კარმის 12 კანონი

0
2725

შეიძლება თქვენ არ გჯერათ, მაგრამ ეს ეხება თითოეულ ჩვენთაგანს! როდესაც კარმაზე ვსაუბრობთ, საქმე არ ეხება რაიმე სასტიკ სასჯელს თქვენი ცოდვების გამო, არამედ სამყაროში არსებულ ბალანსს. 

კარმა გულისხმობს, რომ ყველაფერი რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში – ეს სამყაროს ბუნებრივი პასუხია ჩვენს ქმედებებზე. 
ყველაფერი კარგი, თუ ცუდი, რასაც ჩვენ ჩავდივართ – გვიბრუნდება უკან. ეს სასჯელი კი არა, უბრალოდ სამყაროს მოთხოვნილებაა ბალანსზე. სწორედ ამიტომ „ბოროტებაც“ ზუსტად იმ დოზით გვიბრუნდება, რა დოზითაც ჩვენ ის გაუშვით სამყაროში. 
ჩვენთვის, უბრალო მოკვდავთათვის, მოითხოვება შემდეგი თვისებების წინ წამოწევა: თანმიმდევრულობა, შრომისმოყვარეობა, უანგარობა და სიკეთე. ეს თვისებები დაგვეხმარება ცხოვრების ნორმალურად გავლაში! 
პასუხისმგებლობის კანონი
ღირსეულად მიიღეთ ის უსიამოვნებები, რაც ცხოვრების გზაზე გხვდებათ. ყველაფერს თავისი მიზეზები გააჩნია და თუ სირთულეები ჩნდება თქვენს გზაზე, ეს ნიშნავს, რომ უნდა გადალახოთ ისინი, იმისთვის რომ წინ წაიწიოთ! ნუ ეცდებით თავი აარიდოთ განსაცდელებს! ისწავლეთ აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე! 
სამყაროს შენარჩუნების კანონი
თქვენ – სამყაროს ნაწილი ხართ და თქვენი ვალია – მოუფრთხილდეთ მას! გარემოზე ზრუნვა ყოველი ადამიანის ვალია! 
სიმშვიდის კანონი.
თუ ყველაფერში მხოლოდ ცუდ და ნეგატიურ მხარეს დაინახავთ, ეს სინამდვილეში მართლაც გაგიფუჭებთ ხასიათს. ეცადეთ ყველაფერში კარგი დაინახოთ. რადგან, აბსოლუტურად ყველაფერს გააჩნია როგორც კარგი, ასევე ცუდი მხარე. მნიშნევლოვანია არა ის, თუ რა ხდება თქვენს თავს, არამედ ის – თუ რომელ მხარეს აქცევთ ყურადღებას მომხდარში! 
საფუძვლის კანონი
ყოველ ქმედებას გააჩნია მიზეზი და ასევე გააჩნია – შედეგი. თუ თქვენ დათესთ მეგობრობას, მოიმკით- სიყვარულს. თუ დათესთ გაღიზიანებას, მოიმკით- სიძულვილს! 
ცვლილებების კანონი 
როდესაც გაქვს საშუალება ისწავლო შენს შეცდომებზე – ეს დიდი გამართლებაა! ყოველი ცვლილება ცხოვრებაში – ეს არის შანსი დააგროვო გამოცდილება! 
მოთმინების კანონი
თუ თქვენ გაქვთ დიდი გეგმები, მაშინ მოგიწევთ დიდი ძალისხმევის და მოთმინების გამოვლენა დასახული მიზნისკენ სავალ გზაზე. ისწავლეთ მოთმინება! 
შთაგონების კანონი
თუ თქვენ გინდათ მიაღწიოთ საუკეთესო შედეგებს, ამისათვის არ დაიშუროთ დრო და ძალისხმევა. რაც უფრო ბევრს ჩადებთ – მით მეტს მიიღებთ! 
ყველაფრის ურთიერთკავშირის კანონი
ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, გააჩნია თავისი მიზეზი და კავშირი. ყველა ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ყოფილა- კარგი თუ ცუდი- ეს ერთი მთლიანი ჩანაფიქრის ნაწილია. უბრალოდ თქვენ არ შეგიძლიათ შეაერთოთ ეს განსხვავებული „წერტილები“ ერთმანეთთან, როდესაც იყურებით მომავალში. სამაგიეროდ, როდესაც იყურები წარსულში, მაშინ ხვდები- რატომ მოხდა ზუსტად ასე და არა- სხვანაირად. ნუ დაიძაბებით. უბრალოდ, მიიღეთ სიამოვნება ცხოვრების დინებით. დანარჩენს ყველაფერს კი სამყარო თითონ მიხედავს! 
მუდმივი განვითარების კანონი
ცხოვრება მუდმივად იცვლება და ყოველ წელს – სულ უფრო სწარაფად: საკმარისია შევხედოთ თუნდაც ტექნოლოგიებს! ჰარმონიის მიღწევას თქვენ შეძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ცვლილებებთან ფეხის აწყობას შეძლებთ! თქვენი ახალი მანტრა- შეიცვალოთ, იყოთ მოქნილი – ყოველ დღე! 
ფოკუსირების კანონი
ყოველ ჩვენთაგანს გააჩნია თავისი შესაძლებლობები და ნიჭები. გაანალიზეთ და შეისწავლეთ ისინი, რომ გააცნობიეროთ – რაშია თქვენი ძალა! ეს საშუალებას მოგცემთ წარმატება მოიპოვოთ ცხოვრებაში. ….და ნუ დანებდებით – თუ პირველივე ცდაზე არ გამოგივათ!!! 
გულუხვობის კანონი 
თანაგრძნობა, ემპათია და სხვებზე ზრუნვა დაგეხმარებათ სიმშივდის მოპოვებაში და დადებითი ენერგეტიკის დაგროვებაში. პატივი ეცით და კარგად მოეპყარით სხვა ადამიანებს! 
აწმყოს კანონი
იარეთ წინ და არ შეჩერდეთ! ნუ დაკარგავთ დროს იმაზე ფიქრში „..რა იქნებოდა, თუკი..“… ეს უაზრობაა! კონცენტრირდით აწმყოზე და დაივიწყეთ წარსული! მომავალი თვითონ მოვა- თქვენი წარმოდგენების და დაგეგმარების გარეშე!
მასალა მოამზადა ასტროლოგმა – დაჯი მამულაშვილმა

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი