ზიგმუნდ ფროიდი – ფსიქოანალიზი

0
576

სექსუალობის ეთიოლოგიური მნიშვნელობა. – ინფანტილური სექსუალობა. –
სიყვარულის ამერკელი დამკვირვებელი ბავშვობის ასაკში. – ფსიქოანალიზები ბავშვებთან.
– აუტოეროტიზმის ფაზა. – სქესობრივი ცხოვრების საბოლოო ფორმირება. – ნევროზის
კავშირი პერვერსიასთან. – ნევროზების ბირთვული კომპლექსი. – ბავშვის ჩამოშორება
მშობლებისაგან.

ფსიქოანალიტიკური კვლევებს ავადმყოფთა ტანჯვის სიმპტომები მათი სასიყვარულო
ცხოვრების შთაბეჭდილებებამდე დაჰყავთ. ეს კვლევები ეხება ეროტიულ სწრაფვებს და
გვაიძულებენ ვაღიაროთ, რომ ეროტიკის მოშლილობებს მიეწერებათ განსაკუთრებული
მნიშვნელობა ავადმყოფობის გამომწვევ ფაქტორებს შორის, რაც ორივე სქესის
შემთხვევაშია დამახასიათებელი. (ეთიოლოგია – ავადმყოფოფბის მიზეზების
შესწავლის მეცნიერება / კვლევა.)

ფროიდი აღნიშნავს, რომ ის მკვლევარებიც კი ვინც ეთანხმებიან მას ფსიქოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით, ორჭოფობენ სექსუალური ფაქტორის მიზეზობრივობასთან დაკავშირებით ავადმყოფობის აღმოცენების შემთხვევაში და უსვამდნენ მას (ფროიდს) კითხვას თუ რატომ არ შეიძლებოდა რომ განდევნისა და ჩანაცვლების მიზეზად სხვა სულიერი განცდები არ ყოფილიყვნენ. რაზეც ფროიდი პასუხობს, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს ამ მოტივების მნიშვნელობა არ არის ისეთივე, უფრო მეტიც, ისინი სექსუალური მოტივების მოქმედებას ეხმარებიან, მაგრამ ვერასოდეს ვერ ახდენენ მათ ჩანაცვლებას. ფროიდი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სექსუალური მოტივები ყოველთვის საიდუმლოებით მოცულია და პაციენტებს არასოდეს არ სურთ მათი გამხელა, ისინი ხშირ შემთხვევაში სტყუიან, რაც ზოგადად მიღებულია კულტურულ საზოგადოებაში. ყველა ცდილობს დაფაროს საკუთარი ეროტიკა.

თუმცა ფროიდი აღნიშნავს, რომ ერთის მხრივ სიმპტომების ფსიქოანალიტიკური
კვლევა არა სექსუალურ, არამედ უბრალო ბანალურ ტრავმატულ განცდებამდე მიდის.
აუცილებელი ანალიტიკური სამუშაო არ უნდა შეჩერდეს ავადმყოფობის დროინდელ
განცდებზე, თუკი მიზნად არის დასახული საფუძვლიანი კვლევა და განკურნება. ის უნდა
შეეხოს სქესობრივი მომწიფების პერიოდს და შემდგომში ადრეული ბავშვობის ასაკსაც,
რომ მოხდეს იმ შთაბეჭდილებებისა და განცდების განსაზღვრა რამაც შემდგომში
ავადმყოფობა განაპირობა. მხოლოდ და მხოლოდ ბავშვობის განცდები იძლევიან შემდგომი
ტრავმების მიმართ მგრძნობელობის ახსნას, და მხოლოდ და მხოლოდ ამ მოგონებების
აღმოჩენითა და გაცნობიერებით (ეს მოგონებანი ხშირ შემთხვევაში დავიწყებულია) ჩვენ
მოვიპოვებთ ამ სიმპტომების დაძლევის ძალას. ამ შემთხვევაში ისეთივე შედეგს ვიღებთ
როგორც სიზმრების ანალიზისას, – ბავშვობიდან შემორჩენილი მაგრამ განდევნილი
სურვილები სიმპტომების აღმოცენებას უწყობენ ხელს. ამ სურვილების გარეშე მომდევნო
ტრავმებზე არსებული რეაქცია ნორმალურად წარიმართებოდა. ხოლო ბავშვობის ძლიერ
სურვილებს შესაძლებელია სექსუალური სურვილების სახელდება მივანიჭოთ.

ფროიდი თვლის რომ ბავშვი თავიდანვე არის სექსუალური სურვილების მფლობელი
და ანხორციელებს გარკვულ სექსუალურ ქმედებებსაც.
ბავშვის სექსუალური ინსტინქტი ძალიან რთულია; მას ახასიათებს მრავალ
კომპონენტად დაშლა, ეს კომპონენტები განსხვავებული წყაროებიდან წარმოიქმნებიან.
უპირველეს ყოვლისა, სექსუალური ინსტინქტი სრულიად არ არის დამოკიდებული
გამრავლების ფუნქციაზე, რომლის მიზანსაც ის ემსახურება მოგვიანებით. ის ისწრაფვის
განსხვავებული ტიპის სიამოვნებების მიღებისაკენ და მიღწევისაკენ. ინფანტილური
სექსუალობის მთავარი წყარო – არის გარკვეული სახის განსაკუთრებლი აღგზნების მქონე
სხეულის ნაწილების შესაბამისი გაღიზიანება, გენიტალიების გარდა,  კანისა და სხვა ლორწოვანი გარსების გაღიზიანებაც. ვინაიდან ბავშვობის ამ ფაზაში დაკმაყოფილება მოიპოვება საკუთარი სხეულის ფარგლებში, არ არის გვერდითი ობიექტის ყოლის საჭიროება.

ამ ფაზას ელისის ტერმინით ფროიდი აუტოეროტიულს ეძახის. კარგი მაგალითია წოვა თოთო ბავშვების შემთხვევაში. შემდგომი ეტაპია გენიტალიების მასტურბაციული გაღიზიანება, რაც ზოგიერთი ინდივიდის მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ არის ამოწურული. გარდა ამ აუტოეროტიული ქმედებებისა, ბავშვს საკმაოდ ადრეულ ასაკში ახასიათებს სექსუალური დაკმაყოფილების ის კომპონენტებიც, რაც ობიექტის სახით სხვა პირსაც საჭიროებს. ეს კომპონენტები წყვილში აღმოცენდებიან და არიან როგორც აქტიური ასევე პასიური სახისაც; ფროიდი ასახელებს სადიზმს – სხვა პირისადმი ტკივილის მინიჭებისაგან სიამოვნების განცდა და მის პასიური წყვილის მაზოჰიზმსაც. ასევე აქტიური და პასიური თვალთვალის სურვილი.

თვალთვალის აქტიური სურვილიდან შემდგომში აღმოცენდება შემეცნების სურვილი, ხოლო პასიური ფორმიდან მხატვრისა და არტისიტის მდგომარეობისადმი სწრაფვა / მიდრეკილება. სექსუალური ქმედების სხვა გამოვლინებანი უკვე მიეკუთვნებიან სიყვარული ობიექტის არჩევანს. ამასთანავე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ შემთხვევაში სხვა პირი, რაც
პირველყოვლისა უკავშირდება თვითგადარჩენის ინსტინქტს. ბავშვობის ამ პერიოდში
სქესის სხვაობა არ იძენს გადამწყვეტ მნიშვნელობას / როლს. ამგვარად შესაძლებელია
თითოეულ ბავშვს ჰომოსექსუალური მიდრეკილებაც მივანიჭოთ.

ჯერ კიდევ პუბერტატის პერიოდამდე, აღზრდის ზეგავლენით გარკვეული სახის
ლტოლვების საკმაოდ ენერგიულად განიდევნებიან, მაშინვე აღმოცენდებიან ისეთი
სულიერი ძალები როგორიცაა სირცხვილი, ზიზღი, მორალი, რაც მცველის მსგავსად
აკავებს ამ განდევნებს. როდესაც პუბერტატის პერიოდში აღმოცენდებიან სქესობრივი
მოთხოვნილებები, განდევნილი რეაქტიული წარმონაქმნებისა და წინააღმდეგობის ფორმას
იძენს, რაც შეუძლებლად აქცევს განდევნილი მიდრეკილებების / მოთხოვნილებების
აღდგენას.

ზოგადი პათოლოგიის მიხედვით ნებისმიერი განვითარება პათოლოგიური
წინაგანწყობის ჩანასახს ატარებს, კერძოდ, განვითარების პროცესი შესაძლებელია იყოს
შეკავებული, შენელებული ან არასაკმარისი. იგივე რამ ეხება სექსუალური ფუნქციის
განვითარებასაც. სექსუალური განვითარება ყველა ინდივიდუუმთან მდორედ არ
მიმდინარეობს, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ტოვებს ანომალიებს ან წინაგანწყობას
უფრო გვიანდელი ავადმყოფობისადმი საპირისპირო განვითარების გზით (რეგრესია).

შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ ყველა ლტოლვა არ დაექვემდებაროს გენიტალური ზონის
უპირატესობას; ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად დარჩენილი კომპონენტი წარმოადგენს
იმას, რასაც ვუწოდებთ პერვერსიას და რამაც შესაძლებელია შეცვალოს ნორმალური
სექსუალური მიზანი საკუთარით. ორივე სქესის პირველადი ერთმნიშვნელოვნობა ასევე
შესაძლებელია იყოს გარკვეული გავლენის მქონე; მოწიფულ ასაკში აქედან გამომდინარე
შესაძლებელია იყოს წარმოქმნილი ჰომოსექსუალურობა.

ამგვარი დარღვევების მთელი რიგი განაპირობებს სექსუალური ფუნქციის განვითარების შეკავებას; ამას მიეკუთვნებიან პერვერსიები და არც ისე იშვიათი შემთხვევა სექსუალური ცხოვრების ინფანტილიზმი. ნევროზებისადმი წინასწარგანწყობა განსხვავებული სახით უკავშირდება სქესობრივი განვითარების დარღვევას. ნევროზები უკავშირდებიან პერვერსიებს, როგორც პოზიტივი ნეგატივს. ნევროზის შემთხვევაში შესაძლებელია იყოს დადასტურებული ისეთივე კომპონენტების არსებობა, როგორც კომპლექსების მატარებლებისა და სიმპტომების წარმომქმნელების, რაც შეინიშნება ასევე პერვერსიებისას. მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი არაცნობიერად მოქმედებენ. ფსიქოანალიზი აღმოაჩენს, რომ ამგვარი ლტოლვების გადამეტებული გამოვლინება ადრეულ ასაკში თავისებური სახის ნაწილობრივ ფიქსაციას განაპირობებს, ხოლო მსგავსი ფიქსაცია წარმოადგენს სუსტ წერტილს სექსუალური ფუნქციის სტრუქტურაში.

ფროიდი აღწერს ოიდიპოსის კომპლექსის მნიშვნელობას და ბავშვის დამოკიდებულებასა და განწყობას მისი მშობლებისადმი და ასევე გარკვეულ ურთიერთგანწყობას და-ძმებს შორის. ყველაფერი ეს საფუძველს უყრის ნებისმიერ ნევროზის ბირთვულ კომპლექსს და ფროიდი თვლის რომ მოსალოდნელია მისი აღმოცენება სულიერი ცხოვრების სხვა სფეროებშიც. ის პარალელს ავლებს მეფე ოიდიპოსისა და შექსპირის ჰამლეტის ნაწარმოებებთან, სადაც პირველ შემთხვევაში მშობელთა ინცესტის სურვილის მოტივი ღიად ხოლო მეორე შემთხვევაში კი ფარულად არის გამოვლენილი.

იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი განიცდის ბირთვული კომპლექსის ზემოქმედებას,
რომელიც ჯერ კიდევ არ არის განდევნილი, მისი გონებრივი მოქმედების
უმნიშვნელოვანესი ნაწილი ეძღვნება სექსუალურ კითხვებს. მისი პირადი ლტოლვების
გავლენით, რაც განასხვავებს ბავშვს ზრდასრულისაგან, ის აყალიბებს რამოდენიმე
ინფანტილურ სექსუალურ თეორიას, სადაც ორივე სქესს მსგავსი სასქესო ორგანოები
მიენიჭება, ჩასახვა ხდება საკვების მიღებით, ხოლო დაბადება – დეფეკაციის აქტის
მეშვეობით. კოიტუსს ბავშვი აღიქვამს როგორც გარკვეული სახის მტრულ აქტს,
ძალადობას.

სრულიად ნორმალურია და გარდაუვალი ის, რომ ბავშვი თავის სექსუალურ და
სასიყვარულო საობიექტად საკუთარ მშობლებს ირჩევს. თუმცა ბავშვის ჩამოშორება
მშობლებისაგან უნდა წარმოადგენდეს ასევე გარდაუვალ ამოცანას იმისათვის, რომ
ბავშვის სოციალურ მდგომარეობას არ ემუქრებოდეს საშიშროება.

ფროიდი აღნიშნავს, რომ ფსიქოანალიტიკური მკურნალობა შესაძლებელია იყოს
მოაზრებული როგორც მომდევნო აღმზრდელობითი სამუშაო, ინფანტილური ნარჩენების
ჩამოშორების თვალსაზრისით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი