როგორ დავეხმაროთ ბავშვებს სოციალური და ინტელექტუალური სფეროს განვითარებაში

0
216

სოციალური და ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს უნარი აქვთ გაერკვენ საკუთარ გრძნობებსა და ქცევებში, ისევე, როგორც სხვები და შეუძლიათ მათი ცოდნის გავრცელება მათ ურთიერთობებსა და ქმედებებზე. კვლევებმა აჩვენა, რომ მათ, ვისაც მაღალი სოციალურ-ემოციური ინტელექტი აქვთ, აქვთ არა მხოლოდ უსაფრთხო ურთიერთობები, არამედ უკეთესი ყურადღების (კონცენტრაციის) უნარები სწავლაში ნაკლები პრობლემა აქვთ და მთლიანობაში ბევრად უფრო წარმატებულები არიან აკადემიურ თუ სამუშაო მოსწრებებში.

გინდ დაიჯერეთ გინდ არა, გრძნობდე თავს კარგად, შეეწყო სხვა ადამიანებს და შეისწავლო ისინი, გამოხატო და მართო გრძნობები, ეს ყველაფერი არის უნარები, რომლებიც დაისწავლება. საუკეთესო პერიოდი ამ უნარების დასასწავლად ადრეული ასაკია, რაც უფრო პატარას დავაწყებინებთ ამ უნარების დასწავლას მით უკეთეს შედეგს მივიღებთ. ჩვილობის პერიოდი მხოლოდ პირველი სიტყვების და პირველი ნაბიჯების პერიოდი არ არის. ამ ასაკში ისინი ასევე იწყებენ ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან, ქმნიან საკუთარ მოლოდინებს სამყაროსადმი და იმ ადამიანებისადმი, ვინც ამ სამყაროში ცხოვრობს. ეს პირველი უნარები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის საფუძველი ბავშვის შემდგომი განვითარებისა, რაც მნიშვნელოვან ეფექტს მოახდენს მის მენტალურ ჯანმრთელობაზე, ასევე კარგად ყოფნაზე ახლაც და მომავალშიც. ამ მიმართულებით თქვენ ხართ თქვენი შვილის საუკეთესო მასწავლებელი.

ახლა განვიხილოთ რამდენიმე ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ შვილის სოციალური და ემოციური ინტელექტის განვითარებაში:

უზრუნველყავით ხელსაყრელი გარემო, რომელშიც ბავშვი უნდა გაიზარდოს

უზრუნველყავით ბავშვები სითბოთი და სიყვარულით, ეს მათ დაანახებს, რომ ისინი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ინდივიდები არიან. შეუქმენით მათ ყველა პირობა ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოსაყალიბებლად, ანუ შეუქმენით მათ „უზრუნველყოფილი გარემო“, რომელშიც ის თავს უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობს. როგორც მცენარეს კარგი ნაყოფისთვის სჭირდება ნოყიერი, მინერალებით და წყლით გაჯერებული ნიადაგი, ისე ბავშვს სჭირდება სიმშვიდით, სიყვარულით და ზრუნვით სავსე გარემო, რომ ის ჯანმრთელი ფსიქიკის ჩამოყალიბდეს. დამამშვიდებელი სიმღერების მღერა და საუბარი ბავშვთან აგრეთვე შესძენს მას მნიშვნელოვან გრძნობას, რომ ის ფლობს ემოციურ გარემოს. ეს ის გარემოა, სადაც მის გძნობებზე საუბრობენ და ეხმარებიან მას საკუთარ თავში და გარემოსადმი ნდობაში, უქმნიან დაცულობის შეგრძნებას როგორც მთელი პატარაობის, ასევე მთელი ცხოვრების განმავლობაში. ბავშვი იღებს სიყვარულს და სითბოს მშობლებისგან. მშობლები ასევე ასწავლიან მას მნიშვნელოვან ასპექტებს თუ როგორაა შესაძლებელი და ასევე აუცილებელიც სითბოს და სიყვარულის გამოხატვა სხვების მიმართ.

სახელი დაარქვი მის ემოციებს

შვილის თვითგანვითარების ხელშეწყობა იწყება დაბადებისთანავე, როდესაც პოზიტიურად ვპასუხობთ მის ტირილზე. ეს ეხმარება მას თავი დაცულად და უსაფრთხიდ უგრძნოს. ჩვილობის ასაკში დაეხმარე მოახდინოს საკუთარი ემოციის იდენტიფიცირება და შემდეგ ეს ემოცია გამოხატოს ადექვატური ქცევით. უთხარი რაიმე, მაგალითად: „ დღეს მოწყენილი ხარ, რადგან შენმა მეგობარმა გაწყენინა?“ წაახალისე აიმაღლოს ცნობიერება საკუთარ ემოციებში. ასევე ისიც დაეხმარება აჩვენო ან უთხრა თუ როგორ უმკლავდებიან და მართავენ სხვადასხვა ბავშვები საკუთარი ემოციებს. მაგალითად, გამოაძერწინე თიხით როცა გაბრაზებულია, ან ახატინე და მოაყოლე შემდეგ როგორ გრძნობენ მისი შექმნილი ფიგურები თავს. დაეხმარე ბავშვს იპოვოს მისთვის შესაბამისი გზა ემოციის გამოსახატავად, რომელიც განუვითარებს თვითდაჯერებას და თვითკონტროლს. ეს ასევე დაეხმარება ბავშვს უკეთესად მოაგვაროს კონფლიქტები თანატოლებთან და ჰქონდეს ემპათიის გრძნობა მისი მეგობრების თუ სხვა ადამიანების მიმართ.

მიეცი საშუალება მიიღოს გადაწყვეტილებები

ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გააკეთოს პოზიტიური არჩევანი პიროვნულ და სოციალურ ქცევებში. ეს მისი წარმატებული მომავლის გასაღებია. წაახალისეთ მასში საკუთარი თავისადმი პატივისცემა იმით, რომ დააკისროთ პასუხისმგებლობა სახლში და მიეცით საშუალება გააკეთოს მისი ასაკისთვის შესაფერისი არჩევანი თვითონ „ რომლის ჩაცმა გინდა – წითელი ფეხსაცმელების თუ ლურჯის?“ გამოხატე აღტაცება, როდესაც სახლის საქმეებში დაგეხმარება. ის გამუდმებით ითხოვს შენგან ყურადღებას. წაახალისე და შეაქე სათანადოდ, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგეცემა და ეს გააკეთე ძალიან ხშირად. შეეცადე პოზიტიური კომენტარებით გადაუფარო ნეგატიური განწყობა. ეს სასწაულს გაუკეთებს მის თვითდაჯერებას.

ათამაშეთ განმავითარებელი თამაშები

თამაში პატარა ასაკიდანვე ასწავლის ბავშვს სამყაროსთან ურთიერთობას. თამაშები გასართობ აქტივობასთან ერთად შესაძლებელია შემეცნებითიც იყოს. მის სოციალურ განვითარებას წაახალისებს ისეთი თამაშები, სადაც მას მოუწევს რიგში ჩადგომა, სხვისი აზრის გაზიარება, ანგარიშის გაწევა და თანამშრომლობა. ააწყვეთ ტანსაცმლის ყუთი, შეაგროვეთ თოჯინები და მოიგონეთ, თითქოს სადმე ეპატიჯებით მათ, რადგან როლური თამაშების მეშვეობით განუვითარდეს ფანტაზია. ასეთი თამაშები განავითარებს მის სოციალურ თუ ემოციურ სფეროს, ის ეხმარება ბავშვს, როგორც ვერბალური ისე არავერბალური კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. ხშირად გაიყვანეთ ბავშვი გარეთ სასეირნოდ და სათამაშოდ, წაიყვანეთ რესტორანში, მუზეუმში, კინოში, მაღაზიებში და ა.შ. აცხოვრეთ ყოველდღიური ცხოვრებით, რადგან ამისი მოდელი მომავალში ჰქონდეს, ჰქონდეს ქცევების მრავალფეროვანი შესაძლებლობები სხვადასხვა ადამიანებთან კონტაქტის დროს. მიეცი შვილს შესაძლებლობა ითამაშოს მისი ასაკის სხვა ბავშვებთან ერთად. ეს ყველაფერი დაეხმარება მას მისი სამყაროს გადიდებაში, გამდიდრებასა და ადამიანების გაცნობაში.

გაუძეხი მაგალითებით

არ დაგავიწყდეთ, თქვენი შვილი თქვენ გიყურებთ და ისე სწავლობს როგორ უნდა შექმნას ურთიერთობები და როგორ ეკონტაქტოს გარშემო მყოფ სამყაროს. დარიგებებით ის ცხოვრებას ვერ სწავლობს. ბავშვს შეიძლება თავი გამოუჭედოთ უამრავი ჭკვიანი და ბრძნული ფრაზით, მაგრამ ის კრიტიკულ მომენტში მოიქცევა ისე, რა მაგალითიც აქვს მშობლისგან. მიეცი ყველა შესაძლებლობის უპირატესობა რადგან შეძლოს შესაბამისი ქცევის მოდელის აღება. მთელი დღეები გაატარე მასთან საუბარსა და მოფერებაში. ბავშვთან იკონტაქტე მისი შესაფერისი წიგნებისა და ფილმების მეშვეობით. ასწავლე მას კარგი მანერები შენი სხვა ადამიანებთან კარგი მოპყრობის მეშვეობით. ასწავლე ურთიერთობა მეგობრებთან და წაახალისე მასში გაიზარდოს ჯანსაღი მეგობრობა. გახსოვდეს, აუცილებლად უნდა იზრუნო შენს საკუთარ სოციალური და ემოციური სფეროს კეთილდღეობაზე. არ დაგავიწყდეთ თქვენი შვილები უფრო მეტს სწავლობენ თქვენი ქცევის შემხედვარენი, ვიდრე იმის მოსმენით, თუ რა არის კარგი და რა არა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი