მეორე ჩაკრა.) გყოფნით თუ არა სიმამაცე დაიცვათ საკუთარი შეხედულებები? (მესამე ჩაკრა.) 

ანაჰატა ბალანსის მიღწევა მეოთხე ჩაკრაში

იმისთვის რომ მეოთხე ჩაკრის ბალანსი შეინარჩუნოთ, დიდი ძალისხმევაა საჭირო. ძალიან ადვილია მიყვეთ გულის ხმას, და ემოციების ოკეანეში ჩაიძიროთ, რაც საკმაოდ ხშირად ხდება. რაც უფრო ხშირად უსმენთ გულს, მით უფრო იშვიათად ხდება გამოცდები, რომლებიც თქვენ ყურადღებას ფანტავს. თქვენ ამცირებთ დროს, რომელიც საჭიროა უკან დასაბრუნებლად. თქვენ უნდა შეძლოთ ამოყვინთონ ემოციების ოკეანედან და გადართოთ თქვენი ყურადღება მოქმედებაზე და გაცნობიერებაზე, რაც დაგეხმარებათ მეოთხე ჩაკრის ბალანსის შენარჩუნებაში. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიყვარული – ეს ყველაზე დიდი ძალაა სამყაროში. 
ჯილდო კი უზარმაზარია. როდესაც თქვენ ისწავლით ცხოვრებას მეოთხე ჩაკრის მეშვეობით, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. ყველგან მხოლოდ სიხარულს და სიყვარულს წააწყდებით. თქვენ შეძლებთ ბრძოლის საფეხურიდან ჩამოსვლას, რომელიც ასე ბუნებრივი გეჩვენებათ ქვედა სამი ჩაკრის გადმოსახედიდან. თქვენ განაგრძობთ ცხოვრებას იგივე სამყაროში, მაგრამ გარშემომყოფებთან ბრძოლას შეწყვიტავთ. გამოცდები და სირთულეები ნებისმიერ ცხოვრებას თან სდევს, მაგრამ თუ თქვენი გული გაიღვიძებს, ამ სირთულეებშიც კი დაინახავთ მადლს და სინათლეს – ისინი დაკავშირებული არიან ფაქიზ შრეებთან და მიხვდებით, რომ ცხოვრება სწორედ ისე მიედინება, როგორც საჭიროა. 
როგორც უკვე ავღნიშნეთ, მესამე ჩაკრიდან მეოთხეზე გადასვლა ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია. ის თქვენგან მოითხოვს სრულად შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი – უარი თქვათ განცალკევების და უნიკალურობის შეგრძნებაზე… და თქვენი ძალისხმევა დაჯილდოებული იქნება ზღაპრული შეგრძნებებით: თქვენ ერთიანობას იგრძნობთ სხვა ადამიანებთან, რომლებიც თქვენსავით აღიქვამენ და გრძნობენ სიცოცხლეს. თქვენ ძირფესვიანად უნდა გადახედოთ თქვენს მიდგომას ცხოვრებისადმი და დამოკიდებულებას გარშემომყოფებისადმი. 

სიყვარულის გაცნობიერება სამ საფეხურად იყოფა: პირადი, თანამგრძნობი და უნივერსალური. 

პირადი სიყვარული

პირად საფეხურზე გაღვიძებული გული ენითაუწერელ სიამოვნებას განიცდის ახლობლების სიყვარულით. ეს ის ნამდვილი და ჭეშმარიტი გრძნობაა, რომელიც მოგიწოდებთ თქვენი სიხარული გაუზიაროთ თქვენს ახლობელ ადამიანებს. რომანტიული სიყვარული – ერთერთი ასპექტია პირადი სიყვარულის… და ის არაა შეზღუდული მხოლოდ საძინებელი ოთახით! ეს არის საყვარელ ადამიანზე ზრუნვით და განებივრებით გამოწვეული სიხარული, შეყვარებულობის დაბადებით გამოწვეული სიხარული, აღტაცება და აღფრთოვანება, როდესაც ღიმილს იწვევთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანის სახეზე. როდესაც თქვენი გული ღიაა, თქვენ გინდათ, რომ ეს სიყვარული იყოს მარადიული! თუ თქვენი გული მზადაა ამოხტეს სიხარულისგან, როდესაც თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთან ერთად გასეირნებაზე დაგთანხმდებათ, ესეიგი თქვენი მეოთხე ჩაკრა ღიაა ამ საფეხურზე. 
ამ გრძნობის განვითარება შეიძლება. ახალი შეყვარებულობის პერიოდის დასაწყისში, ეს მდგომარეობა ბუნებრივია. თქვენი გული ისწრაფის პასუხი მიიღოს საყვარელი ადამიანისგან. იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა შეინარჩუნოთ, თქვენ სიხარულს უნდა განიჭებდეთ ამ ადამიანზე მზრუნველობა. თუ თქვენ უკვე დაქორწინებული ხართ, მოუწყეთ მეუღლეს რომანტიული შეხვედრები, თუნდაც კვირაში ერთხელ. გამოხატეთ სიყვარული ნებისმიერი წვრილმანით, ისეთით როგორიცაა სასიყვარულო ბარათი, პატარა საჩუქარი, რომანტიული ვახშამი და ა.შ…. თქვენ თვითონაც ხომ გახსოვთ, როგორც იყო ეს ყველაფერი! სიყვარული – ეს ერთგვარი თამაშია, და იმისთვის რომ ხანგრძლივი იყოს ის, უნდა იცოდეთ მისი წესებიც. ეს ყველაფერი, რაზედაც ეხლა ვსაუბრობთ, ისედაც ძალიან ადვილად და ბუნებრივად ხდება ადრეულ სტადიებში, მაგრამ დროთა განმავლობაში რთულდება, ამიტომ საშუალება უნდა მისცეთ ამ გრძნობას, რომ შენარჩუნდეს და დაეხმაროთ მას, სხვა შემთხვევაში ის ჩაქრება. 
პირად საფეხურზე ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია მიჯაჭვულობის გრძნობა, ვინაიდან პირადი სიყვარული დაკავშირებულია პირველ სამ ჩაკრასთან. აქედან გამომდინარე, ასეთ სიყვარულს ხშირად თან სდევს პარტნიორის დაკარგვის შიში. პირადიდან გარდამავალ თანამგრძნობ სიყვარულში, პარტნიორის დაკარგვის შიში სუსტდება და ბოლოს, როდესაც მიაღწევთ უნივერსალურ სიყვარულს, შიში საერთოდ ქრება. 

თანამგრძნობი სიყვარული

ამ საფეხურზე ასვლისას, გაღვიძებული გული მთლიანად მიდის პირადი სიყვარულიდან. ამ დროს თანაგრძნობა შეიძლება განიცადოთ, როგორც ახლობელი ადამიანების მიმართ, ასევე უცხო ადამიანების მიმართაც. ეს არ არის პიროვნული სიყვარული, არც ის სიყვარული, რომელიც დაფუძნებულია დაუფლებაზე, მას არაფერი აქვს საერთო შინაგან “მე”-სთან. ეს უპიროვნო გრძნობაა. ის იზრდება იმდენად, რამდენადაც თქვენს სულს შეუძლია მოიცვას მთელი პლანეტა… და მთელი თქვენი არსება სრულიად განმსჭვალულია სიყვარულის შეგრძნებით. თანაგრძნობა უფრო და უფრო ძლიერდება. ის გამოწვეულია იმ ფაქტის გაცნობიერებით, რომ მსოფლიოში ყველა ტკივილს და უბედურებას იწვევს ადამიანების განცალკევება ერთმანეთისგან, რომელიც პირველი სამი ჩაკრის ზემოქმედების გამო ხდება. 
თანამგრძნობი გული თითოეული სულის სილამაზეს შეიგრძნობს, ის ხედავს რომ ისინი იბრძვიან მიაღწიონ ცნობიერების უმაღლეს საფეხურს. გული არ განიკითხავს მათ, ვინც ჯერ ვერ გაიღვიძა და ვერ გაცდა პირველ სამ საფეხურს. პირიქით, თქვენში იღვიძებს სიკეთე და ამ თანაგრძნობით თქვენ ცდილობთ დაეხმაროთ მათ ამ რთულ პერიოდში, რომ შეიგრძნონ ის სიხარული, რომელსაც გაღვიძებული გული იტევს. 
პატიება – აი ის მთავარი თვისება, რომელიც გააჩნია თანამგრძნობ გულს. იმისთვის, რომ გავიგოთ და გავითავისოთ, რომ ყველა სულში არის სიბნელის ნაწილაკი, რომელიც ადამიანურ არსებობას მოიცავს, საჭიროა თანაგრძნობა. ჩვენ ყველა, ხანდახან ჩავდივართ ისეთ საქციელს, რომელსაც ვერ დავარქმევთ კეთილსინდისიერს, და ამ ფაქტის აღიარების მიუხედავად, ჩვენ არ უნდა წავართვათ შეცდომის უფლება არც საკუთარ თავს და არც სხვებს. შეცდომას ვუშვებთ ყველა, და ეს ადამიანური არსებობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ უნდა შეგვეძლოს როგორც სხვისი პატიება, ასევე საკუთარი თავისაც. 
თუმცა თანაგრძნობას, რომელიც მეოთხე ჩაკრაში იბადება, მხოლოდ სიხარული და ბედნიერება არ მოაქვს. როდესაც პირველად იგრძნობთ სხვების ტანჯვას, ძალიან ადვილია მთლიანად ჩაგითრიოთ ამ გრძნობამ და ცხოვრების ინტერესი დაგაკარგინოთ. სრულიად ნათელია, რომ ეს თქვენ კარგს არაფერს მოგიტანთ. მეოთხე ჩაკრა არ ითხოვს მსხვერპლშეწირვას. აუცილებელია, რომ შინაგანი “მე” ჯანმრთელი იყოს, იმისთვის რომ გულის სიმაღლეზე ავიდეს, და პირველი სამი ჩაკრა – აბსოლიტურად გაწონასწორებული, რომ თანამგრძნობმა სიყვარულმა ზიანი არ მოგაყენოთ. 
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუკი თქვენ სრულად ჩაიძირებით ტანჯვაში და განცდაში, ამით მსოფლიოში ტანჯვა მხოლოდ მოიმატებს. თანამგრძნობი სიყვარულის გზას კი არ უნდა მივყავდეთ დამატებით ტანჯვამდე, პირიქით უნდა ამცირებდეს მას. იმის ცოდნა, რომ საკუთარ თავზე მუშაობა, მსოფლიოში ზრდის კეთილდღეობას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სასარგებლო საქმიანობა, დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ არაფრის მომცემ ტკივილს. როდესაც საყრდენს თქვენს გულში პოულობთ, იძენთ ღვთაებრივ დაცვას – და როდესაც გასცემთ იმ შინაგან დადებით მუხტს, სიყვარულს და სიმშვიდეს, რასაც თქვენ ატარებთ, ამით შეძლებთ სხვისი ტანჯვის შემცირებასაც. 

უნივერსალური სიყვარული

როდესაც იმყოფებით მეოთხე საფეხურზე, თქვენ რამდენიმე ნაბიჯი გაშორებთ, იმისგან რომ მიწაზე ზეცა შეიგრძნოთ. პირველი სამი ჩაკრა მიეკუთვნება მიწას (ენერგია ინი), ზედა სამი ჩაკრა კი ზეცას (ენერგია იანი). ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან მეოთხე ჩაკრაში, ანუ გულში, და სპონტანურად იწვევენ სიყვარულის გამოვლინებას. ეს სიყვარული არ იწვევს მიბმას და მიჯაჭვას, ის არ ცდილობს დაუფლებას, ის თავისუფალია. მას მივყავართ იმ მდგომარეობამდე, რომელსაც ჩვენ უპირობო სიყვარულს ვეძახით. როდესაც მისტიკოსები ამბობენ, რომ სიყვარულს შეუძლია განმსჭვალოს მთელი ჩვენი არსი, ჩვენ ვხვდებით, რომ ისინი გაღვიძებული გულის სწორედ ამ ასპექტს გულისხმობენ. 
თუ თქვენ მიაღწევთ გულის ჩაკრის ცნობიერების გაწონასწორებას, თქვენ ჩაიძირებით სიყვარულის ოკეანეში. თქვენსკენ მოისწრაფიან სხვებიც, და თქვენ გულუხვად უნაწილებთ მათ თქვენი სულის სიმდიდრეს… და როდესაც გასცემთ ამ ენერგიას, გრძნობთ როგორ გავსებთ სამყარო თავისი ენერგიით. სწორედ ასე ხდება რეალურადაც. თქვენი ენერგია ამოუწურავი ხდება, ამიტომ თქვენ აღარ გემუქრებათ გადაწვა, და გარშემომყოფები კი ვერასოდეს შთანთქავენ მას. რათქმაუნდა დღის ბოლოს თქვენ დაღლილობას იგრძნობთ, მაგრამ თქვენ არ იქნებით ძალაგამოცლილი. თქვენ ხვდებით, რომ როდესაც თავს გრძნობთ სრულიად უენერგიოდ, ესეიგი რაღაცას არასწორად აკეთებთ. ძალების დაკარგვის პირველივე ნიშნების დროს უნდა მიმართოთ მეოთხე ჩაკრას და თქვენი ცნობიერების შრეებს. თქვენ უკვე იცით ენერგეტიკული სიგნალების გარჩევა და იცით როგორ აღიდგინოთ ის უწყვეტი წყაროებიდან. ძალების აღდგენის შემდგომ კი თქვენ ისევ შეძლებთ გაუნაწილოთ ის გარშემომყოფებს. 
თუ თქვენ მოახერხებთ გულის ჩაკრის დაბალანსებას და თქვენი არსების გავსებას მისით, თქვენ შეიგრძნობთ ენითაუწერელ გრძნობას. როდესაც აცნობიერებთ სიცოცხლის ამოუწურავ ძალას, თქვენ არასდროს აღარ გექნებათ რამის დანაკლისის შიში. უნივერსალური სიყვარული გაძლევთ საშუალებას იყოთ მადლიერი და გულუხვი. თქვენ მადლიერი ხართ ცხოვრების აურაცხელი საჩუქრების და ეს ყველაფერი გულუხვათ შეგიძლიათ გაუნაწილოთ სხვებსაც. ცნობიერების ეს საფეხური კარგად ჩანს სიტყვებში: “ეძებეთ ღვთიური სამეფო თქვენში და ყველაფერი მოგეცემათ”. 
უნივერსალური სიყვარულის დონეზე ყველა მიჯაჭვა ქრება. მიჯაჭვას იწვევს შიში, მაგრამ როდესაც თქვენი გული გაიღვიძებს უნივერსალური სიყვარულისთვის, თქვენ აღარ იქნებით შიშის მძევალი. ეს იმას არ ნიშნავს რომ შიში საერთოდ გაქრება, ვინაიდან ის ადამიანური არსებობის შემადგენელი ნაწილია და ვერ გაქრება მთლიანად. ეს თქვენ წახვედით მისგან, მიხვდით, რომ შიში ბუდობდა თქვენში, მაგრამ სამყაროში ხომ უამრავი ადგილია, სადაც შეიძლება მისგან თავის დაღწევა. თქვენ უნდა გაიგოთ, რომ შიში და რწმენა – ეს ერთი მედლის ორი სხვადასხვა მხარეა და თქვენ ან ერთი უნდა იგრძნოთ, ან მეორე. ისწავლეთ ყურადღების გადატანა შიშის გამომწვევი ფაქტორიდან იმაზე, რაც რწმენას გაგიმყარებთ. 
ერთერთი მნიშვნელოვანი გასაღები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება: განავითარეთ თქვენში სიცოცხლის და შემოქმედების სიყვარული და დააკვირდით, თუ როგორ შესძენს ეს თვისება თქვენს ცხოვრებას ახალ აზრს. 

ანაჰატა – სულის მიზანი მეოთხე ჩაკრის თვალსაზრისით

კოლექტიური ენერგიის ჩაკრის გაღვიძებას, ყოველთვის მოაქვს დიდი პასუხისმგებლობა. ეს თვისება ყალიბდება დროთა განმავლობაში, მაგრამ როდესაც ის ბოლომდე ხდება გაცნობიერებული, მოაქვს შინაგანი კმაყოფილება. ისინი, ვინც ახერხებენ ცნობიერების შენარჩუნებას მაღალი ჩაკრების დონეზე, არასდროს სვამენ კითხვას: რაში მდგომარეობს ცხოვრების მიზანი – მათ ეს იციან. ეს შეგრძნება იბადება მაღალი ჩაკრების გახსნისას. როდესაც თქვენ აღვიძებთ მეოთხე ჩაკრას, თქვენ ბუნებრივად გიჩნდებათ მოთხოვნილება დაეხმაროთ სხვებს მიიღონ ეს ცოდნა და შეიგრძნონ სიყვარული. თქვენ ცდილობთ მათი ყურადღება გადაიტანოთ სიყვარულზე და სილამაზეზე. ადამიანები გრძნობენ სიმშვიდის ატმოსფეროს, რომელიც თქვენს გარშემო სუფევს, ხვდებიან, რომ თქვენ მათ არ განიკითხავთ, და თქვენი თანდასწრებით არ ეშინიათ თავიანთი ნამდვილი ბუნების ჩვენება. თქვენ მათ უქმნით უსაფრთხო და მხარდამჭერ პირობებს. 
თქვენ უბიძგებთ გარშემომყოფებს თანაგრძნობისკენ. თქვენი გული ყველასთვის გახსნილია. ეს გახსნილობა შთააგონებთ მათ არ განიკითხონ სხვები. თქვენ შეიგრძნობთ როგორ იძენს თქვენი არსებობა აზრს, როდესაც ხედავთ, როგორ იხსნება სხვა ადამიანების გულები სიყვარულისთვის და თანაგრძნობისთვის. გახსნილი გულის მდგომარეობაში ცხოვრება საოცრად სავსე და მდიდარია. ეს ერთგვარი რწმენაა ქმედებაში: ის, რასაც გარშემომყოფები აკვირდებიან თქვენს ცხოვრებაში, სტიმულს აძლევთ მათ თვითონაც გაიხსნან. 

ანაჰატა მეოთხე ჩაკრის გაღვიძების საშუალება

როდესაც თქვენ გრძნობთ ძალების გამოფიტვას გარშემომყოფებთან ურთიერთქმედების დროს, გახსენით გული, რადგანაც, თუ თქვენ წინააღმდეგობას გაუწევთ ქმედებებს, ამით თქვენ ორმაგ დარტყმას მიაყენებთ თქვენს ენერგეტიკულ ველს. პირველ რიგში, თქვენ ვეღარ იგრძნობთ ენერგიის შემოდინებას იმ მომენტში, როდესაც თქვენ რამეს იღებთ, ამავე დროს თქვენ ხარჯავთ უზარმაზარ ენერგიას წინააღმდეგობაზე. კონცენტრირდით თქვენს გულზე, მოიხსენით დამცველი საფარი და იგრძენით, როგორ გიბრუნდებათ ძალა. 
ყოველთვის, როდესაც თქვენ გიწევთ კონფლიქტის გადაწყვეტა ვინმესთან, კონცენტრაცია აუცილებლად ამ ჩაკრაზე უნდა გააკეთოთ. თავიდან თქვენ თვითონ გააკეთეთ ყველაფერი, თავდამსხმელს გულით უსურვეთ ბედნიერება, გადადით მადლიერების მდგომარეობაში – ეს ყველაფერი თქვენს გულში არსებობს. როგორც კი თქვენ კონცენტრირდებით და იგრძნობთ თბილი ენერგიის ნაკადს, გაიხსენეთ თქვენი მეგობარი. უთანაგრძეთ მას, თქვენს წინაშე ხომ სხვა სულია, რომელიც იბრძვის არსებობის სირთულეებთან. კონცენტრირდით გულის კავშირზე, რომელიც თქვენს შორისაა. წარმოიდგინეთ თქვენი მომავალი შეხვედრა მასთან, იპოვეთ თქვენს გულში მისი ადგილი, და მხოლოდ ამის შემდეგ წადით მასთან. 
რამ დასი გვაძლევს ბრძნულ რჩევას: “არასოდეს არავინ გააგდოთ თქვენი გულიდან”. ის გვთავაზობს, რომ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელოთ ყველა სახის სოციალურ ურთიერთობებში. თქვენ შეგიძლიათ ვინმეს მიუთითოთ დისციპლინაზე, ან იმედი გაგიცრუვდეთ, ან თუნდაც გაბრაზდეთ, მაგრამ არასოდეს გააგდოთ ადამიანი თქვენი გულიდან. თუმცა ამ რჩევაში ერთგვარი ხაფანგიც არის – თქვენ თვითონ ყოველთვის უნდა იმყოფებოდეთ იქ, რომ არ დაუშვათ თქვენი გულიდან სხვისი წასვლა! 

მედიტაციის საფუძვლები დამწყებთათვის

თუ თქვენ გადაწყვიტეთ სერიოზულად დაკავდეთ თქვენი ენერგეტიკით, მაშინ საჭიროა გახსოვდეთ, რომ: 
– პრაქტიკის დროს შესაძლბელია ენერგიების სპონტანური გამონთავისუფლება მოხდეს ( კუნდალინის ნაწილობრივი აწევა). რამაც შეიძლება გამოიწვიოს უცნაური ქცევა, ხასიათის ცვალებადობა, დეზორიენტაცია გარესამყაროში, სიცხეც კი. მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია და არ ღირს ამასთან დაკავშირებით ნერვიულობა. 
– აუცილებელია პარალელურად აკეთოთ ელემენტარული ფიზიკური ვარჯიშებიც, რადგან ისინი გეხმარებიან ენერგიის ცირკულაციაში და ენერგეტიკული ბლოკების მოხსნაში. ყველაზე ელემენტარული ვარჯიშებიც კი. 

სუნთქვითი ვარჯიშები – მნიშნელოვანი ეტაპი

1. დადექით. ხელები ჩამოუშვით. ფეხები მხრების სიგანეზე. აკეთებთ ჩასინთქვა-ამოსუნთქვას 2-ჯერ ცხვრიდან, შემდეგ ღრმა ჩასუნთქვა და 3 სწრაფი ამოსუნთქვა პირიდან. (გაიმეორეთ ეს ყველაფერი 3-ჯერ) 
2. წარმოიდგინე შენს გულში როგორ ერთდება 2 მილი (1 სმ დიამტრით). ერთი მათგანი მოდის ზემოდან, კოსმოსიდან შენი თავის გავლით, ხოლო მეორე მიწიდან ტერფების გავლით. ჩასუნთქვა – წარმოიდგინე რომ ენერგია შემოედინება შენს გულში ამ მილებიდან. ამოსუნთქვა – წარმოიდგინე, რომ ყველა ნეგატივი მიედინება მილების საშუალებით შენი სხეულიდან. ჩასუნთვა-ამოსუნთქვა უნდა იყოს ჩქარი. ტერფებით ძლიერად დააწექით მიწას (იატაკს). (გაიმეორეთ 3-ჯერ. შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ხმაური ყურებში). 

ასტრალური სხეულის „ამუშავება“

(ეს ვარჯიში კარგად ასუფთავებს ენერგოსტრუქტურებს) 
შემდეგ დადექით, ხელები გაწიეთ პირდაპირ, დიდი თითით მიმათული ზემოთ. საათის ისრის მიმართულებით აკეთებთ 33 ბრუნს, ისე რომ თვალს არ აშორებთ თვენს დიდ თითს. 
გაჩერების შემდეგ ხელებს აერთებთ გულის ჩაკრის სიმაღლეზე, მანამ სანამ არ დაუბრუნდებით საწყის მდგომარეობას. შეისაძლებელია დახუჭული თვალებითაც. ამ დროს წარმოიდგინეთ როგორ გადის თვენი ხერხემლის გასწვრივ მილი, კეფიდან ტერფების მიმართულებით. ამ მილში გადის ნებისმიერი ფერის ენერგია. იდექით და გაატარეთ ეს ენერგია თქვენში, სანამ არ დაუბრუნდებით წონასწორიბის მდგომარეობას. 

ედიტაციისთვის მომზადება

1) სურვილი 
2) კარგი დამიწება : ეს კეთდება ისევ მილის საშუალებით. წარმოიდგენ, პირველი ჩაკრა როგორ უერთდება დედამიწის ცენტრს. შემდეგ ამ მილით როგორ მოგეწოდება ნებისმიერი ფერის ენერგია პირველ ჩაკრაში. საკმარისია ერთი ბრძანება(ვიზუალიზაცია), პროცესი შემდეგ ავტომატურად მიდის. 
3) როგორ დაჯდები არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მთვარია ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. თუ თავიდან გიჭირთ ხერხემლის გასწორება, მიეყრდენით რამეს ან დადექით ფეხზე. 
4) მედიტაციის ხანგრძლივობასაც არააქვს მნიშვნელობა.ეს ინდივიდუალურია. 
თავიდან საჭიროა ნელი ტემპი და მიჩვევა, შემდეგ ყველაფერი თავისთავად დალაგდება. 

წმენდითი მედიტაციები

გაწმენდა 1 – დაწექი ზურგზე და გარკევული პერიოდი მშვიდად ისუნთქე. წარმოიდგინე, რომ წევხარ ეკრანზე ან გამჭირვალე მასაზე. ნელ-ნელა ეს ეკრანი იწევა ზემოთ, შენი სხეული გავლით და თან მიაქვს ყველა ნეგატიური პროგრამა. როცა ეკრანი გაგცლება და შენს ზემოთ იქნება, წარმოდგინე, რომ ის მთელი ამ ნეგატივით იწვება ცეცხლში. ამ დრო კარგი იქნება თუ წარმოიდგენთ, როგორ თხოვთ სამყაროს, რომ თვენი ნეგატიური პროგრამება ისე დაიწვას, რომ ზიანი არ მიაყენოს არაფერს და არავის. 
გაწმენდა 2 – დამჯდარმა წარმოიდგინე საკუთარი ბიოველი სხეულის გარშემო. როგორი იყო თავიდან? აზრობრივად გაასწორე და სიმატრიული გახადე. გაამყარე საზღვარი. წარმოიდგინე, როგორ მოდის ზემოდან ღია იასამნისფერი წვიმა და გაცლის ყველა ნეგატიურ და სხვისგან აკრულ ენერგიას. 
ამის შემდეგ, ზედა ჩაკრიდან დაწყებული საბაზისო ჩაკრამდე აკეთებ შმდეგს: 
თავიდან , ჩაკრას წარმოსახვით ატრიალებ საათის ისრის მიმართულების საწიინაღდეგოდ (ისე თითოს გარედან უყურებ შენს თავს), მერე წარმოიდგინე რომ ჩაკრას კვეთავ შუაზე და ხედავ მისგან როგორ გადმოდის მთელი სიბინძურე. ამის შემდეგ წარმოიდგინე რომ ეს ჩაკრა ისევ შეიკრა და დაიწყო მოძრაობა საათის ისრის მიმართულებით და ნელ-ნელა მიიღი მისთვის ბუნებრივი ფერი 
(პირველი – წითელი; მეორე- ნარინჯისფერი; მესამე- ლიმნისფერი; მეოთხე- მწვანე; მეხუთე- ცისფერი; მეექვსე- ლურჯი; მეშვიდე- იისფერი) .
გაწმენდა 3 – დაჯექი. მუშაობას იწყებ ზედა ჩაკრიდან და მოყვები პირველ ჩაკრამდე. წარმოიდგინე ჩაკრა როგორც წრე, ან ძაბრი. ჩაკრა შენზე დიდია – როგორც გამოქვაბული. შენ დგეხარ შესასვლელთან. აკვირდები რა ფერისაა ეს გამოქვაბული და სად არის სიბინძურე. შედიხარ გამოქვაბულში (სასურველია მშვიდად და გაღიმებულად) და იწყევ გამოქვაბულის კედლებზე ყვავილების ხატვას. მაგალითად მეორე ჩაკრის შემთხვევაში ნარინჯისფერი ლილიები , პირველი ჩაკრა წითელი ვარდი და ა.შ. მერე ჩაკრა იწყებს ტრიალს საათის ისრის მიმართულებით და შენ გამოდიხარ გარეთ. ეს მეთოდი იმით არის კარგი, რომ წმენდა მიდის ჩაკრის შიგნით, ძალდატანების გარეშე. 
გაწმენდა სანთლით – დაჯექი. წარმოიდგინე რომ სანთლის ფიტილი ხარ. ვიღაც ანთებს სანთელს. შენ მთლიანად ალში ხარ, რომელიც წვავს მთელს ნეგატივს. შეიგრძენი ცეცხლის ვიბრაციები. მაქსისმუმ 5 წუთი იჯექი ასე. 
გაწმენის ექსპრეს მეთოდი – ეს იმ შემთხევავაში, როცა უნდა იმედიტირო და გაწმენდისთვის დრო არ გრჩება. ძირითად მედიტაციამდე 5 წუთი წარმოსახვით ჩაკრები დაატრიალე საათი ისრის საწინააღდეგოდ, ხოლო შემდეგ საათის ისრის მიმართულებით. 

მედიტაციის დროს მუშაობის პრინციპები

1) ვიზუალიზაცია 
2) გაწმენდა იწყება ზევიდან და მოდის ქვემოთ 
3) ნეგატივი, რომლისგანაც იწმინდები აუცილებელია გაქრეს, დაიწვას, გარდაქიმნას, რადგან არ დაბრუნდეს შენს ბიოველში. აუცილებელია ეს ნეგატივი გარდაქმნათ პოზიტივად, რადგან სამყაროს არ მიადგეს ზიანი. 
4) ისწავლე შეიგრძნო ჩაკრები, ენდე საკუთარ შეგრძნებებს, თუ ფიქრობ, რომ ჩაკრა სუფთაა, ნუღარ გაწმინდავ მას. შეეცადე დაინახო რა ფერი აქვს ჩაკრას, რადგან დაბინძურების ან ზემოქმედების დროს ხშირად იცვლის ფერს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი